იშხანი (VII-XI სს) - შუა საუკუნეთა საქართველოს ერთ-ერთი დიდი სამონასტრო ცენტრი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ტაოში, მდინარე ოლთისისწყლის მარჯვენა ნაპირზე. VII საუკუნის 30-იან წლებში ეპისკოპოსმა ნერსესმა ააშენა.არაბების შემოსევის დროს დანგრეული და მიტოვებული ეკლესია IX საუკუნის I ათეულ წლებში გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ საბა იშხნელმა განაახლა. X საუკუნეში იგი კვლავ საფუძვლიანად აღადგინეს, მაგრამ საბოლოო სახე ტაძარმა 1032 ბაგრატ IV-ის მეფობის დროს მიიღო. იშხანის ტაძარმა, მიუხედავათ გადაკეთებებისა და ნგრევისა, მრავალი წარწერა შეინარჩუნა.

ოშკის - ტაძარი მთის კალთაზე დგას. მისი ამშენებელნი ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი და დავით მაგისტროსი (დავით III დიდი კურაპალატი), რომლის მშენებლობა დასრულებულა 958-961 წლებში.
ოშკი ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში. ტაძარს ადრე ოთხი კარი ჰქონია. მთავარ კართან არის ასევე წითელ ფერში შესრულებული ასომთავარული წარწერა, რომელშიც ნახსენები არიან ადარნასე კურაპალატი და მისი შვილები ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი და დავით კურაპალატი.
ტაძარი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ხახული - თორთომის წყლის მარცხენა შენაკადზე, ხახულის წყლის ხეობაში, არის სოფელი, რომელსაც დღესაც ხახულს ეძახიან. იგი რამდენიმე კილომეტრზეა გაშლილი და უბნებად იყოფა. ხახულისწყალზე შემორჩენილია ხიდი, რომელსაც აქაურები, ქართული ტრადიციისამებრ, თამარის ხიდს უწოდებენ.
სოფლის ბოლოს არის ხახულის ტაძარი, რომელიც დაარსა დავით III კურაპალატმა (X საუკუნის II ნახევარი).
ხახულის მონასტერი ძველი საქართველოს განათლების ერთ-ერთი კერა იყო, საიდანაც გამოდიოდნენ გამოჩენილი საეკლეისო მოღვაწენი. სახელგანთქმულ მთარგმნელს, გიორგი მთაწმინდელს პირველდაწყებითი განათლება სწორედ ამ მონასტერში მიუღია და აქვე აღკვეცილა ბერად. ჩვენამდე მოაღწია ხახულის მონასტერში გადაწერილმა ხელნაწერებმაც. ხახულის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი - კარედის კი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
ბანა - საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი ისტორიულ ტაოს ტერიტორიაზე, ჭოროხის ხეობაში, მდ. ბანის მარჯვენა ნაპირას. 
ტაძარი აგებულია მრგვალ ბორცვზე. ამ ადგილას თითქოს ცა და მიწა ერთიანდება. ბანა მრგვალად აღიქმებოდა, თუმცა რეალურად მრავალწახნაგა იყო. სამსართულიანი და რთული კომპზოციის ტაძარი ეკლესიისგან და მრგვალი გალერეისგან შედგებოდა. ძველად კი გარედან შემოსაზღვრული იყო ქვის გალავნით. 
ბანაში დაიწერა ჯვარი ბაგრატ მეოთხემ, ბიზანტიის იმპერატორის ძმის, რომან არგონის ასულ ელენეზე. იქ იყვნენ დაკრძალულნი ტაოს ბაგრატიონები. უკანასკნელად დაკრძალეს ვახტანგ მეოთხე და მისი მეუღლე.
ოთხთა - ასევე ჭოროხის აუზში, ოთხთას წყლის ხეობაში მდებარე მეათე საუკუნის ძეგლია. იგი პარხალთან ერთად გვიანი ხანის ბაზილიკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია, რომელიც პროპორციებით ძალიან განსხვავდება ძველი ქართული ბაზილიკებისგან.
ოშკის, ხახულისა და იშხნის შემდეგ ოთხთა ამ მხარეში მეოთხე დიდი ტაძარი იყო და ასეთ სახელი იმიტომ დაურქმევიათ. ტაძარი მეათე საუკუნის მეორე ნახევარში, დავით კურაპალატის დროს მოუპირკეთებიათ. 

 


მოილოცეთ დაუვიწყარი ტაო-კლარჯეთი  "GOOD TRAVEL" თან ერთად


პირველი დღე:

06:00 გასვლა თბილისიდან ვალეს მიმართულებით

10:00-11:00 საბაჟო პროცედურები

მოვინახულებთ შემდეგ კულტურულ ისტორიულ ძეგლებს: 
სათლეს ციხე,ტბეთი, ხანძთა,  დოლისყანა,

 

22:00 დაბინავება სასტუმროში „

Hotel Barcelona

 იუსუფელში“, ვახშამი, დასვენება.

მეორე დღე:

07:00 საუზმე

08:00 გასვლა სასტუმროდან

მოვინახულებთ შემდეგ კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს:
ხახული, ოშკი, თორთუმის ჩანჩქერი და ტბა,კავკასიძეების ციხე, ოთხთა.

21:00 ჩასვლა ქალაქ იუსუფელში. გასეირნება, თავისუფალი დრო (Shopping).
გამგზავრება სასტუმროსკენ .

22:00 დაბინავება სასტუმროშიHotel Barcelona , ვახშამი, დასვენება.

მესამე დღე:

07:00 საუზმე

08:00 გასვლა სასტუმროდან

მოვინახულებთ შემდეგ კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს:
 იშხანი, ბანა. 


დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.



გასვლა:8 ივლისი

შემდეგი გასვლა 22 ივლისს

ტურის ფასი: 280 ლარი




ყველა ტურისტს საჩუქრად კომპანია გუდ თრეველისგან გადაეცემა ტაო-კლარჯეთის გზამკვლევი. 


ღირებულებაში შედის:

- ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით;
- ღამისთევა სასტუმროში;
- კვება 2-ჯერადი. (საუზმე-ვახშამი);
- გიდის მომსახურება;
- ტაძრების დათვალიერების ადგილობრივი მოსაკრებელი;
- სამოგზაურო დაზღვევა თურქეთის ტერიტორიაზე.
 


იჩქარეთ, ჯგუფის შევსება დაწყებულია!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
მის: ქეთევან დედოფლის გამზ. 53ა
Tel: 2 300-700; Mob: 592 34 15 15; 
Email: ეს ელ-ფოსტის მისამართი დაცულია სპამ-რობოტებისაგან, მის სანახავად ჩართული უნდა გქონდეთ Javascript  

Share