logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

იტალია კლასიკა / N3

იტალია კლასიკა / N3

1020₾ ერთ ადამიანზე

რომი – (პიზა) – მონტეკატინი-ტერმე – (სიენა – სან ჯიმინიანო) – ფლორენცია – ბოლონია – ვენეცია – რიმინი – სან მარინო – რომი

რომი / ორშაბათი
რომში ჩაფრენა. აეროპორტში პარტნიორი კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა, რომელსაც ხელში ეჭირება დაფა, წარწერით – „Europe Voyage”. ტრანსფერი და რომის სასტუმროში განთავსება.

თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტურმოში.

რომი – პიზა / სამშაბათი
საუზმე სასტუმროში და ექსკურსია ვატიკანის მუზეუმში, წმინდა პეტრეს ტაძრის მონახულება. ტოსკანის რეგიონში გადასვლა. სურვილის შემთხვევაში დაორგანიზდება დამატებითი ექსკურსია ისტორიულ ქალაქ პიზაში.

სასტუმროში განთავსება მონტეკატინი-ტერმის მიდამოებში.
ღამისთევა სასტუმროში.

ფლორენცია (სიენა – სან ჯიმინიანო) /  ოთხშაბათი
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო მონტეკატინი-ტერმეში.

სურვილისამებრ, ექსკურსია მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქალაქებში – სიენასა და სან-ჯიმილიანოში. ადამიანთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სიენა ტოსკანის ყველაზე მომხიბვლელი ადგილია: სწორედ აქ შეიქმნა იტალიაში პირველი ქვეითი ზონა. ტერცის სამ ბორცვზე აგებული ქალაქის ისტორიული ცენტრი სჯობს ფეხით შემოიაროთ: იქ ყოველ კუთხე-კუნჭულში სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ. სიენადან სან- ჯიმინიანოსკენ მიმავალ გზაზე შემოგთავაზებენ ტოსკანის ფერმის მონახულებას. იქ შეძლებთ ტიპური რეგიონალური პროდუქტების დაგემოვნებას, შეძენას და სადილობას.

სან-ჯიმინიანო – იუნესკოს მიერ დაცული ადგილია. ის ტოსკანური არქიტექტურული მარგალიტის სახელითაა ცნობილი. ეს ქალაქი განფენილია ბორცვზე (სიმაღლე – 334 მ), რომელიც აღმართულია მდინარე „Elsa”-ის ხეობის თავზე. მე-11 – მე-13 საუკუნეებში აგებული 72 კოშკიდან, რომლებიც ერთ დროს იქ მცხოვრები წარჩინებული ოჯახების ძლევამოსილების და სიმდიდრის სიმბოლოა, დღემდე მხოლოდ 15 მათგანი შემორჩა. ისინი მაგნიტივით იზიდავენ მილიონობით ტურისტს მთელი მსოფლიოდან.

მონტეკატანი-ტერმის მიდამოებში არსებულ სასტუმროში დაბრუნება.
ღამისთევა სასტუმროში.

ფლორენცია – ბოლონია / ხუთშაბათი
საუზმე სასტუმროში. ფლორენციაში გადასვლა. რენესანსის სამშობლოდ წოდებული ფლორენცია ერთ-ერთი უმსხვილესი და ულამაზესი იტალიური ქალაქია. იქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ცნობილი ადამიანები: ლეონარდო და ვინჩი, დანტე, მიქელანჯელო და მრავალი სხვა.

მიმოხილვითი საფეხმავლო ექსკურსია ფლორენციის ისტორიულ ცენტრში: სინიორიის და პალაცო ვეკოს მოედნები, სატაძრო მოედანი, მარია დელ ფიორეს ტაძარი, სანტა-კროჩეს ტაძარი – ცნობილი ფლორენციელების – მიქელანჯელოს, მაკიაველის, გალილეის აკლდამა.

თავისუფალი დრო. უფიცის გალერეაში ექსკურსიის შემოთავაზება (დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში).

დღის მეორე ნახევარში ბოლონიაში გადასვლა. თავისუფალი დრო. ემილია რომანიის რეგიონში მდებარე სასტუმროში განთავსება და ღამისთევა სასტუმროში.

ვენეცია / პარასკევი
სასტუმროში საუზმე. გამგზავრება ვენეციაში – მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში. თქვენ წინ გელით მიმოხილვითი ექსკურსია ქალაქში გიდის თანხლებით, სადაც ნახავთ სან მარკოს მოედანს, სან მარკოს ბაზილიკას, კომპანილეს – ვენეციის ყველაზე მაღალ შენობას. არ დაგავიწყდეთ გონდოლებით (ვენეციის ტრანსპორტის ეგზოტიკური სახეობა) გასეირნება, რა დროსაც ჩაეფლობით ვენეციის რესპუბლიკის წარსულში.

რიმინის მიდამოებში გადასვლა და ღამისთევა სასტუმროში.

რიმინი / შაბათი
სასტუმროში საუზმე. სან-მარინოს რესპუბლიკის მონახულება. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.

რომი / კვირა
სასტუმროში საუზმე. რომში გადასვლა. ქალაქის საფეხმავლო ექსკურსია, მოინახულებთ: ნავონას მოედანს, პანთეონს, ვენეციის მოედანს, კოლიზეუმს, რომაულ ფორუმებს.

რომის სასტუმროში განთავსება და ღამისთევა.

აირჩიეთ გამგზავრების თარიღი: 24.10.22, 31.10.22, 21.11.22, 05.12.22, 02.01.23, 09.01.23, 23.01.23, 13.02.23, 06.03.23

ორშაბათი
სასტუმროში საუზმე და ტრანსფერი აეროპორტში.

ტურის ღირებულება 1020 ლარი / ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში

ღირებულებაში შედის:
🔹 ჯგუფური ტრანსფერები: რომის აეროპორტიდან სასტუმრომდე; სასტუმროდან რომის აეროპორტიამდე (ფიუმიჩინოს და ჩამპინოს ყველა რეისის შემთხვევაში);
🔹 3 ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება (სასტუმრო არ მდებარეობს რომის ცენტრალურ ნაწილში);
🔹 7 საუზმე;
🔹 გადაადგილება კომფორტული ავტობუსით მთელი ტურის განმავლობაში;
🔹 ლიცენზირებული გიდის მომსახურება;
🔹 ექსკურსია ვენეციაში;
🔹 ექსკურსია ფლორენციაში;
🔹 ექსკურსია რომში;
🔹 ექსკურსია ვატიკანში;
🔹 ექსკურსია სან მარინოში.

სურვილის შემთხვევაში, დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ექსკურსიებით:

  • ექსკურსია ღამის რომში – 30 ევრო
  • ექსკურსია ნეაპოლსა და პომპეიში – 65 ევრო
  • პომპეიში შესასვლელი ბილეთი – 16 ევრო
  • ვატიკანის მუზეუმში შესასვლელი ბილეთები 30 ევრო (მოიცავს ურიგოდ შესვლას, ყურსასმენებს, სიქსტეს კაპელის ნახვას, წმინდა პეტრეს ტაძრის მონახულებას)
  • ექსკურსია სიენასა და სან-ჯიმინიანოში – 60 ევრო
  • ექსკურსია პიზაში – 45 ევრო
  • ექსკურსია „უფიცის“ გალერეაში – 28 ევრო + 26 ევრო (შესასვლელი ბილეთის ღირებულება)
  • ფეხის ქირა მძღოლისა და ასისტენტისთვის

აუცილებლად გადასახდელი:

  • ყურსასმენებით სარგებლობა მთელი მოგზაურობის განმავლობაში – 15 ევრო;
    ვენეციაში:
    დიდი არხით გავლა – უკანა გზაზე ჯუდეკის არხზე გასეირნება – 30 ევრო
    ან ჯუდეკის არხით გავლა – უკანა გზაზე ჯუდეკის არხზე გასეირნება – 20 ევრო

სასტუმროს გადასახადები (city tax), რომელსაც იხდით  ადგილზე:

  • რომის 3* სასტუმროში: 3-6 ევრო/კაცზე 24 სთ-ში
  • მონტეკატინ-ტერმე 3* სასტუმროში: 1,5 ევრო/კაცზე 24 სთ-ში
  • ბოლონიის 3* სასტუმროში: 1,5-3 ევრო/კაცზე 24 სთ-ში
  • ვენეციის შემოგარენში არსებულ 3* სასტუმროში: 1,8 ევრო/კაცზე 24 სთ-ში

შენიშვნა!

  • რომის ცენტრალურ 3* სასტუმროში განთავსების შემთხვევაში დამატებითი გადასახადი ერთ ადამიანზე შეადგენს – 80 ევროს;
  • ერთ ადგილიან ნომერში განთავასების შემთხვევაში დამატებითი გადასახადი ერთ ადამიანზე შეადგენს – 180 ევროს;
  • სასტუმროს ნომერში ვახშმის დამატებითი გადასახადი შეადგენს – 100 ევროს;
  • ავტობუსის წინა რიგში ჯდომის დამატებითი გადასახადი ერთ ადამიანზე შეადგენს – 50 ევროს, მეორე რიგში – 40 ევროს, მესამეში – 30 ევროს
  • 4 წლამდე ასაკის ბავშვებს ტურებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ შემთხვევებში, თუ პროგრამაში მითითებულია ერთი და იგივე კატეგორიის ორი ან მეტი სასტუმრო, კომპანია “Europe Voyage” იტოვებს უფლებას, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს იმ სასტუმროს შერჩევაში, რომელშიც იცხოვრებს ტურისტი;
  • გამოფენის გამართვის პერიოდში შესაძლებელია დამსვენებლების განთავსება როგორც გარეუბნის, ასევე ქალაქის შემოგარენის სასტუმროებშიც;
  • ივნისი-აგვისტოს პერიოდის ჩათვლით, რიმინის ნაცვლად ემილია-რომანიის რეგიონის ნებისმიერ ქალაქში შეიძლება მოხდეს განთავსება;
  • შაბათ დღეს ადრეული ფრენის შემთხვევაში, რომში ტრანსფერი ხორციელდება ავტობუსით ან მატარებლით პარასკევს, კომპანიის შეხედულებისამებრ.

საგზურის ღირებულებაში არ შედის ავიაბილეთების თანხა, რომელიც დამოკიდებულიათქვენთვის სასურველი პერიოდზე, ავიაკომპანიაზე და აეროპორტზე.

დაგვიკავშირდი: ☎️ (032) 2 300-700
სოფო: sophio@goodtravel.ge  ანა:  ana@goodtravel.ge
ან გვესტუმრე ახალ მისამართზე: 📌 თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17
ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია ☀️
info@goodtravel.ge