ვიეტნამი და კამბოჯა
აზიის სამოთხეში ჯადოსნურ მოგზაურობას გპირდებით
16 ღის განმავლობაში ვიმოგზაუროებთ: 6 დღე ძველ კამბოჯასა და 10 დღე ეგზოტიკური ვიეტნამში
დღე 1 / 30 სექტემბერი
კამბოჯა რაღაცით ღირსეულად დაბერებულ მოხუცს წააგავს. ადამიანს, რომელსაც განვლილი ტკივილი და დიდება სახის თითოეულ ნაოჭზე აქვს ასახული და ამაყად თავაწეული შეჰყურებს სამყაროს. ქვეყნის გაცნობას მასავით ხანდაზმული პნომპენის აეროპორტით ვიწყებთ, რომელიც 1835 წლის შემდეგ ემსახურება ვიზიტორებს. ვბინავდებით ულამაზეს აზიურ სასტუმროში და ვემზადებით მომდევნო დღეს გასაოცარი ქვეყნის შესაცნობად.
დღე 2 / 1 ოქტომბერი
ამ დღეს კამბოჯის სამეფო სასახლე კომპლექსის დათვალიერებით ვიწყებთ, რომელიც 1860 წლიდან დღემდე მეფის რეზიდენციად და უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობად რჩება. მისი სრული სახელი ურთულესად გამოითქმის Preah Barom Reacheaveang Chaktomuk Serey Mongkol.
შემდეგი გაჩერება კამბოჯის ეროვნული მუზეუმია, რომელიც ქვეყნის წამყვან ისტორიულ და არქეოლოგიურ მასალას ინახავს. მუზეუმში განთავსებულია ქხმერული ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია, მათ შორის სკულპტურული, ქხმერული კერამიკა, ბრინჯაო და ეთნოგრაფიული ობიექტები. მისი კოლექცია მოიცავს 14000-ზე მეტ ნივთს…..
Wat Phnom ბუდისტურიტაძარის მონახულება მზე რომ ზენიტში დააჭერს მაშინ ჯობია. მისი საერთო სიმაღლე 46 მეტრია. პაგოდას ლედიპენის სახელი ეწოდა ხუთი – ერთი ვიშნუს და ოთხი ბუდას ქანდაკების აღმოჩენის შემდეგ. საღამოს ეგრეთწოდებულ რუსულ ბაზარს ვეწვევით. 1980-იან წლებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის რუსები გადმოვიდნენ საცხოვრებლად კამბოჯაში. სწორედ ამ ბაზარში ყიდულობდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ნივთებს, როგორც ყალბ/იაფფასიან, ასევე უნიკალურ და რეალურად ძველ ათასგვარ ხის, ქვის და მეტალის სუვენირებს. მათ შორისაა მინიატურული ბუდა, ხის ჩუქურთმები, ფოთლის ყუთები, აბრეშუმი, ვერცხლის სამკაულები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ასე შემდეგ. მზის ჩასვლა ყველაზე ლამაზად მთისწვერიდან ან წყლიდან მოჩანს.
პნომპენის სიცხით და ხმაურით გათანგულები თავს მდინარე ტონლეზე აზიურ ნავში ჩრდილს შევაფარებთ, ქალაქს აღმა ავუყვებით და დაისს სამი მდინარის: ტონლე საპი, ბასაკიდა ტონლეს შესართავში შევხვდებით…
დღე 3 / 2 ოქტომბერი
დღეს მძიმე და ძალიან საინტერესო ადგილას ვიზიტით ვიწყებთ. ვიხილავთ ხმერ რუჯის მართველობის დროს შექმნილ ჩონგ ეკისბაღს, რომელიც ისტორიაში, 1700-მდე უდანაშაული მამაკაცის, ქალის და ბავშვების უსასტიკესი მკვლელობის და საფლავის ადგილის სახელით შევიდა. მეორენაირად იქაურობას მკვლელობის მინდვრებსაც კი ეძახიან. შემდეგ ვეწვევით კამბოჯას ტუოლ სლენგის გენოციდის მუზეუმს. ქხმერების რეჟიმის დროს, 1975-79 წლებში, აქაურობა შენიღბული იყო საშუალო სკოლის სახით, სინამდვილეში კი, უშიშროების ციხის უკან უსასტიკესად ექცეოდნენ იმდროინდელი რეჟიმის მსხვერპლ ადამიანებს.
სიემრიპის ქალაქამდე გზა ხუთი საათია. დროის გასაყვანად სხვადასხვა მოკლე ვიზიტებით გავჩერდებითს კუონის, იგივე „სპაიდერვილის“ სოფელში, სადაც მსურველები უზარმაზარ შემწვარ ობობას დავაგემოვნებთ. სულს მოვითქვამთ ქვის მთლელების სოფელშიც. აქაურები მკაცრად მისდევენ წინაპართა ცოდნას და სრულიად განსხვავებული სტილით მუშაობენ ქვაზე.
დღე 4 / 3 ოქტომბრი
Sunrise at Sras Srong წყალსაცავია ანგკორის პარკში, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ ბარის სამხრეთით დაბანტეიკდეის აღმოსავლეთით. Banteay Kdei ბუდისტური ტაძარი ნიშნავს “პალატების ციტადელს”, სხვანაირად “ბერების კელიების ციტადელს”, Pre Rup Temple – ტაძრის სახელი შედარებით თანამედროვეა და გულისხმობს “სხეულის გარდასახვას”. ძველი კამბოჯელების რწმენით, თუკი ამ ტაძრის შუაგულშიმ იცვალებულის ფერფლს განათავსებ და პანაშვიდებზე წირვის დროს წრიული მოძრაობით ნეშთიან ჭურჭელს უკლებლივ ყველა დამსწრის მიმართულებით დაატრიალებ, სული გაცისკროვნდება.
დავათვალიერებთ ისტბარის (აღმოსავლეთი მებონი), დატასომის და ნეაკპეანის ტაძრებს. მკვლევარების აზრით, ნეაკპეანი წარმოადგენს ანავატაპტას, მითურ ტბას ჰიმალაის მთებში, რომლის წყალიც წინაპართა რწმენით კურნავს ყველა დაავადებას. შევჩერდებით პრეჰხანის, იგივე “წმინდა მახვილის” ტაძარში. სახელი სათავეს იღებს ნაგარაჯაიასრი (გამარჯვების წმინდა ქალაქიდან). შევივლით Ta Prouhm “წინაპარი ბრაჰმას” ტაძრარშიც. აქვეა რაჯავიჰარას მე-12 საუკუნის ბოლოს და მე-13 საუკუნის დასაწყისი ბაიონის სტილში აშენებული ტაძარი, თავად Siem Reap. აქაურობა ვიზიტორებს თვალს სჭრის მონასტრის შუაში ჩაზრდილი ხის გამო. არ გამოვტოვებთ არც ცნობილ კრავანის ტაძარს და უამრავი ემოციით დახუნძლულები დავბრუნდებით სასტუმროში.
დღე 5 / 4 ოქტომბერი
ამ დღეს ოცნებები ხდება! მზის პირველ სხივს ღმერთი ვიშნუს სადიდელბად აგებულ ანკორ ვატის სატაძრო კომპლექსში ვხვდებით. 12 კილომეტრი სიგანის კომპლექსი თავის დროზე ამავე სახელწოდების ქჰმერების დედაქალაქის (ანგკორთომი ნიშნავს “დიდ ქალაქს”) გალავნის როლსაც ასრულებდა. ჯაიავარმანის დედაქალაქის ცენტრში ქმერულ ბუდისტური ბაიონის ტაძარი მდებარეობს. აქაურობა 9 მეტრის სიგანის და 70 მეტრისსიგრძის ბუდის ქანდაკებად არის ცნობილი. ვნახავთ ანგკორის მეფე ჯაიავარმან VII-ის მიერ აგებულ სპილოების ტერასას (ფიმეანაკასი). სწორედ აქედან ადევნებდა თვალს ომიდან დიდებით დაბრუნებული არმიის საზეიმო მარშს კეთროვანი მეფე. დღის პირველ ნახევარში შემოვივლით სუორპრატს და სამხრეთდა ჩრდილოეთ კლეანგს, ვნახავთ ვიქტორიას კარიბჭეს და თომანონის ტაძარს. მზე რომ ზენიტიდან გადავა, წავალთ პნომ დეის ბორცვის თავზე მდებარე ბანტეისრეის ტაძრის დასათვალიერებლად. ბანტეისამრეს წითელი ქვიშით ნაგები ტაძარი, რომელიც უძველეს ინდო-ჩინურ ადგილობრივ ტომ სამრეს ეკუთვნოდა, თავისი არქიტექტურული ფორმებით განსაკუთრებით საინტერესოა თანამედროვე მკვლევართათვის.
საღამოს პალმების სოფელში შევივლით. აქაურები განსაკუთრებული წესით თიხაში ურევენ პალმის შაქარს და ამზადებენ საოცარ კერამიკულ ნივთებს. როგორც ამბობენ, ამ ბაზრიდან ხელცარიელი ჯერ ტურისტი არ წამოსულაო.
დღე 6 / 5 ოქტომბერი
სიემ რეაპიდან დაახლოებით 13 კილომეტრში მდებარეობს ულამაზესი არქეოლოგიური ქალაიქი Rolous Group. ოდესღაც ეს იყო ჰარი ჰარალაიას ადგილი, ქხმერული იმპერიის პირველი დედაქალაქი ტონლესაპი (ზოგიერთი მკვლევარის აზრით, პირველ დედაქალაქად ინდრაპურას ასახელებენ). ვიეტნამში გამგზავრებამდე ვნახავთ ბანტეიპრეინოკორას, ბაკონგის, პრეჰკორდალორლეის ტაძრებს.
საინტერესოა ბენგმელეას მონახულებაც, რომელიც თავის დროზე ინდუისტურ ტაძრად აშენდა და შემდეგ მოჩუქურთმდა როგორც ბუდისტური მონასტერი. კამბოჯასთან დამშვიდობებას მცურავ სოფელ ჩონგკნეასში (Tonle Sap Lake ან დიდი ტბა) დავასრულებთ. იქ მომდინარე წყალი წელიწადში ორჯერ მიმართულებას და კალაპოტს იცვლის. თუკი მშრალ სეზონზე მდინარე მეკონგისკენ მიედინება, წვიმების დროს მისი კალაპოტი 2700 კვ.კმ-დან 16000 კვ.კმ-მდე ფართოვდება და ნაპირზე აღმა იწყებს დინებას. ვინაიდან თანამედროვე კამბოჯელების ცხოვრებაში წყალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იქაურობას ადგილობრივები დღემდე საკრალულად მიიჩნევენ და უდიდესი პატივისცემით ეპყრობიან სოფლის მაცხოვრებლებს.
საღამოს ფრენა კამბოჯადან ვიეტნამში
დღე 7 / 6 ოქტომბერი
ამ დღეს გარიჟრაჟზე, დილის 7 საათზე ვიწყებთ, თუმცა ეს ადგომა შრომის ნაყოფიერების გაზრდის მაგივრად, გემოს რეცეპტორების დაკმაყოფილებას ეთმობა. მდინარე მეკონგს მოტორიანი ნავით ჯერ აღმა ავუყვებით და ვნახავთ ყველაზე დემოკრატიული რელიგიის ტაძარ კაო დაის. აქ მორწმუნეები მონოთეისტური მრწამსით ერთიანდებიან. მეოცე საუკუნის დასაწყისში ერთად შეკრეს ყველა რელიგიის მთავარი ცნებები, მოარგეს სიკეთის არსს და ჩამოაყალიბეს ახალი სარწმუნოება.
გავისეირნებთ ხეხილის ბაღებში, გავეცნობით ადგილობრივ ხელნაკეთ ნივთებს, დავაგემოვნებთ ტროპიკულ ხილს, ნატურალური ყვავილის თაფლს, ბრინჯის არაყს. მოვუსმენთ ადგილობრივი მსახიობების ჩრდილოეთ ვიეტნამურ ფოლკლორულ სიმღერებს, ვისადილებთ ადგილობრივი სამზარეულოს ყველაზე განსხვავებული კერძებით. ამბობენ ვიეტნამელი მზარეულები აზიური გემოების ჯადოქრები არიანო.
დღის მეორენახევარი ვიეტნამში ყველაზე ცნობილ ქალაქს – ჰო ჩი მინს ეძღვნება. იქაურობის გაცნობას ძველი კოლონიალური კვარტლის Dong Khoi Qui-ს გავლით ვიწყებთ. გავივლით ვიეტნამური ოპერის თეატრის შენობას, ჩამოღვენთილ ღვთისმშობლის ტაძარს, აზიაში ყველაზე ძველ საფოსტო შენობას, ქალაქის სიამაყეს – დამოუკიდებლობის სასახლეს. ბოლოსკენ კი ცნობილ კულინარიულ და სუვენირების სამოთხეს Ngoc Hoang Pagoda-ს, Ben Thanh-ის ბაზრებს მივადგებით.
ნაყოფიერი ვაჭრობის შემდეგ დახუნძლულები დავბრუნდებით სასტუმროში.
დღე 8 / 7 ოქტომბერი
ფრენა ჰოჩიმინიდან – დანანგისკენ დილით მოკლე ფრენის შემდეგ თავს და ნანგის ქალაქში ამოვყოფთ. ეს დღე, და ზოგადად, ვიეტნამი სამოთხეა ეკო ტურისტებისთვის. მთელ დღეს ხედების და ბუნების ცქერაში გავატარებთ, ვიწყებთ Ba Na Hills-ით. საოცარი მთები, ტყეები და გამჭოლი ლურჯი ცა – აქაურობას მეორენაირად ოთხ სეზონს ეძახიან.
მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგიროთი გადავუვლით ვონგნგუეტის გორაკებს, ლინუნგ პაგოდას, ტიჩკაფატდაის, ფრანგული ცხენების ძველ თავლებს, მედიტაციის ბაღს. ღინჰინფონგის მწვერვალითმივალთ ულამაზეს ლენიმამდე. ამბობენ, დანახული ისე გახვევს თავბრუს, რომ რეალობის აღქმას კარგავდა თავი ზღაპარში გგონიაო.
დღის მეორე ნახევარში Ba Na Golden ხიდს დავლაშქრავთ. ხიდი მდებარეობს ჩუას მთაზე, ზღვის დონიდან 1487 მეტრის სიმაღლეზე, ღრუბლებზე მაღლა. ხიდი ბოლოს ყვავილების ბაღთან მიგვიყვანს, საიდანაც ქალაქზე ულამაზესი პანორამული ხედი იშლება.
დღე 9 / 8 ოქტომბერი
ქალაქები: და ნანგ, ჰოი ან, მი სონ გამგზავრება უინესკოს დაცვის ქვეშ მყოფ საპორტო ქალაქ ჰოიანში. ამ დღის მოსანახულებელი ღირსშესანიშნაობების სია იმდენად დიდია, რომ მხოლოდ ნაწილს შევეხებით. ათობით ბუდისტური ტაძრის შუაგულში აღმოსავლეთ აზიური სიმკაცრით დგას იაპონური ხიდი, აქვეა ფუკკიენისპაგოდა და ულამაზესი ბაღები.
შუადღის მზე რომ გადავა, ნავებით ლოტოსებით სავსე მდინარე ტუბონზე გავისეირნებთ. ვივახშმებთ ადგილობრივი მდინარის ნობათით და ბედნიერების ჰორმონით გაძეძგილები დავბრუნდებით ჰოი ანში.
დღე 10 / 9 ოქტომბერი
DA NANG -HUE – ჰანოი ამ დღეს ვიეტნამის მწვერვალები უნდა დავიპყროთ. დილაუთენია გავემართებით ჰუესკენ (HUE) უღელტეხილის გადავლით მივდივართ. ჰუეში ნგუენის დინასტიის საიმპერატორო ქალაქს ვესტუმრებით, ჰან ვაის პირველი დავდებთპ ატივს ტუდუკის საფლავსაც. არც დონხანის საფლავი დაგვავიწყდება და ბოლოს საკრუიზო გემით წყალში მდგარი შვიდსართულიანი პაგოდატიენ-მუს სანახავად გავეშურებით. შებინდებისას Dong Ba Market- შისუვენირების შესყიდვით შევიქცევთ თავს. გვიან ღამე გავფრინდებით ქალაქ ჰანოისკენ.
დღე 11 / 10 ოქტომბერი
ჰა ნოი დილით ჰანოის გაცნობას ლიტერატურული ტაძრით ვიწყებთ, შემეგ ვნახავთ ერთი სვეტის პაგოდას და საკმაო დროს დავუთმობთ Tran Quoc Pagoda-ს. ეს არის უძველესი (1400 წლის) პაგოდა. ვიეტნამის დედაქალაქში, დღის მეორე ნახევარში ცნობილ ჰოანკიემშის ტბაზე დაწნული ნავებით გავისერინებთ. ამ დღეს აუცილებლად სანახავია Ngoc Son Temple, წმინდა იოსების ეკლესიაც და ძველ ქალაქში ცნობილი რკინიგზის სადგური.
გვიან ღამე ვიეტნამელების წყლის თოჯინების შოუს დავესწრებითდა მორიგი დღის ემოციებით გაჯერებულები დავბრუნდებით სასტუმროში გამოსაძინებლად. მომდევნო დღე კიდევ უფრო ჯადოსნური გველოდება.
დღე 12 / 11 ოქტომბერი
HOA LU & TAM COC დღეს მზის ამოსვლასთან ერთად ვიწყებთ. ნინ ბინში ჩავდივართ და ნავით მდინარე ტამ კოკის ცნობილი მღვიმე- ქვაბულების დასათვალიერებლად გავყვებით. ნაშუადღევს მოვინახულებთ ვიეტნამში სილამაზით მეორეBich Dong Pagoda (ყველაზე ლამაზად Huong pagoda აქვთ აღიარებული).
გზას დინის დედაქალაქ ჰოალუშისკენ ვაგრძელებთ. ეს ის ქალაქია, სადაც მე-10-მე-11 საუკუნეებში, ვიეტნამის ყველაზე ძლევამოსილი დალე დინასტიები მმართველობდნენ, ამ ქალაქის წმინდა ტაძრები აშენდა მე-17 საუკუნეში. ციხე- სიმაგრეში შემორჩენილია სამეფო ტახტის კვარცხლბეკი, ბრინჯაოს დოლები და რელიგიური საგნები, ასევე, იმპერატორების ქანდაკებები.
დღე 13 / 12 ოქტომბერი
TRANG AN – MUA CAVE დღეს ვიეტნამური სოფლების და მღვიმეების ტური გვექნება. ვნახავთ ყველაზე ლამაზ პანორამულხედიან ჰანგმუასმ ღვიმეს ტრანგანპიერ – ტრინისტაძარს – ბნელ მღვიმეს – ნათელ მღვიმეს – ნაურუუსმღვიმეს – ტრანის ტაძარს – ბაგიოტის გამოქვაბულს – სეოს მღვიმეს – სონდუონგის გამოქვაბულს – ფუხონგისტაძარს – ხონგის გამოქვაბულს – ბაო Hieu Pagoda-ს. ვიცი, დავიღლებით, მაგრამ მომდევნო დღეს კრუიზზე დავისვენებთ!
დღე 14 / 12 ოქტომბერი
NINH BINH – HA LONG ამ დღისთვის სიტყვები ზედმეტია: ჰალონგში ჩასვლის შემდეგ 11.30 – 12.15 მივდივართ ჰონგაის საერთაშორისო ნავსადგურში. 12.30 – 13.00 გემზე ადგილობრივი სასმელებით და ბედნიერებით გაბრუებულები ბაიტულონგის ყურისკენ მივცურავთ; 13.00 – 14.30 ლანჩი Bai Tu Long-ში საოცარი ხედების ფონზე ; 15.30 – 15.45 ვიზიტი Thien Canh Son-ის მღვიმე, იგივე დამალული მღვიმე; 15.45 – 17.30 დასვენება თეთრ ქვიშიან Hon Co Island-ზე; 17.30 დაბრუნება ნავში – კრუიზი ყურეში; 18.30 ღამისთევა Cong Do-ს ტერიტორიაზე; 19.30 – 21.00 საზეიმო ვახშამი ბორტზე; 21.00 – 23.00 სუფთა ჰაერი და ღამისთევა გემზე.
დღე 15 / 13 ოქტომბერი
ჰა ლონგ და ჰა ნოი 06.30 მზის ამოსვლა ვიეტნამში ყველაზე ლამაზი Cong Do-ს ყურედან მოსჩანს. 06.45 – 07.45 ყავა, ჩაი და საუზმის ნამცხვრები სასადილო ოთახში. 07.45 – 08.45 ტრანსფერი ნავიდან ნიჩბოსნურ ნავზე Vung Vieng მეთევზეთა სოფლის მოსანახულებლად. ნიჩბოსნები ადგილობრივი ხალხია, რომლებსაც ტრადიციული კოსტუმი აცვიათ. ექსკურსია ჯუნგლებში. 10.30 – 11.00 საკრუიზო ექსკურსიას პიერში ვასრულებთ და გზად გველების სოფელში შევივლით. გვექნება ვახშამი ადგილობრივებთან ერთად და დავბრუნდებით ჰანოიში.
დღე 16 / 14 ოქტომბერი
ფრენა / დაბრუნება თბილისის მიმართულებით.
ტური ხორციელდება “გუდ თრეველი”-ს და ეკატერინე გელოვანის კოლაბორაციით
საგზურის ღირებილება 13000 ლარი (ორ ადგილიან ნომერში ერთ ადამიანზე)
ღირებულებაში შედის:
🔹 ორმხრივი ავიაბილეთი თბილისი – დოჰა – ჰანოი – დოჰა – თბილისი
🔹 კატარის 5*-იანი ავიახაზებით (ფრენა)
🔹 შიდა სამი ფრენა ვიეტნამში,
🔹 ყველა სასტუმრო 5 *
🔹 საუზმე და ლანჩი
🔹 გემის კრუიზი კვებით ორი დღე
🔹 გიდი და გამყოლი
🔹 სრული სატრანსპორტო მომსახაურება საექსკურსიო დროს
🔹 ყველა შესასვლელი ბილეთი
🔹 კოვიდ დაზღვევა
🔹 სამოგზაურო დაზღვევა
ფასში არ შედის” პირადი ხარჯი თვითღირებულება, გადახდა შესაძლებელია სამ ეტაპად,
პირველ ჯერზე უნდა მოხდეს ავიაბილეთების გამოსყიდვა, ხოლო ბოლო 2 ნაწილის გადახდა 10 სექტემბერამდე.
დაგვიკავშირდი: (032) 2 300-700; 2 300-700 (შიდა 303)
ტურის მენეჯერი ნათია იმესაშვილი 555 308811

