"ეკონომ საგზური"

 

წლის ნებისმიერ პერიოდზე - ფასი უცვლელია
485

იტალიური "ეკონომ საგზური" -> 485 ლარი (8 დღე / 7 ღამე)

 

ტურის ფარგლებში თქვენ მოინახულებთ:
რიმინი / სან-მარინო / რომი / ფლორენცია / მონტეკატინი-ტერმე / ბოლონია / ვენეცია 

 

დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში, შეგიძლია მოინახულო:

(ნეაპოლი, პომპეი), (პიზა), (სიენა-სან ჯიმილიანო)

 

▪ შაბათი ▪

ჩასვლა რიმინის აეროპორტში და ტრანსფერი სასტუმროში. მიმოხილვითი ექსკურსია სან-მარინოში. ღამისთევა რიმინის სასტუმროში.
▪  კვირა ▪

საუზმე სასტუმროში და გადასვლა რომში. მიმოხილვითი ექსკურსია: ნავონას მოედანი, პანთეონი, ვენეციის მოედანი, კოლიზეუმი, რომაული ფორუმები. დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში ექსკურსია - „ღამის რომი“, ღამე სასტუმროში.

▪ ორშაბათი ▪

საუზმე სასტუმროში, თავისუფალი დრო. დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში ექსკურსია ნეაპოლი-პომპეიში. ღამისთევა სასტუმროში, რომში.

▪ სამშაბათი ▪

საუზმე სასტუმროში და ექსკურსია ვატიკანის მუზეუმში რუსულ ენოვანი გიდის თანხლებით. მიმოხილვითი ექსკურსია ფლორენციაში. თავისუფალი დრო. თქვენი სურვილის და დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში ექსკურსია გალერეა უფიციში. განთავსება მონტეკატინი-ტერმეში. ღამისთევა სასტუმროში.

▪ ოთხშაბათი ▪

საუზმე სასტუმროში, თავისუფალი დრო მონტეკატინი-ტერმეში. მსურველთათვის დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში ექსკურსია სიენა-სან ჯიმილიანოში. დაბრუნება მონტეკატინი-ტერმეში და ღამისთევა.
▪ ხუთშაბათი ▪

საუზმე სასტუმროში და თავისუფალი დრო მონტეკატინი ტერმეში. მსურველთათვის, დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში ექსკურსია პიზაში, დღის პირველ ნახევარში. დღის მეორე ნახევარში გამგზავრება ბოლონიის მიმართულებით. ღამისთვა სასტუმროში.
▪ პარასკევი ▪

საუზმე სასტუმროში და ტრანსფერი ვენეციაში - “ქალაქი წყალზე”, მიმოხილვითი ექსკურსია. გამგზავრება რიმინიში და ღამისთევა.

▪ შაბათი ▪

საუზმე სასტუმროში და ტრანსფერი რომის აეროპორტში.

-------------------------------

ტურის ღირებულება უცვლელია და ხორციელდება ყოველ შაბათ დღეს.
485 ლარი ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში.
1035 ლარი ერთ ადამიანზე ერთ ადგილიან ნომერში

-------------------------------

ღირებულებაში შედის:
▪ სასტუმროში განთავსება
▪ საუზმე
▪ შიდა გადაადგილება
▪ რუსულენოვანი გიდის მომსახურება
▪ ვენეციის ექსკურსია
▪ ფლორენციის ექსკურსია
▪ რომის ექსკურსია
▪ ვატიკანის მუზეუმში 3 საათიანი ექსკურსია
▪ ბოლონიის და სან-მარინოს ექსკურსია
-------------------------------
შენიშვნა! საგზურის ღირებულებაში არ შედის ავიაბილეთების თანხა,
რომელიც დამოკიდებულია თქვენთვის სასურველ მოგზაურობის პერიოდზე და ავიაკომპანიაზე
----------------------------------------------
ტურის მენეჯერები:


ანა მაზმანოვა:  577 530-700; ana@goodtravel.ge; ტელ:. 2 300-700 (204 შიდა ნომერი); 
სოფო ნაცვლიშვილი:  577 430-700; sophio@goodtravel.ge; ტელ:. 2 300-700 (205 შიდა ნომერი); 


გვესტუმრე მისამართზე: ქ.თბილისი, ქუჩიშვილის N12 (ვერა) - https://goo.gl/Szt7su
----------------------------------------------------------------------------------------------
წარმატებულ დღეს და ბევრ მოგზაურობას გისურვებთ
ტურისტული კომპანია "გუდ თრეველი"
ჩვენთან მუდამ სეზონია 

იტალიაში ბევრი ლამაზი და ისტორიული ქალაქია რომელიც აუცილებლად უნდა ნახო. გთავაზობთ 10 აუცილებლად სანახავ ქალაქს იტალიაში.
 

1. რომი
რომი, იტალიისა და ლაციოს რეგიონის დედაქალაქია. 2,9 მილიონი მცხოვრებით 1 285 კმ²-ზე. რომის მეტროპოლიაში ცხოვრობს 4,3 მილიონი ადამიანი.  ქალაქი მდებარეობს აპენინის ნახევარკუნძულის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ტიბრის ნაპირებზე.  ვატიკანი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო რომის საზღვრებში და ამიტომ რომს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ორი სახელმწიფოს დედაქალაქს.

რომის ისტორია 2,5 ათასწლეულზე მეტს მოიცავს. რომაული მითოლოგიის თანახმად, ქალაქი დაარსდა ძვ. წ. 753 წელს, თუმცა იგი ბევრად უფრო ადრე იყო დასახლებული, რის გამოც რომი არის ერთ-ერთი უძველესი მუდმივად დასახლებული ქალაქი ევროპაში. იგი ითვლება დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთ აკვნად. რომი მოიხსენიებოდა, როგორც „Roma Aeterna“ -მარადიული ქალაქი  და „Caput Mundi“ - მსოფლიოს დედაქალაქი, ორი ცენტრალური ცნებით ძველ რომაულ კულტურაში.

ქალაქის ყოველი კუთხე ისტორიითაა სავსე. აქ შეხვდებით უამრავ ისტორიულ ძეგლებს, საინტერესო შუა საუკუნეების ეკლესიებს, ულამაზეს  შადრევნებს,  მუზეუმებს და რენესანსულ სასახლეებს.  სიცოცხლით სავსე ქალაქი, უამრავი რესტორნით  და აქტიური „ღამის ცხოვრებით“.
 

2. ვენეცია
ვენეცია, უნიკალური ქალაქი, რომელსაც მეტსახელად არხების ქალაქს უწოდებენ, მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, ერთმანეთისგან არხებით გამოყოფილ 118 პატარა კუნძულზე, რომლებიც ხიდებით არის დაკავშირებული. იგი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და რომანტიული ქალაქია.

ვენეციის ლაგუნასთან ერთად, ქალაქი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

სახელი მომდინარებს აქ მაცხოვრებელი ანტიკური პერიოდის ხალხისგან, რომლებსაც ვენეტები ეწოდებოდათ და ქრისტეშობამდე დაახლოებით X საუკუნეში ცხოვრობდნენ.  ქალაქი ისტორიულად ვენეციის რესპუბლიკის დედაქალაქი იყო. ხშირად ვენეციას სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებენ: „ადრიატიკის ზღვის დედოფალი“, „წყლის ქალაქი“, „ნიღბების ქალაქი“, „ხიდების ქალაქი“, „მცურავი ქალაქი“ და „არხების ქალაქი“.

ვენეციის რესპუბლიკა შუა საუკუნეებისა და რენესანსის ხანაში ძლიერი საზღვაო სახელმწიფო იყო. მნიშვნელოვანი იყო მისი როლი ვაჭრობასა და ხელოვნებაში. სახელმწიფომ XIII საუკუნიდან XVII საუკუნისბოლომდე იარსება. ამ ფაქტმა ვენეცია მდიდარ ქალაქად აქცია. ვენეცია ასევე ცნობილია რამდენიმე მნიშვნელოვანი მხატვრული მიმდინარეობით, განსაკუთრებით რენესანსის პერიოდში. ვენეციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სიმფონიური და საოპერო მუსიკის ისტორიაში, აქ დაიბადა ანტონიო ვივალდი.

 

3. ფლორენცია 
ფლორენცია  იტალიის რეგიონის ტოსკანის და ფლორენციის პროვინციის დედაქალაქია. ის არის ტოსკანის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი.

ქალაქი მდებარეობს მდინარე არნოს გასწვრივ, მდიდარია თავისი ისტორიით. ფლორენცია უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო შუა საუკუნეებში და რენესანსის ეპოქაში, განსაკუთრებით მისი არქიტექტურით და ხელოვნებით.

 შუა საუკუნეების ფლორენცია ვაჭრობის და ფინანსური ცენტრი იყო.

1865-დან 1870-მდე კი იტალიის სამეფოს დედაქალაქსაც წარმოადგენდა.

ქალაქი მილიონობით ტურისტს იზიდავს და 1982 წელს გამოცხადდა მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად.

ის ასევე მრავალი ისტორიული პიროვნების სამშობლოც იყო. მაგალითად: დანტე ალიგიერი, ბოკაჩო, ბოტიჩელი, ჩეზარო პეტრარკა, ლეონარდო და ვინჩი, კოზიმო დე მედიჩი, ლორენცო დე მედიჩი, რაფაელი, ნიკოლა ფლამელი, ნიკოლო მაკიაველი, მიქელანჯელო, დონატელო, გალილეო გალილეი, ეკატერინე მედიჩი, რობერტო კავალი და ასე შემდეგ.

 

4. მილანი
მილანი მსოფლიოს ერთ-ერთ  უმდიდრეს ქალაქად ითვლება, იგი განთქმულია მოდის ფირმებითა და მაღაზიებით. აქვეა მსოფლიოში უძველესი სავაჭრო ცენტრი Galleria Vittorio Emanuele პიაცა დუომოზე (ტაძრის მოედანი). მილანი მსოფლიო მოდისა და დიზაინის ერთ-ერთ დედაქალაქთაგანია ნიუ-იორკის, პარიზის, ლონდონისა და ტოკიოს გვერდიგვერდ.

ქალაქი ასევე ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს საფინანსო და ბიზნეს ცენტრად ითვლება. მილანი ასევე ცნობილია აქ წარმოებული ავტომანქანებით ალფა-რომეო და აბრეშუმის ქსოვილით.
 

5. ნეაპოლი
ნეაპოლი ისტორიული ქალაქი სამხრეთ იტალიაში, კამპანიის რეგიონისა და ნეაპოლის პროვინციის დედაქალაქი. ნეაპოლი ცნობილია მდიდარი ისტორიით, ხელოვნებითა და კულტურით. ქალაქი განლაგებულია ნეაპოლის ყურეში, ორ ვულკანურ ტერიტორიას შორის: ვეზუვის მთასა და ფელეგრინის ველებს შორის.

ნეაპოლი ძველმა ბერძნებმა დააარსეს და „ნეა პოლის“ ანუ ახალი ქალაქი უწოდეს.

დღეს ნეაპოლი მესამე მჭიდროდ დასახლებული ადგილია იტალიაში, რომისა და მილანის შემდეგ.  ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს ნეაპოლურ ენაზე, რომლის რემდენიმე დეალექტზეც თითქმის მთელი სამხრეთ იტალია მეტყველებს.

ნეაპოლთანაა დაკავშირებული პიცის წარმოშობა.
 

6. ვერონა
ვერონა ეს არის სიყვარულის ქალაქი  ჩრდილოეთ იტალიაში, ვენეტოს რეგიონში.

მისი კულტურული მემკვიდრეობის, რამდენიმე ყოფლეწლიური ბაზრობის, შოუების, პოეზიის სეზონებისა თუ რომაელების მიერ აშენებული ამფითეატრის წყალობით, ვერონა ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

2000 წელს, იუნესკომ ვერონა მისი ურბანული სტრუქტურისა და არქიტექტურის გამო მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ვერონა ასევე ცნობილია „რომეო და ჯულიეტას“ სიყვარულის ისტორიით.

 

7. პომპეი 
პომპეი ქალაქი ძველ რომში. განადგურდა ქალაქ ჰერკულანუმთან ერთად 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ. საუკუნეების მანძილზე ვულკანური ფერფლით იყო დაფარული. მდებარეობს იტალიაში თანამედროვე ნეაპოლთან ახლოს, ნეაპოლის ყურეში.

ქალაქი აღმოაჩინეს 1748 წელს. მას შემდეგ, როგორც ანტიკური ქალაქის ყველაზე უკეთ შენახული ნანგრევები, ანტიკური სამყაროს შესწავლის უმნიშვნელოვანესი წყაროს წარმოადგენს.

1997 წელს, ქალაქის ნაშთები ჰერკულანუმთან და ტორე-ანუნციატასთან ერთად, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

 

8. ბოლონია
ბოლონია , ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ბოლონიის პროვინციის დედაქალაქი.

პირველი დასახლების პერიოდი ძვ. წ. 1000 წლიდან იწყება.  1088 წელს დაარსებული, დასავლეთის სამყაროს უძველესი უნივერსიტეტის Alma Mater Studiorum-ის მქონე ბოლონია, ათასობით ჩამოსული სტუდენტების მასპინძელია, რომლებიც ქალაქის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებას ამდიდრებენ. ცნობილი თავისი კოშკებით და გრძელი პორტიკებით, ბოლონიას კარგად შემონახული ისტორიული ცენტრი აქვს.

ბოლონია პრესტიჟული კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტების სამშობლოა, ისევე, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სავაჭრო გამოფენების რაიონი. 2000 წელს იგი ევროპის კულტურულ დედაქალაქად იქნა არჩეული, ხოლო 2006 წელს UNESCO-ს მიერ „მუსიკის ქალაქად“. 2010 წელს შანხაიში გასამართ მსოფლიო გამოფენაზე მონაწილეობის მისაღებად ბოლონია მსოფლიოს სხვა 45 ქალაქთან ერთად იქნა შერჩეული. ბოლონია ასევე იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქია.
 

9. ტოსკანა 
ტოსკანა იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეგიონია.

იგი ცნობილია თავის თვალისმომჭრელი ლანდშაფტით, ხელოვნების მდიდარი მემკვიდრეობით და მისი დიდი გავლენით მაღალ კულტურაზე.

ტოსკანა მიჩნეულია იტალიური რენესანსის დაბადების ნამდვილ ადგილად . რეგიონში გახსნილია რამდენიმე მუზეუმი (მათ შორის უფიცის, პიტის, ჩანსიანოს). ტოსკანას უნიკალური კულინარიული ტრადიციები გააჩნია, ასევე ცნობილია თავის ღვინოებით.

ტოსკანიდან ექვსი ობიექტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი: ფლორენციის ისტორიული ცენტრი (1982), სიენის ისტორიული ცენტრი (1995), პიზის კათედრალის მოედანი(1987), სან-ჯიმინიანოს ისტორიული ცენტრი (1990), პიენცის ისტორიული ცენტრი (1996) და ვალ-დ’ორჩა (2004).

გარდა ამისა, ტოსკანას გააჩნია 120-მდე დაცული ბუნების ნაკრძალი.
 

10. სიცილია

სიცილია ყველაზე დიდი კუნძულია ხმელთაშუა ზღვაში. იგი იტალიის ავტონომიური რეგიონია. რეგიონის შემადგენლობაში შედის აგრეთვე რამდენიმე მცირე კუნძული. აქ მდებარეობს ვულკანი ეტნა რომელიც ყველაზე დიდია ევროპაში (3.323 მ). უკანასკნელად იგი 1971 წელს ამოიფრქვა.

სიცილიას მდიდარი და უნიკალური კულტურა გააჩნია, განსაკუთრებით ხელოვნება, მუსიკა, ლიტერატურა, სამზარეულო, არქიტექტურა და ენა.

სიცილიაზე მდებარეობს უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული და უძველესი ძეგლები, რომელთა შორისაა პანტალიკის ნეკროპოლისი, ტაძრების ხეობა და სელუნინტი.

 

საუკეთესო დრო მოგზაურობისთვის

ხმელთაშუაზღვის კლიმატი დიდ ზეგავლენას ახდენს იტალიის კლიმატზე და საკმაოდ მიმზიდველს ხდის  მას  ყველა სეზონზე. ზაფხული არის ცხელი და მშრალი, ზამთარი კი ცივი და ნესტიანი.  იტალიაში ვიზიტისთვის საუკეთესო პერიოდებია აპრილიდან ივნისამდე და სექტემბრიდან ოქტომბრის ჩათვლით, მაშინ როდესაც ამინდი არის თბილი და მოგზაურობისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის.

 

სამზარეულო

თუ იტალიაში მიდიხართ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაზეც შეიძლება იფიქროთ, სამზარეულოა. იტალია გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი და გემრიელი კერძებით, რომლებიცაა მაკარონი, ყველი, სოუზი და სხვა. ზოგი მკვლევარის აზრით იტალიის სამზარეულოზე ზეგავლენა იქონია აზიის, აფრიკის და საბერძნეთის კულტურებმა.

გარდა ამისა, იტალიას გააჩნია ღვინის საოცარი ნაირსახეობები.
იტალიაში დღეს-დღეისობით საკმაოდ პოპულარულია გასტრონომიული ტურები, სადაც ვიზიტორს შეუძლია მეტი გაიგოს ყველის, ლორის თუ ღვინის დამზადების, დაგემოვნების და ტექნოლოგიების შესახებ.
იტალიური საკვები პოპულარულია მთელ მსოფლიოში, მაგრამ რეალურია მხოლოდ იტალიაში. ასე რომ ჩვენ გირჩევთ იტალიურ გასტრონომიურ მოგზაურობასაც.

 

იტალიაში ყველაზე გავრცელებული კერძები:

პიცა
 - ალბათ ყველაზე ცნობილი იტალიური კერძი. იგი გამოგონილი იქნა ნეაპოლში, XVIII საუკუნეში.
კალცონე - იტალიური ხაჭაპურის მსგავსი ორცხობილა, კალცონე საკმაოდ გავრცელებულია დასავლეთის ქვეყნებში და ხშირად პიცის ნაირსახეობად მიიჩნევა.  მისი შიგთავსი ყველის ნაცვლად ასევე შეიძლება იყოს ხორცის ან ბოსტნეულის.
პესტო - ჯანსაღი და გემრიელისქელი, მწვანე ფერის სოუსი ზეთისხილით, მწვანილით ზეითუნის ზეთით და ყვლით შეზავებული.
ჯელატო - ნაყინის იტალიური ვარიანტი.
ლაზანია - მაკარონის ფირფიტები ყველით, ხორცით და რაღათქმაუნდა იტალიური ტომატით.
მოცარელა- იტალიური ყველის ბურთულები.

 

14 აუცილებლად შესასრულებელი წესი იტალიაში მოგზაურობისას:
 

  1. მიირთვით პიცა ნეაპოლში
  2. გაისეირნეთ გონდოლით ვენეციის არხებში
  3. იმოგზაურეთ წარსულში და მოინახულეთ ვულკანური ქალაქი პომპეი
  4. გაისეირნეთ ველოსიპედით ტოსკანის ვენახებში
  5. აუცილებლად ესტუმრეთ და გაცურეთ ლურჯ გროტოში
  6. მიუხედავად იმისა გაქვთ თუ არა სიმაღლის შიში, აუცილებლად ადით ფლორენციის დუომოს გუმბათზე
  7. ესტუმრეთ ბერძნულ ნანგრევებს სიცილიაში
  8. ეცადეთ დაიკარგოთ ვენეციაში
  9. მიირთვით 2 ბურთულა ჯელატო ყოველდღიურად
  10. იშოპინგეთ მილანში
  11. ეწვიეთ დავითს (დავითის ქანდაკებას ფლორენციაში)
  12. შეუძლებელია იტალიის დატოვება „პიაცა ნავონას“ მოედანზე რომში, 1 ფინჯანი ყავის გარეშე.
  13. თხილამურებით სრიალი ალპებში, დაუვიწყარია ამ სპორტის მოყვარულთათვის, და არა მხოლოდ მათთვის.
  14. გამოიჩინეთ ყურადღება და დაუტოვეთ წერილი ჯულიეტას, ვერონაში.

რიმის და რომიდან ექსკურსიები:

ვატიკანის ექსკურსია + ბილეთები - 190 ლარი
კოლიზეუმი და პალატინის ბორცვი - 175 ლარი
კოლიზეუმი - 110 ლარი
ღამის რომი - 130 ლარი
მიმოხილვითი საფეხმავლო ექსკურსია რომში - 110 ლარი
ქრისტიანული რომი - 140 ლარი
ნეაპოლი-პომპეი - 250 ლარი
 

მილანის და მილანიდან ექსკურსიები:

ვერონა - 220 ლარი
ვერონა+გარდა - 250 ლარი
ლინხტეინშტაინის სამეფო+ციურიხი - 155ევრო
ლა სკალა - 110 ლარი
მიმოხილვითი მილანის ექსკურსია - 110 ლარი
 

ვენეციის ექსკურსია:

მიმოხილვითი ექსკურსია ვენეციაში - 110 ლარი

ფლორენციის და ფლორენციიდან ექსკურსიები:

მიმიხილვითი ექსკურსია ფლორენციაში - 110 ლარი
უფიცი გალერეა - 190 ლარი
პიზა - 175 ლარი
სიენა-სან ჯიმილიანო - 220 ლარი

საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის წევრ 28 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. შესაბამისად იტალიასთან მოქმედებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი (შენგენის ზონაში 90 დღე ყოველ 180-დღიან პერიოდში).

12 საინტერესო ფაქტი იტალიის შესახებ:

 

  1. სახელი იტალია მოდის იტალიური სიტყვიდან „იტალია“, რომელიც ნიშნავს ხბოს მიწას.
  2. იტალია მთელს ევროპაში ყველაზე ხალხმრავალია.
  3. იტალიის დედაქალაქი რომი ცნობილია როგორც მარადიული ქალაქი. იგი დაახლოებით 3000 წლისაა.
  4. იტალიაში  2 დამოუკიდებელი სახელმწიფოა - ვატიკანი და სან-მარინის რესპუბლიიკა.
  5. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული McDonal’s -ი  პირველად რომში გაიხსნა.
  6. იტალიაში 140-ზე მეტი სახეობის მაკარონს ამზადებენ.
  7. მექანიკური საათი, ბარომეტრი, თერმომეტრი, ოპტიკური სათვალე, საბეჭდი მანქანა და ტელეფონი, ყველა იტალიურ გამოგონებაა.
  8. დაახლოებით 3000 ევროს მონეტები იყრება ყოველდღიურად ტრევის შადრევანში, რომში, რომელიც შემდგომში ქველმოქმედებას ხმარდება.
  9. იტალია ევროპაში მოქმედი 3 ვულკანის სახლია. ესენია: ეტნა, ვეზუვი და სტრომბოლი.
  10. იტალიაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 49 ძეგლია.
  11. ლილიები იტალიის ნაციონალური ყვავილია.
  12. იტალიაში 3000-ზე მეტი მუზეუმია.

ავიაკომპანიით ფილტრი

{{ airlines[airline].name }}
არჩეული ავიაკომპანია: {{ airlines[currentAirlineForFilter]['name'] }}
დალაგება:
რეკომენდებული {{ recommendedFlight.price }} {{ recommendedFlight.duration.total | duration }}
ყველაზე იაფი {{ cheapestFlight.price }} {{ cheapestFlight.duration.total | duration }}
ყველაზე მოკლე {{ shortestFlight.price }} {{ shortestFlight.duration.total | duration }}
მეტის ჩვენება