კენია / საფარი ტური
ერთ ტურში მოქცეული კენიის მრავალფეროვნება:
დიდებული მასაი მარა – მსოფლიოს მერვე საოცრებად აღიარებული საფარი აფრიკის ხუთეულით,
საოცნებო კილიმანჯარო – თავის საფარი ტურით და წარმოუდგენელი ხედებით,
ამბოსელის ეროვნული პარკი – სავსე აფრიკული სპილოებით,
ტბა ნაკურუს ეროვნული პარკი – მსოფლიოს უდიდესი ორნითოლოგიური (ფრინველთა) ნაკრძალი,
ნაივაშას ტბა – მილიონობით ფლამინგო მოფენილი,
და ლივლივა ინდოეთის ოკეანე – გამჭირვალეწყლით.
კენია! ესაა ქვეყანა დრამატული უკიდურესი და კლასიკური კონტრასტების, უდაბნოების და ალპური თოვის, ტყეების და ვრცელი ვაკეების, ნაირობის მეტროპოლისის და კოლორიტული გვაროვნულიკ ულტურების, მტკნარი ტბების და მარჯნის რიფების. სწორედ ესეთია ჩვენი თვალით დანახული აფრიკა!
მოგზაურობის პერიოდი : 2023 წლის 17 თებერვალი – 28თებერვალი
ტურის მოკლე აღწერა:
17 თებერვალი – ფრენა თბილისიდან კატარის გავლით კენიის მიმართულებით 18 თებერვალი – გამთენიის 00.05 წუთზე ჩასვლა კენიის დედაქალაქ ნაირობიში და ტრანსფერი სასტუმროში
18 თებერვალი – ნაირობის ქალაქის ტური, მუზეუმი, ჟირაფების ცენტრი, ღამის მარკეტი
19 თებერვალი – მასაი მარა
20 თებერვალი – მასაი მარას საფარი ტური
21,22 თებერვალი – ნაივაშის და ნაკურუს ტბები – საფარი ტური
23 თებერვალი – ამბოსელის საფარი ტური
24 თებერვალი – ცავოს ნაციონალური პარკის გავლით ჩასვლა მომბასას სანაპიროზე
25, 26, 27 თებერვალი – ინდოეთის ოკეანეზე თავისუფალი დრო
28 თებერვალი – ფრენა ან მატარებელი მომბასადან ნაირობის მიმართულებით და საღამოს ფრენა საქართველოსკენ.
1 მარტი – დილის 12 საათზე დაბრუნება თბილისში
დღე 1 / 18 თებერვალი
დღეიდან აფრიკული ზღაპარი იწყება!
გამთენიის რეისს პირდაპირ აფრიკის გულში, ნაირობის დედაქალაქში ჩავყევართ. სასტუმროში გამოძინების შემდეგ ტურს ქალაქის გაცნობით ვიწყებთ, ცნობილი ნაირობის მუზეუმი, ბაპტისტური ტაძარი, რომელიც სრულად განსხვავებულია ქრისტიანული არქიტექტურისგან და ფერად-ფერადი ბაზრობები ეს დღის პირველი ნახევრის სანახავი ადგილებია.
ლანჩის შემდეგ ჟირაფების ცენტრში გადავინაცვლებთ, ალბათ ბევრ ჩვენთაგანს უოცნებია მათითავის ხელით გამოკვებაზე, ამ ოცნებას ჩვენს ტურში ახდენა უწერია! შემდეგ ვნახავთ ნაირობის გარეული ცხოველების ცენტრს და დავბრუნდებით სასტუმროში მომდევნო საფარი ტურის მოსამზადებლად.
ღამისთევა სასტუმროში 17-19 თებერვალი ➢ The Concord Hotel & Suites https://www.booking.com/Share- UV6jox
დღე 2 -3 / 19-20 თებერვალი
აფრიკის მშვენება, ყველაზე ლამაზი საფარი მასაი მარა!
დილიდან აფრიკის ჯუნგლების სანახავად გავემგზავრებით. ნაკრძალს აქვს ძალიან საინტერესო სახელი, რომელიც წარმოიშვა იქ მცხოვრები მასაის ტომისგან. მის სახელწოდებაში დიდი როლი ითამაშა მდინარე მარამაც, ითარგმნება როგორც “ლაქები”. აქაურობის ერთი სიტყვით დახასაითებას თუ შევეცდებით კონცეფციალურად იდეალურად უდგება სიტყვა “მიგრაცია”. 1947 წელს დაარსებული ეროვნული პარკი ტანზანიის სერენგეტის ნაწილს უერთდება და ცნობილია ყველაზე დიდი ბალახისმჭამელთა მიგრაციით მსოფლიოში აქ მცხოვრები ჟირაფები მასაი მარას ენდემურად ითვლებიან, რადგან ისინი მხოლოდ ამ მხარეშია გავრცელებული. ამ დღეს ვნახავთ აფრიკის დიდ ხუთეულს: ლომი, სპილო, მარტორქა, კამეჩი და ლეოპარდი; მათთან ერთად ზებრების, გაზელების, უნიკალურ მასაის ჟირაფებს… უსაფრთხოების წესების სრული დაცვით გვექნება პიკნიკი სერენგეტის მოსაზღვრე მდინარე მარაში. ამ მდინარეში დედამიწაზე ყველაზე ბევრი ნიანგი ცხოვრობს.
ამ ორი დღის მანძილზე ვესტუმრებით აღმოსავლეთ აფრიკის ყველაზე ცნობილ მასაი მარას ტომს და სოფელს. აქაურები ჯერ კიდევ მომთაბარე ცხოვრების წესს მისდევენ და არ ცნობენ ცივილიზაციას. მარას ენა მიეკუთნება ნილოსის ენობრივ ჯგუფს, რომლებმაც მიგრირება ეგვიპტიდან სუდანის გავლით ჯერ კიდევ 1500 წელს მოახდინეს. ტომი 900000 ადამიანს ითვლის, თუმცა მათი სრული აღრიცხვა ფიზიკურად შეუძლებელია.
წამყვანი ხაზი მიწათმოქმედება და მეცხოველეობაა, თუ გინდა მასაის მეომარი განარისხო, ძროხა უნდა მოპარო, რწმენის მიხედვით წვიმის ღმერთმა ნგაიმ მისცა მთელი საქონელი მასაის ტომებს და ამიტომაც მასაის მამაკაცს არ აქვს უფლება ცოლის მოყვანის, მანამ 9 საკუთარი ძროხა არ ეყოლება. ცხოვრობენ ჯოგური პრინციპით, ძირითადად ცოლები და შვილები საერთო ჰყავთ. ამ ვიზიტის ფარგლებში ვნახავთ მათ საცხოვრის პირობებს, ფუნა და ხის ტოტებისგან აშენებულ უმკვრივეს სახლებს და გავეცნობით მათ ადათ-წესებს. მათთან ერთად გატარებული დრო ერთ-ერთ ყველაზე ფერად მოგონებად დაგვრჩება ცხოვრებაში.
20 თებერვალს დილით, გამთენიას დედამიწაზე ყველაზე ჯადოსნური მზის ამოსვლის ხილვა შეგიძლიათ საჰაერო ბურთიდან (ფრენა დამატებითი საფასურის შემთხვევაში არის შესაძლებელი).
ღამისთევა სასტუმროში 19-21 თებერვალი ➢ Lodge Maasai Mara https://www.booking.com/Share-ZEFzSo
დღე 4,5 / 21, 22 თებერვალი
ნაივაშის და ნაკურუს ტბები
კენიის მარგალიტად წოდებული ტბა ნაკურუ მასაის ენაზე „ მტვრიან ადგილს“ ნიშნავს. აქაურობა მდიდარია წყალმცენარეებით, რაც ამ ტერიტორიაზე განსაკუთრებით ბევრ ფრინველს იზიდავს საცხოვრებლად. ნაკურუს ტბის გარშემო 56-მდე ძუძუმწოვარი და 450-მდე ფრინველი ბინადრობს. ვარდისფერი ფლამინგოების რაოდენობა იანვრიდან მარტის ჩათვლით მილიონს აღემატება და წარმოუდენელი სილამაზის სანახაობას ქმნის.
დღის მეორე ნახევარში გავემგზავრებით ნაივაშის ტბაზე, ეს არის ცნობილი ნახევარმთვარის კუნძული, სადაც მთელს აფრიკაში ყველაზე ველური ბუნებაა. გავისეირნებთ ნავით ტბაზე, ჩვენს წინ გაცოცხლდება ფილმი „ აფრიკის“ ლეგენდადქცეული კადრები. ნაივაშასარე-მარეში ცხოვრობენ უნიკალური შავი მარტორქები. დედამიწაზე 2019 წლის მონაცემებით მხოლოდ 25 ცალია დარჩენილი და ყველა უკლებლივ ამ ტბის გარშემო ბინადრობს. აქვეა ულამაზესი თეთრი მარტორქებიც, 1977 წელს დასავლეთ კენიიდან როტშილდის ჟირაფებიც ჩაუსახლეს ტბის ნაკრძალის ბინადრებს დადღემდე დიდი სიამტკბილობით გადიან ფონს. გავრცელებულია ჩვეულებივი წყლის თხებიც. მტაცებელთა შორის არიან ლომები, ფოცხვრები და ლეოპარდები. ეს უკანასკნელი ბოლო დროს უფრო ხშირად ჩნდება. პარკში ასევე ბევრია დიდი ზომის პითონი, რომლებიც უღრან ტყეში ბუდობენ და მათი ნახვა ხშირად გზის გადაკვეთის მომენტშია მოსალოდნელი, ამიტომ ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე და ადგილობრივ გამყოლისთვის დაჯერება მოგვიწევს.
ღამისთევა ➢ Ziwa Bush Lodge https://www.booking.com/Share-sQuPr1
დღე 6 / 23 თებერვალი
სრული დღე ამბოსელში
ამ დღეს ჯოზეფ თომფსონს, პირველ ევროპელს ვინც 1883 წელს მასაის მრისხანე მიწაზე შებედაფეხის შედგმა და ერნესტ ჰემინგუეის, რომელმაც ეს რეგიონი თავისი ნაწარმოებით უკვდავყო უნდავუმადლოდეთ.
ტანზანიის საზღვართან მდებარე და აფრიკის ყველაზე მაღალი მთა კილიმანჯაროთი შემოსაზღვრული ამბოსელის ეროვნული პარკი შედარებით პატარა, მაგრამ ყველაზე პოპულარული პარკია აფრიკაში. აქ საითაც უნდა გაიხედო, ყველგან ღრუბლებში გახვეული კილიმანჯარო, ზებრების, გნუებისა და სპილოების ჯოგები მოჩანს. ამბოსელის ეროვნული პარკის ლანდშაფტი სწორედ ის აფრიკაა, რომელიც ჩვენს წარმოსახვაში ბავშვობიდან დაილექა. მასაის ენაზე ამბოსელი„წყლიან ადგილს“ ნიშნავს. მართალია, ნაკრძალი ერთი შეხედვით გვალვიან, მიწადახეთქილ, ბალახიან ტერიტორიად გეჩვენება, მაგამ სინამდვილეში წყალი იქ უშრეტადაა. კილიმანჯაროს მწვერვალის დამდნარი თოვლი ვულკანურ ქანებში იფილტრება და მიწისქვეშა დინებებს ამარაგებს, რაც იდეალურ ეკოსისტემას უქმნის ადგილობრივ მკვიდრებს. პარკში 50-ზე მეტი სახეობის დიდი ცხოველი ბინადრობს: იმპალა, ჟირაფი, ლომი, მარტორქა, ავაზა, ჯიქი, კარაკალი და სხვა კატისებრნი; აგრეთვე მრავლად არიან სპილოები.
ცხოველებთან ერთად ამბოსელის პარკი 400-ზე მეტი სახეობის ფრინველის სამშობლოა, მათ შორის, მეომარი არწივის, ჯუჯა შევარდნის, ალკუნისა და კვირიონის. კილიმანჯაროს კიდევ ერთი „საჩუქარი“ მთიდან დალექილი ათასწლოვანი ვულკანური მტვერია.
ეს დღე და აქ გადაღებული კადრები სამუდამო საამაყო სამფლობელოს დაიდებს თქვენს მეხსიარებაში.
ღამისთევა AALodgeAmboseli https://www.booking.com/Share-YpltuB
დღე 7 / 24 თებერვალი
ცავოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაკრძალები
ცავოს პარკი თავის ზომის გამო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად არის გაყოფილი და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნაკრძალად ითვლება. გზას ოკეანემდე აღმოსავლეთ ნაპირისგავლით ვიწყებთ, წარმოუდგენელი სილამაზის
ლანდშაპტი თავს არარეალურ სამყაროში გაგრძნობინებთ. ვულკანური ბორცვები და ბაო ბაბის ხეები მთლიანობაში ულამაზეს მირაჟს ჰქმნის.
გინახავთ სტივენ ჰოპკინსის ფილმი „მოჩვენება დასიბნელე“? (The Ghost and the Darkness) სწორედ ცავოს დასავლეთ მხარეს მცხოვრებ ლომების ლეგენდაზეა ის ამბავი. აქაური სპილოები გამოხატულად აგურისფერი ცავოს მიწის ქანების გამო არიან, იკვებებიან იქაური მცენარეებით, სიცხისგან თავდასაცავად იგუნგლებიან მისსავე წითურ ტალახში. საუკუნეების განმავლობასი ქცევის და კვების რეჟიმმა ცავოელ სპილოებს წითელი შეფერილობა ჩამოუყალიბა.
გვიან ღამით ჩავალთ ინდოეთის ოკეანის ულამაზეს დიანის სანაპიროზე და მოვემზადებით ცხოვრებაში საუკეთესო დასვენების დღეების გასატარებლად.
ღამისთევა სასტუმროში Swahili Beach https://www.booking.com/Share-GHexhC
დღე 8, 9, 10 / 25, 26, 27 თებერვალი
ინდოეთის ოკეანე
ეს ის დღეებია, როდესაც ყოველი წამის დაჭერა და მეხსიერებაში სამუდამოდ აღბეჭდვა გინდა: მზე, ოქროსფერი ქვიშა, საოცარი საკვები და ულამაზესი ლივლივა ოკეანე – ყველაფერი ერთად შენი ბედნიერი განწყობისთვის.
დიანის სანაპირო საუკეთესოა სკუბა დაივინგის, გიგანტურ თევზებზე ნადირობის და წყლის თხილამურების მოყვარულთათვის. ხმელეთზე მუდმივად ტარდება იოგას და მედიტირების პროფესიული ჯგუფების შეკრებები, შეგიძლია იშოპინგო, ისეირნო, დატკბე მზიანი ნაპირით და დახელოვნდე ფოტოგრაფიაში.
მომბასაში ჰაერიც ბედნიერების სურნელითაა გაჟღენთილი.
ღამისთევა სასტუმროში Swahili Beach https://www.booking.com/Share-GHexhC
დღე 11 / 28 თებერვალი
მომბასა-ნაირობი-თბილისი
დილით გამომგზავრება (ექსპრეს მატარებლით, ან თვითფრინავით ნაირობის მიმართულებით) და საღამოს ფრენა თბილისის მიმართულებით.
ტურის ღირებულება 11 800 ლარი, ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში.
ტურის ღირებულებაში შესულია :
✓ ორმხრივი საერთაშორისო ავიაბილეთი;
✓ ყველა ტრანსფერი ტურის მანძლზე;
✓ ყველა საექსკურსიო ბილეთი;
✓ სამოგზაურო დაზღვევა;
✓ ჯიპ-ტური საფარის პერიოდში თითო ჯიპზე დამატებითი უსაფრთხოების გამყოლის მომსახურება
✓ სრული სატრანსპორტო მომსახურება ნაირობის ქალაქის ტურის მანძილზე ავტობუსით
✓ ადგილობრივი უსაფრთხოების სპეციალისტები გამყოლებად
✓ ადგილობრივი გიდი;
✓ ქართულენოვანი გამყოლი;
✓ უმაღლესი კატეგორიის სასტუმროები და ქემფები
✓ საფარის პერიოდში სამჯერადი კვება
✓ წყალი 1 ბოთლი 1 ადამიანზე დღეში საფარი ტურის პერიოდში
✓ ექსპრეს მატარებლის ან თვითმფრინავის ბილეთები ამბოსელი-მომბასა და
მომბასა-ნაირობის მიმართულებით (არჩევანი დამოკიდებულია შეძენის პეიოდში კონკრეტულ რიცხვზე ფრენის ან მატარებლის განრიგზე)
ღირებულებაში არ შედის:
✓ ვიზა ( ვიღებთ ადგილზე 50$)
✓ ნებისმიერი პირადი და სხვა ხარჯი რაც არ არის ტურში ნახსენები.
✓ სადილი ვახშმები, რომელიც არ არის ტურის პროგრამაში ნახსენები.
✓ალკოჰოლური, ან გაზიანი სასმელი
✓ ერთ ადგილიანი განთავსება ნომერში ( single room ) მარტო განთავსების სურვილის შემთხვევაშიტურის ღირებულებას ემატება 910 $
✓საჰაერო ბურთით ფრენა მასაი მარას ცაზე ( დამატებითი ღირებულება 500$)
✓ ჟირაფების სასტუმრო ნაირობში ( დამატებითი ღირებულება საუზმის გარეშე კაცზე 875$ – 1 ღამეორ ადგილიან ნომერში 1 განთავსებით)
✓ ოკეანეზე დასვენების პერიოდში ტრანსპორტით მომსახურება ან სასურველი სხვა აქტივობა .
ტურის დროს გამოყენებული სასტუმროები:
https://www.booking.com/Share-UV6jox
https://www.booking.com/Share- ZEFzSo
https://www.booking.com/Share- 9a1n0H
https://www.booking.com/Share-YpltuB
https://www.booking.com/Share-GHexhC
The Concord Hotel & Suites
AA Lodge Maasai Mara Ziwa Bush Lodge
AA Lodge Amboseli Swahili Beach
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
➢ სასურველია ყველა მონაწილეს ჰქონდეს ყვითელი ცხელების აცრა გაკეთებული, აცრა კეთდება საბურთალოს ცხელების ცენტრში და იცავს ორგანიზმს მთელი ცხოვრების მანძილზე, უსაფრთხოა ჩვილი ბავშვებისთვისაც.
➢ აცრის ქონის შემთხვევაში გთხოვთ თან იქონიოთ ვაქცინაციის პასპორტი
➢ გთხოვთ საფარის დღეებისთვის თან იქონიოთ თხელი გრძელ მკლავიანი და გრძელტოტიანისამოსი, ფეხზე ჩაიცვათ წყალგამძლე (ტალახ ამტანი) მყარ ძირიანი სპორტული ფეხსაცმელი, არდაგრჩეთ მზის სათვალე, მზისგან დამცავი ქუდი და მზისგან დამცავი სახის საცხი.
➢ მარშრუტი შეიძლება შეიცვალოს საგანგებო სიტუაციის, უამინდობის, პოლიტიკური ან სოციალური პრობლემების შემთხვევაში, თუმცა ტურის განრიგი შესრულდება სრულად.
➢ ყველა მოგზაურს სჭირდება COVID-ის ვაქცინაციის სერტიფიკატი.
➢ აუცილებელია თან იქონიოთ მზისგან და მწერებისგან დამცავი საშუალებები
➢ არ გჭირდებათ მალარიის საწინააღმდეგო აბები!
➢ აუცილებელია საფარის დღეებში სრულად დაემორჩილოთ ადგილობრივ გამყოლს, მისი ნებართვის გარეშე ბაზის ან ტრანსპორტის დატოვება აკრძალულია
➢ რეკომენდებულია არ მიიღოთ ალკოჰოლი საფარი ტურის განმავლობაში.
გთხოვთ გაითვალისწინეთ:
➢ ტურის თანხის გადახდა ხდება ორ ნაწილად
➢ თქვენი მხრიდან ტურის გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება.
➢ ტურის ღირებულება უცვლელია 15 დეკემბრის ჩათვლით. 15 დეკემბრიდან ღირებულება დაკორექტირდება ავიაბილეთების და მატარებლის ინდივიდუალურად დათვლილი საფასურის მიხედვით.
➢ საფარის ტურების განმავლობაში მცირედი ნაგვის გადაყრაც კენიის მთავრობის მიერ დადგენილი კანონით ისჯება 950$ ჯარიმით, ან 16 თვიანი თავისუფლების აღკვეთით.
დაგვიკავშირდი: (032) 2 300-700 (შიდა ნომერი 303) ელ:ფოსტა: natia@goodtravel.ge
ტურის მენეჯერი: ნათია იმესაშვილი 555308811
ან გვესტუმრე ახალ მისამართზე: თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17
ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია
www.goodtravel.ge