"/> ">
Rated 4.5/5 based on 18 customer reviews

კავკასიური სამკუთხედი

 

-
0

დღე 1. ჩასვლა ბაქოს აეროპორტში.  ტრანსფერი სასტუმროში და განთავსება. ტური ბაქოს პარკში. ღამისთევა სასტუმროში.
 

დღე 2. საუზმე სასტუმროში. ბაქოს ექსკურსია : ხალიჩის მუზეუმი, მაედნის კოშკი, ყიზყალასი, იჩერი-შეჰერი, შირვანჰანის სასახლე, წიგნების მუზეუმი, შადრევნების მოედანი. ტრანსფერი  შეკიში. სასტუმროში განთავსება . ღამისთევა სასტუმროში.

 

დღე 3. საუზმე სასტუმროში. შაკის ექსკურსია : გელერსენ-გორერსენის ციხე,  მეჩეთი, შეკიჰანის სასახლე, კიშის ეკლესია. ტრანსფერი თბილისში.

 

დღე 4. საუზმე სასტუმროში. ექსკურსია თბილისი-მცხეთა: სამება, მეტეხის ტაძარი, ნარიყალას ციხე, აბანოთუბანი, ლესელიძეს ქუჩა. მცხეთაში: ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის ტაძარი, გასეირნება ქალაქში. დაბრუნება თბილისში. ღამისთევა სასტუმროში. დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში გთავაზობთ თბილისის გოგირდის აბანოებში წასვლას.

 

დღე 5. საუზმე სასტუმროში.  ბორჯომის ექსკურსია. ბორჯომი ცნობილია თავისი მინერალური წყლებით და ულამაზესი ბუნებით.  თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ბორჯომის წყალი . მოინახულებთ : ფირუზას სასახლეს, ბორჯომის პარკს, ტიმოთეს უბანს , მწვანე მონასტერს.  დაბრუნება თბილისში. ღამისთევა სასტუმროში.

 

დღე 6. საუზმე სასტუმროში. კახეთის ექსკურსია. მოინახულებთ : ალექსანდრე ჭავჭავაძეს სახლ-მუზეუმს წინანდალში, სიყვარულის ქალაქს -სიღნაღს, ბოდბის მონასტერს , ღვინის დეგუსტაცია სიღნაღში. დაბრუნება თბილისში. ღამისთევა სასტუმროში.

 

დღე 7. საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი სომხეთის დედაქალქში - ერევანში. ერევნის მიმოხილვითი ექსკურსია , თქვენ მოინახულებთ: რესპუბლიკის მოედანს, მაშტოტის გამზირს,  ბაგრამიანის გამზირის, პრეზიდენტის სასახლეს, პარლამენტს, სომხეთის დედას, კასკადს. ღამისთევა სასტუმროში.

 

დღე 8. საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ოშაკანში და მაშტოტის ეკლესიის მონახულება, გამგზავრება  მთა არარატთან , მოინახულებთ  : აშტარკს, კარმარავორის და საგმოსავანკის ეკლესიებს და ამბერდის ციხეს . დაბრუნება ერევანში, ღამისთევა სასტუმროში.

 

დღე  9. საუზმე სასტუმროში და გამგზავრება წაღკაძორში, მოინახულებთ : კეჩარის მონასტერს. გამგზავრება სევანზე . არაკელოტის მონასტერი და ასტვაწაეინის ეკლესია. ღამისთევა სევანზე.

 

დღე 10. საუზმე სასტუმროში და ტრანსფერი აეროპორტში.

 

 

*************************************

ღირებულებაში შედის:

 

  1. ტრანსპორტირება
  2. გიდის მომსახურება
  3. სასტუმროში განთავსება ( ორ და სამადგილიან ნომრებში)3*
  4. საუზმე სასტუმროში
  5. სამოგზაურო დაზღვევა
  6. ღვინის დეგუსტაცია სიღნაღში
  7. შესასვლელი ბილეთები

 

**************************************

ღირებულებაში არ შედის:

 

  1. საერთაშორისო ავიაფრენა

*************************************

ყურადღება!

 

  • ზოგი მუზეუმი არ მუშაობს ორშაბათს
  • შესაძლებელია ტურში სასურველი ცვლილებების შეტანა

 

***********************************

☎ ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი'' + 995 322 300-700

​info@goodtravel.ge

***********************************

წარმატებულ დღეს და ბევრ მოგზაურობას გისურვებთ

ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი”

ჩვენთან მუდამ სეზონია!

www.goodtravel.ge

  • საქართველოში მოგზაურობისას აუცილებელია გქონდეთ ქართული ფული - ლარი. აქ დოლარზე და ევროზე არ მუშაობენ მაღაზიები და ლარის არქონი სემთხვევაში ვერ შეძლებთ რაიმეს შეძენას. თუმცა არსანიშნავია, რომ შესაძლებელია გამოოიყენოთ საბანკო პლასტიკური ბარათები.

 

  • დედაქალაქში მოგზაურობა ავტობუსით, მიკროავტობუსით ან მეტროთი უფრო იაფი დაგიჯდებათ ვიდრე კერძო ტაქსით. აქ ავტობუსის ღირებულება 50 თეთრია, მიკროავტობუსის 80 თეთრი, მეტროს ღირებულებაც 50 თეთრია. აღსანიშნავია ასევე რომ თუ თბილისში გადაადგილებას არჩევთ ავტობუსით ან მიკროავტობუსით თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სამგზავრო ბარათები, ჩარიცხოთ თანხა და მარტივად გადაადგილდეთ თბილისის ქუჩებში. თუ თბილისიდან მოისურვებთ გამგზავრებას საქართველოს ნებისმიერი მიმართულებით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ კერძო მიკროავტობუსებით, ავტობუსებით ან მატარებლით. აღსანიშნავია, რომ უკეთესია თბილისის ქუჩებში გადაადგილდეთ ფეხით, რადგან ასე უკეთესად ნახავთ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს.

 

  • თუ თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა დარჩეთ სასტუმროში თბილისში ბევრი საოჯახო ტიპის სასტუმროა, რომელიც სიამოვნებით მიგიღებთ და თანაც საკმაოდ დაბალ ფასად!

 

  • თბილისში უფასო ინტერნეტია ყველა ქუჩაზე, ასე რომ თქვენ მარტივად შეგიძლიათ თქვენს ტელეფონში ჩატვირთული Google Map-ის გამოყენება.

 

  •  მოგზაურობამდე დაასკანერეთ ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს თქვენ აუცილებლად დაგეხმარებათ მათი დაკარგვის შემთხვევაში.

 

  • გაითვალისწინეთ რომელ სეზონზე აპირებთ საქრთველოში ჩამოსვლას. როგორც წესი ქვეყანაში ცივი ზამთარი და შემოდგომა იცის, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ თბილი ტანსაცმელი და აღჭურვილობა.

 

  • აუცილებლად დააგემოვნეთ ქართული კერძები და ღვინო, როგორიცაა ხაჭაპური, ლობიანი, ხინკალი, ჩურჩხელა და სხვა. რაც შეეხება ღვინოს, საქართველოში უამრავი ჯიშის ღვინოა და მისი მომზადება უძველეს ტრადიციებთანაა დაკავშირებული, ამიტომ აუცილებლად უნდა გასინჯოთ ქართული ტრადიციული ღვინო.

 

  • და ბოლოს ქართველ ხალხს ძალიან უყვართ ტურისტები და ყოველთვის ცდილობენ მათ დახმარებას, ამიტომ თავი კომფორტულად იგრძენით საქართველოში ჩამოსვლისას რადგან ნებისმიერი ქართველი მზადაა ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმაროთ.
  • ექსკურსია: თბილისი - მცხეთა

 

ხანგრძლივობა: 4-5 საათი

ტიპი: კულტურული, შემეცნებითი

ღირებულება: 15 დოლარიდან (1 ადამიანი)

ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, საბაგიროს ბილეთები

დაწყება და დასრულება: თბილისი

ღირსშესანიშნაობები: მეტეხის ხიდი, სამების საკათედრო ტაძარი, მეიდანი, ნარიყალას ციხე, მშვიდობის ხიდი, ‘ძველი თბილისი’, ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველის ტაძარი.

საუკეთესო პერიოდი: მთელი წელი

 

  • ექსკურსია: თბილისი - მცხეთა - ანანური

 

ხანგრძლივობა: 5-6 საათი

ტიპი: კულტურული, შემეცნებითი

ღირებულება: 20 დოლარიდან (1 ადამიანი)

ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება

დასაწყისი და დასასრული: თბილისი

ღირსშესანიშნაობები: მეტეხის ტაძარი, სამების საკათედრო ტაძარი, მეიდანი, ნარიყალას ციხე, მშვიდობის ხიდი, ‘ძველი თბილისი’, ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის ტაძარი, ანანური.

საუკეთესო პერიოდი: მთელი წელი

 

  • ექსკურსია: ანანური - ყაზბეგი

 

ხანგრძლივობა: 6-8 საათი

ტიპი: კულტურული, შემეცნებითი

ღირებულება: 25 დოლარიდან (1 ადამიანი)

ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება

დასაწყისი და დასასრული: თბილისი

ღირსშესანიშნაობები: ანანურის ციხე, გერგეთის სამება, დარიალის ხეობა.

საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული

 

  • ექსკურსია: ალავერდი - სიღნაღი

 

ხანგრძლივობა: 6-8 საათი

ტიპი: კულტურული, შემეცნებითი, ღვინის

ღირებულება: 25 დოლარიდან (1 ადამიანი)

ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, ღვინის დეგუსტაცია

დასაწყისი და დასასრული: თბილისი

ღირსშესანიშნაობები: ალავერდის მონასტერი, მაწვნის სახლი (+ღვინის დეგუსტაცია), ბოდბის მონასტერი.

საუკეთესო პერიოდი: შემოდგომა

 

  • ექსკურსია: გრემი - ნეკრესი - ყვარელი - ილაის ტბა

 

ხანგრძლივობა: 6-8 საათი

ტიპი: კულტურული, შემეცნებითი, ღვინის

ღირებულება: 45 დოლარიდან (1 ადამიანი)

ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, ღვინის დეგუსტაცია

დასაწყისი და დასასრული: თბილისი

ღირსშესანიშნაობები: გრემი, ნეკრესის მონასტერი, ღვინის დეგუსტაცია ყვარელში, ილიას ტბა

საუკეთესო პერიოდი: შემოდგომა

 

  • ექსკურსია: გორი - უფლისციხე

 

ხანგრძლივობა: 5-6 საათი

ტიპი: კულტურული, შემეცნებითი

ღირებულება: 30 დოლარიდან (1 ადამიანი)

ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, მუზეუმის ბილეთები  

დასაწყისი და დასასრული: თბილისი

ღირსშესანიშნაობები: უფლისციხე, სტალინის სახლ-მუზეუმი

საუკეთესო პერიოდი: მთელი წელი

 

  • ექსკურსია: ვარძია- რაბათი

 

ხანგრძლივობა: 8-10 საათი

ტიპი: კულტურული, შემეცნებითი

ღირებულება: 40 დოლარიდან (1 ადამიანი)

ღირებულებაში სდის: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, მუზეუმის ბილეთები

დასაწყისი და დასასრული: თბილისი

ღირსშესანიშნაობები: ვარძია, რაბათის ციხე

საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

 

  • ექსკურსია: უფლისციხე - ქუთაისი

 

ხანგრძლივობა: 8-10 საათი

ტიპი: კულტურული, შემეცნებითი  

ღირებულება: 60 დოლარიდან (1 ადამიანი)

ღირებულებაში სედის: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, მუზეუმის ბილეთები

დასაწყისი და დასასრული: თბილისი

ღირსშესანიშნაობები: უფლისციხე, პრომეთეს მღვიმე, ბაგრატის ტაძარი, გელათის მონასტერი, სათაფლია

საუკეთესო პერიოდი: მთელი წელი

 

  • ექსკურსია: დავით გარეჯი - ჭიალურის მონასტერი

 

ხანგრძლივობა: 6-8 საათი

ტიპი: კულტურული, შემეცნებითი

ღირებულება: 40 დოლარიდან (1 ადამიანი)

ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, მუზეუმის ბილეთები  

დასაწყისი და დასასრული: თბილისი

ღირსშესანიშნაობები: დავით გარეჯის მონასტერი, ჭიალურის მონასტერი

საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

 

  • ექსკურსია: ბორჯომი - მწვანე მონასტერი

 

ხანგრძლივობა: 8-10 საათი

ტიპი: კულტურული, შემეცნებითი

ღირებულება: 50 დოლარიდან (1 ადამიანი)

ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, მუზეუმის ბილეთები

დასაწყისი და დასასრული: თბილისი

ღირსშესანიშნაობები: კურორტი ბორჯომი, მწვანე მონასტერი

საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

საქართველოს ვიზის სახეები:

 

  • საქართველოში არის 2 სახეობის ვიზა:

მოკლე ვადიანი ვიზა (ბიზნეს, ვიზიტორი და ტურისტული მოგზაურობა), რომ შეხვიდეთ და დარჩეთ საქართველოს ტერიტორიაზე 90 დღიდან 180 დღის პერიოდში.
გრძელვადიანი ვიზა (სასწავლო, სამუშაო, საოჯახო მოგზაურობა, სამკურნალო მოგზაურობა) გაიცემა 90 დღის პერიოდში და ეს არის  ბინადრობის მოპოვების წინაპირობა. 

 

ვიზის მიღება:

უცხოელი რომელიც საქართველოში შემოსასვლელად სავიზო მოთხოვნებისგან არ თავისუფლდება ვალდებულია ქვეყანაში შემოსვლამდე აიღოს შესაბამისი კატეგორიის ვიზა. საქართველოს ვიზის მიღება შეიძლება, როგორც ”ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის” მეშვეობით ასევე ”ელექტრონული ვიზის პორტალის” მეშვეობით, რაც ვარირებს ვიზიტის მიზნიდან გამოდინარე. სავიზო განაცხადის შევსებისას დოკუმენტების წარდგენა ხდება ვიზის კატეგორიის (ბინადრობის სტატუსის) შესაბამისად.

  • მოკლე ვადიანი ვიზისთვის (მაგ: ტურიზმი და ბიზნეს ვიზიტი) აპლიკაცია ივსება ონლაინ საიტზე: www.evisa.gov.ge. ელექტრონული ვიზის პორტალის მეშვეობით სავიზო განაცხადის შევსების პროცესში ამავე სავიზო განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე იგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტის მისამართის შემდგომი დადასტურებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით. ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების დადასტურება უნდა განხორციელდეს შეტყობინების გაგზავნიდან 1 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სავიზო განაცხადი უქმდება. სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა განხორციელდეს ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული შეტყობინების დადასტურებიდან 5 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სავიზო განაცხადი უქმდება.
  • გრძელვადიანი ვიზის მისაღებად ტურისტები უნდა ეწვიონ საქართველოს საელჩოს იმ ქვეყანაში, საიდანაც აპირებენ მოგზაურობას.

 

გადაწვეტილების მიღების ვადები:

 

უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და ვიზის გამცემი ორგანოს მიერ მოპოვებული მასალის საფუძველზე, ვიზის გამცემი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ვიზის გაცემის ან ვიზის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სავიზო განაცხადის წარდგენიდან:

  • მოკლევადიანი ვიზა -  10 კალენდარული დღის ვადაში
  • მოკლევადიანი ვიზა  (e-VISA PORTAL-ის მეშვეობით) – 5 სამუშაო დღის ვადაში
  • გრძელვადიანი ვიზა – 30 კალენდარული დღის ვადაში
  • D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა – 10 კალენდარული დღის ვადაში

 

 

ფიზიკური პირის მიერ საზღვარზე საქონლის გადაადგილება

 

 გადასახდელებისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ:

 

  • დღეში ერთხელ 500 ლარამდე ღირებულების 30 კგ.-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი
  • 30 დღეში ერთხელ 500 ლარამდე ღირებულების 30 კგ.-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი
  •  საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 3 000 ლარამდე ღირებულების 30 კგ.-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი
  • გადასახდელებისაგან აგრეთვე გათავისუფლებულია საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში:
  • 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის, ან 50 სიგარილას, ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის, ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი
  • 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლური სასმელის იმპორტი;
  • ნებისმიერი ოდენობით ვალუტის საქართველოში შემოტანა და მისი გატანა თავისუფლდება გადასახდელებისაგან

 

დეკლარირებას ექვემდებარება:

 

  • ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონელი
  • იარაღი ან ასაფეთქებელი მასალა
  • ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება; ანტიკვარული ან ხელოვნების ნიმუში
  • მომწამვლელი ნივთიერება ან მედიკამენტი;
  • მცენარე ან ცხოველი (მათი ნაწილები ან მათგან მიღებული პროდუქცია);
  • მაღალი სიხშირის რადიოელექტრული მოწყობილობა ან კავშირგაბმულობის საშუალება; რადიოაქტიური მასალა
  • მოცემულ საქონელზე მოითხოვება შესაბამისი სერტიფიკატი ან/და ნებართვა
  • ნაღდი ფული;
  • ჩეკები
  • სხვა ფასიანი ქაღალდები, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულება აღემატება 30000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი: www.geoconsul.gov.ge

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო: www.sda.gov.ge

1. ოფიციალური ენა: ქართული

 

2. ფართობი: 69 700 კმ2

 

3. მოსახლეობა: 3 713 804 ადამიანი

 

4. ვალუტა: ლარი (GEL)

 

5. კლიმატი: ზომიერი

 

6. ქვეყნის კოდი: GEO

 

7. ინტერნეტ პროვაიდერი: ge

 

8. სატელეფონი კოდი:: 995

 

9. სამუშაო საათები: დიდი მარკეტები, როგორიცაა გუდვილი, სპარი, სმარტი - მუშაობენ 24 საათის განმავლობაში. აფთიაქები, როგორიცაა ავერსი, პსპ, GPC მუშაობენ 24 საათის განმავლობაში.

 

10. სასწრაფო ნომრები:  

 

⇒სახანძრო - 112

⇒პოლიცია - 112

⇒სასწრაფო დახმარება  - 112

⇒ აეროპორტი - 231 03 41, 231 04 21

 

11. საელჩოების მისამართები:

 

⇒ ამერიკის საელჩო
მისამართი: დიღომი, ბალანჩინის ქუჩა #11

ტელ:  (+995 32) 277 000; 2532 334

 

⇒აზერბაიჯანის საელჩო
მისამართი: ყიფშიძის ქუჩა #1
ტელ: (+995 32) 2253 526/27/28, 2252 639, 2250 014

⇒ გერმანიის საელჩო
მისამართი: ‘შერატონ მეტეხი პალასი’, თელავის ქუჩა #20
ტელ: (+995 32) 2447 300, (+995 32) 2910 332, (+995 32) 2911 263 

 

⇒ თურქეთის საელჩო
მისამართი: ჭავჭავაძის #35
ტელ:  (+995 32) 2252 072, 2252 073, 2252 074, 2252 076

⇒ იტალიის საელჩო
მისამართი: ჩიტაძის ქუჩა 3ა
ტელ: (+995 32) 2996 418;

⇒ ნიდერლანდების სააელჩო
მისამართი: ჭავჭავაძის ქუჩა #34
ტელ: 227 6200

⇒ საბერძნეთის საელჩო

მისამართი: რაზმაძის ქუჩა # 40
ტელეფონი:  (+995 32) 2938981, 2941224


 

12. ბანკების მისამართები:

 

⇒ საქართველოს ბანკი (სათაო ოფისი - გაგარინის ქუჩა #29ა

⇒ ლიბერთი ბანკი (სათაო ოფისი) - ჭავჭავაძის ქუჩა 74

⇒თი ბი სი ბანკი (სათაო ოფისი) - მარჯანიშვილის ქუჩა #7

⇒ პროკრედიტ ბანკი (სათაო ოფისი) - აღმაშენებლის ქუჩა #154

⇒ რესპუბლიკა ბანკი (სათაო ოფისი) - აბაშიძის ქუჩა #2

⇒ ვი თი ბი ბანკი (სათაო ოფისი) - ჭანტურიას ქუჩა #14

ავიაკომპანიით ფილტრი

{{ airlines[airline].name }}
არჩეული ავიაკომპანია: {{ airlines[currentAirlineForFilter]['name'] }}
დალაგება:
რეკომენდებული {{ recommendedFlight.price }} {{ recommendedFlight.duration.total | duration }}
ყველაზე იაფი {{ cheapestFlight.price }} {{ cheapestFlight.duration.total | duration }}
ყველაზე მოკლე {{ shortestFlight.price }} {{ shortestFlight.duration.total | duration }}
მეტის ჩვენება