ქვეყანა: თურქეთი
დედაქალაქი: ანკარა
უდიდესი ქალაქი: სტამბული
ენა: თურქული
რელიგია: ისლამი
მთავრობა: საპარლამენტო რეპუბლიკა
ფართობი: 783,562 კვ.კმ
წყალი: 1,3%
მოსახლეობა: 77,804,122 (2010 წ)
ვალუტა: თურქული ლირა
ქვეყნის კოდი: TUR
სატელეფონო კოდი: +90

სტამბული თურქეთის უდიდესი ქალაქია, რომელიც მდებარეობს ბოსფორის სრუტეზე.
2000 წლის აღრიცხვით ქალაქის მოსახლეობა 8.803.468 ადამიანს შეადგენდა და ევროპის უდიდეს ქალაქთა შორისაა.
თანამედროვე თურქული სახელწოდებაა İstanbul (ისტანბულ). სახელი წარმოიშვა ბერძნული ფრაზიდან, რაც ნიშნავს „ქალაქში“, „ქალაქისკენ“, ან „ქალაქის ცენტრში“. ქალაქის პირველი ცნობილი სახელი არის ბიზანტი. 330 წლის 11 მაისს რომაელმა იმპერატორმა კონსტანტინე I-მა ქალაქი რომის იმპერიის აღმოსავლეთ დედაქალაქად გამოაცხადა და მას ნოვა რომა (რუმ. Nova Roma — „ახალი რომი“) უწოდა. თუმცა ქალაქი ცნობილი გახდა სახელით კონსტანტინოპოლი (კონსტანტინეს ქალაქი).
სტამბული თურქეთის მსხვილი ქალაქი, მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი, უმსხვილესი სამრეწველო-სავაჭრო და კულტურული ცენტრია. ამ ქალაქში თავმოყრილია ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, უცხოური სადაზღვევო სააგენტოები და საზოგადოებები.
ქალაქის ევროპულ ზონას ყურე ორ ნაწილად - ემინენიუდ (ძველი ქალაქი), რომელიც ძველ ნახევარკუნძულზეა განლაგებული და შუა საუკუნეების იერ-სახე აქვს შემორჩენილი, და ბეიოგლუდ (ახალ ქალაქად) ყოფს. ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე მდებარეობს სავაჭრო-საპორტო რაიონი და საქმიანი და კულტურული ცენტრი.

ტური სტამბულში 3ღამე/4დღე

ღირებულება: 225 ევრო

ღირებულებაში შედის:
- ავტობუსის ბილეთები: თბილისი-სტამბული-თბილისი
- 4* სასტუმრო BB კვებით
- ქალაქის ექსკურსია, რომლის დროსაც მოინახულებთ: Hagia Sophia, Blue Mosque Hippodrome, Grand Covered Bazaar.
- ინგლისურენოვანი გიდი
- შესასვლელი ბილეთები

შენიშვნა: ტურის დაწყებამდე მოგაკითხავენ სასტუმროში ჩვენი წარმომადგენლები და დამთავრების დროს ისევ სასტუმროში დაგაბრუნებენ.

აირჩიე ჩვენი ფასები, დაისვენე შენთვის სასურველ რეგიონში და მიიღე საჩუქრად

300, 500 და1000 ლარიანი ვაუჩერი!!!


დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 307- 007 ან 858 307-337
ან მოგვწერეთ: ეს ელ-ფოსტის მისამართი დაცულია სპამ-რობოტებისაგან, მის სანახავად ჩართული უნდა გქონდეთ Javascript


ეს სტამბულია...

1. აია სოფია

ცნობილია თავისი შთამბეჭდავი ზომით, აღსანიშნავი არქიტექტურითა, ულამაზესი მოზაიკითა და ფრესკებით, მასიური ოქროსფერი გუმბათოვანი სტრუქტურით. ამ ყველაფრის გამო კი ის ყველაზე პოპულარული ძეგლია სტამბულში.
ეს იყო მიღებული, როგორც საკათედრო ტაძარი მე–6 საუკუნეში და დარჩა ყველაზე მნიშვნელოვან ეკლესიად საქრისტიანოში დაახლოებით 900 წელი. 15 საუკუნეში მაჰმედ 2–მ დაიპყრო ქალაქი და გადააკეთა მეჩეთად, დამატებული მინარეთებით და შადრევნებით. ის ფუნქციონირებდა 481 წლის განმავლობაში, სანამ დაარსდებოდა საერო თურქული რესპუბლიკა 1934 წელს კი ის მუზეუმად გადაიქცა.
აია სოფია არის ერთ–ერთი დიდებული ბიზანტიური შენობა მსოფლიოში და მისი ფართე ინტერიერი თავისი უზარმაზარი გუმბათით არაჩვეულებრივი სანახავია.
ინტერიერი შეიცავს განსხვავებულ შტრიხებს ტაძრის დაარსების დროიდან და შემდეგ როგორც მეჩეთი, შეიცავს საოცარ ბიზანტიურ მოზაიკას, ხატებს და მარმარილოს სვეტებს, მიჰრაბს (სალოცავი ნიშა ისლამურ მეჩეთებში, რომელიც უჩვენებს მიმართულებას ქააბასკენ, საითაც მლოცველი უნდა იყურებოდეს ლოცვისას), და ოსმალეთის პერიოდის დროინდელ ისლამურ წარწერებს გუმბათზე.

2. სულთან აჰმედის მეჩეთი (ლურჯი მეჩეთი)
სულთან აჰმედის მეჩეთი ცნობილია, როგორც ლურჯი მეჩეთი, ის თავისი მიმზიდველი გუმბათებით და 6 გრაციოზული მინარეთებით ერთ–ერთი ყველაზე სანახაობრივი და გამორჩეული ძეგლია ქალაქ სტამბულში. აშენდა 1609 წელს და ის იყო ერთ–ერთი მშვენიერი ნიმუში ოსმალური არქიტექტურის.
ინტერიერი გაფორმებულია ათასობით ლურჯი და თეთრი Iznik–ით ტრადიციული ისლამური ყვავილების ნიმუშებით. სწორეს მისი ასეთი სპეციფიკური აგებულების გამო უწოდეს მეჩეთს ეს სახელი. მისი დიზაინი თანამიმდევრული პატარა გუმბათებით, მაღალი თაღებით და 260 მოხატული შუშის ფანჯრებით ტოვებს გასაოცარ შთაბეჭდილებას.
მეჩეთის უკან მხარეს არის მუზეუმი, სადაც გამოფენილია ანტიკვარული თურქული ხალიჩები და ფარდაგები.

3. თოფქაფის სასახლე
თოფქაფის სასახლე მდებარეობს სტამბოლში, რომლის მშენებლობა სულთან მეჰმედ II-ის ბრძანებით დაიწყეს 1459 წელს, რაც 1465 წელს დასრულდა. სასახლე სარაგლიოს კონცხზე მდებარეობს ოქროს რქასა და მარმარისის ზღვას შორის, წარმტაცი ხედით ბოსფორზე. ის უამრავი მცირე ზომის შენობისგან და ოთხი დიდი მოედნისგან შედგება.
თოფქაფის სასახლეში ასევე არის მართლმსაჯულების კოშკი, წმინდა მანტიის პავილიონი, რომელშიც წინასწარმეტყველი მუჰამედის წმინდა ნივთებია.
1853 წელს სულთან აბდულმეჩითმა გადაწყვიტა თავისი რეზიდენცია ახლად აშენებულ და თანამედროვე დომაბაჰჩის სასახლეში გადაეტანა. ამჟამად თოფქაფი გადაკეთებულია იმპერიული ერის მუზეუმად და სტამბულის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ სასახლეში თავის დროს მსოფლიოს უძლიერესი მმართველები ცხოვრობდნენ სხვა სამეფო სასახლეებისგან განსხვავებით ის გამოირჩევა ჰუმანური პროპორციებით, სადა ინტერიერითა და მიზნობრივი განლაგებით.

6. Miniaturk
Miniaturk-ი არის მინიატურული ქალაქი სტამბულში, რომელიც გაიხსნა 2003 წლის 23 აპრილს. მისი ფართობი 60 000 კვ.მ-ია და ის ერთერთი უმსხვილესი მინიატურული ქალაქია მთელ მსოფლიოში.
პარკი მოიცავს ძველი ოსმალეთის დროინდელი არქიტექტურის 105 მინი მოდელს, რომელიც მთლიანობაში თურქეთს წარმოადგენს. აია სოფია, სულთან აჰმედის მეჩეთი, სუმელას მონასტერი - ეს იმ ძეგლების ნაწილია რომელიც შეგიძლიათ ამ პარკში ნახოთ.


...და კიდევ ბევრი სანახაობა ქალაქ სტამბულში!

Share