Rated 4.5/5 based on 12 customer reviews

ეგზოტიკური მაროკო - გოგა ჩანადირთან ერთად

 

-
24 მარტი - 4 აპრილი
5750

5 ვარსკვლავიანი ყატარის ავიახაზები, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და "გუდ თრეველი" დაუვიწყარ აფრიკულ მოგზაურობაში 
- მ ა რ ო კ ო შ ი - გეპატიჟებით.

მოგზაურობის პერიოდი: 24 მარტი - 4 აპრილი

ივ სენ-ლორანის ვილა / ჭრელაჭრულა მოზაიკები / უდაბნო საჰარა / ატლანტის ოკეანე / უძველესი ისტორია / მდიდარი კულტურა / უგემრიელესი სამზარეულო / ფერადი ქალაქები: შეფშაუენი, კასაბლანკა, მარაკეში, ტანჟირი …
—————————————
I დღე  - მარაქეში
ჩასვლა მარაქეშის აეროპორტში. დახვედრა და ტრანსფერი. განთავსება სასტუმორში და სადილი. თავისუფალი საღამო.


II დღე  - მარაქეში
საუზმე საასტუმროში და ვიზიტი ისტორიულ მარაქეშში: საადანის სამარხები, ბაჰიას სასახლე და კოუტოუბია. შუადღეზე მოინახულებთ ცნობილ ჯამაა ელ ფნას მოედანს და მის გარშემო ადგილობრივ კვარტლებს. სადილი და განთავსება მარაქეშის სასტუმროში.

III დღე  - ვარზაზატე 250 კმ
გასვლა მარაქეშიდან (08:30) ვარზატატისკენ და სანამ გადაკვეთთ ატლასის მთებს, ტიჩკას გზის გავლა და აიტბენდჰოუს სასახლის მონახულება. ჩასვლა ვარზატატში (18:00). სადილი და განთავსება სასტუმროში.

IV დღე  - ზაგორა 180 კმ (უდაბნოს გორები)
ვარზატატიდან გასვლა (08:30). ტური გრძელდება ზაგორაში საჰარას ჭიშკრისკენ ანტი-ატლასის მთებისკენ და დრაა ველის სანაპირო - სამხრეთ აღმოსავლეთ მაროკო. ზაგორა ძირითადად შემოსაზღვრულია დიდი დრაას ველით, რომელიც ჯერ კიდევ არის ბერბერული ტომების ადგილსამყოფელი. ჩასვლა ზაგორაში (17:00). ჩასვლისთანავე გადავაადგილდებით აქლემებით კარვებამდე, შუა უდაბნოში. სადილი კარვებში ბერბერული შოუს თანხლებით. ღამისთევა 4 ადგილიან კარავში. 


V დღე  - ზაგორა - ფესი 650 კმ
საუზმე და გასვლა (08:30) ფესისკენ ეროვნული გზით, იფრანის გავლით და ბენი მელალის ქალაქის გავლით, სადაც ვისადილებთ და გააგრძელებთ გზას ფესისკენ (ჩასვლა 20:00). სადილი და განთავსება ფესის სასტუმროში..

VI დღე  - შეფშაუენი 250 კმ
საუზმე სასტუმროში (08:30) და ფესის მონახულება, რომელიც მაროკოს რელიგიური დედაქალაქია. ვიზიტი მოიცავს შუასაუკუნეების მედინას ტარინეთი და მედერსასით, ნეჯარინეს შადრევანს, მულაი იდრისის მავზოლეუმს და კარაუნის მეჩეთს. ჩასვლა (20:00) შეფშაუენში. 

VII დღე  - ტანჟირი 250 კმ
შეფშაუენის დათვალიერება და საუზმის შემდეგ (08:30) გასვლა ტანჟირისკენ, პანორამული ვიზიტი ტანჟირისკენ და ძველი ქალაქი. ჩასვლა (18:00) და სადილი. განთავსება ტანჟირის სასტუმროში. 

VIII დღე - ტანჟირი
გასვლა სასტუმროდან (09:30). ტურს ვიწყებთ ასილას პატარა ქალაქით, 40 კილომეტრით ტანჟირიდან მაროკოს ჩრდილოდასავლეთით. ატლანტიკური სანაპირო, მას აქვს ისტორია რომელიც რომაულ ერამდე მიდის. სადილის შემდეგ ვაგრძელებთ გზას კაპ სპარტელისკენ და ჰერკულესის გამოქვაბულისკენ. დაბრუნება (18:00), სადილი და განთავსება ტანჟირის სასტუმროში.

IX დღე  - კასაბლანკა 320 კმ
გასვლა ტანჟერიდან 08:30 და ჩასვლა კასაბლანკაში 16:00
ქალაქის ტურის და სასტუმროში განთავსება 19:00
გასვლა კასაბლანკადან რაბათისკენ, სამეფო სასახლის მონახულება (მეჩოუარსი), ოუდაისას კასბა. გაგრძელება კასაბლანკას პანორამული ქალაქისკენ და ჰასან მეორეს მეჩეთი (გარედან).

X დღე  - კასაბლანკა
საუზმე სასტუმროში და თავისუფალი დღე კასაბლანკაში საყიდლებისთვის და პირადი თავგადასავლებისთვის
ტრანსფერი კასაბლანკას აეროპორტში.
_____________________________________
10 დღიანი ტურის ღირებულება 
ღირებულებაში შედის:
✓ ავიაბილეთები ყატარის 5 * იანი ავიახაზებით (ჩასვლა მარაკეშში და წამოსვლა კასაბლანკიდან)
✓ ტრანსფერები
✓ 4* სასტუმროები
➦2 ღამე მარაქეში Hotel Blue Sea le Printemps city center 4*
➦1 ღამე ვარზაზატეში Hotel Ouarzazate le Riad 4*
➦1 ღამე ზაგორა და უდაბნოს გორები Tents camp Zagora
➦2 ღამე ფესში Hotel Golden Tulip Tghat Fez 4* ან მსგავსი
➦2 ღამე ტანჟირში Hotel Andalucia Tanger 4 *
➦1 ღამე კასაბლანაკაში Hotel Suisse Casablanca 4 *
✓ ორჯერადი კვება
✓ შიდა გადაადგილება კომფორტული მიკროავტობუსით
✓ სამოგზაურო დაზღვევა
✓ ვიზის მოსაკრებელი
✓ მუზეუმის ბილეთები
✓ უდაბნო საჰარა
✓ აქლემებით გასეირნება
და ბოლოს კიდევ ერთხელ: 
✓ - გიდი - ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი.
—————————————
10 მიზეზი თუ რატომ უნდა იმოგზაურო მაროკოში: http://tiny.cc/9dkfaz
—————————————
"გუდ თრეველი"-ს და "ეთნო ტურის" ერთობლივი, ჯგუფური ტური
! შენიშვნა ! საბუთების მიღების ბოლო ვადაა 20 თებერვალი
(ვიზა კეთდება უკრაინაში, მაქსიმუმ 1 თვის ვადაში)

—————————————
გაითვალისწინეთ!
✓ ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში.
✓ მოქმედებს საქართველოს ბანკის და თიბისი ბანკის განვადება.
✓ თანხის გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად. 
—————————————
ტურის მენეჯერი: ნათია იმესაშვილი
ტელ:. (032) 2 300 700 (შიდა ნომერი 203)
მობ: 555 600 548
_______________________
ჩვენთან მუდამ სეზონია
მის:ქუჩიშვილის N12 ვერა - http://bit.ly/2IstVN3
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
www.GoodTravel.ge

10 მიზეზი თუ რატომ უნდა ესტუმროთ მაროკოს

ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე მაროკო პოპულარული მიმართულებაა მიმზიდველი კულტურის, თავგადასავლებისა და ლაშქრობის მოყვარულებისთვის, ასევე წყვილების, ოჯახების, გურმანების და სხვა მრავალი გემოვნების მქონე ტურისტებისთვის.

წარმოგიდგენთ იმ ძირითად მიზეზებს, რატომაც არის მაროკო ყველასთვის დიდებული ადგილი.

1. ძველი იმპერიული ქალაქები უძველესი ისტორიითა და დამახასიათებელი თავისებურებებით
მაროკო მოიცავს ოთხ იმპერიულ ქალაქს:
მერაკეში (Marrakesh), ფესი (Fes), მექნესი (Meknes) და რაბათი (Rabat).

ამჟამად, დედაქალაქია რაბათი. 
ერთი შეხედვით, თანამედროვე ქალაქს აქვს ბევრი საინტერესო და ისტორიული ღირსშესანიშნაობა, როგორიც არის: ოდაიას ციხესიმაგრე (The Kasbah of the Oudaias), ძველი მედინა და ჰასანის კოშკი (The Hassan Tower). ნამდვილად ღირს მოკაშკაშე სამეფო მავზოლეუმის მონახულება.

წითელ ქალაქად აღიარებული მარაკეში კი ცნობილია თავისი ძველი მედინათი, უამრავი ბაზრით, უძველესი სასახლეებით (ბადის სასახლე (Badi Palace) და ბაჰიას სასახლე (Bahia Palace), მეჩეთით კუტუბია (Koutoubia Mosque), ენერგიული აფრიკული დოლითა და საადიანული აკლდამებით (The Saadian Tombs).

ყოფილი დედაქალაქი ფესი (Fes) ამაყობს მრავალი, განსაცვიფრებელი არქიტექტურით. მიუხედავად ამისა, ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც სამშობლო მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტებისა და ტყავის მასიური ქარხნების.

მექნესში (Meknes) მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მონუმენტური კარიბჭე ბაბ ელ-მანსორი (Bab el-Mansour).

საცხენოსნო ეტლები საუკეთესო გზაა მომაჯადოებელი და დამშვიდებელი იმპერიული ქალაქის აღმოსაჩენად.

2. სანაპირო ზოლზე გადაჭიმული ბრწყინვალე პლაჟები

მაროკოს უამრავი დასასვენებელი პლაჟი აქვს, როგორც ხმელთაშუა ზღვაზე, ასევე ატლანტის ოკეანეზე. მაშინ, როცა ასილა (Asilah) ძირითადად ადგილობრივ და ესპანელ დამსვენებლებს იზიდავს, ტურისტებისთვის პოპულარული ტანჟერი (Tangier) და აგადირია (Agadir).

მიუხედავად საერთაშორისო ტურისტების მრავალრიცხოვნებისა, ისეთი ადგილები, როგორიცაა: ელ ჯადიდა (El Jadida), ოუალიდია (Oualidia) და ელ ჯება (El Jebha) მაინც უამრავი ადგილობრივი სტუმრობს ზაფხულის განმავლობაში. როგორც წესი, ყველაზე პოპულარული პლაჟები კეთილმოწყობილი და ადვილად საორიენტაციოა. ესაურა (Essaouria) იდეალური ადგილია წყლის სპორტის მოყვარულებისთვის.

3. მრავალფეროვანი მთათა მწკრივი იზიდავს ღია სივრცის მოყვარულებს

მაროკოს მთები დაყოფილია სამ მწკრივად: უმაღლესი ატლასი (The High Atlas), შუა ატლასი (The Middle Atlas) და საწინააღმდეგო ატლასი (The Anti Atlas). თითოეული განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს ნებისმიერი დონისა და უნარ-ჩვევის მქონე მოლაშქრეს.

ქვეყნის უმაღლესი მთა ჯიბიელ ტუბკალია (Jbel Toubkal), რომელიც უმაღლესი ატლასის მთაზე მდებარეობს. უზარმაზარ სიმაღლეზე მოლივლივე ღრუბლები უამრავ ტურისტს ატყვევებს ყოველ წლიურად, თან მერაკეშიდან ადვილად საპოვნელია.
ასევე, ღია სივრცეში თავგადასავლების მოყვარულთათვის შესანიშნავი ადგილია, ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე რიფ მთები (The RiF Mountains) და თითქმის ლურჯი ქალაქი - შეფშაუენი (Chefchaouen). ვიზიტორებს შეუძლიათ ისიამოვნონ, როგორც მაროკოს მთებში ლაშქრობით, სამთო ველოსიპედით და ცხენზე ჯირითით, ასევე ბერბერული სოფლების მონახულებით და ველური ბუნების დათვალიერებით.

4. მარტივი გასასვლელი განსაცვიფრებელ საჰარას უდაბნოში

ვრცელი და მშრალი საჰარა მსოფლიოში ყველაზე დიდი, ცხელი უდაბნოა. მაროკოში რამდენიმე ადგილია, საიდანაც შეგიძლია დაიწყო უდაბნოში მოგზაურობა, თუმცა უამრავი გამოცდილი კომპანიაა, რომლებიც დასამახსოვრებელ ტურებს გთავაზობენ. მრავალი საშუალებაა, რომ დატკბეთ შთამბეჭდავი პეიზაჟით. შეგიძლიათ, როგორც ლაშქრობა, ასევე შეუპოვარი აქლემებით გასეირნება, ცხენის ჯირითისას ახალი შთაბეჭდილებების მიღება ან მანქანებით ქვიშაზე რბოლა.

ღამე ცაზე მოციმციმე ვარსკვლავთა სიუხვე, სუფთა ჰაერი და სიჩუმე ძალიან პოპულარულს ხდის კემპინგს. ვრცელი დიუნებისა და დაშორებული ოაზისების ხედი დიდხანს დარჩება თქვენს მეხსიერებაში. საჰარის უდაბნოს შესაცნობად საუკეთესო ადგილებია Merzouga, Erg Chebbi, Chegaga და Zagora, ხოლო Ouarzazate საყოველთაოდ აღიარებული, როგორც უდაბნოს შესასვლელი, ზღაპრული ადგილია კულტურისა და ფილმის მოყვარულებისთვის, ქვეყნის ყველაზე შთამბეჭდავი ციხესიმაგრე კი მეტად პოპულარულია გადაღებულ ფილმებში.

5. კომბინირებული კულტურული გავლენა არაბების, ბარბერების და სხვა

მაროკოს მოსახლეობა შედგება როგორც არაბების, ასევე ბარბერებისგან. ორივე ჯგუფმა დიდი წვლილი შეიტანა იმ მდიდარი ტრადიციებისა და კულტურული ადათების ჩამოყალიბებაში, რომელსაც დღემდე იცავენ. აუცილებლად შენიშნავთ ანდალუსიას ზემოქმედებას იმ დროიდან, როდესაც ანდალუსიელი მუსლიმები ჩრდილოეთ აფრიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ასევე, არსებობს კოლონიური ეპოქის მემკვიდრეობა, ხოლო ქვეყნის სხვადასხვა მხარეში იგრძნობა ფრანგულის, პორტუგალიურისა და ესპანურის გავლენა. განსაკუთრებით საინტერესოა ისლამური ერისთვის ის ფაქტი, რომ მაროკოზე ზემოქმედება ებრაელებმაც მოახდინეს. მთელ არაბულ სამყაროში - კასაბლანკაში, უდაოდ იპოვით ერთადერთ ებრაულ მუზეუმს.

6. დახვეწილი არქიტექტურა მთელი ქვეყნის მასშტაბით

მაროკოს კულტურული მრავალფეროვნება აისახება მდიდარ არქიტექტურულ სილამაზეში, რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. დიდებული მეჩეთებითა და ტრადიციული რაიადებით (riad-დიდი ტრადიციული სახლი, რომელიც ეზოს ცენტრშია აშენებული და ხშირად გადაკეთებულია სასტუმროდ) დაწყებული, ბრწყინვალე სასახლეებითა და რელიგიური სწავლების შესანიშნავი ცენტრებით დამთავრებული, უამრავ ისეთ ზღაპრულ შენობას აღმოაჩენთ, რომელიც ნამდვილად აღგაფრთოვანებთ.
ბევრი შენობა გამოირჩევა, როგორც ტრადიციული კაფელებით, ცნობილია ზელიჯად (zellige), ასევე დეკორატიული ხისა და მობათქაშებული ნაწილებით. ასეთებია: მეჩეთი ჰასან II (The Hassan II Mosque) კასაბლანკაში, საადიანური აკლდამები მერაკეშში (Merrakesh), გრანდიოზული მეჩეთები ტანჟერში (Tangier), ალ ქაურაუინიანის (Al Quaraouiyine) უნივერსიტეტი და მეჩეთი ფეზში (Fes).

7. შესანიშნავი შოპინგი Vibrant ბაზარში

მაროკოში ყველა დიდ თუ პატარა ქალაქს, სულ მცირე ერთი ბაზარი აქვს, ხოლო მოზრდილ დასახლებებს ერთზე მეტი. ბაზარი ის ტრადიციული გაყიდვების ადგილია, სადაც ადგილობრივები სავაჭროდ მიდიან. ზოგიერთ ადგილას, ბაზარი კვირის რომელიმე კონკრეტულ დღეს ეწყობა, მაშინ როცა სხვა ადგილას ყოველდიურად მუშაობს.

მიმზიდველი ფერებითა და ეგზოტიკური სურნელით გაჟღენთილი ბაზრები, შოპინგის მოყვარულ ტურისტებს მაგნიტივით იზიდავს. საბაზრო ურთიერთობის მთავარ კომპონენტს სწორედ ვაჭრობა წარმოადგენს. ბაზრები ტურისტული დანიშნულების ადგილებია, სადაც დაათვალიერებთ და შეიძენთ ისეთ ძირითად ნივთებს როგორიცაა: სანელებლები, ტანსაცმელი, ნათურები, ჩაის დასაყენებელი, მუსიკალური ინსტრუმენტები და shisha ჩიბუხები, ასევე სუვენირების ფართო ასორტიმენტი.

8. უგემრიელესი კერძები, რომელიც მრავალფეროვან გემოვნებას დააკმაყოფილებს

მაროკო ცნობილია თავისი გემრიელი კერძებით, რომელიც გამოირჩევა სუნელების სიუხვითა და განსხვავებული არომატით. პური მთავარი პროდუქტია, რომელიც მრავალი სახით არის წარმოდგენილი: ხობსი (Khobz), ემსიმენ (Msemen), ბეგრიერ (Baghrir).

მაროკოული კერძის ძირითადი ინგრედიენტი ხორცია, ყველაზე გავრცელებული კი ბატკნის, ცხვრის, ძროხისა და ქათმისაა. ზღვის პროდუქტები და თევზი განსაკუთრებით უხვად არის წარმოდგენილი სანაპირო სივრცეში. მათგან ფავორიტი კი სარდინია. ყველაზე ცნობილი მაროკოული კერძები შეიცავს კუსკუსს (couscous-ჩრდილოეთ აფრიკის კერძი, რომელიც მზადდება ხორბის მარცვლით) და თაჟინს (tagine-ჩრდილოეთ აფრიკული კერძი, რომელიც მზადდება სუნელებით შეზავებული მოშუშული ხორცისა და ბოსტნეულისგან). პასტილა (Pastill), ბისარა(Bissara), ჰარირა(Harira) და ბროშეთ (Brochettes) სწორედ ის კერძებია, რომლის დაგემოვნებასაც გირჩევთ. ასევე აღმოაჩენთ უამრავ სენდვიჩს და პიცასა, და მაროკოულ საკონდიტრო ნაწარმს.

9. განთავსების ფართო სპექტრი, რომელიც შეესაბამება ყველა გემოვნებასა და ბიუჯეტს

მაროკო ყველა ბიუჯეტის, კომფორტის დონისა და თავგადასავლების მომლოდინე მოგზაურს, განთავსების დიდ არჩევანს სთავაზობს. 5 ვარსკვლავიანი ხავერდის სასტუმროებით დაწყებული, მთაში განლაგებული ბანაკებით დამთავრებული. ძველი მედინას ბევრ ქალაქში, ტურისტებს შეუძლიათ დარჩნენ მაროკოულ ტრადიციულ საცხოვრებლებში, ცნობილი როგორც რაიადები (Riads) და დარები (Dars). ეს საუკეთესო გზაა ადგილობრივი ცხოვრების შესაცნობად. ხანდახან შესაძლებელია მთლიანი დაწესებულების დაქირავება განცალკევებულად ყოფნისთვის. ბევრ ქალაქში ადვილად ხელმისაწვდომია თვით მომსახურების ბინები, რომლებიც იდეალურია დიდი ოჯახებისა და სამეგობრო ჯგუფებისთვის. ბინები ასევე შესანიშნავია მათთვის, ვისაც სურს მოამზადოს მაგალითად მაროკოული გემრიელი კერძები და გამოსცადოს შესაძლებლობები. მსხვილი დასასვენებელი კურორტები მოიძებნება ბევრ დიდ ქალაქსა და სანაპირო სივრცეში, როგორიც არის ტანჟერი (Tangier) და აგადირი (Agadir), უმრავლესობა კეთილმოწყობილია საცურაო აუზით, შენობაში მდებარე სატრენაჟორო დარბაზით, რესტორნებით, ბარებითა და ბავშვთა გასართობი ცენტრებით.

10. ტოლერანტული საზოგადოება, სტუმართმოყვარე ხალხით

მაროკო ცნობილია, როგორც ყველაზე ტოლერანტული არაბული ერებიდან. ქვეყანა საკმაოდ უსაფრთხო, მშვიდობიანი და სტაბილურია. მაროკოელები, როგორც არაბები , ასევე ბერბერები შეინიშნებიან თბილი სტუმართმოყვარეობითა და მეგობრული გარემოთი. იმ ადგილებში, სადაც ცოტა მნახველი სტუმრობს, ტურისტებმა შეიძლება ცნობისმოყვარე მზერა იგრძნონ, მაგრამ ამას ხშირად მოჰყვება სამხიარულო ვიბრაცია, განსაკუთრებით ბავშვებისგან, რომლებიც ცდილობენ ლაპარაკის წამოწყებას. როგორც ყოფილი საფრანგებით კოლონია, ფრანგული ენა ფართოდ გავრცელებულია, ხოლო პოპულარულ ტურისტულ ადგილებში ძირითადად ინგლისურად საუბრობენ. ვიზიტორებისთვის კომუნიკაცია იშვიათ პრობლემას წარმოადგენს.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 20 თებერვალი
(ვიზა კეთდება უკრაინაში, მაქსიმუმ 1 თვის ვადაში)

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ტურის მენეჯერს:
ტურის მენეჯერი: ნათია იმესაშვილი
მობ: 555 600 548
ტელ:. (032) 2 300 700, შიდა ნომერი 203;

ავიაკომპანიით ფილტრი

{{ airlines[airline].name }}
არჩეული ავიაკომპანია: {{ airlines[currentAirlineForFilter]['name'] }}
დალაგება:
რეკომენდებული {{ recommendedFlight.price }} {{ recommendedFlight.duration.total | duration }}
ყველაზე იაფი {{ cheapestFlight.price }} {{ cheapestFlight.duration.total | duration }}
ყველაზე მოკლე {{ shortestFlight.price }} {{ shortestFlight.duration.total | duration }}
მეტის ჩვენება