“დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შედევრები”

 

-
-
1440

იტალია / სლოვენია / ხორვატია / უნგრეთი / სლოვაკეთი / ავსტრია / ჩეხეთი / გერმანია 

▪ შაბათიმილანი
ჩასვლა მილანის აეროპორტში და ტრანსფერი სასტუმროში. თავისუფალი დრო. გადაადგილება ვენეციაში ვენეტოს რაიონში.თავისუფალი დრო.ღამისთევა სასტუმროში

კვირა ლუბლიანა
საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ლიუბლიანას მიმართულებით. მიმოხილვითი ექსკურსია ქალაქში. თავისუფალი დრო. განთავსება სასტუმროში. ღამისთევა სასტუმროში.

▪ ორშაბათიზაგრები
საუზმე სასტუმროში. სურვილისამებრ, სრული დღე ექსკურსია ხორვატიაში. ზაგრების მიმოხილვითი ექსკურსია. ზაგრები, ხორვატიის დედაქალაქში ულამაზესად არის შერწყმული ერთმანეთთან უძველესი და თანამედროვე დრო. ქალაქის ცენტრი იყოფა ორ ნაწილად. ქალაქის ზედა ნაწილი ინარჩუნებს შუა საუკუნეების ატმოსფეროს, მისი ქუჩები საიდუმლოებით არის მოცული. ქალაქის ქვემო ნაწილი თანამედროვე მეტროპოლიაა ცათამბჯენებით, ფართო ქუჩებითა და გამზირებით. ტურისტებს იზიდავთ დიდი რაოდენობის საფეხმავლო ადგილები, პარკები და მყუდრო კაფეები. ქალაქს ორ ნაწილად ყოფს ზაგრების ყველაზე დიდი ქუჩა, „ილიცა„. ღამისთევა სასტუმროში.

▪ სამშაბათი ბუდაპეშტი - (სიოფოკ - ტბა ბალატონი)
საუზმე სასტუმროში. ბუდაპეშტში გადასვლა. სურვილისამებრ გზად, სიოფოკის ტბის ბალატონში, გაჩერება. სიოფოკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკურორტო ცენტრია არა მხოლოდ სამხრეთ სანაპიროზე, არამედ ბალატონისაც. მრავალრიცხოვანი ქვიშიანი პლაჟები, დიდი უნგრული რესტორნები, რომლებიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ. მიმოხილვითი ექსკურსია ქალაქში, თავისუფალი დრო. განთავსება  და  ღამისთევა სასტუმროში.

▪ ოთხშაბათი ვენა
საუზმე სასტუმროში. ვენაში გადასვლა. ისტორიული ქალაქში მიმოხილვითი ექსკურსია, ჰაბსბურგის იმპერიის დედაქალაქთან გაცნობა. თავისუფალი დრო. სურვილისამებრ ექსკურსია საიმპერატორო სასახლე პარკ-კომპლექსში ჰოფბურგში. გრანდიოზული არქიტექტურული ანსამბლი აერთიანებს 19 სასახლესა და 18 შენობას სხვადასხვა ეპოქაში და შემუშავებულია სხვადასხვა არქიტექტურულ სტილში: გოთური, რენესანსი, ბაროკი, იმპერია. საერთო ჯამში 2600 მისაღები და ნომერია. განთავსება სასტუმროში. სურვილისამებრ ექსკურსია ავტობუსით ღამის ვენაში. "ღამის ვენა" - ექსკურსია, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეაფასოთ ღამის ქალაქის სილამაზე. აღმაფრთოვანებელია  ავსტრიის დედაქალაქის მდიდრული შენობები, რომლებიც განათებულია ნეონის ფარებით. ღამისთევა სასტუმროში.

▪ ხუთშაბათი ▪ ვენა  (ბრატისლავა)
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დღე. სურვილისამებრ დილით, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ექსკურსია. ეს ექსკურსია არის მათთვის, ვისაც სურს ბრატისლავას ყველა დიდებას და ზღაპრულ ატმოსფეროს გაეცნოს. შეგიძლიათ დაათვალიეროთ ათობით განსაცვიფრებელი სასახლე, ეკლესიები და ანტიკური ძეგლები, გაიგოთ საიდუმლო ლეგენდები, გაიაროთ მესის გზები. არა მარტო მოისმინოთ მონათხრობი, არამედ გეძლევათ შანსი შეეხოთ მათ. დღის მეორე ნახევარში, სურვილისამებრ დუნაიზე კრუიზი. დაბრუნება და ღამისთევა სასტუმროში.

▪ პარასკევიპრაღა
საუზმე სასტუმროში. პრაღაში გადაადგილება. ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. სურვილისამებრ მდინარე ვლტავაზე ნავით გასეირნება. დაბრუნება და ღამისთევა სასტუმროში.

▪ შაბათიპრაღა (დრეზდენი )   
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დღე პრაღაში ან არჩევითი ექსკურსია ქალაქ დრეზდენში (გერმანია). დრეზდენი გერმანიაში ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომელსაც  მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე უწოდებდნენ როგორც "ფლორენციაში ელიბეს". ქალაქის ქუჩებში გასეირნება, სასახლის რეზიდენცია - საქსონიის მონარქების აკვანი, ქვის ბაროკოს ზულინგერი განსაცვიფრებელი სამხატვრო გალერეით და სხვა უამრავი ღირსშესანიშნაობის ნახვაა შესაძლებელი მიმოხილვითი ექსკურსიის დროს. გარდა ამისა, შეგიძლიათ სურვილისამებრ ეწვიოთ ცნობილ დრეზდენის გალერეას. თავისუფალი დრო დაბრუნება სასტუმროში. ღამისთევა სასტუმროში.

▪ კვირა (ზალცბურგი) - ინსბრუკი
საუზმე სასტუმროში. გადაადგილება ინსბრუკში. გზად, ჯგუფის სურვილისამებრ, ექსკურსია ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში. ეს უძველესი ქალაქი გაგაოცებს თავისი ვიწრო, თვალწარმტაცი ბუნებით, შენობების დეკორატიული ფასადებითა და უამრავი ღირსშესანიშნაობით. ქალაქი იუნესკოს შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში. ქ.ინსბრუკში სასტუმროში განთავსება. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.

▪ ორშაბათი  - ვენეცია - მილანი
საუზმე სასტუმროში. ვენეციაში გადასვლა. თავისუფალი დრო ქალაქში. გადაადგილება მატარებლით მილანის მიმართულებით. განთავსება მილანის სასტუმროში. ღამისთევა სასტუმროში.

▪ სამშაბათი მილანი
საუზმე სასტუმროში. ჯგუფური ტრანსფერი აეროპორთში.
_____________________________
მოგზაურობის პერიოდი:  27.04. 2019; 11.07.2019, 13.097.2019 , 14.09.2019  (12 დღე / 11 ღამე)
ტურის ღირებულება 1440 ლარი ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში უცვლელია და ხორციელდება მხოლოდ მითითებულ თარიღებზე:  27.04. 2019; 11.07.2019, 13.09.2019 , 14.09.2019  
_____________________________
ღირებულებაში შედის :
▪ სასტუმროში განთავსება
▪ საუზმე
▪ შიდა გადაადგილება
▪ რუსულენოვანი გიდის მომსახურება
▪ ექსკურსია ლიუბლიანაში
▪ ექსკურსია ბუდაპეშტში
▪ ექსკურსია ვენაში
▪ ექსკურსია პრაღაში
▪ ექსკურსია ვენეციაში
▪ ტრანსფერი
_____________________________
შენიშვნა! საგზურის ღირებულებაში არ შედის ავიაბილეთების თანხა,
რომელიც დამოკიდებულია თქვენთვის სასურველ მოგზაურობის პერიოდზე და ავიაკომპანიაზე
_____________________________
ტურის მენეჯერები:
ანა მაზმანოვა:  577 530-700; ana@goodtravel.ge; ტელ:. 2 300-700 (204 შიდა ნომერი); 
გვესტუმრე მისამართზე: ქ.თბილისი, მის:ქუჩიშვილის N12 ვერა - http://bit.ly/2IstVN3
----------------------------------------------------------------------------------------------
წარმატებულ დღეს და ბევრ მოგზაურობას გისურვებთ
ტურისტული კომპანია "გუდ თრეველი"
ჩვენთან მუდამ სეზონია 

ავიაკომპანიით ფილტრი

{{ airlines[airline].name }}
არჩეული ავიაკომპანია: {{ airlines[currentAirlineForFilter]['name'] }}
დალაგება:
რეკომენდებული {{ recommendedFlight.price }} {{ recommendedFlight.duration.total | duration }}
ყველაზე იაფი {{ cheapestFlight.price }} {{ cheapestFlight.duration.total | duration }}
ყველაზე მოკლე {{ shortestFlight.price }} {{ shortestFlight.duration.total | duration }}
მეტის ჩვენება