logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

მსოფლიოს გამაოგნებელი ადგილები

29 Nov

მსოფლიოს გამაოგნებელი ადგილები

პარიზი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და მხატვრული ადგილია. მდინარე სენას ნაპირებზე გადაჭიმულ ქალაქს გამოარჩევს მრავალი არქიტექტურული ძეგლი, მუზეუმი, სასახლე, ტაძარი და მოდური ქუჩა. პარიზი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია თაფლობის თვის გასატარებლად. მოკირწყლული ქუჩები, უნაკლოდ სუფთა პროსპექტები, ჩინებული კაფეები და რესტორნები, სიმშვიდის მომგვრელი ამინდი ხსენებულ ქალაქს აქცევს ადგილად, რომლის მონახულების ცდუნებასაც ძნელია გაუძლოს ადამიანმა.

პარიზის მთავარი ღირსშესანიშნაობებია: ეიფელის კოშკი, ლუვრის და ორსეს მუზეუმები, ტრიუმფალური თაღი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, გარნიეს სასახლე, საკრე-კიორის ბაზილიკა. იქ ყოფნისას შეგიძლიათ გაიაროთ ელისეის მინდვრების ავენიუზე, ნავით გაისეირნოთ მდინარე სენაზე ან საყვარელ ადამიანთან ერთად სადღეგრძელო შესვათ ეიფელის კოშკის მაღალ სართულზე.

რომი ულამაზესი ისტორიული ქალაქია. იქ შეხვდებით უამრავ არქიტექტურულ ძეგლს, რომლებიც ასახავს რომის გარდასულ ეპოქათა სიდიადეს. კოლიზეუმი, რომის ფორუმი, პანთეონი, წმინდა პეტრეს ბაზილიკა, ტრევის შადრევანი, ვატიკანის მუზეუმი – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. მათი ხუროთმოძღვრული დიდებულება გულგრილს არავის დატოვებს.

შვეიცარია ცნობილია თავისი შთამბეჭდავი ალპებით, გაზიდული ტბებით, ხეობებითა და მშვენიერი სოფლებით. ეს განუმეორებელი ქვეყანა ყოველთვის აოცებს წარმოსახვას. შვეიცარიაში სტუმრობისას აუცილებლად დააგემოვნეთ შოკოლადი, გამოიკვლიეთ ძველთაძველი ქალაქები, მატარებლით გაემგზავრეთ მთის მწვერვალისკენ, ისრიალეთ თხილამურებით და სნოუბორდით. ქვეყნის ძირითადი ღირსშესანიშნაობებია: ინტერლაკენი, ლიუცერნი, მატერჰორნი, ბერნი, ჟენევის ტბა, იუნგფრაუიოხი, სან-მორიცი.

ლონდონში შეგხვდებათ დიდებული სასახლეები, მუზეუმები, განთქმული ხიდები და კოშკები, გასართობი დაწესებულებები, სავაჭრო ქუჩები და ტაძრები. ქალაქის გამორჩეული არქიტექტურული ძეგლებია: ბუკინგემის სასახლე, ბიგ-ბენი, ვესტმინსტერის სააბატო, ჰაიდ პარკი, ლონდონის თაუერი, ეროვნული გალერეა, მადამ ტიუსოს, ბრიტანული, ვიქტორიისა და ალბერტის მუზეუმები, ასევე პიკადილისა და ტრაფალგარის მოედნები.

ვერავინ უარყოფს სამხრეთ კუნძულის მიმზიდველ ჯავარიანობას. აქაურობა მშვიდ, მომაჯადოებელ და დაუვიწყარ დასვენებას გპირდებათ. აქ ყოფნისას შეგიძლიათ დატკბეთ იშვიათი პეიზაჟებით, ველური ბუნებით. სამხრეთის კუნძულზე ყოფნისას შეგიძლიათ დაკავდეთ: კუკის მთის დალაშქვრით, სტიუარტის კუნძულზე ფრინველთა თვალიერებით, კრაისტჩერჩის ქუჩის ხელოვნების შეფასებით, ცენტრალურ ოტაგოში მარნების მონახულებით, ქვინსთაუნში წყლის სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართული შეჯიბრებების ხილვით.

გრანდ-კანიონის ეროვნული პარკი – არიზონის შტატში არსებული სასწაულია. აქ ყოფნისას თქვენს თვალწინ გადაიშლება სულისშემძვრელი პეიზაჟები. აქ იხილავთ წითელი კლდეების ფენოვან სტრუქტურას, რომლებმაც ჩამოაყალიბეს მდინარე კოლორადოს ხეობა, ცნობილი კანიონის სახელით. გრანდ-კანიონის სტუმრობისას შეგიძლიათ დაკავდეთ საფარით და ზიპ-ლაინინგით, ეწვიოთ იავაპაის სადამკვირებლო სადგურს, დეზერტ-ვიუს კოშკს.

თუკი მოგზაურობა გიტაცებთ და ოცნებობთ მსოფლიოს საუკეთესო ადგილების შესწავლაზე, მაშინ სინგაპური აუცილებლად უნდა მოინიშნოთ თქვენს რუკაზე. ეს ქვეყანა დაიკვეხნის თავისი ცათამბჯენებითა და ქუჩებით, მუზეუმებით, კაფე-რესტორნებით, სპორტის სათავგადასავლო სახეობებით. სინგაპური გარშემორტყმულია თვალწარმტაცი კუნძულებით. მისი საკვანძო ღირსშესანიშნაობებია: სენტოზას კუნძული, ფრინველების პარკი “ჯუროგნი”, სინგაპურის ზოოპარკი, ყურესთან არსებული ბაღი, მარინა ბეი და კლარკის სანაპირო.

სიდნეი ავსტრალიის უდიდესი და უძველესი ქალაქია, რომელიც 1788 წელს დააფუძნა არტურ ფილიპმა. ის იქ ჩავიდა პირველი ფლოტის ხელმძღვანელად და აღნიშნული ადგილი ავსტრალიაში პირველ ევროპულ კოლონიალურ დასახლებას წარმოადგენს. სიდნეის აუცილებლად სანახავი ობიექტებია: საოპერო თეატრი, ჰარბორის-ბრიჯი, სიდნეის კოშკი, ანზაკის სამხედრო მემორიალი, დედოფალ ვიქტორიას შენობა.

ნიუ-ორკი აჩვენებს თანამედროვე ნაგებობების, ინოვაციების, ურბანიზაციისა და რეკრეაციის საუკეთესო ნიმუშებს. ცამდე აწვდილი შენობებით, ვარსკვლავით მონიშნული რესტორნებით, ხალხმრავალი სავაჭრო ქუჩებით გამორჩეული ქალაქი ბევრისთვის საოცნებო ადგილია. მისი ძირითადი ღირსშესანიშნაობებია: თავისუფლების ქანდაკება, ტაიმზ-სკვერი, ემფაიერ სთეით ბილდინგი, ბრუკლინის ხიდი, ცენტრალური პარკი, 9/11 მემორიალი, მეტრიოპოლიტენის მუზეუმი.

დუბაი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დასასვენებელი ადგილია. აქ თავმოყრილია ძვირფასი სავაჭო ცენტრები და ბაზრები, სასტუმროები, რესტორნები, გასართობი დაწესებულებები.

აქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ: ბურჯ ხალიფა, ჯუმეირას პლაჟი, “ემირატების მოლი”, ოქროს და სანელებლების ბაზრობა, აკვაპარკი “Wild Wadi”, ბურჯ-ალ-არაბი, “დუბაი კრიკი” (პატარა უბე), დუბაი მარინა.

Sorry, the comment form is closed at this time.