Rated 4.5/5 based on 72 customer reviews

სვანეთის 3 დღიანი ტური

 

-
1

 

დღე 1:  დილის საათებში გამგზავრება მესტიის მიმართულებით. ენგურის წყალსაცავი. სვანეთის განახლებული ეროვნული მუზეუმი. ხერგიანების და მარგიანების მუზეუმი. სვანური კოშკი. ბეთქილის მჟავე წყლები. ვახშამი და ღამისთევა მესტიაში.

 

დღე 2: საუზმე სასტუმროში. უშგული. სიყვარულის კოშკი. ლამარიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი. ეთნოგრაფიული მუზეუმი. ეროვნული განძთსაცავის დათვალიერება. სოფელი კალა - წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესია. ვახშამი და ღამისთევა მესტიაში.

 

დღე 3: საუზმე სასტუმროში. ჰაწვალი. ქორულდის ტბები. გამგზავრება ზუგდიდისკენ. დადიანების სასახლე. დაბრუნება თბილისში.


 

 

********************************

ღირებულებაში შედის :

 

  • ტრანსპორტირება მიკროავტუსით
  • ღამისთევა საოჯახო სასტუმროში (2 ღამე)
  • საუზმე სასტუმროში
  • მუზეუმში შესასვლელი ბილეთები :
  • ხერგიანების მუზეუმი
  • მარგიანების მუზეუმი
  • ეთნოგრაფიული მუზეუმი
  • დადიანების მუზეუმი
  • ეროვნული განძთსაცავი
  • ჰაწვალზე საბაგიროთი ასვლა
  • სვანურ კოშკზე ასვლა
  • სვანეთის განახლებული ეროვნული მუზეუმი
  • უშგული, ეთნოგრაფიული მუზეუმი
  • უშგულში დელიკის მომსახურება
  • ქორულდის ტბებზე დელიკის მომსახურება
  • გიდის მომსახურება

********************************************

ტურების ღირებულებაში არ შედის:
✓ საერთაშორისო ავიაფრენა 

 

********************************************

ტურისტული კომპანია ,, გუდ თრეველი'' +995 322 300 700

​info@goodtravel.ge

***********************************

წარმატებულ დღეს და ბევრ მოგზაურობას გისურვებთ

ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი”

ჩვენთან მუდამ სეზონია!

www.goodtravel.ge

10 ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო საქართველოში მოგზაურობისას:

 

1. თბილისი - საქართველოს დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქი. თბილისის არქიტექტურა გაგაოცებთ თავისი მრავალფეროვნებით,  ვიწრო ქუჩებით და დამახასიათებელი აივნებით, რომელიც ძველ ურთიერთობებზე მიუთითებს. თანამედროვე ხიდები, უძველესი ტაძრები და ეკლესიები, კაფეების და რესტორნების დიდი რაოდენობა.  ეს ყველაფერი ქმნის დაუვიწყარ გარემოს.  თბილისის დასათვალიერებლად თქვენ დაგჭირდებათ არანაკლებ 3 დღე.

 

2. მცხეთა – საქართველოს უძველესი დედაქალაქი, , რომელიც მდებარეობს თბილისთან ახლოს. თუ თქვენ გაჩერდით დედაქალაქში, მაშინ აუცილებლად უნდა მოინახულოთ  ეს ადგილი, სადაც მდებარეობს  ქართული ქრისტიანული ძეგლები, პირველი ღირსშესანიშნაობაა - ჯვრის მონასტერი, რომლის არქიტექტურაც ზევიდან ჯვარს წააგავს. ტაძარი დგას მთაზე საიდანაც იშლება ულამაზი ხედი, საიდანაც  - მდინარე არაგვი და მტკვრის ერთმანეთს ერწყმის. მიხეილ ლერმონტოვი აღწერს ამ ადგილს თავის პოემაში - „მცირი“ -« обнявшись будто две сестры, струи Арагви и Куры».  თვითონ ქალაქი პატარაა და ყველა სახლი ერთ სტილშია აშენებული, რაც ქალაქს განსაკუთრებულ შარმს ანიჭებს.

 

3. ყაზბეგი -  დიდებული  მწვერვალი , მდებარეობს თბილისიდან 160 კმ-ში.  ყველაზე ლამაზი ხედი მწვერვალზე იშლება პატარა მთიდან, რომელზეც აშენებულია წმინდა სამების ეკლესია - გერგეთის სამება.  ეს სურათი სამუდამოდ ჩაგრჩებათ გულში., როგორც ყველაზე დაუვიწყარი მოგონება.

 

4. სიღნაღი -  „სიყვარულის ქალაქი“ . პატარა ქალაქი, რომელსაც ეს სახელი  ქართველი ფერმწერის ნიკო ფიროსმანის ცხოვრების ეპიზოდიდან გამომდინარე დაერქვა. მან გაყიდა თავისი ქონება , იმისთვის რომ ეჩუქებინა მილიონი ვარდი ქალითვის რომელიც უყვარდა.  ნიკო ფიროსმანი წარმოშობით იყო კახეთიდან .  ასევე კახეთი ითვლება მეღვინეობის სამშობლოდ  და თუ თქვენ გსურთ ნამდვილი ქართული ტრადიციული ღვინის დეგუსტაცია, თქვენ აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ კახეთში.

 

5. მესტია –  მთიანი რეგიონი და სვანეთის დედაქალაქი, რომლის ტერიტორიაზეც ცხოვრობენ ეთნიკური მაცხოვრებლები -სვანები. მათი ტრადიციები და ენა განსხვავდება სხვა კუთხის მაცხოვრებლებისაგან. პირველ რიგში მესტია იზიდავს ტურისტებს თავის ულამაზესი  ბუნებით. თოვლიანი მთები,  სუფთა ჰაერი, თავისუფლების და ჰარმონიის გრძნობა - ეს ყველაფერი სვანეთში გელოდებათ.

 

6. პრომეთეს მღვიმე  –  არაჩვეულებრივი და იდუმალი ადგილი, მდებარეობს ქალაქ ქუთაისთან.  მღვიმის სიგრძე შეადგენს - 11 კმ-ს, ხოლო ტურისტების განკარგულებაში – 1060 მეტრია.  თქვენ შეგიძლიათ მღვიმეში ნავით მოგზაურობა.სტალაგმიტებს და სტალაქტიდებს  სხვადახვა  ფერის სინათლე  ანათებს და ეს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე.  მღვიმეში არის ასევე წყალქვეშა ტბა და მდინარეები.  

 

7. რაბათის კომპლექსი - რაბათის ისტორიული  ციხე აშენებულია  IX საუკუნეში. აქ თქვენ აღმოაჩენთ მართლმადიდებლურ ეკლესიას, ისლამურ მეჩეთს, გრიგორიანულ ეკლესიას, ჯაყელის ციხეს.  რაბათში მოგზაურობისას თქვენ გექმნებათ შეგრძნება, რომ თქვენ იმყოფებით 2-3 საუკუნით წარსულში. ყოველდღიურად კომპლექსი მასპინძლობს 1500 ტურისტს.

 

8. ბორჯომი - ყველა თქვენგანისთვის კარგად ცნობილია მინერალური წყალი „ბორჯომი“ , მაგრამ  ყველა თქვენგანს არ დაულევია ბორჯომის წყალი თვით წყაროდან.  ამისთვის თქვენ  უნდა გადაიხადოთ ბორჯომის პარკში შესასვლელი ბილეთის საფასური, რის შემდეგაც თქვენ გექნებათ წვდომა წყაროსთან.  გაოცდებით, რადგან წყალი უფრო გემრიელია, ვიდრე თქვენ ეს წარმოგედგინათ.  ასევე თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკით.

 

9. ბათუმი - თანამედროვე და ცოცხალი ქალაქი, მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. აქ ერთი წუთითაც არ მოიწყენთ. თქვენ გელით უამრავი გართობა , მაგრამ რაც მთავარია - სანაპირო!  ბათუმი განსხვავდება საქართველოს სხვა ქალაქებისგან თავისი არქიტექტურით და ცხოვრების სტილით. ზღვა, მზე, სანაპირო, ლამაზი ქალაქი- რა შეიძლება იყოს უკეთესი!

 

 

10. მარტვილის კანიონები - მდებარეობს ქალაქ ზუგდიდთან ახლოს და სარგებლობს პოპულარობით . თქვენ შეგიძლიათ გაისეირნოთ გონდოლით ულამაზეს ბუნებაში,. თქვენი მოგზაურობა დაემსგავსება უფრო რაფტინგს ან საგადასავლო მოგზაურობას!

 

ეს საქართველოს ღირსშესანიშნაოებების მხოლოდ მცირე ნაწილია. თითოეული ტურისტი საქართველოში აღმოაჩენს ისეთ ადგილებს, რომელიც სრულიად შეესაბამისება მის ინტერესებს და წარმოდგენას იდეალურ დასვენებაზე.  ზღვის მოყვარულებს ელით საზღვაო კურორტების დიდი არჩევანი,  ექსტრემალური დასვენების მოყვარულეებს - შანსი მიიღონ მონაწილება რაფტინგში , იფრინონ პარაპლანით, სათხილამურო კურორტი თხილამურებით სრიალის მსურველებისთვის და სხვა მრავალი გასართობი.  თუ კი თქვენ გსურთ თქვენი ჯანმრთველობის გაუმჯობესობა - აირჩიეთ სამკურნალო კურორტები. საქართველო კეთილი გულით იღებს ყველა მოგზაურს, რომელსაც ქვეყნის დათვალიერება სურს. ჩვენ დაგეხმარებით აირჩიოთ საუკეთესო ადგილი საქართველოში დასასვენებლად!

  • საქართველოში მოგზაურობისას აუცილებელია გქონდეთ ქართული ფული - ლარი. აქ დოლარზე და ევროზე არ მუშაობენ მაღაზიები და ლარის არქონი სემთხვევაში ვერ შეძლებთ რაიმეს შეძენას. თუმცა არსანიშნავია, რომ შესაძლებელია გამოოიყენოთ საბანკო პლასტიკური ბარათები.

 

  • დედაქალაქში მოგზაურობა ავტობუსით, მიკროავტობუსით ან მეტროთი უფრო იაფი დაგიჯდებათ ვიდრე კერძო ტაქსით. აქ ავტობუსის ღირებულება 50 თეთრია, მიკროავტობუსის 80 თეთრი, მეტროს ღირებულებაც 50 თეთრია. აღსანიშნავია ასევე რომ თუ თბილისში გადაადგილებას არჩევთ ავტობუსით ან მიკროავტობუსით თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სამგზავრო ბარათები, ჩარიცხოთ თანხა და მარტივად გადაადგილდეთ თბილისის ქუჩებში. თუ თბილისიდან მოისურვებთ გამგზავრებას საქართველოს ნებისმიერი მიმართულებით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ კერძო მიკროავტობუსებით, ავტობუსებით ან მატარებლით. აღსანიშნავია, რომ უკეთესია თბილისის ქუჩებში გადაადგილდეთ ფეხით, რადგან ასე უკეთესად ნახავთ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს.

 

  • თუ თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა დარჩეთ სასტუმროში თბილისში ბევრი საოჯახო ტიპის სასტუმროა, რომელიც სიამოვნებით მიგიღებთ და თანაც საკმაოდ დაბალ ფასად!

 

  • თბილისში უფასო ინტერნეტია ყველა ქუჩაზე, ასე რომ თქვენ მარტივად შეგიძლიათ თქვენს ტელეფონში ჩატვირთული Google Map-ის გამოყენება.

 

  •  მოგზაურობამდე დაასკანერეთ ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს თქვენ აუცილებლად დაგეხმარებათ მათი დაკარგვის შემთხვევაში.

 

  • გაითვალისწინეთ რომელ სეზონზე აპირებთ საქრთველოში ჩამოსვლას. როგორც წესი ქვეყანაში ცივი ზამთარი და შემოდგომა იცის, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ თბილი ტანსაცმელი და აღჭურვილობა.

 

  • აუცილებლად დააგემოვნეთ ქართული კერძები და ღვინო, როგორიცაა ხაჭაპური, ლობიანი, ხინკალი, ჩურჩხელა და სხვა. რაც შეეხება ღვინოს, საქართველოში უამრავი ჯიშის ღვინოა და მისი მომზადება უძველეს ტრადიციებთანაა დაკავშირებული, ამიტომ აუცილებლად უნდა გასინჯოთ ქართული ტრადიციული ღვინო.

 

  • და ბოლოს ქართველ ხალხს ძალიან უყვართ ტურისტები და ყოველთვის ცდილობენ მათ დახმარებას, ამიტომ თავი კომფორტულად იგრძენით საქართველოში ჩამოსვლისას რადგან ნებისმიერი ქართველი მზადაა ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმაროთ.
  • ექსკურსია: თბილისი - მცხეთა

 

ხანგრძლივობა: 4-5 საათი

ტიპი: კულტურული, შემეცნებითი

ღირებულება: 15 დოლარიდან (1 ადამიანი)

ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, საბაგიროს ბილეთები

დაწყება და დასრულება: თბილისი

ღირსშესანიშნაობები: მეტეხის ხიდი, სამების საკათედრო ტაძარი, მეიდანი, ნარიყალას ციხე, მშვიდობის ხიდი, ‘ძველი თბილისი’, ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველის ტაძარი.

საუკეთესო პერიოდი: მთელი წელი

 

  • ექსკურსია: თბილისი - მცხეთა - ანანური

 

ხანგრძლივობა: 5-6 საათი

ტიპი: კულტურული, შემეცნებითი

ღირებულება: 20 დოლარიდან (1 ადამიანი)

ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება

დასაწყისი და დასასრული: თბილისი

ღირსშესანიშნაობები: მეტეხის ტაძარი, სამების საკათედრო ტაძარი, მეიდანი, ნარიყალას ციხე, მშვიდობის ხიდი, ‘ძველი თბილისი’, ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის ტაძარი, ანანური.

საუკეთესო პერიოდი: მთელი წელი

 

  • ექსკურსია: ანანური - ყაზბეგი

 

ხანგრძლივობა: 6-8 საათი

ტიპი: კულტურული, შემეცნებითი

ღირებულება: 25 დოლარიდან (1 ადამიანი)

ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება

დასაწყისი და დასასრული: თბილისი

ღირსშესანიშნაობები: ანანურის ციხე, გერგეთის სამება, დარიალის ხეობა.

საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული

 

  • ექსკურსია: ალავერდი - სიღნაღი

 

ხანგრძლივობა: 6-8 საათი

ტიპი: კულტურული, შემეცნებითი, ღვინის

ღირებულება: 25 დოლარიდან (1 ადამიანი)

ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, ღვინის დეგუსტაცია

დასაწყისი და დასასრული: თბილისი

ღირსშესანიშნაობები: ალავერდის მონასტერი, მაწვნის სახლი (+ღვინის დეგუსტაცია), ბოდბის მონასტერი.

საუკეთესო პერიოდი: შემოდგომა

 

  • ექსკურსია: გრემი - ნეკრესი - ყვარელი - ილაის ტბა

 

ხანგრძლივობა: 6-8 საათი

ტიპი: კულტურული, შემეცნებითი, ღვინის

ღირებულება: 45 დოლარიდან (1 ადამიანი)

ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, ღვინის დეგუსტაცია

დასაწყისი და დასასრული: თბილისი

ღირსშესანიშნაობები: გრემი, ნეკრესის მონასტერი, ღვინის დეგუსტაცია ყვარელში, ილიას ტბა

საუკეთესო პერიოდი: შემოდგომა

 

  • ექსკურსია: გორი - უფლისციხე

 

ხანგრძლივობა: 5-6 საათი

ტიპი: კულტურული, შემეცნებითი

ღირებულება: 30 დოლარიდან (1 ადამიანი)

ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, მუზეუმის ბილეთები  

დასაწყისი და დასასრული: თბილისი

ღირსშესანიშნაობები: უფლისციხე, სტალინის სახლ-მუზეუმი

საუკეთესო პერიოდი: მთელი წელი

 

  • ექსკურსია: ვარძია- რაბათი

 

ხანგრძლივობა: 8-10 საათი

ტიპი: კულტურული, შემეცნებითი

ღირებულება: 40 დოლარიდან (1 ადამიანი)

ღირებულებაში სდის: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, მუზეუმის ბილეთები

დასაწყისი და დასასრული: თბილისი

ღირსშესანიშნაობები: ვარძია, რაბათის ციხე

საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

 

  • ექსკურსია: უფლისციხე - ქუთაისი

 

ხანგრძლივობა: 8-10 საათი

ტიპი: კულტურული, შემეცნებითი  

ღირებულება: 60 დოლარიდან (1 ადამიანი)

ღირებულებაში სედის: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, მუზეუმის ბილეთები

დასაწყისი და დასასრული: თბილისი

ღირსშესანიშნაობები: უფლისციხე, პრომეთეს მღვიმე, ბაგრატის ტაძარი, გელათის მონასტერი, სათაფლია

საუკეთესო პერიოდი: მთელი წელი

 

  • ექსკურსია: დავით გარეჯი - ჭიალურის მონასტერი

 

ხანგრძლივობა: 6-8 საათი

ტიპი: კულტურული, შემეცნებითი

ღირებულება: 40 დოლარიდან (1 ადამიანი)

ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, მუზეუმის ბილეთები  

დასაწყისი და დასასრული: თბილისი

ღირსშესანიშნაობები: დავით გარეჯის მონასტერი, ჭიალურის მონასტერი

საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

 

  • ექსკურსია: ბორჯომი - მწვანე მონასტერი

 

ხანგრძლივობა: 8-10 საათი

ტიპი: კულტურული, შემეცნებითი

ღირებულება: 50 დოლარიდან (1 ადამიანი)

ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, მუზეუმის ბილეთები

დასაწყისი და დასასრული: თბილისი

ღირსშესანიშნაობები: კურორტი ბორჯომი, მწვანე მონასტერი

საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

საქართველოს ვიზის სახეები:

 

  • საქართველოში არის 2 სახეობის ვიზა:

მოკლე ვადიანი ვიზა (ბიზნეს, ვიზიტორი და ტურისტული მოგზაურობა), რომ შეხვიდეთ და დარჩეთ საქართველოს ტერიტორიაზე 90 დღიდან 180 დღის პერიოდში.
გრძელვადიანი ვიზა (სასწავლო, სამუშაო, საოჯახო მოგზაურობა, სამკურნალო მოგზაურობა) გაიცემა 90 დღის პერიოდში და ეს არის  ბინადრობის მოპოვების წინაპირობა. 

 

ვიზის მიღება:

უცხოელი რომელიც საქართველოში შემოსასვლელად სავიზო მოთხოვნებისგან არ თავისუფლდება ვალდებულია ქვეყანაში შემოსვლამდე აიღოს შესაბამისი კატეგორიის ვიზა. საქართველოს ვიზის მიღება შეიძლება, როგორც ”ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის” მეშვეობით ასევე ”ელექტრონული ვიზის პორტალის” მეშვეობით, რაც ვარირებს ვიზიტის მიზნიდან გამოდინარე. სავიზო განაცხადის შევსებისას დოკუმენტების წარდგენა ხდება ვიზის კატეგორიის (ბინადრობის სტატუსის) შესაბამისად.

  • მოკლე ვადიანი ვიზისთვის (მაგ: ტურიზმი და ბიზნეს ვიზიტი) აპლიკაცია ივსება ონლაინ საიტზე: www.evisa.gov.ge. ელექტრონული ვიზის პორტალის მეშვეობით სავიზო განაცხადის შევსების პროცესში ამავე სავიზო განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე იგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტის მისამართის შემდგომი დადასტურებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით. ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების დადასტურება უნდა განხორციელდეს შეტყობინების გაგზავნიდან 1 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სავიზო განაცხადი უქმდება. სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა განხორციელდეს ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული შეტყობინების დადასტურებიდან 5 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სავიზო განაცხადი უქმდება.
  • გრძელვადიანი ვიზის მისაღებად ტურისტები უნდა ეწვიონ საქართველოს საელჩოს იმ ქვეყანაში, საიდანაც აპირებენ მოგზაურობას.

 

გადაწვეტილების მიღების ვადები:

 

უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და ვიზის გამცემი ორგანოს მიერ მოპოვებული მასალის საფუძველზე, ვიზის გამცემი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ვიზის გაცემის ან ვიზის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სავიზო განაცხადის წარდგენიდან:

  • მოკლევადიანი ვიზა -  10 კალენდარული დღის ვადაში
  • მოკლევადიანი ვიზა  (e-VISA PORTAL-ის მეშვეობით) – 5 სამუშაო დღის ვადაში
  • გრძელვადიანი ვიზა – 30 კალენდარული დღის ვადაში
  • D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა – 10 კალენდარული დღის ვადაში

 

 

ფიზიკური პირის მიერ საზღვარზე საქონლის გადაადგილება

 

 გადასახდელებისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ:

 

  • დღეში ერთხელ 500 ლარამდე ღირებულების 30 კგ.-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი
  • 30 დღეში ერთხელ 500 ლარამდე ღირებულების 30 კგ.-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი
  •  საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 3 000 ლარამდე ღირებულების 30 კგ.-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი
  • გადასახდელებისაგან აგრეთვე გათავისუფლებულია საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში:
  • 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის, ან 50 სიგარილას, ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის, ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი
  • 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლური სასმელის იმპორტი;
  • ნებისმიერი ოდენობით ვალუტის საქართველოში შემოტანა და მისი გატანა თავისუფლდება გადასახდელებისაგან

 

დეკლარირებას ექვემდებარება:

 

  • ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონელი
  • იარაღი ან ასაფეთქებელი მასალა
  • ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება; ანტიკვარული ან ხელოვნების ნიმუში
  • მომწამვლელი ნივთიერება ან მედიკამენტი;
  • მცენარე ან ცხოველი (მათი ნაწილები ან მათგან მიღებული პროდუქცია);
  • მაღალი სიხშირის რადიოელექტრული მოწყობილობა ან კავშირგაბმულობის საშუალება; რადიოაქტიური მასალა
  • მოცემულ საქონელზე მოითხოვება შესაბამისი სერტიფიკატი ან/და ნებართვა
  • ნაღდი ფული;
  • ჩეკები
  • სხვა ფასიანი ქაღალდები, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულება აღემატება 30000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი: www.geoconsul.gov.ge

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო: www.sda.gov.ge

1. ოფიციალური ენა: ქართული

 

2. ფართობი: 69 700 კმ2

 

3. მოსახლეობა: 3 713 804 ადამიანი

 

4. ვალუტა: ლარი (GEL)

 

5. კლიმატი: ზომიერი

 

6. ქვეყნის კოდი: GEO

 

7. ინტერნეტ პროვაიდერი: ge

 

8. სატელეფონი კოდი:: 995

 

9. სამუშაო საათები: დიდი მარკეტები, როგორიცაა გუდვილი, სპარი, სმარტი - მუშაობენ 24 საათის განმავლობაში. აფთიაქები, როგორიცაა ავერსი, პსპ, GPC მუშაობენ 24 საათის განმავლობაში.

 

10. სასწრაფო ნომრები:  

 

⇒სახანძრო - 112

⇒პოლიცია - 112

⇒სასწრაფო დახმარება  - 112

⇒ აეროპორტი - 231 03 41, 231 04 21

 

11. საელჩოების მისამართები:

 

⇒ ამერიკის საელჩო
მისამართი: დიღომი, ბალანჩინის ქუჩა #11

ტელ:  (+995 32) 277 000; 2532 334

 

⇒აზერბაიჯანის საელჩო
მისამართი: ყიფშიძის ქუჩა #1
ტელ: (+995 32) 2253 526/27/28, 2252 639, 2250 014

⇒ გერმანიის საელჩო
მისამართი: ‘შერატონ მეტეხი პალასი’, თელავის ქუჩა #20
ტელ: (+995 32) 2447 300, (+995 32) 2910 332, (+995 32) 2911 263 

 

⇒ თურქეთის საელჩო
მისამართი: ჭავჭავაძის #35
ტელ:  (+995 32) 2252 072, 2252 073, 2252 074, 2252 076

⇒ იტალიის საელჩო
მისამართი: ჩიტაძის ქუჩა 3ა
ტელ: (+995 32) 2996 418;

⇒ ნიდერლანდების სააელჩო
მისამართი: ჭავჭავაძის ქუჩა #34
ტელ: 227 6200

⇒ საბერძნეთის საელჩო

მისამართი: რაზმაძის ქუჩა # 40
ტელეფონი:  (+995 32) 2938981, 2941224


 

12. ბანკების მისამართები:

 

⇒ საქართველოს ბანკი (სათაო ოფისი - გაგარინის ქუჩა #29ა

⇒ ლიბერთი ბანკი (სათაო ოფისი) - ჭავჭავაძის ქუჩა 74

⇒თი ბი სი ბანკი (სათაო ოფისი) - მარჯანიშვილის ქუჩა #7

⇒ პროკრედიტ ბანკი (სათაო ოფისი) - აღმაშენებლის ქუჩა #154

⇒ რესპუბლიკა ბანკი (სათაო ოფისი) - აბაშიძის ქუჩა #2

⇒ ვი თი ბი ბანკი (სათაო ოფისი) - ჭანტურიას ქუჩა #14

ავიაკომპანიით ფილტრი

{{ airlines[airline].name }}
არჩეული ავიაკომპანია: {{ airlines[currentAirlineForFilter]['name'] }}
დალაგება:
რეკომენდებული {{ recommendedFlight.price }} {{ recommendedFlight.duration.total | duration }}
ყველაზე იაფი {{ cheapestFlight.price }} {{ cheapestFlight.duration.total | duration }}
ყველაზე მოკლე {{ shortestFlight.price }} {{ shortestFlight.duration.total | duration }}
მეტის ჩვენება