დიდი ბრიტანეთი

 

100

სავიზო ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის
 

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

 

2013 წლის 31 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქე, რომლებიც გეგმავს დიდ ბრიტანეთში გამგზავრებას 6 თვემდე მეტი ვადით, დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა ტუბერკოლოზის არქონის შესახებ.


 

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • საელჩოში საბუთების ჩაბარება უნდა მოხდეს უშუალოდ განმცხადებლის მიერ;
  • სავიზო განაცხადის ფორმა 
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;
  • 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • ბილეთის ჯავშანი;
  • თუ გიწვევთ ნათესავი, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: დაბადების მოწმობა ნოტარიულად დამოწმებული)
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურ ენაზე (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით);
  • ფინანსური გარანტია განცმხადებლის ან მისი სპონსორის(ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელ საბუთი უნდა იყოს საბანკო ამონაწერის სახით, რომელიც ანკეტის შევსების თარიღამდე 3 თვით ადრე პერიოდიდან უნდა იწყებოდეს და არ უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ წერილს ბანკიდან განმცხადებლის ან მისი სპონსორის ნაშთის შესახებ.);
  • სტუდენტური ვიზიტის შემთხვევაში უნდა წარადგინოთ ჩარიცხვის წერილის ორიგინალი ბრიტანეთის უნივერსიტეტიდან, კოლეჯიდან თუ სკოლიდან.
  • საკონსულოში წარდგენილ საბუთი უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა ორიგინალის სახით;
  • შესაბამისი საკონსულო მოსაკრებელი გადახდილ უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით. ელექტრონული (ონლაინ) გადახდის განხორციელება შესაძლებელია ვიზა და მასტერქარდის ტიპის, როგორც სადებეტო ისე საკრედიტო ბარათებით.


დიდი ბრიტანეთის სავიზო აპლიკაციის შევსების ღირებულება არის 100 ლარი, ხოლო საკონსულოში მოსაკრებლების ღირებულება დაახლოებით 500 ლარიდან 530 ლარამდე, დოლარის ექვივალენტში.
 

დეტალური ინფორმაციისათვის :

ნათია იმესაშვილი
2 -300 -700; (შიდა ნომერი 203);
555 600-548;
natia@goodtravel.ge
_______________________
ჩვენთან მუდამ სეზონია
მის:ქუჩიშვილის N12 ვერა - http://bit.ly/2IstVN3
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
www.GoodTravel.ge

ავიაკომპანიით ფილტრი

{{ airlines[airline].name }}
არჩეული ავიაკომპანია: {{ airlines[currentAirlineForFilter]['name'] }}
დალაგება:
რეკომენდებული {{ recommendedFlight.price }} {{ recommendedFlight.duration.total | duration }}
ყველაზე იაფი {{ cheapestFlight.price }} {{ cheapestFlight.duration.total | duration }}
ყველაზე მოკლე {{ shortestFlight.price }} {{ shortestFlight.duration.total | duration }}
მეტის ჩვენება