logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

სტამბოლის ჯგუფური ტური

სტამბოლის ჯგუფური ტური

1780₾ ერთ ადამიანზე

ოქტომბრის ჯგუფზე დიდი მოთხოვნის გამო, გთავაზობთ ნოემბრის ტურს
საინტერესო და დაუვიწყარი მოგზაურობა სტამბოლში, ისტორიკოს გიორგი კალანდიას მეგზურობით

15 ნოემბერი / სამშაბათი
ჩასვლა სტამბოლის აეროპორტში 06:30, ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმროში, ვტოვებთ ჩანთებს, ვსაუზმობთ, ვისვენებთ და შემდეგ ვიწყებთ ქალაქის საფეხმავლო ექსკურიას
 ტაქსიმის მოედანზე გასეირნებით, შემდეგ ისტიკლალის ქუჩაზე, ასევე მოვინახულებთ ულამაზეს ქოლგების ქუჩას.

შემდეგი მოსანახულებელი ობიექტია გალათას კოშკი – ,,ქრისტეს კოშკი”, რომლის სიმაღლე 66.9 მეტრს შეადგენს. კოშკი აგებულია 1348 წელს, გენუელების მიერ, ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობა. გალათას კოშკში განლაგებულია ღამის კლუბი და რესტორანი, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება ბოსფორსა და ძველ სტამბულზე.

საღამოხანს გემრიელი ვახშამი საინტერესო გარემოში / მასპინძელთან „კაფე გალაქტიონი“-ში.
ღამისთევა სასტუმროში (ტაქსიმზე)

16 ნოემბერი / ოთხშაბათი
სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ვტობუსით და მოვინახულებთ ძველი კონსტანტინოპოლის მთავარ ტაძარ – აია სოფიას, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევა და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ, ამჟამად გადაკეთებულია მეჩეთად. კონსტანტინოპოლის დაცემამდე აია სოფია იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი. სახელი წმინდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნება უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წმინდა სიბრძნეს.

შემდეგ ვესტუმრებით ძველ იპოდრომს – სულთან აჰმედის მთავარ მოედანს, სადაც ვნახავთ ძველ ეგვიპტურ ობელისკებს და გერმანულ შადრევანს, შემდეგ სტამბოლის საგანძურს – თოფქაფის სასახლეს, სადაც ინახება უამრავი ქრისტიანული სიწმინდეები, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ბოსფორზე. სასახლე შედგება უამრავი მცირე ზომის შენობისა და ოთხი დიდი მოედნისაგან.

შენდეგ მოვინახულებთ ისლამური არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ძეგლს – სულთან აჰმედის მეჩეთს, იგივე ლურჯ მეჩეთს – მეჩეთს ლურჯი დაერქვა მისი ინტერიერის ლურჯი ფილების გამო. მეჩეთი სტამბოლის უძველეს რაიონში მდებარეობს,1453 წლამდე კონსტანტინოპოლის, ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქის ცენტრს წარმოადგენდა.

არქეოლოგიური მუზეუმი – მუზეუმში განთავსებულია მილიონზე მეტი ობიექტი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო ისტორიის თითქმის ყველა ეპოქასა და ცივილიზაციას.

შემდეგი მოსანახულებელი ძეგლია – წმ. ირინეს ეკლესია, რომელიც კონსტანტინეპოლის შემორჩენილი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ეკლესიაა,  წარმოადგენს მე-VI საუკუნის ახლებურ ბაზილიკას ჯვრის სახით. ეკლესიისკარიბჭეში დაცულია იუსტინიანე I-ის  დროინდელი მოხატულობა. ეკლესიის შიგნით არის სარკოფაგი, რომელშიც, ლეგენდის თანახმად, კონსტანტინე I დიდის ნეშტია დაკრძალული.

თავისუფალი დროის შემთხევაში, შესაძლებელია ვიზიტი სულეიმანის მეჩეთში

17 ნოემბერი / ხუთხშაბათი
სასტუმროში საუზმის შემდეგ  გამგზავრება პორტის მიმართულებით, ჩასხდომა გემში და გამგზავრება პრინცის კუნძულზე, სადაც მხოლოდ ელექტრო მობილებით, ცხენიანი ეტლებით, ველოსიპედით ან ფეხით გადაადგილდებიან და საიდანაც ხელისგულივით იშლება ბოსფორის სრუტის ულამაზესი ხედები. 

იზანტიურ ეპოქაში, კუნძულს იყენებდნენ მთავრებისა და სამეფო ოჯახის წევრების გადასახლების ადგილად. მოგვიანებით, კუნძულს ამავე მიზნით, ოსმალეთის სულთნების ოჯახის წევრების გადასახლებისთვისაც იყენებდნენ. კუნძული, 1453 წელს კონსტანტინოპოლის ალყის დროს, ოსმალეთის ფლოტმა დაიპყრო. XIX საუკუნეში, კუნძულები სტამბოლის მდიდარი ოჯახების პოპულარული კურორტი გახდა, სადაც დღემდე შემორჩა ვიქტორიანული ეპოქის კოტეჯები და სახლები. დღეს ბუიუქადა თურქი და არა მარტო თურქი უმდიდრესი ადამიანების დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს და მათი მდიდრული ვილები გულგრილს არავის ტოვებს.

გამგზავრება წმინდა გიორგის მთაზე სადაც მოვინახულებთ ,,წმ. გიორგის ტაძარს”, აქვე დაბრძანებულია ღვთისმშობლის და წმ გიორგის სასწაულმოქმედი ხატები, რომელიც სიმსივნით დაავადებულთა და უშვილოთა შემწეა.  ტაძრიდან შესაძლებელია წამოიღოთ ბედნიერებას და სიხარულს მომტანი პატარა ზარები. 

ლეგენდის მიხედვით, უნდა ჩაიფიქროთ სურვილი და წმ. გიორგის ტაძრამდე უხმოდ უნდა ახვიდეთ, შემდეგ ეკლესიაში შეხვალთ, სანთელს ანთებთ, ილოცებთ და სურვილს ჩაიფიქრებთ.

კუნძულიდან დაბრუნება და თავისუფალი საღამო.

18 ნოემბერი / პარასკევი
სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემგზავრებით „ქართველთა სილამაზის“ იგივე მიჰრიშაჰ სულთანის უნიკალური მეჩეთის მოსანახულებლად. შემდეგ გამგზავრება ფერიქოიში და ქართველთა კათოლიკური სავანის მონახულება. ტაძარში დღემდე შემონახულია წმინდა ნინოს ფრესკა, ასევე სასწაულ მოქმედი ლურდის ღვთისმშობლის ქანდაკება.

ვესტუმრებით ბებეკის პრესტიჟულ რაიონს და დავათვალიერებთ სტამბოლის ერთ-ერთ მდიდრულ უბანს. შემდეგ კი დოლმაბაჰჩეს სასახლეს, რომელიც თურქეთის ყველაზე დიდი სასახლეა, რომლის ფართობი 45 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. შენობა 285 ოთახისგან შედგება. სასახლე ცნობილია თავისი ბაღებით, ოქროსა დაკრისტალის მოპირკეთებით, დედოფალ ვიქტორიას მიერ ნაჩუქარი 750 შანდლიანი ჭაღით, რომელიც 4.5 ტონას იწონის და, რაც მთავარია, ადგილით, სადაც მუსტაფა ათათურქმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა.

შემდეგ მოვინახულებთ ელეგანტური ორთაკოის მეჩეთს, რომელიც მდებარეობს ბოსფორის სანაპიროსთან, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი. თავიუსუფალი დრო

19 ნოემბერი / შაბათი
საუზმე სასტუმროში, ნომრების გათავისუფლება და თავისუფალი დღე საყიდლებისთვის ან სასეირნოდ, გვიან საღამოს ტრანსფერი სასტუმროდან აეროპორტში, დაბრუნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში (02:45 წთ)


ღირებულებაში შედის:

🔹ავიაბილეთი: თბილისი – სტამბოლი – თბილისი
🔹4* სასტუმრო ტაქსიმზე
🔹5 საუზმე და 1 ვახშამი
🔹გიდის მომსახურება
🔹კომფორტული ტრანსპორტის მომსახურება ექსკურსიების დროს (2 დღის განმავლობაში)
🔹ტრანსფერები: აეროპორტიდან სასტუმრომდე და სასტუმროდან აეროპორტამდე
🔹სამოგზაურო დაზღვევა
🔹კომპანიის თანმხლები პირის / ორგანიზატორი მომსახურება ტურის განმავლობაში
🔹ტურის ფარგლებში ყველა მუზეუმში შესასვლელი ბილეთს ღირებულება

ტურის მენეჯერი: სოფო ნაცვლიშვილი ☎️ (032) 2 300-700 შიდა (304); მობ:. 555912139

 
ან გვესტუმრე ახალ მისამართზე: 📌 თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17
ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია ☀️
info@goodtravel.ge