იტალია კლასიკა
რომი – (ნეაპოლი, პომპეი) – (პიზა) – მონტეკატინი-ტერმე – (სიენა და სან-ჯიმინიანო) – ფლორენცია – ბოლონია – ვენეცია – რიმინი – სან მარინო – რომი
გთხოვთ გაითვალისწინოთ! მსგავსი შინაარსის ტური ხორციელდება შაბათ და ორშაბათ დღეს, ასევე ტურის დასაწყის/დასასრული შეიძება იყოს რომი, მილანი ან ვენეციიდან (თქვენი სურვილისდა მიხედვით).
რომი / კვირა
რომში ჩაფრენა. აეროპორტში პარტნიორი კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა, რომელსაც ხელში ეჭირება დაფა, წარწერით – „Europe Voyage”. ტრანსფერი და რომის სასტუმროში განთავსება. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტურმოში.
რომი (ნეაპოლი, პომპეი) / ორშაბათი
საუზმე სასტუმროში, თავისუფალი დრო რომში სასეირნოდ.
მსურველთათვის დაორგანიზდება ნეაპოლი-პომპეის ექსკურსია მთელი დღით (დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში).
დიდებული ქალაქი პომპეი გაჩუქებთ წარმოუდგენელ შთაბეჭდილებებს და გადაგიყვანთ ძველი რომის ეპოქაში, იქ გაეცნობით მდიდარ ანტიკურობას და პომპეელების ღირსშესანიშნავ ხუროთმოძღვრულ ქმნილებებს, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეებში იყო პოპულარული.
ნეაპოლი – პიცა „მარგარიტის“ სამშობლოა, ის მზადდება შეშის ღუმელში. ეს ქალაქი ნამდვილი სამოთხეა გურმანებისთვის, აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ უახლესი ზღვის პროდუქტები, რის შემდეგაც გადაიღოთ ფოტოები ვეზუვის ვულკანის და ნეაპოლის ყურის ფონზე.
რომში დაბრუნება. ღამისთევა სასტუმროში.
რომი – პიზა / სამშაბათი
საუზმე სასტუმროში და ექსკურსია ვატიკანის მუზეუმში, წმინდა პეტრეს ტაძრის მონახულება. ტოსკანის რეგიონში გადასვლა. სურვილის შემთხვევაში დაორგანიზდება დამატებითი ექსკურსია ისტორიულ ქალაქ პიზაში.
სასტუმროში განთავსება მონტეკატინი-ტერმის მიდამოებში.
ღამისთევა სასტუმროში.
ფლორენცია (სიენა – სან ჯიმინიანო) / ოთხშაბათი
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო მონტეკატინი-ტერმეში.
სურვილისამებრ, ექსკურსია მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქალაქებში – სიენასა და სან-ჯიმილიანოში. ადამიანთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სიენა ტოსკანის ყველაზე მომხიბვლელი ადგილია: სწორედ აქ შეიქმნა იტალიაში პირველი ქვეითი ზონა. ტერცის სამ ბორცვზე აგებული ქალაქის ისტორიული ცენტრი სჯობს ფეხით შემოიაროთ: იქ ყოველ კუთხე-კუნჭულში სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ. სიენადან სან- ჯიმინიანოსკენ მიმავალ გზაზე შემოგთავაზებენ ტოსკანის ფერმის მონახულებას. იქ შეძლებთ ტიპური რეგიონალური პროდუქტების დაგემოვნებას, შეძენას და სადილობას.
სან-ჯიმინიანო – იუნესკოს მიერ დაცული ადგილია. ის ტოსკანური არქიტექტურული მარგალიტის სახელითაა ცნობილი. ეს ქალაქი განფენილია ბორცვზე (სიმაღლე – 334 მ), რომელიც აღმართულია მდინარე „Elsa”-ის ხეობის თავზე. მე-11 – მე-13 საუკუნეებში აგებული 72 კოშკიდან, რომლებიც ერთ დროს იქ მცხოვრები წარჩინებული ოჯახების ძლევამოსილების და სიმდიდრის სიმბოლოა, დღემდე მხოლოდ 15 მათგანი შემორჩა. ისინი მაგნიტივით იზიდავენ მილიონობით ტურისტს მთელი მსოფლიოდან.
მონტეკატანი-ტერმის მიდამოებში არსებულ სასტუმროში დაბრუნება.
ღამისთევა სასტუმროში.
ფლორენცია – ბოლონია / ხუთშაბათი
საუზმე სასტუმროში. ფლორენციაში გადასვლა. რენესანსის სამშობლოდ წოდებული ფლორენცია ერთ-ერთი უმსხვილესი და ულამაზესი იტალიური ქალაქია. იქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ცნობილი ადამიანები: ლეონარდო და ვინჩი, დანტე, მიქელანჯელო და მრავალი სხვა.
მიმოხილვითი საფეხმავლო ექსკურსია ფლორენციის ისტორიულ ცენტრში: სინიორიის და პალაცო ვეკოს მოედნები, სატაძრო მოედანი, მარია დელ ფიორეს ტაძარი, სანტა-კროჩეს ტაძარი – ცნობილი ფლორენციელების – მიქელანჯელოს, მაკიაველის, გალილეის აკლდამა.
თავისუფალი დრო. უფიცის გალერეაში ექსკურსიის შემოთავაზება (დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში).
დღის მეორე ნახევარში ბოლონიაში გადასვლა. თავისუფალი დრო. ემილია რომანიის რეგიონში მდებარე სასტუმროში განთავსება და ღამისთევა სასტუმროში.
ვენეცია / პარასკევი
სასტუმროში საუზმე. გამგზავრება ვენეციაში – მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში. თქვენ წინ გელით მიმოხილვითი ექსკურსია ქალაქში გიდის თანხლებით, სადაც ნახავთ სან მარკოს მოედანს, სან მარკოს ბაზილიკას, კომპანილეს – ვენეციის ყველაზე მაღალ შენობას. არ დაგავიწყდეთ გონდოლებით (ვენეციის ტრანსპორტის ეგზოტიკური სახეობა) გასეირნება, რა დროსაც ჩაეფლობით ვენეციის რესპუბლიკის წარსულში.
რიმინის მიდამოებში გადასვლა და ღამისთევა სასტუმროში.
რიმინი / შაბათი
სასტუმროში საუზმე. სან-მარინოს რესპუბლიკის მონახულება.
კვირა
სასტუმროში საუზმე. ტრანსფერი რომის აეროპორტში.
აირჩიეთ გამგზავრების თარიღი: 23.10.22, 30.10.22, 20.11.22, 04.12.22, 01.01.23, 08.01.23, 22.01.23, 12.02.23, 05.03.23
ტურის ღირებულება 950 ლარი / ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში
ღირებულებაში შედის:
🔹 ჯგუფური ტრანსფერები: რომის აეროპორტიდან სასტუმრომდე; სასტუმროდან რომის აეროპორტიამდე (ფიუმიჩინოს და ჩამპინოს ყველა რეისის შემთხვევაში);
🔹 3 ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება (სასტუმრო არ მდებარეობს რომის ცენტრალურ ნაწილში);
🔹 7 საუზმე;
🔹 გადაადგილება კომფორტული ავტობუსით მთელი ტურის განმავლობაში;
🔹 ლიცენზირებული გიდის მომსახურება;
🔹 ექსკურსია ვენეციაში;
🔹 ექსკურსია ფლორენციაში;
🔹 ექსკურსია რომში;
🔹 ექსკურსია ვატიკანში;
🔹 ექსკურსისან მარინოში.
სურვილის შემთხვევაში, დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ექსკურსიებით:
- ექსკურსია ღამის რომში – 30 ევრო
- ექსკურსია ნეაპოლსა და პომპეიში – 65 ევრო
- პომპეიში შესასვლელი ბილეთი – 16 ევრო
- ვატიკანის მუზეუმში შესასვლელი ბილეთები 30 ევრო (მოიცავს ურიგოდ შესვლას, ყურსასმენებს, სიქსტეს კაპელის ნახვას, წმინდა პეტრეს ტაძრის მონახულებას)
- ექსკურსია სიენასა და სან-ჯიმინიანოში – 60 ევრო
- ექსკურსია პიზაში – 45 ევრო
- ექსკურსია „უფიცის“ გალერეაში – 28 ევრო + 26 ევრო (შესასვლელი ბილეთის ღირებულება)
- ფეხის ქირა მძღოლისა და ასისტენტისთვის
აუცილებლად გადასახდელი:
ყურსასმენებით სარგებლობა მთელი მოგზაურობის განმავლობაში – 15 ევრო;
ვენეციაში:
დიდი არხით გავლა – უკანა გზაზე ჯუდეკის არხზე გასეირნება – 30 ევრო
ან ჯუდეკის არხით გავლა – უკანა გზაზე ჯუდეკის არხზე გასეირნება – 20 ევრო
სასტუმროს გადასახადები (city tax), რომელსაც იხდით ადგილზე:
- რომის 3* სასტუმროში: 3-6 ევრო/კაცზე 24 სთ-ში
- მონტეკატინ-ტერმე 3* სასტუმროში: 1,5 ევრო/კაცზე 24 სთ-ში
- ბოლონიის 3* სასტუმროში: 1,5-3 ევრო/კაცზე 24 სთ-ში
- ვენეციის შემოგარენში არსებულ 3* სასტუმროში: 1,8 ევრო/კაცზე 24 სთ-ში
შენიშვნა!
- რომის ცენტრალურ 3* სასტუმროში განთავსების შემთხვევაში დამატებითი გადასახადი ერთ ადამიანზე შეადგენს – 80 ევროს;
- ერთ ადგილიან ნომერში განთავასების შემთხვევაში დამატებითი გადასახადი ერთ ადამიანზე შეადგენს – 180 ევროს;
- სასტუმროს ნომერში ვახშმის დამატებითი გადასახადი შეადგენს – 100 ევროს;
- ავტობუსის წინა რიგში ჯდომის დამატებითი გადასახადი ერთ ადამიანზე შეადგენს – 50 ევროს, მეორე რიგში – 40 ევროს, მესამეში – 30 ევროს
- 4 წლამდე ასაკის ბავშვებს ტურებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ შემთხვევებში, თუ პროგრამაში მითითებულია ერთი და იგივე კატეგორიის ორი ან მეტი სასტუმრო, კომპანია “Europe Voyage” იტოვებს უფლებას, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს იმ სასტუმროს შერჩევაში, რომელშიც იცხოვრებს ტურისტი;
- გამოფენის გამართვის პერიოდში შესაძლებელია დამსვენებლების განთავსება როგორც გარეუბნის, ასევე ქალაქის შემოგარენის სასტუმროებშიც;
- ივნისი-აგვისტოს პერიოდის ჩათვლით, რიმინის ნაცვლად ემილია-რომანიის რეგიონის ნებისმიერ ქალაქში შეიძლება მოხდეს განთავსება;
- შაბათ დღეს ადრეული ფრენის შემთხვევაში, რომში ტრანსფერი ხორციელდება ავტობუსით ან მატარებლით პარასკევს, კომპანიის შეხედულებისამებრ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
15:00 საათის შემდეგ უკან გამოფრენის შემთხვევაში, აეროპორტში ტრანსფერამდე სასტუმროში დარჩენის მსურველებმა აუცილებლად უნდა დაჯავშნონ გვიანი check out. მისი არქონის შემთხვევაში კლიენტებს შეუძლიათ ადგილზე გაასწორონ ანგარიში, თუ სასტუმროში იქნება დარჩენილი თავისუფალი ნომრები. ტრანსფერამდე ტურისტების სასტუმროს დერეფანში ყოფნა აკრძალულია, დასაშვებია მხოლოდ ბარგის შენახვა. იმ შემთხვევაში, თუ ტურისტებს არ ექნებათ ჯავშანი და ისინი ზემოთხსენებულ პირობებს არ დაემორჩილებიან, მათ გადაიყვანენ აეროპორტში დღის პირველ ნახევარში.
საგზურის ღირებულებაში არ შედის ავიაბილეთების თანხა, რომელიც დამოკიდებულიათქვენთვის სასურველი პერიოდზე, ავიაკომპანიაზე და აეროპორტზე.
დაგვიკავშირდი: (032) 2 300-700
სოფო: sophio@goodtravel.ge ანა: ana@goodtravel.ge

