logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

მსოფლიოს ძველი და ახალი საოცრებები

5 Feb

მსოფლიოს ძველი და ახალი საოცრებები

კამბოჯის ჯუნგლებში არსებულმა ანკგორ ვატმა მოიპოვა მსოფლიოს მე-8 საოცრების წოდება. მისმა არქიტექტურულმა დიდებულებამ და კულტურულმა მნიშვნელობამ დაჩრდილა თვით იტალიური პომპეიც კი. ეს ჩინებული სატაძრო კომპლექსი შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. უძველესი სამყაროს შვიდი საოცრება (მაგალითად, გიზის პირამიდა ან ბაბილონის დაკიდული ბაღები) აჩვენებს ანტიკურობის არქიტექტურულ საკვირველებას. ახლახანს ჩატარებულმა საყოველთაო გამოკითხვამ გამოავლინა თანამედროვეობის გამორჩეული ღირსშესანიშნაობები. მათ ჩამონათვალში მოხვდა ჩინეთის დიდი კედელი, “მხსნელი ქრისტეს” ქანდაკება რიო-დე-ჟენეიროში, ტაჯ-მაჰალი.

მსოფლიოს შვიდი საოცრების უძველესი ნუსხა შედგენილია იმ გზამკვლევთა საფუძველზე, რომლებიც ცნობილი იყო ელინელ ექსკურსანტებს შორის. აქედან გამომდინარე, ხსენებულ სიაში მოხვდა მხოლოდ ის ნაგებობები, რომლებიც განთავსებულია ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთში. ციფრი “შვიდი” შეირჩა იმიტომ, რომ იგი გამოხატავს ანტიკურობაში ცნობილი პლანეტების, მზისა და მთვარის ჯამურ რაოდენობას. საოცრებები, რომლებიც მიეკუთვნება სხვადასხვა ეპოქასა და ცივილიზაციას, იპყრობენ მსოფლიოს თავიანთი ისტორიული მნიშვნელობით.

ანკგორ-ვატი შემთხვევით იქნა აღმოჩენილია 1861 წელს ფრანგი მოგზაურის, ანრი მუოს, მიერ. კამბუჯადეშა – ესაა ქმერების იმპერია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ყველაზე ძლევამოსილი ცივილიზაცია IX-XIII საუკუნეებში. მის შემადგენლობაში შედიოდა მაშინდელი კამბოჯა, ვიეტნამი, ტაილანდი და ლაოსი. ანკგორ-ვატი რელიგიური კომპლექსის ერთ-ერთი ტაძარია, რომელიც დღემდე შესანიშნავად შემოინახა.

ქმერების იმპერიის უძველეს დედაქალაქს ეწოდებოდა ანკგორი, სადაც ცხოვრობდა 1 მლნ ადამიანზე მეტი, რაც წარმოადგენდა მსოფლიოს უდიდეს საქალაქო დასახლებას. დიდებული სატაძრო კომპლექსის აგების იდეა დაებადა მეფე სურიავარმან მეორეს (მეტსახელად “მზის ფარს”). ის სიყმაწვილეში გამეფდა თავისი ღვიძლი ბიძის მკვლელობის შემდეგ. ტახტზე ასვლის შემდეგ ახალგაზრდა ხელმწიფე მაშნვე შეუდგა ახლომდებარე სამეფოების შემოერთებას.

ერის წინაშე თავის გამართლების მიზნით სურიავარმანმა ქვეშევრდომებს მოუთხრო მისი ღვთაებრივი წარმომავლობის შესახებს. საკუთარი სიტყვების განმტკიცების მიზნით მან ბრძანა მიწიერი სამოთხის – ანგკორ-ვატის აღმართვა, რომელიც უნდა მიძღვნოდა ღმერთ ვიშნუს. ხუროთმოძღვრული ობიექტის აშენებას 35 წელის დასჭირდა, დროის უმეტესი ნაწილი ქვის მხატვრულმა ჭრამ და ბარელიეფების გამოკვეთამ წაიღო. 1431 წელს ქმერების იმპერიის დედაქალაქი დაიპყრეს და გაძარცვეს ტაილანდელებმა.

სურიავარმან მეორის თხოვნით, არქიტექტორებმა ანგკორ-ვატეში გააცოცხლეს ღმერთების სამყარო. ნაგებობის ცენტრში განთავსებულია კოშკები, რომლებიც მერუს მთის ხუთი მწვერვალის განსახიერებად გვევლინება. იგი ინდუისტური ღვთაებების სავანეა, რომელიც ჰიმალაის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.

ევროპულმა საზოგადოებამ უძველესი ქალაქის შესახებ ქმერების იმპერიის გაქრობიდან ოთხი ასწლეულის შემდეგ შეიტყო. აღმოჩენის ავტორი გახდა ფრანგი მოგზაური ანტი მუო. 1860 წელს მკვლევარი ხელმძღვანელობდა ექსპედიციას, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აგროვებდა ზოოლოგიურ ნიმუშებს. აღნიშნულმა მოვლენამ თავდაყირა დააყენა მისი ცხოვრება, იმ მომენტიდან მოყოლებული მან არქეოლოგობას მიჰყო ხელი. მეცნიერმა საგულდაგულოდ შეადგინა იქაურობის გეგმა, რომელსაც თან დაურთო ნახატების და გააგზავნა საფრანგეთში. საუბედუროდ, მოგვიანებით ანრი მალარიით დაავადდა და მალევე აღესრულა. 1860-იანი წლებში ფრანგი არქეოლოგების ექსპედიცია ადგილზე ჩავიდა. მათ 1,5 კილომეტრის დაშორებით კიდევ რამდენიმე ტაძარი აღმოაჩინეს, მათ შორის, ანგკორ-თჰომი და ტა პრუმი.

“მსოფლიოს მერვე საოცრების” ნომიცანიციაზე წარმოდგენილი იყო სხვა ხუროთმოძღვრული ობიექტებიც:

  • მწვერვალი მიტრე პიკი, მილფორდ საუნდი, ახალი ზელანდია;
  • დედვლეის ტყე, ნამიბია;
  • ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი, ჩილე;
  • ლალიბელას კლდეში ნაკვეთი ეკლესია, ეთიოპია;
  • სტოუნჰენჯი, ინგლისი.

ახალი ზელანდიის წარმტაცი ხატია – მწვერვალ მიტრე პიკის ზღაპრული ხედი, რომელიც ირეკლება მილფორდ-საუნდის გამჭვირვალე წყლებში. აქაურ დიდებულებაზე მეტყველებს 1700 მ სიმაღლის ფრიალო კლდეც. აღნიშნულ მთის წვერს მსგავსი სახელი იმის გამო ეწოდა, რომ ის ძალიან ჰგავს კათოლიკე ეპისკოპოსის თავსაბურავს. უნდა ითქვას, რომ 1910 წლიდან მოყოლებული მწვერვალზე ადამიანის ფეხი აღარ დადგმულა.

“შავი კონტინენტის” უკიდურეს სამხრეთში, ანგოლას, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ბოცვანას შორის, ძევს ნამიბია. “Deadvlei”, იგივე “მკვდარი ჭაობი”, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ადგილია. თეთრი თიხით ამოვსებული ტაფობი მდებარეობს ნამიბ-ნაუკლუფტის პარკში. დაახლოებით 1000 წლის წინ მდინარე ცაუჩაბი ადიდდა და ნაპირებიდან გადმოვიდა. მაღალი აკაციები იზდებოდა ნოტიო ნიადაგზე, თუმცა წლებთან ერთად რეგიონში კლიმატი სულ უფრო თბილი ხდებოდა, თვალუწვდენელმა ქვიშის დიუნებმა კი სრულად გადაკეტა წყლის ნაკადი. ამის შედეგად ჩვენმადე მოაღწია გამხმარმა და გაქვავებულმა ხეებმა.

4630 კმ-ზე გადაჭიმული ჩილე სავსეა გასაოცარი ადგილებით, მნახველს განაცვიფრებს ცენტრალური რეგიონების აყვავებული ვენახები, ატაკამას უდაბნო, სულისშემძვრელი ანდები და, რასაკვირველია, პატაგონიის მარგალიტი – ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული აღკვეთილი. პარკის ტერიტორია ცალკეული გეოლოგიური ფორმაციაა. მილიონობით წლის წინ მიწის წიაღებიდან ამოხეთქილი მაგმის ძლიერმა ნაკადმა პატაგონიის სტეპებს შორის ჩამოაყალიბა მაღალი მთის მასივი. პირველი ევროპელი ტურისტები, რომლებმაც 1879 წელს იმოგზაურეს ტორეს-დელ-პაინეს ტერიტორიაზე, იყვნენ ბრიტანელი არისტოკრატები, რომელთა რიგებში ერია შოტლანდიელი მწერალი ფლორენს დიქსი. 1880 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი “პატაგონიის გავლით”, სადაც პირველად იქნა აღწერილი ადგილობრივი პეიზაჟების საუცხოობა. მსოფლიო საზოგადოება მყისვე დაინტერესდა თვალწარმტაცი ტერიტორიით, რის გამოც მე-19 ასწლეულის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში აქაურობას უცხოეთიდან ჩამოსული მრავალი მკვლევარი ეწვია. ტეუელჩეს ინდიელების ენაზე “Torres del Paine” ნიშნავს “ცისფერ კოშკებს”.

პარკის ცენტრალური ნაწილი უჭირავს პაინეს მთის მასივს, მის სამხრეთ ფერდობებთან მდებარეობს პეჰოეს და ნორდენშელდის ტბები. ნაკრძალის დასავლეთ მხარეს განთავსებულია გრეის მყინვარი, ხოლო სამხრეთით – ლაგო-დელ-ტორო.

აღკვეთილის ვრცელ ტერიტორიაზე წარმოდგენილია პატაგონიის პრაქტიკულად ყველა ლანდშაფტი – სუბპოლარული ტყეები, სტეპები, ანდების უდაბნო. გაზაფხულსა და ზაფხულში აღნიშნულ რეგიონში გაბატონებულია ქარიშხლები, თუმცა ადგილობრივმა ფლორამ მოახერხა ამინდის მკაცრ პირობებთან შეგუება.

შორეულ წარსულში, როცა ქრისტიანები და მუსლიმები გაშმაგებით იბრძოდნენ იერუსალიმის დასაუფლებლად, წმინდა მიწაზე კი ტამპლიერები და ჰოსპიტალიერები, ეთიოპიას მართავდა იმპერატორი გებრი მესკელ ლალიბელა, ზაგვეს დინასტიის წარმომადგენელი. ეთიოპელები ეზიარნენ ქრისტეს რჯულს ჯერ კიდევ მე-4 საუკუნის დასაწყისში, როცა რომის იმპერიაში მხურვალედ ადიდებდნენ ღვთაება იუპიტერს.

თანამედროვე ეპოქაში უძველეს ეთიოპიასა და იმპერატორ ლალიბელას გვახსენებს განუმეორებელი ტაძრები, რომლებიც აწ უკვე გამქრალი ცივილიზაციის ნახელავია. აღნიშნული ტაძრები წითელ ვულკანურ ტუფშია ნაკვეთი. ამასთან, ისინი განთავსებულია მიწის დონის ქვემოთ, 10-12 მ სიღრმეზე. სალოცავთა მშენებლობის ტექნოლოგია დანამდვილებით უცნობია. ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად მაგმური ქანების სისქეზე იჭრებოდა ტევადი ორმო, რომლის ცენტრშიც რჩებოდა კლდე. მას კი თანდათანობით გარდაქმნიდნენ ჯვრის ფორმის ტაძრად. ეთიოპიის ჩრდილოეთით მდებარეობს ქალაქი, სადაც განლაგებულია 11 კლდოვანი ეკლესია. ის ატარებ იმპერატორ ლალიბელას სახელს. მას შემდეგ, რაც 1187 წელს ჯვაროსნებს ჩამოართვა იერუსალიმი და წმინდა ადგილების მოლოცვა სახიფათო გახდა, ეთიოპიის მმართველმა წამოიწყო საკუთარი იერუსალიმის დაარსების მასშტაბური პროექტი.

სტოუნჰენჯი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც წარმოადგენს ნეოლითის ეპოქის გრანდიოზულ არქიტექტურულ ობიექტს. იდუმალებით მოცული მეგალითური ძეგლი შედგება უზარმაზარი ქვის ლოდებისგან, რომელთაც მენგირები ეწოდება. აღნიშნული ობიექტის ზუსტი დანიშნულება დღემდე უცნობია. არქეოლოგები ემხრობიან მოსაზრებას, რომ სტოუნჰენჯი – ან უძველესი სასაფლაოა, ან ასტრონომების მიერ დაარსებული ნაგებობა კოსმიური მოვლენების საწინასწარმეტყველოდ.

სტოუნჰენჯი მდებარეობს ლონდონის 130 კმ-ის დაშორებით, ქალაქ სოლსბერის სიახლოვეს. ამ ძეგლის ძველინგლისური სახელწოდებაა – “Stanhengues”, რაც შუა საუკუნეებში ითარგმნებოდა, როგორც “დაკიდებული ქვები”. მისი თანამედროვე ახსნაა “ქვის წრე”.

ძვ.წ. დაახლოებით 2150 წლისათვის სტოუნჰენჯმა მიიღო თანამედროვე მოხაზულობა. სამხრეთ უელსიდან აქ ჩამოიტან 84 ცისფერი ლოდი. ისინი განათავსეს ცენტრში არასრული ორმაგი წრის ჩამოსაყალიბებლად.

საინტერესო ფაქტები სტოუნჰენჯის შესახებ:

  1. მეცნიერებს ქვების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით დღემდე მხოლოდ თეორიები გააჩნიათ. სარსენის ქვები საშუალოდ 25 ტონას იწონიდა. რაც შეეხება ცისფერ ლოდებს, მათ მოიპოვებდნენ სამხრეთ უელსში, ობიექტიდან 300 კმ-ის დაშორებით.
  2. 1877 წელს ნატურალისტი ჩარლზ დარვინი გაემგზავრა სტოუნჰენჯში, რათა გამოეკვლია აქაური წვიმის ჭიები.
  3. სტოუნჰენჯი არაა ერთადერთი მსგავსი ობიექტი, რომელიც მდებარეობს ბრიტანეთში. უმსხვილესი მეგალითური ძეგლი განთავსებულია ეივბერიში.

მსოფლიოს უძველესი შვიდი საოცრებიდან დღევანდელობამდე შემოინახა მხოლოდ გიზის დიდი პირამიდა. დანარჩენები განადგურდა მიწისძვრის თუ ხანძრის შედეგად. დაახლოებით ძვ.წ. 600 წლისათვის მეფე ნაბუქოდონოსორ მეორეის განკარგულებთ მდინარე ევფრატთან (თანამედროვე ერაყის ტერიტორია) გაშენებულ იქნა ბაბილონის კიდული ბაღები. მსოფლიოს დანარჩენ უძველეს საოცრებებს განეკუთვნება: როდოსის კოლოსი (საბერძნეთი), ალექსანდრიის შუქურა (ეგვიპტე), ჰალიკარნასის მავზოლეუმი (თურქეთი), ზევსის ქანდაკება (საბერძნეთი), არტემიდას ტაძარი (თურქეთი).

საერთაშორისო გამოკითხვებით შეადგინეს თანამედროვე მსოფლიოს შვიდი საოცრების სია: ტაჯ-მაჰალი (აგრა, ინდოეთი), ჩინეთის დიდი კედელი (პეკინი), “მხსნელი ქრისტე” (რიო-დე-ჟენეირო), მაჩუ-პიქჩუ (პერუ), ჩიჩენ-იცა (მექსიკა, იუკატანის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი), რომის კოლიზეუმი, ქალაქი პეტრა (იორდანია).

“ტაჯ-მაჰალი – ცრემლი უკვდავების ლოყაზე” – ასეთი პოეტური შეფასება მისვა ინდოეთის მთავარ არქიტექტრულ მარგალიტს მწერალმა რაბინდრანატ ტაგორმა. ამ ხატოვანი სიტყვების მიღმა იმალება დიდებული ნაგებობის ჭეშმარიტი დანიშნულება. ტაჯ-მაჰალი – როდია სასახლე თუ რელიგიური ობიექტი, ისაა მავზოლეუმი, რომელიც მე-17 საუკუნეშიი ააგო დიდ მოგოლთა იმპერიის მმართველმა შაჰ-ჯახანმა და მიუძღვნა იგი თავის საყვარელ ცოლს, მუმთაზ მაჰალს. მარადიული სიყვარულის ტაძარი მდებარეობს ქალაქ აგრას მახლობლად, ინდოეთის ცენტრალურ ნაწილში. მავზოლეუმს აშენებდნენ 12 წლის განმავლობაში, რისთვისაც მოიწვიეს შემოქმედები მსოფლიოს ყველა კუთხიდან. აქედან გამომდინარე, ტაჯ-მაჰალს ვერ მივაკუთვნებთ ვერც ერთ არქიტექტურულ სტილს. ესაა უბრალოდ მარმარილოში უკვდავყოფილი სიყვარული.

ერთხელ 15 წლის უფლისწული, სახელად ჯაჰანი, ბაზარში სეირნობისას შეხვდა ღარიბ ქალიშვილს, რომელიც ხის მძივებს ყიდდა. ჭაბუკს იგი ერთი დანახვით შეუყვარდა და მისი ცოლად მოყვანა განიზრახა. მიუხედავად იმისა, რომ ტახტის მემკვიდრეს უკვე ჰქონდა პირადი ჰარემი, ასულმა დაიპყრო პადიშაჰის გული, გახდა მისი უსაყვარლესი და უერთგულესი მეუღლე. ქალწულს მუმთაზ-მაჰალი შეარქვა ჯაჰანის მამამ, რაც თარგმანში ნიშნავს “სასახლის მარგალიტს”.

მუმთაზ-მაჰალი გახდა ჯაჰანის არა მარტო ცოლი, არამედ სანდო თანამებრძოლიც. 19 წლის ქალწული მონაწილებდა ყველა სამხედრო ლაშრობაში, იყო ყველაზე ძვირფასი მრჩეველი სახელმწიფო საქმეებში და ასე 13 შვილის მზრუნველი დედა. საუბედუროდ, მუმთაზმა მე-14 ბავშვის გაჩენა ვერ შეძლო, ციებ-ცხელებამ შეიწირა ისიც და ნაყოფიც. გულმოკლულმა შაჰ-ჯაჰანმა ვერ გადაიტანა საყვარელი ცოლის დაკარგვა. ორი წლის განმავლობაში ის ღრმა ტრაურში იმყოფებოდა და სასახლეს არ ტოვებდა. თავისი მარგალიტისადმი პატივის მისაგებად ჯაჰანმა გადაწყვიტა ისეთი მონუმენტის აგება, რომელიც გარშემო ყველაფერს დაჩრდილავდა. 12 წლის განმავლობაში 20 ათას ინდოელზე მეტი ახდენდა არქიტექტორთა ჩანაფიქრის ხორცშესხმას.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ხუროთმოძღვრებს მშენებლობის დასრულების შემდგომ მოაჭრეს ხელები, რათა ვერც ერთ მათგანს ვეღაც შეძლებოდა მსგავსი სილამაზის გამეორება. უნდა ითქვას, რომ ინდოეთის ბრიტანული პერიოდში ტაჯ-მაჰალი ძირფესვიანად გაძარცვეს.

დღის სხვადასხვა მონაკვეთში მავზოლეუმი ღებულობს განსაზღვრულ შეფერილობას. ის ვარდისფერია გარიჟრაჟზე და მწუხრისას, ვერცხლისფერია მთვარიანი ღამისას და ღია-ყვითელი მზის შუქზე. ეს მარმარილოს იმ განსაკუთრებული სახეობის დამსახურებაა, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ ერთ ადგილას მოიპოვება. შუა საუკუნეების ოსტატებმა შეძლეს წარმოუდგენელი ოპტიკური ილუზიის შექმნა. ტაჯ-მაჰალი არღვევს პერსპექტივის ყველა კანონს, ის შორის უზარმაზარი ჩანს, მიახლოებასთან ერთად კი ზომაში მცირდება. არქიტექტორებმა მიაღწიეს ასეთ ეფექტს მკაცრი სიმეტრიის, წყლის გამოყენებისა და სივრცესთან გონივრული მუშაობის მეშვეობით.

მავზოლეუმის შიდა სივრცე წარმოადგენს რვაკუთხა დარბაზს, რომლის ცენტრს იკავებს შაჰ-ჯაჰანისა და მუმთაზ-მაჰალის აკლდამები.

კორკოვადოს მთის მწვერვალზე აღმართულია ქრისტიანული მრწამსის აღიარებული სიმბოლო – “მხსნელი ქრისტეს” ცნობილი ქანდაკება. სკულპტურა ასახავს ხელგაშლილ მაცხოვარს, რომელიც მთელი სამყაროს გულში ჩაკვრას, მისთვის სიმშვიდისა და კეთილგონივრულობის მინიჭებას ცდილობას.

“კორკოვადო” ითარგმნება, როგორც “კუზიანი მთა”. აქ, ტიჟუკას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ცივილიზაციის მიერ ხელუხლებელი ჯუნგლების მონაკვეთზე განთავსებულია ქრისტეს ქანდაკება.

აღნიშნული არქიტექტურული ძეგლის შექმნის იდეა დაებადა ეშტორ დესილვა კოშტას 1922 წელს (ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან გასულია 100 წელი), როცა გამოცხადდა კონკურსი ისეთი მონუმენტის დამზადებასთან დაკავშირებით, რომელიც გახდებოდა ბრაზილიის სიმბოლო. საჭირო გახდა სახსრების მოძიება ესოდენ მასშტაბური ძეგლის ასაშენებლად. მაშინ ადგილობრივმა გაზეთებმა გამოაცხადეს შემოწირულობების შეგროვება. საბოლოო ჯამში, მოხერხდა დაახლოებით 250 ათასი დოლარის თავმოყრა.

უნდა ითქვას, რომ ქანდაკებას ცხრა წლის განმავლობაში ამზადებდნენ საფრანგეთში. სხვათა შორის, განიხილებოდა ვარიანტი, რომ მაცხოვარს ხელში დედამიწა სჭეროდა. საბოლოო ვერსიის ავტორია პოლ ლანდოვსკი. ქრისტეს სახისა ა თავის გამოკვეთაზე მუშაობდა რუმინელი სკულპტორი გეორგე ლეონიდა.

1931 წლის ოქტომბერში ჩატარდა მონუმენტის გახსნის საზეიმო ცერემონია. მკვლევარებმა გამოთვალეს, რომ წელიწადში საშუალოდ 3-4-ჯერ ქანდაკებას მეხი ეცემა, რაც, საბედნიეროდ, მასზე ასახვას ვერ ჰპოულობს.

ჩინეთის დიდი კედელი მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული ძეგლია. მისი სიგრძე 8 851 კმ-ს უტოლდება. სიმაგრის მშენებლობა დაიწყო ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 ასწლეულში, როცა ქვეყანა შედგებოდა ერთმანეთთაც მოქიშპე დაქსაქსული სამეფო-სამთავროებისგან. ჩინეთში არსებული შინაომებით სარგებლობდა მომთაბარე ტომების გაერთიანება – ხუნუ. მოხეტიალეები ხშირად ათარეშებდნენ ჩინეთის სხვადასხვა მხარეს. “ერთმანეთთან მებრძოლი სამეფოების” ეპოქად წოდებულ ისტორიულ პერიოდში მართვის სადავეები ხელთ იგდო იმპერატორმა ცინმა, რომელმაც გააერთიანა ქვეყანა და საზღვრების დასაცავად მძლავრი კედლის მშენებლობა წამოიწყო. ამ პროცესში იძულებით ჩართეს 2 მილიონამდე ადამიანი. ასი ათასობით მუშა ეწირებოდა შიმშილს, სასმელი წყლის უკმარისობას, დამქანცველ ჯაფას და ეპიდემიებს. 1500 წლის განმავლობაში ჩინეთის დიდ კედელს აშენებდნენ, ამაგრებდნენ და არემონტებდნენ. ნაგებობა სათავეს იღებს შანჰაი-გუანში, ხოლო მთავრდება ცზიაუი-გუანში.

ჩიჩენ-იცა განთავსებულია მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში. მის შორიახლოს მდებარეობს დაახლოებით 50 მ სიღრმის მქონე წმინდა სენოტი, იგივე “სიკვდილის ჭა”. მაიას ტომის თქმულებათა მიხედვით, მის ფსკერზე ცხოვრობდა წვიმის ღვთაება – ჩაკი.

ღმერთის გულის მოსაგებად და წვიმის მოსაყვანად მაიას ხალხი მსხერპლად სწირავდნენ ადამიანებს, ისინი ჭაში ყრიდნენ ულამაზეს ქალწულებს. ამის მერე სენოტში ისროდნენ ძვირფას ძღვენებს – ოქროს, ნეფრიტისგან, მთის ბროლისგან, პერლამუტისგან, სპილენძისგან თუ ქარვისგან დამზადებულ ნაკეთობებს. ეს ლეგენდა დაადასტურეს მექსიკელმა მეცნიერებმა, რომლებიც ჩაეშვნენ ფსკერზე და შეისწავლეს იგი. სხვათა შორის, ბევრ ადამიანს დღემდე სწამს “სიკვდილის ჭის” სასწაულებრივი ძალის. მიიჩნევა, რომ წყალში მონეტის სროლის შემთხვევაში ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ახდება.

ჩიჩენ-იცა აღმოცენდა ძვ.წ. მე-7 საუკუნეში, როგორც მაიას რელიგიური ცენტრი. მოგვიანებით ის დაიპყრეს ცენტრალური მექსიკიდან მოსულმა ტოლტეკებმა. 1178 წელს ინდიელმა მმართველმა, ხუნაკ კეელმა, მიწასთან გაასწორა მაიას სალოცავი. ქალაქი თანდათან გაჩანაგდა და გაუკაცურდა.

ჩიჩენ-იცას მთავარი ტაძარი ეძღვნება ღვთაება კუკულკანს – “ფრთიან გველს”. 30-მეტრიანი პირამიდა მაღლიდან გადმოჰყურებს უზარმაზარ ქვის ტერასას. რიტუალური ნაგებობის მწვერვალისკენ მივყავართ ოთხ კიბეს, რომლებიც ბალიუსტრადითაა მოჩარჩოებული. გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობის დღეებში ხდება უნიკალური მოვლენა: მზე ბალიუსტრადას იმგვარად აშუქებს, რომ პირამიდაზე იქმნება “ფრთიანი გველის” ჩრდილი, რომელიც მიცოცავს ქვემოთკენ და ქრება ზუსტად 3 საათსა და 22 წუთში.

კუკულკანის პირამიდის ერთ-ერთ ფარულ სათავსოში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს “იაგუარის ჭილოფი” (ქვისგან გამოთლილი იაგუარის ფორმის ტახტი, შეღებილი ჟღალად-ცეცხლისფრად. მხეცის ტყავზე ლაქები შესრულებულია ნეფრიტის ქვებით.) და ჩაკმულის რიტუალური ფიგურა მუცელზე ბრტყელი ფიალით, რომელზეც წვავდნენ მსხვერპლად შეწირულის გულს.

ჩიჩენ-იცას მნიშვნელოვანი ნაგებობია: მეომრებისა და იაგუარების სალოცავები, რომელთა კედლებს ამშვენებს მოხატულობები. ხსენებულ ქალაქში აგრეთვე შეხვდებით “კარაკოლის” ობსერვატორიას, რომელსაც პლანეტა ვენერაზე დასაკვირვებლად გამოიყენებოდა. ამ ნაგებობის შიგნით აღმოაჩენთ ხვეულ კიბეს, რომლის სპირალური ფორმა ჩამოჰგავს მოლუსკის ნიჟარას.

იორდანიის დედალაქიდან სამხრეთით 200 კმ-ის დაშორებით, ვადი-მუსას (“მოსეს ხეობა”) ხეობასთან არსებული ქვიშის მთების სიღრმეში ჩამალულია უძველესი პეტრას ნანგრევები.

მიიჩნევა, რომ პეტრას ტაძრები და სასახლეები ქრისტეშობამდე 2000 წლით ადრეა კლდეში გამოკვეთილი მომთაბარე არაბული ტომის – ნაბათელების მიერ. ქალაქი მდებარეობდა წითელ და ხმელთაშუა ზღვებს შორის არსებული მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების გადაკვეთაზე. აქ მთელი ახლო აღმოსავლეთიდან მოედინებოდნენ ძვირფასი ქვებით, ოქროთი, აბრეშუმითა და სანელებლებით დაბარგული ქარავნები. დატანჯული მგზავრები პეტრაში პოულობდნენ საჭმელ-სასმელს და ღამის გასათევს.

ნაბათელებმა ისწავლეს რთული ჰიდრავლიკური ნაგებობების აშენება და ასევე რეზერვუარების დამზადება, სადაც გროვდებოდა წვიმის წყალი. პეტრა ყვაოდა ვაჭრობის წყალობით: ყოველ ქარავანს ედებოდა ბაჟი. “პეტრა” ბერძნული წარმოშობის სიტყვაა, რაც ითარგმნება, როგორც “კლდე”. რომაელებმა ნაბათელების სამეფოს დედაქალაქის ხელში ჩაგდება მხოლოდ ეშმაკობით – წყალმომარაგების გადაკეტვით შეძლეს. სხვადასხვა ეპოქაში პეტრა ეკავათ ბიზანტიელებს, არაბებს და ჯვაროსნებს. მოგვიანებით მღვიმეებში დასახლდნენ ბედუინები.

პეტრას აღმოჩენას კაცობრიობა უნდა უმადლოდეს შვეიცარიელ აღმოსავლეთმცოდნეს, ბურკჰარდტუს. 1812 წელს ის პირველი ჩავიდა სიკის ხეობაში და მიაგნო წითელი ქვიშაქვისგან გამოკვეთილ იდუმალ ქალაქს. დღესდღეობით პეტრაში მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები. ბედუინები მღვიმეებიდან გადასახლდნენ ვადი-მუსაში.

პეტრა ყოველი მხრიდან გარშემორტყმულია აშვერილი კლდეებით. ბიბლიური გადმოცემის თანახმად, მოსეს მიერ ეგვიპტიდან ებრაელების გამოყვანისას, როცა ის მოხვდა აღნიშნულ მხარეში, კომბალი დაჰკრა კლდეს, რის შედეგადაც წარმოიშვა სიკის ხეობა, საიდანაც ამოხეთქა წყარომ. როცა მოგზაურები გადიან მურა ქვა-გვერდობებს შორის, ნახევარწყვდიადიდან მათ წინაშე გამოჩნდება ელ-ხაზნეს მავზოლეუმი. პეტრა 800-მდე ღირსშესანიშნაობას ითვლის: ტაძრებს, სკლეპებს, რომაულ კოლონადებს, 3000 ადამიანზე გათვლილ ამფითეატრს, სასახლეებს, აბანოებს. 1845 წელს ინგლისელმა მღვდელმა, ბარგონმა, თავის ერთ-ერთ პოემაში პეტრა ხატოვნად დაახასიათა: “წითელი ვარდის ფერი ქალაქი, ისეთივე უხსოვარი, როგორც თავად დრო”.

 

Sorry, the comment form is closed at this time.