ტური ლუდის ფესტივალზე ჩეხეთში დრუპისთან და შონზოსთან ერთად

 

12 თებერვალი - 16 თებერვალი
999

ტური ლუდის ფესტივალზე ჩეხეთში დრუპისთან და შონზოსთან ერთად

 

ტურის ღირებულება 999 ლარი !


მათ სპეციალურად თქვენთვის მოამზადეს ტურის ამსახველი ვიდეომასალები, იხილეთ ჩვენს არხზე - http://bit.ly/Ludisturi
 

მოგზაურობის პერიოდი: 12 თებერვალი - 16 თებერვალი (5 დღე / 4 ღამე)

_______________________

⚫12 თებერვალი

ტრანსფერი სასტუმრომში, განთავსება და თავისუფალი დრო.

ღამის პრაღის მიმოხილვითი ექსკურსია:

სტარომესტკა, კარლის ხიდი, ვაცლავის მოედანი და ვიშეჰრადი.

 

 

⚫13 თებერვალი - 10 საათიანი “ლუდის ტური”

 

საუზმე სასტუმროში და “ლუდის ტურის” დასაწყისი ქალაქ პრაღაში.

10 ლოკაცია ტრამვაის ერთ მარშრუტზე, რომლის განმავლობაშიც

ვესტუმრებით მონასტრის და კერძო ლუდსახარშებს, უძველეს პაბებსა და რესტორნებს, სადაც საშუალოდ თითო ლოკაციას დაეთმობა ერთი საათი. ასევე, გვექნება ექსკურსიები და დეგუსტაციები, გავეცნობით ტრადიციული ჩეხური ლუდის ხარშვის პროცესს და დავაგემოვნებთ ცოცხალ ლუდს.

 

 

⚫14 თებერვალი - ფესტივალი “ლუდის ოქროს ბეჭედი 2019” და “ბუდვაიზერ ბუდვარის” ქარხანა

 

საუზმე სასტუმროში და გამგზავრება ჩეშსკე ბუდეოვიცეში

ექსკურსია ჩეხეთის უძველეს ლუდსახარშ ქარხანაში - “ბუდვაიზერ ბუდვარში”, სადაც მეჩვიდმეტე საუკუნეში ჩამოისხა პირველი ბუდვაიზერი. ექსკურსია მოიცავს ასევე ლუდის დეგუსტაციას. სადილი ქარხნის პაბ-რესტორანში.

 

შემდგომ ვიზიტი ლუდის ფესტივალ “ლუდის ოქროს ბეჭედი 2019”, რომელიც იმართება უზარმაზარ პავილიონში, სადაც გექნებათ საშუალება დააგემოვნოთ მსოფლიო ლუდის ბრენდების 200-მდე დასახელება.

გასავლელი მანძილი: (300 კმ. ორი გზა).

 

 

⚫15 თებერვალი - პლზენი და ბეროუნი

 

პლზენი - ადგილი, სადაც მსოფლიოში წარმოებული ყველაზე ცნობილი ლუდის სახეობა ლაგერის 95% ისხმება (წარმოება - 120000 ბოთლი საათში). მოვინახულებთ პლზენის “პილზნერ ურქველის” ლუდსახარშ ქალაქს. გექნებათ საშუალება დააგემოვნოთ მუხის კასრებში დანარჩენი ლუდი (ექსკურსია-დეგუსტაციით).

შემდგომ გადავინაცვლებთ პლზენში მდებარე მსოფლიოში სახელგანთქმული კრაფტ ლუდის “რავენის” ლუდსახარში, სადაც დავაგემოვნებთ მრავალი სახეობის კრაფტ ლუდებს და გავეცნობით მათი ხარშვის ტექნოლოგიებს.

პლზენიდან ვესტუმრებით ქალაქ ბეროუნს, სადაც დავაგემოვნებთ ოჯახური ლუდსახარშის “ბეროუნსკი მედვედის” საუკეთესო სახეობის ლუდებს,

რომელიც იხარშება უძველესი ჩეხური ტექნოლოგიით, ხარშვის პროცესი მიმდინარეობს შეშაზე.

საღამოხანს დაბრუნება და ღამისთევა პრაღაში.

გასავლელი მანძილი: (200 კმ. ორი გზა)

 

 

⚫16 თებერვალი

 

საუზმე სასტუმროში, ნომრების გათავისუფლება და თავისუფალი დრო (შოპინგისთვის ან ქალაქის ექსკურისსთვის).

თქვენი სურვილისამებრ, აირჩიეთ სასურველი მიმართლება:

1. გასეირნება გემ-რესტორანით მდინარე ვლტავაზე - დრუპისთან ერთად

2. ვიზიტი ლუდის აბანოებში “პივნი ლაზნი” - შონზოსთან ერთად

საღამოხანს ტრანსფერი სასტუმროდან აეროპორტში და დაბრუნება.

_______________________

ღირებულებაში შედის :

✓ შონზო და დრუპის სერვისი მთელი ტურის ფარგლებში

✓ 4*-იანი სასტუმრო ქალაქის ცენტრში (საუზმით)

✓ ტრანსფერები: აეროპორტი/სასტუმრო/აეროპორტი

✓ გადაადგილება ქალაქებს შორის კომფორტული ავტობუსებით

✓ ფესტივალზე დასასწრები ბილეთები

✓ ლუდსახარშ ქარხნებში ექსკურსიის და დეგუსტაციის ხარჯები

✓ შიდა საქალაქო სატრანსპორტო ხარჯი - 10 საათიანი “ლუდის ტურის” ფარგლებში

✓ სამოგზაურო დაზღვევა

_______________________

შენიშვნა: ღირებულებაში არ შედის ავიაბილეთების თანხა (ქუთაისი - პრაღა - ქუთაისი), საშუალოდ 250 - 320 ლარი ორი გზა (გირჩევთ დროულად შეიძინოთ ავიაბილეთები, რადგან მოგეხსენებათ ფასები ცვალებადია ;) ავიაბილეთების ოპერატორი +995 32 2 300 700 )

_______________________

გაითვალისწინეთ!

✓ ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში.

✓ ფასები ცვალებადია და გთხოვთ გადაამოწმოთ ოპერატორთან.

✓ მოქმედებს განვადება
_________________________
ტურის მენეჯერი:
სოფიო ნაცვლიშვილი
2 300-700 (შიდა ნომერი 205),
577 430-700,
sophio@goodtravel.ge

_________________________

ჩვენთან მუდამ სეზონია

მის:ქუჩიშვილის N12 ვერა - http://bit.ly/2IstVN3

+995 32 2 300 700

info@goodtravel.ge

www.GoodTravel.ge

ავიაკომპანიით ფილტრი

{{ airlines[airline].name }}
არჩეული ავიაკომპანია: {{ airlines[currentAirlineForFilter]['name'] }}
დალაგება:
რეკომენდებული {{ recommendedFlight.price }} {{ recommendedFlight.duration.total | duration }}
ყველაზე იაფი {{ cheapestFlight.price }} {{ cheapestFlight.duration.total | duration }}
ყველაზე მოკლე {{ shortestFlight.price }} {{ shortestFlight.duration.total | duration }}
მეტის ჩვენება