logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

სუმელა – ტრაპზონი – უზუნგოლის 3 დღიანი ტური

სუმელა – ტრაპზონი – უზუნგოლის 3 დღიანი ტური

390₾ ერთ ადამიანზე

სუმელა – ტრაპზონი – უზუნგოლის დაუვიწყარი 3 დღიანი ტური.

მოგზაურობის პერიოდი: 9-11 მაისი

დღე პირველი:

• გასვლა თბილისიდან 04:00 საათზე
• სარფის საბაჟოს პროცედურები
• შავი ზღვისპირეთის და ლაზეთის ულამაზესი სანაპირო, გზა სარფიდან სუმელამდე,
გზად ლაზების დასახლებები და ძველი ქართული არქიტექტურა
• სუმელას მონასტერი, მდებარეობს ზღვის დონიდან 1200 მეტრის სიმაღლეზე.
მონასტერში ულამაზესი ფრესკები დღემდეა შემორჩენილი,
ხოლო სამონასტრო მხატვრობა მე-13 საუკუნით თარიღდება.
ლეგენდის მიხედვით, აქ მოღვაწე სასულიერო პირებმა ამ ტერიტორიაზე ღვთისმშობლის
სასწაულთმოქმედი ხატი აღმოაჩინეს. მონასტერი განთქმულია უდიდესი ფრესკებით და მდიდარი ისტორიული წარსულით…
• ემოციებით დატვირთულები ვბრუნდებით სუმელადან ტრაპიზონისაკენ.
• დაბინავება სასტუმროში და თავისუფალი დრო ვახშმისათვის. ამავე საღამოს, სურვილის შემთხვავაში,
გასეირნება სავაჭრო ცენტრი „ფორუმში“

დღე მეორე:

• სასტურმოში საუზმის შემდეგ გამგზავრება უზუნგოლის ტბის მიმართულებით
• იქნება ეს სეირნობა, საქანელაზე ქანაობა თუ კაფე-ბარში თურქული ჩაის
• უზუნგოლის ტბა – თურქეთის და მთლიანად მსოფლოს ტურიზმის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია
• ვისეირნებთ უზუნგოლის ტბის ულამაზეს ტირიტორიაზე, გადავიღებთ ბევრ სამახსოვრო ფოტოს,
დავაგემოვნებთ ადგილობრივ კერძებს, ტკბილეულს / ჩაის
• ტრაპიზონის აკვარიუმი, მსოფლიოში პირველი აკვარიუმი, რომელიც საგზაო გვირაბში აშენდა
• დაბრუნება სასტუმროში

დღე მესამე: – სასტუმრში საუზმის შემდეგ:
• მცირე აია სოფია – ტრაპიზონის იმპერიის მარგალიტი, ტრაპიზონის სასულიერო კერა და
ასევე ქართული ისტორიის კიდევ ერთი სიამაყე
• “ქემალფაშას ბაზარი”, სადაც შეგიძლიათ საოცრად დაბალ ფასად ბევრი რამ შეიძინოთ საღამოხანს
გადმოსვლა სარფის საბაჟოზე და დაბრუნება თბილისში.

ტურის ღირებულება – 390 ლარი

ღირებულებაში შედის:

  •  მგზავრობა კომფორტული ავტობუსით თბილისიდან სარფის საზღვრამდე (ავტობუსის შეცვლა), თურქეთის მხარეს კი თურქული კომპანიის ავტობუსით სარგებლობა
  • მეგზური / გოგა ჩანადირის მომსახურება
  • საუზმე სასტუმროში (სულ 2 კვება)
  • 4*-იან სასტუმროში განთავსება

ღირებულებაში არ შედის:

  • * სუმელას და აკვარიუმის ბილეთის მოსაკრებელი, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს საშუალოდ 80 ლარს (თურქული ლირის კურსიდან გამომდინარე)
  • * საღამოს კვება (იქონიეთ ლირა)
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
🔹გასვლა ხდება თბილისიდან: დილის 06:00 სთ (ველოსიპედის ძეგლიდან)
🔹 საზღვარზე მოქმედებს მხოლოდ გერბიანი პასპორტი ან ID ბარათი (ახალი).
🔹 პასპორტს მოქმედების ვადა მინიმუმ 6 თვე უნდა ჰქონდეს დარჩენილი.
🔹 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საზღვარზე საჭიროა დაბადების მოწმობა ან ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა ერთ-ერთი მშობლისაგან.

დეტალებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით: 558385885

გვესტუმრე ახალ მისამართზე: 📌 თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17
ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია ☀️
1

ქვეყნის შესახებ

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register