logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

15 დღეში ჩატეული აფრიკის მარგალიტი – ეგვიპტე

15 დღეში ჩატეული აფრიკის მარგალიტი – ეგვიპტე

9380₾ ერთ ადამიანზე

15 დღეში ჩატეული აფრიკის მარგალიტი / ეგვიპტე 🇪🇬
ჯგუგური და გარანტირებული ტურის შინაარსი ასეთია: შემეცნება, ისტორია, გართობა, ეგზოტიკა და, რა თქმა უნდა, თავგადასავლები 🐪🏜

რას ვნახავთ? ასუანს, ლუქსორს, ესნას, ძველ და ახალ კაიროს, საოცარ კრუიზს ნილოსზე, წალკოტად ქცეულ ორ უძველეს ელ-ფეიუმის და ვადი-არ-რაინის ოაზისებს დედამიწაზე, ვეწვევით ქალაქ ალექსანდრიას და მოვინახულებთ უძველეს ბიბლიოთეკას. პირამიდებთან აქლემებით ვისეირნებთ. დავტკბებით ქალაქ როზეტას, იგივე რაშიდის ზღაპრად ქცეული არქიტექტურით და ყველაზე ძველი ბუნებრივი ტბის, ქარუნის ნაპირზე დავაკვირდებით უიშვიათეს ჩიტებს, გვექნება უდაბნოს თავგადასავალი და ა.შ.

ახლა კი საინტერესო ტურის შინაარსი / დეტალები:
დღე 1: გამთენიას ჩავფრინდებით ლუქსორის საერთაშორისო აეროპორტში. ღამეს სასტუმროში ზედ ნილოსის პირას გავათენებთ. დილიდან ვიწყებთ ექსკურსიას აბიდოსში, ეგვიპტელების ღმერთის (ქვესკნელის ღმერთის) ტაძრის მონახულებით. ნაგებობა ფარაონი სეთის მმართველობის დროს აშენდა და მეორენაირად სეთის ტაძრის სახელითაა ცნობილი. საღამოს გამგზავრება ასუანის მიმართულებით. ღამისთევა კუნძულზე მდებარე ულამაზეს სასტუმროში.

დღე 2: მივემგზავრებით ეგვიპტე – სუდანის საზღვრისკენ, აბუ სიმბელის კომპლექსის მოსანახულებლად. იქაურობა გამოირჩევა თავისი უნიკალური სტილით და უძველესი ეგვიპტის საგანძურს წარმოადგენს. ტაძარი ასახავს ახალი სამეფოს სიდიადეს. ოთხმოციანი წლების ბოლოს, ნილოსის ადიდების საფრთხის გამო, ეგვიპტის მთავრობამ და იუნესკომ ერთობლივად ჩაატარეს უნიკალური სამუშაოები. უზარმაზარ ნაწილებად დაჭრეს ტაძარი და სრულად პირველადი სახის შენარჩუნებით ამაღლებულ მხარეს გადაიტანეს. აქაურობას სხვანაირად რამზეს მეორეს მზის ტაძარსაც ეძახიან. მოსაღამოებულზე ვბრუნდებით ასუანში და ვიწყებთ საოცარ თავგადასავალს ნილოსზე. უმაგრესი, სამ დღიანი All Inclusive კრუიზი გემ რადამის II-ით.

მომდევნო სამ დღეს დასვენებასა და ისტორიული ადგილების მონახულებაში გავატარებთ, დავათვალიერებთ ქალაქებს: ესნას და ედფუს. ჰორუს ტაძარს, ქომ-ომბოს ტაძარს. ქალაქ ლუქსორს, მეფეთა სავანეს, მემონის კოლოსუსს და დედოფალ ჰატშეფსუტის ტაძარს. საღამოებს კი, კრუიზის ბანზე აუზთან „Sound and light show“ ყურებაში გავატარებთ.

დღე 4: გემის დატოვების შემდეგ ლუქსორის დანარჩენ ღირსშესანიშნაობებს აღმოსავლეთ სანაპიროს, კარნაკისა და ლუქსორის ტაძრებს მოვინახულებთ და გავემართებით ჰურგადისკენ. საღამოს, დაღლილები, წითელ ზღვასთან სასტუმროს All Inclusive მომსახურებით დავტკბებით.

დღე 5: დღის აქტივობები შემდეგნაირად გამოიყურება: სურვილისამებრ, დარჩენა აკვაპარკიან სასტუმროში ან წყალქვეშა ნავით გასეირნება. დამატებით აქტივობად შეგვიძლია ავიღოთ უიშვიათესი თევზების წყალქვეშა სამყაროს დათვალიერება, ცურვა დელფინებთან ერთად. ასევე, მოვინახულებთ უდაბნოს, ან თუნდაც, კრუიზით გიფთუნის კუნძულზე გადავალთ გასარუჯად.

დღე 6: ისევ აქტიურად გამთენიის 5 საათზე გვეწყება. (ჩვენი ტურის ყველა ტრანსფერი ხორციელდება საღამოს ან გამთენიის საათებში, იმისათვის, რომ საექსკურსიო დროს არ მოაკლდეს საათები და მის ხარჯზე არ შეგვიმცირდეს სანახავი ობიექტები). დილის 10 საათისთვის, უკვე ეგვიპტის დედაქალაქში ვიქნებით. ექსკურსიას ვიწყებთ ანტიკური მუზეუმით, სადაც დაცულია 5000 წლის ეგვიპტის ყველაზე ძვირფასი და იშვიათი კოლექცია. წარმოდგენილია 250,000-ზე მეტი არტეფაქტი, მათ შორის, ტუტანხამონისადმი მიძღვნილი გამოფენა. აქ განთავსებულია ძვირფასეულობა, ოქროს ნივთები და საიუველირო ნაკეთობები (3,500 წელზე მეტი ხნის), რომლებიც 1920 წელს, მისი აკლდამის გახსნისას აღმოაჩინეს. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, მშვიდობის ხიდის და გარე არქიტექტურული ძეგლების სანახავად გავეშურებით, ხოლო საღამოს თავისუფალ დროს „შოპინგს” დავუთმობთ.

დღე 7: საუზმის შემდეგ, დილის 07:00 გამგზავრება გიზის, ხეოფსის, ხეფრენის და მიკერინოსის პირამიდების სანახავად. არც სფინქსის ლეგენდარული არსება ლომის ტანით და ფარაონ ხეფრენის სახით დაგვრჩება უყურადღებოდ. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ფარაონ ხეფრენის სხეული იყო მუმიფიცირებული. იქაურობას მეფეთა სამყოფელს უწოდებენ. ასევე, მოვინახულებთ მსოფლიოს უძველეს ქვის ნაგებობას – ჯოსერის პირამიდასაც, რომელიც აშენდა მე -3 დინასტიის პერიოდში ფარაონ ჯოსერისთვის. დღის მეორე ნახევარში გავემგზავრებით ფარაონ მენესის მიერ დაარსებულ მემფისში, რომელიც ძველი ეგვიპტის დედაქალაქი იყო და 3000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კულტურის ცენტრად მიიჩნეოდა. ვესტუმრებით რამსეს II-ის ქანდაკებას და მემფისის სფინქსს.

დღე 8: ტრადიციულად, დილის 07:30 ვიწყებთ და მივემგზავრებით ქალაქ ალექსანდრიისკენ, ვათვალაიერებთ მონტაზას სასახლე/პარკს, მოვინახულებთ ალექსანდრიის მეფის ციტადელს, Kom IL Shokafa-ს კატაკომბებს, პომპეის სვეტს, ქაიეთ ბეის ციტადელს (შიდა ნაწილი). ლანჩზე დავაგემოვნებთ თევზეულს. ვესტუმრებით ალ-მურსი-აბუ-ელ-აბბას მეჩეთს, გავემგზავრებით ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში და ღამეს ზედ ზღვისპირა სასტუმროში გავათენებთ.

დღე 9: ნანახ ამბებს გონებაში დავარცხნა, დამშვიდება სჭირდება, სად თუ არა ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე შეიძლება საკუთარ თავთან განმარტოვდე და ბოლო დღეებში განცდილ საოცარ თავგადასავლებს კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი, ინებივრო ზღვის პირას, ისეირნო ულამაზეს სანაპიროზე და ზღვის ნობათით მეფური სადილს შეექცე არაბულ რესტორნებში. ეს დღე თავისუფალ დღედ გამოგვიცხადებია.

დღე 11: განსაკუთრებული თავგადასავალი იქნება ჩვენს მოგზაურობაში. დილიდან, ელ-ფეიუმის ოაზისისკენ ავიღებთ გეზს. თავდაპირველად, მოვინახულებთ ქარუნის ტბას, რომელიც დედამიწაზე არსებულ ტბებს შორის უძველესი ბუნებრივი წყალსაცავია. მის ნაპირებთან ბუდობენ მსოფლიოში უნიკალური ფრინველთა ნაირსახეობები. შემდეგ, „Old Maurice“-ის ტბისკენ გადავინაცვლებთ, ვეწვევით ფეიუმის მუზეუმს, რომელიც რომაული პორტრეტებითაა ცნობილი და მოსაღამოვებულს, ელ- ფეირუმის ოაზის მივადგებით, სადაც მასპინძლობას იქაური ბედუინები გაგვიწევენ. გვავახშმებენ კოცონთან და ღამეს გაგვათენებინებენ კომფორტულ კარვებში.

დღე 12: დილას ახალი ხილის და ბედუინური საუზმის დაგემოვნებით დავიწყებთ და გავეშურებით მეორე, ვადი-არ-რაინის ოაზისისკენ. იქაურობას ეგვპტელები წალკოტს უწოდებენ. თვალს დავატკბობთ საოცარი ჩანჩქერების ხილვით. სურვილისამებრ, გავისეირნებთ ფეხით ან ფელუკათი. თავს შევიქცევთ უდაბნოს ქვიშაზე სერფინგით და გადავიღებთ დაუვიწყარ ფოტოებს. ტურის დასრულების შემდეგ, დავბრუნდებით სასტუმროში.

დღე 13: გამგზავრება როზეტასკენ, რომელიც ახლა რაშიდის სახელითაა ცნობილი. მოვინახულებთ რაშიდის მუზეუმს. ქალაქი გამოირჩევა უნიკალური სტილის წითელი და შავი აგურის სახლებით და მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით. მუზეუმში ნახავთ როზეტას ქვას, რომლის ტექსტი წარმოდგენილია სამი დამწერლობით. ორიგინალი ამჟამად ლონდონის მუზეუმშია დაცული. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, გავისეირნებთ პატარა ქუჩებში. გავეცნობით ადგილობრივების ცხოვრებას. გავისეირნებთ ნილოსზე ფელუკათი ადგილამდე, სადაც ნილოსის და ხმელთაშუა ზღვის გამყოფი ზოლი მდებარეობს. საღამოს ისევ კაიროში დავბრუნდებით.

დღე 14: ჩვენი მოგზაურობის ბოლო დღეს კაიროში დარჩენილი მოსანახულებელი ადგილების დათვალიერებას დავუთმობთ. ვნახავთ მოჰამედ-ალის მეჩეთს, სალაჰ-ედ-დინის ციტადელს. თვალს შევავლებთ ისლამური კაიროს ნაწილს, სადაც ვნახავთ ხან-ელ-ხალილს, კაიროს ძველ ბაზარს. შემდეგ, ვესტუმრებით კაიროს კოპტურ ნაწილს და მოვინახულებთ დაკიდულ ტაძარს, ბენ-ეზრას სინაგოგას, წმინდა ბარბარას ტაძარს, აბუ-სერგას ტაძარს და რომაულ ციხე-სიმაგრე ბაბილონს.

დღე 15: დღეს ემოციებით დახუნძლულნი უკან, სამშობლოში დავბრუნდებით.

მოგზაურობის პერიოდი: 1 – 14 ოქტომბერი
ტურის ღირებულება შეადგენს 9380 ლარს, ორ ადგილიან ნომერში, ერთ ადამიანზე

ტურის განმავლობაში გამოყენებულია მხოლოდ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები და კრუიზი
https://www.booking.com/Share-0UYI5s
Jolie Ville Hotel & Spa Kings Island Luxor
https://www.booking.com/Share-N0Ekw4
Movenpick MS Sunray Nile Cruise
https://www.booking.com/Share-Gt8808
Desert Rose Resort
https://www.booking.com/…/pyramisa-suites-casino-cairo…
Pyramisa Suites Hotel Cairo
https://www.booking.com/…/helnan-auberge-fayoum.en-gb.html
Helnan Auberge Fayoum

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – 
ტურის მენეჯერი ნათია იმესაშვილი: ☎️ (032) 2 300-700; (შიდა ნომერი 303); მობ: 555308811

ან გვესტუმრე ახალ მისამართზე: 📌 თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17

ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია ☀️

 

  • გამგზავრება
    თბილისიდან / თბილისში
  • გამგზავრების დრო
    1 ოქტომბერი
  • ღირებულებაში შედის
    ორმხრივი საერთაშორისო ავიაბილეთი ვიზა დაზღვევა ყველა ტრანსფერი ეგვიპტეში ყველა საექსკურსიო ბილეთი ჯიპ-ტური უდაბნოში სრული სატრანსპორტო მომსახურება საექსკურსიო საათებში კონდიცირებული მიკროავტობუსით ადგილობრივი გიდი ქართულენოვანი გამყოლი მაღალი კატეგორიის სასტუმროები საუზმით განთავსება კარავში ლუქს ოაზის ბანაკში კრუიზი სამჯერადი კვებით
  • ღირებულებაში არ შედის
    ”თიფი“ ერთ ადამიანზე სრული ტურის განმავლობაში 60/65$ ჰამამი და სპა საჰაერო ბურთი მეფეთა სავანის თავზე ნებისმიერი პირადი და სხვა ხარჯი რაც არ არის ტურში ნახსენები სადილი ვახშმები, რომელიც არ არის ტურის პროგრამაში ნახსენები ერთ ადგილიანი განთავსება ნომერში (single room) მარტო განთავსების სურვილის შემთხვევაში ტურის ღირებულებას ემატება 760 დოლარი ტურის განმავლობაში გამოყენებულია მხოლოდ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები და კრუიზი