logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ფერადი და ეგზოტიკური მაროკო

ფერადი და ეგზოტიკური მაროკო

8500₾ ერთ ადამიანზე

ყველა ქვეყანა განსაკუთრებული და ჯადოსნურია. დედამიწაზე ყველა კუთხეს თავისი გამორჩეული ხიბლი და უნიკალურობა გააჩნია, მაროკო კი მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა უდაბნოს ვარსკვლავია თავისი აღმოსავლეთ აზიური და აფრიკული კულტურის ნაზავით. ტურში შედის ადგილები, რომლებსაც ჩვეულებრივი ტურისტული მარშუტით ვერ ნახავთ.

დღე 1: ჩაფრენა მაროკოში – კასაბლანკას მუჰამედ V აეროპორტში
ჩავფრინდებით კასაბლანკას აეროპორტში, დახვედრა და ტრანსფერი სასტუმროში, მცირედი დასვენების შემდეგ მოვემზადებით უახლოესი 11 დღის ჯადოსნური თავგადასავლებისთვის.

დღე 2 :კასაბლანკა
იდუმალი ქვეყნის გაცნობას მსოფლიოში ყველაზე მაღალი 210 მეტრიანი მინარეთის მქონე ჰასან II-ისმეჩეთში ვიზიტით დავიწყებთ. ატლანტის ოკეანისკენ გზად ფრანგ არქიტექტორ მიშლე პინსოს მსოფლიოში სიდიდით მეორე მეჩეთი აუგია. ეს არის არქიტექტურული შედევრი მინის იატაკით, რომელიც ერთდროულად 2500 ვიზიტორს იტევს. ვეწვევით ადგილობრივ ბაზრობებს, გავსინჯავთ ადგილობრივ თხილეულს და ტკბილეულს. მოვემზადებით მაროკანული ზღაპრის ჩვენეული თორმეტი დღის დასაწერად.

დღე 3: კასაბლანკა გამგზავრება რაბათში, რაბათის ისტორიული ტური კასბაოდაიაში, ჩელას ნანგრევები, მეფეთამავზოლეუმი, ჰასანის კოშკში და ასილა

მდინარე ბუ რერეგის შესართავთან, ზედ ატლანტის ოკეანის პირას, მდებარეობს მაროკოს ძველი დედაქალაქი და სამეფო კაპიტოლიუმი – მისი აღმატებულება ქალაქი რაბათი. ორმილიონიანი ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების ერთ დღეში ჩატევა მარტივი არ არის, თუმცა ჩვენ შევეცდებით 12 საათიან საექსკურსიო დროში გავეცნოთ რაბათის უძველეს ისტორიას, დავათვალიეროთ მისი ულამაზესი გუმბათებით, მინარეთებით, ფართო გამზირებით, გავისეირნოთ და ვიპოზიოროთ ოუდაია კასბას ჩრდილოეთ ალმოჰადის კედლებთან.

კასბა აშენდა მოულაი ისმაილის მიერ 1672-1727 წლებში ქალაქის დასაცავად და შემოსაზღვრულია ალმოჰადის პერიოდის გალავანებით. აუცილებლად მოვინახულებთ Bab Oudaia-ს, რომელიც არის მონუმენტური კარიბჭე და ალმოჰადის სამხედროა რქიტექტურის მაგალითი. შევივლით Musée de Oudaïa, Moulay Ismaïl-ის სასახლეში, სადაც გამოფენილია მაროკოს ხალხური ხელოვნების კოლექციები. შუადღის მზეს საოცარ ანდალუსიურ ბაღში დავემალებით. დღის მეორე ნაწილს ქალაქის მედინას დათვალიერებით განვაგრძობთ.

მაროკოში ჩამოსულმა „შოპაჰოლიკმა“ თუკი რამის ყიდვა შეიძლება ინატროს, მედინაში ყველაფერს ერთად აღმოაჩენს. მაღაზიების ლაბირინთებში დაკარგულები აუცილებლად მივადგებით აქაურობის სევდიან ღირსშესანიშნაობას „Place Souk el-Ghezel“ (მატყლის ბაზრის მოედანი). აქ ოდესღაც ქრისტიანებს მონებად ყიდდნენ. მოვივლით ძველ საკონსულო და ახლა უკვე ქალაქის ყველაზე ცოცხალ უბნის – „Rue des Consuls“ მიდამოებს. Rue Souk-ის სამხრეთით ვეწვევით მელას, ებრაულ უბანს. გზას ბორცვის თავზეწამოჭიმულ ჰასანის კოშკისკენ განვაგრძობთ. იქაურობა რაბათის ემბლემად წოდებულ გიგანტურ Wadi Bou Regreg-ის მეჩეთს და ულამაზეს დაუმთავრებელ მინარეთს გადაჰყურებს. ვისაც ინდოეთის ტაჯ მაჰალში დედოფალი მუმთაზის ქათქათა მავზოლეუმი გაქვთ ნანახი, ამჯერად გაქვთ შანსი შეადაროთ მეფე მუჰამედ V-ისვიტრაჟებით, თეთრი მარმარილოთი და ჭრელი რკინის შესასვლელით მოჭედილ მორთული მავზოლეუმს. ამდღის სანახაობათა სიაშია „Ville Nouvelle“-აც. მოსაღამოვებულზე ნანახით თავბრუდახვეულები ქალაქასილასკენ გავემართებით. ამ ღამის სიზმრებში უნდა დავვარცხნოთ დღის მანძილზე თავს გადამხდარი, რათა მომდევნო კიდევ უფრო უკეთესი დღისთვის გავემზადოთ.

დღე 4 : ასილა – ტანჯირი – რიფის მთები – შეფშაუენი
სავაჭრო ქალაქი ასილა ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჯერ კიდევ 1500 წლის წინ არსებობდა და ითვლებაერთ-ერთ ყველაზე ძველ ქალაქად მთელს აფრიკის კონტინენტზე. აქაურები თავს მე-15 საუკუნეში პორტუგალიური კოლონიზაციის შედეგად ციხე-ქალაქადგადაქცევის სტატუსითაც იწონებენ. პორტუგალიის მმართველობის ორასმა წელმა ჩამოაყალიბა ასილა ისეთად, როგორიც დღეს გვხვდება: ულამაზესი კოშკები, მედინას სრულიად ხელუხლებელი გალავანი, კარიბჭეები, ჭრელი სახლები. პერიოდულად აქაურობას ესპანელებიც ეპატრონებოდნენ. შედეგად ქალაქს დანარჩენი ქვეყნისგან გამორჩეული, სრულიად განსხვავებული ესპანურ-პორტუგალიურ-მაროკანული იერსახე აქვს შერჩენილი.

გავემგზავრებით ტანჯირში. იქაურობის დათვალიერებას მედინასა და ჰერკულესის მღვიმის დათვალიერებით დავიწყებთ. ფერადი რიფის მთების გავლით ბინდ მომდგარზე ლურჯ ქალაქამდე, იგივე შეფშაუენამდე ჩავაღწევთ. მომდევნო დღისთვის ინდივიდუალური ემოციების შეგროვება გვჭირდება. გვექნება თავისუფალი დრო ლურჯად შეფერილი ქუჩების ჩვენებურად აღმოსაჩენად. ვახშმად ყველა კასბას წითელ კედლებიან მეთხუთმეტე საუკუნის ციხე-სიმაგრეში მდებარე დუქანში შევიკრიბებით.

დღე 5 : ქალაქის ექსკურსია
შეფშაუენში დილა მუქად დაყენებული ჩაით და ადგილობრივი მურაბებით უნდა დაიწყო. ამ დღეს გვექნება საფეხმავლო ტური გასაოცარ ქალაქში. აქაური მედინას ისტორია განსაკუთრებულად ადგილობრივი გიდის მიერ მონათხრობით ისმინება:

► მედინაში ტურს მე-18 საუკუნის ბოლოს ლეგენდარული მმართველის მოულაი ისმაილის მიერ აშენებული კასბას მუზეუმით ვიწყებთ. არქიტექტურულად თითქოს მარტივ ნაგებობაში ინტერიერი და ექსტერიერი თვალწარმტაცი ბაღებითაა გაჯერებული. კასბას შიგნით მდებარეობს ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც ინახება ანტიკვარული იარაღი, მუსიკალური ინსტრუმენტები და ქალაქის ძველი ფოტოების უზარმაზარი არქივი. მუზეუმის სახურავიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედი ქალაქზე, ლილისფერ შერეული თითქოს ცისფერ ჩამორეცხილი სახლები თავის პაწაწინა აივნებით, კრამიტით მოპირკეთებული სახურავები და ციტრუსის ხეებით მორთული ფერადი ეზოები, სრული ესთეტიური სამოთხეა ფოტოგრაფებისათვის.
► პლაზაუტაელ-ჰამამი, იგივე მთავარი მოედანი, ფერადი მოზაიკითაა მოკირწყლული. ქუჩით პირდაპირ მე-15 საუკუნის გასაოცარ დიდ მეჩეთამდე მიგვიყვანს. აქაურობა მეოცე საუკუნის დასაწყისში მუსლიმ და ებრაელ დევნილებს ერთობლივი ძალით აუშენებიათ, რის შედეგადაცუ ბანს სრულიად განსხვავებული, ნაზავი არქიტექტურა აქვს შემორჩენილი.
►შეფშაუენის ცისფერი და თეთრი გარეცხილი შენობები მოგვაგონებს ებრაულ რელიგიურ ტრადიციას, რომელიც გულისხმობს ტალისის (ებრაული სალოცავი შალის) ქსოვას ტეხელეთთან. ეს ქსოვილი ებრაულ თორაში 49-ჯერ არის ნახსენები…
►მაროკოზე შექმნილი ემოციის ნაწილი კულინარიაზეც გადის. შუადღისას პლაზაუტაელ-ჰამამის თუთის ძირში ადგილობრივი კერძების მირთმევას და ტკბილეულის დაგემოვნებას, როგორც ადგილობრივები ამბობენ, არაფერი სჯობს. აუცილებლად გასასინჯია თხის ყველის მაროკანული სალათი, ქათმის პასტილა ან ცხვრის ტაჯინი ქლიავთან ერთად.  ქალაქი ცნობილია ნაქსოვი ფარდაგების და შალის ნაწარმით.
►რა არ უნდა გამოგრჩეს შეფშაუენში ვიზიტის შემდეგ? – რა თქმა უნდა, ჰამამი! ადგილობრივი სპა განთქმულია მთელს „სამარაკოეთში“. ვახშამზეც უცილობლივ ყველაზე ცნობილ Tissemlal-ს ფრანგულ-მაროკანულ სტილზე მორთულ რესტორანს უნდა ვესტუმროთ.

დღე 6: შეფშაუენი – უაზანე – ვულობილი – მეკნესი
ჩვენი შემდეგი სამიზნე არქეოლოგიური ადგილი “volubilis”-ის რომაული ნანგრევებია (Volubilis), რომელსაც მაროკოელები ასევე მოიხსენიებენ, როგორც Walili (არაბული). ეს არის რომაული აფრიკის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი მავრეტანია. აქაურობა აბასიდებმა დააარსეს და იგი მაროკოს ყველაზე მთავარ არქეოლოგიურ ადგილად ითვლება. ვნახავთ ვოლუბილის სიდრის I-ის დედაქალაქს. Moulay Idriss არის რიფებს შორის მოქცეული ქვითკირის, მაროკოს ყველაზე წმინდა და მექას შემდეგ მსოფლიოს მეორე წმინდა მუსლიმური ქალაქი. ვნახავთ ქვეყნის მეოთხე იმპერიული ქალაქების ნაკრებ ‘მეკნესს’, იგივე „მაროკოულ ვერსალს“. აქ საოცარი ლანტშაფტის ფონზე მდებარეობს ექსტრავაგანტული სასახლეები, ტერასიანი პარკები და მორთული მეჩეთები.

დღე 7: მეკნესი და ფესის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება
დილით ადრე გეზს კულტურულ დედაქალაქ ფესისკენ ავიღებთ. მედინას დათვალიერებას ძველი ებრაული კვარტლით დავიწყებთ, ებრაული მელაარის კვარტალი, რომელიც მდებარეობს გალავნებით შემოსაზღვრულ მაროკოს ძველ ქალაქებში. მსგავსი უბნები სამეფო რეზიდენციების მიმდებარედაა განთავსებული, რადგან ებრაელები ოდესღაც მხოლოდ ფესმელაში ბინადრობდნენ. ეს იყო პირველი მელა მაროკოში და წარმოიშვა 1438 წელს. თვალწარმტაცი უბანი ესაზღვრება მე-14 საუკუნის დროს აშენებულ ყველაზე დიდ სამეფო სასახლეს მაროკოში. ვნახავთ იბნ დანანის და მანსანოს ულამაზეს სინაგოგებს. ამ ქალაქში აუცილებლად სანახავი ებრაელი წმინდანების სასაფლაოა. ერთ-ერთი საფლავი 1817 წელს ტანჟენში დაბადებული ლალა სოლიკასია, რომელიც სიყვარულის სახელით ყველაზე ახალგაზრდა ებრაელ მოწამედ არის აღიარებული.

ფესში მდებარეობს ულამაზესი სავაჭრო ქუჩა Rcife – Fes el Bali. აქვეა Dyers Souk – საღებავების ბაზარი. მაროკოს აქვს უნიკალური ტექნიკა ნატურალური საღებავებით ქსოვილის ღებვის. აქ შეძენილი მატერიები მთელი ცხოვრება ულამაზეს მოგონებად დაგრჩებათ.

Place el-Seffarine არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი Fasiss სტილის კერამიკის, სპილენძისა დავერცხლის წარმოებისთვის მაროკოში.

Wadi Fès-ის მახლობლად მდებარეობს Tannery – Chourara, ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი დათვალწარმტაცი ბაზარი ფესში, სადაც ყველა მაროკოელის საამაყო ტყავის ნაწარმს ამზადებენ დაყიდიან.

1351-56 წლებში აბუ ინან ფარისის მიერ აშენებული მედრესე Bou Inania Madrasa – მედრესა Bou Inania,იგივე საგანმანათლებლო ინსტიტუტი, მარინიდების მიერ აშენებულ ბოლო მედრესად და მათი არქიტექტურული სტილის იდეალურ მაგალითად ითვლება.

დღე 8: ფესი – იფრანე – აზროუს ტყე – მედდილტი – ერრაჩიდია – ერფუდი – მერზუგა
მეზურგისკენ გზად აფრიკული მაიმუნებით დასახლებულ იფრანს გავივლით. აქვეა საუდის არაბეთის მეფის მიერ საჩუქრად აშენებული ულამაზესი ამერიკულ-მაროკოული უნივერსიტეტი. საჰარას უდაბნომდე ულამაზეს ზიზის ხეობას გადავკვეთთ. ქალაქ ერფუდს ბორჯ-ესტის წვერიდან გადმოვხედავთ (935 მეტრი ზღვის დონიდან). ვნახავთ არქეოლოგიურ სამარხებს Carriere des Fossiles-სადა Maadid Ksar-ში.

თავად ერფუდის ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ მაროკოში მეოცე საუკუნის ოციან წლებში ფრანგი ჯარის მიერ არის აშენებული. აქაურობა სავსეა ქუჩის კაფეებით, სუვენირებით თუ სხვა ადგილობრივი ნაწარმის მაღაზიებით. ამბობენ, რომ ადგილობრივი ბაზრობები ყველაზე შთამბეჭდავია მთელს მუსლიმურ სამყაროში.

უდაბნოში გაშენებული ქალაქი ნამდვილ არაბულ იერსახეს ინარჩუნებს და სავსეა ულამაზესი ოაზისებით, ქვიშის დიუნებით და კლდოვანი მთებით. ერფუდის ქალაქი თავისი პეიზაჟებით კინოგრაფების სატყუარად იქცა. აქ არის გადაღებული ფილმები: სპარსეთის პრინცი, მარტიანმოკვდი და მუმია.

აქლემებზე ამხედრებულები ერგჩების ცნობილ დიუნებს დავლაშქრავთ. გინახავთ როგორ გორდება ვარვარა მზე ქვიშაში? ამ დღეს მზის ჩასვლას დიუნებში შევხვდებით! გვიან გავემგზავებით ბერბერების ტრადიციულ კარვებში ღამის გასათევად.

დღე 9: საჰარას უდაბნო (Erg Chebbi Dunes – Noamdes Lifestyle – Khamlia – Fossils Area – Merzouga)
ადგილობრივ ბერბერებთან ღამისთევა კარვებში უნიკალური გამოცდილებაა. დილას მზეს ვასწრებთ ადგომას და მასთან შესაგებებლად ჯიპებით საჰარას უდაბნოში ღრმად მივქრივართ.

გვექნება სათავგადასავლო ტურები დიუნებში, ვნახავთ საოცრად კონტრასტულ ლანდშაფტებს, დავათვალიერებთ სამარხებს მიტოვებულ სოფელ მიფისთან, გნავას მუსიკოსების სანახავად ვეწვევით ხამლიას “შავსოფელს”. უძველეს დედაქალაქ სოფელ ხამლიაში ლანჩზე გვექნება ტრადიციული ბერბერული პიცა. მზე რომ ზენიტიდან გადავა წავალთ ჰასიელბიდის საიდუმლო ოაზისის სანახავად. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ექსტრიმ ტური კვადროციკლებით (დამატებითი ღირებულება). დღის მეორე ნახევარში დავბრუნდებით სასტუმროს მახლობლად მდებარე ერგჩების დიუნებში. მზის ჩასვლის ფონზე ქვიშაზე გაშლილ სუფრაზე გვექნება ნამდვილი ბერბერული ვახშამი.

დღე 10: მერზუგა – ერფუდი – თინჯდადი – თოდღას ხეობები – დადესველი
გინახავთ მზეში არეული ქვიშის ფერი? ამ საოცარი სანახაობისთვის ისევ გამთენიას მოგიწევთ გაღვიძება. ეს არის გასაოცარი ბუნების სპექტაკლი ჰიტელის ქვიშის დიუნებთან. მზე ქვიშას ეთამაშება, ლივლივებს და საოცარ ჩრდილებად აფერადებს არემარეს. ამ დილის საოცარ ემოციებს დიდხანს ვერ დაივიწყებთ.

საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ტინგირისა და ტუდღას ხეობებისკენ. გზად გავივლით გენიალურ არქიტექტურულ წყლის არხებს – “ხეტარატებს” – (ენდრიუ ვილსონის ამ არხების საოცარიგამოგონების შესახებ წიგნი აქვს დაწერილი). დადეს ველისკენ გზად ადგილობრივ სოფლებში და ოაზისებში შევივლით. ტერიტორია, რომელიც ახლა ქმნის დადეს ხეობებს, მილიონობით წლის წინ ზღვის ფსკერი იყო. დროთა მანძილზე დიდი რაოდენობით ნალექი წარმოიქმნა და გაქვავდა ქვიშისდა კირქვის ქანების ფორმით. საბოლოოდ, დედამიწის ქერქის მოძრაობამ გამოიწვია რეგიონის აწევა და ატლასის მთების მიმდებარე ლანდშაფტის არსებული ფორმით ჩამოყალიბება.

დღე 11: დადესისველი – სკურაოაზისი – ოუარზაზატე – ქსარაიტბენჰადდუ – კასბატელუატე – მაღალიატლასისმთები – მარაკეში
მაროკოში მოგზაურობას ვარდების ველით ვაგრძელებთ. გავივლით ულამაზეს კასბა ჰამრედ ჰილს. ეს ადგილი დღემდე ხელუხლებელი სახითაა მოტანილი და ბევრი მხატვრის ინსპირაციის წყაროდ იქცა. აქაურობა ძველ 50 დირჰემზეც იყო გამოსახული (ბანკნოტი). ოვარზაზატეს საოცარი ხედების გავლით ჩავალთ Kasbah Ait Ben Haddou-მდე, ეს ადგილი მაროკოს შვიდი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლიდან ერთ-ერთია და ჰოლივუდის მრავალი ბლოკბასტერის ფონადაც გამოიყენება. ეს არის ყველაზე ცნობილი კასბა მაროკოში. ზოგიერთი შენობა თარიღდება მე-17 საუკუნით. მოვინახულებთ უნილასველს. აქაურობა ზოგისთვის წარმოუდგენლად ლამაზია, ზოგში კი მისი სილამაზე აუხსნელ შიშს იწვევს. ბერბერული სოფლების, ბაღების და ხეობების გავლით ჩავალთ მარაკეშის ბოლო ფაშა ელგლაუის საფაშო ტელუესში. სწორედ აქედან კონტროლდებოდა აფრიკის ყველაზე მაღალი ტიზი-ნ-ტიჩკას უღელტეხილი. ღამისთევა მარაკეშში.

დღე 11: მარაკეშის ქალაქის ტური
ფრანგულ-არაბულ კულტურათა ნაზავი ქალაქი მარაკეში ყველა უცხოელისთვის ერთნაირად მომხიბვლელია. ჟაკ მაჟორელას, ივ სენ ლორანის ბაღი უამრავი ფერადი ბილიკებით, აუზებით, ეგზოტიკური და დეკორატიული მცენარეებით, ხელნაკეთი ნივთების უნიკალური მაღაზიებით არის ცნობილი. ვნახავთ La Mamounia Hotel -ს უნიკალური ბაღით. ვეწვევით მე-19 საუკუნის აღმოსავლური არქიტექტურის საოცარ ძეგლს – ელბაიას სასახლეს, რომელსაც მხოლოდ გარედან რვა ჰექტრიანიბაღი აკრავს.

დავათვალიერებთ საადის სამარხებს. საადის სამარხები მარაკეშში თარიღდება სულთან აჰმად ალ-მანსურის დროიდან. სამარხები სულ ახლახანს, 1917 წელს აღმოაჩინა და აღადგინა Beaux-Arts-ის სამსახურმა. მავზოლეუმი მოიცავს საადის დინასტიის სამოცამდე წევრის სამარხებს, რომლებიც წარმოიშვა დრაას ხეობაში. ფეხით მოვივლით ძველი მედინას ტერიტორიას, ჯემააელ ფნაში ვნახავთ მე-12 საუკუნის ცნობილ კუტუბიას მეჩეთს.

ჯემას ლაბირინთულ ქუჩებში საოცარი სურნელი დგას. ეს სასიამოვნო და განსაკუთრებული სუნი მთელი ცხოვრების მანძილზე მაროკოს მოგაგონებთ. აქ გასაყიდად გამოფენილი ბერბერული ხალიჩები, ვერცხლის სამკაულები და ხელნაკეთი ტყავის ნაწარმი უნიკალურია მთელს მსოფლიოში. ვეწვევით მარაკეშის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს, რომელიც ულამაზეს ესპანურ-მაროკანულ სტილში აგებულ სახლში მდებარეობს .

დღე 13: მარაკეში
თავისუფალი დღე მარაკეშში, ამ დღეს საოცარ ქალაქში შოპინგს, ვიწრო ქუჩების ფეხით მოვლას დაფერად-ფერად საჩაიეებში სტუმრობას დავუთმობთ.

დღე 14: მარაკეში და ფრენა საქართველოს მიმართულებით
თავისუფალი დრო მარაკეშში და ტრანსფერი აეროპორტში.

მოგზაურობის პერიოდი: 2 – 14 მარტი

ტურის ღირებულება 8500 ლარი
შენიშვნა: შესაძლებელია მოხდეს მარშრუტის გადანაცვლება, თუმცა, სანახავი ობიექტები დარჩება იგივე.

ღირებულებაში შედის:
ორმხრივი საერთაშორისო ავიაბილეთი;
ვიზა;
დაზღვევა;
ყველა ტრანსფერი მაროკოში;
ყველა საექსკურსიო ბილეთი;
ჯიპ-ტური მერზუგას საჰარას უდაბნოში;
სრული სატრანსპორტო მომსახურება საექსკურსიო საათებში;
კონდიცირებული მიკროავტობუსით;
ადგილობრივი გიდი;
ქართულენოვანი გამყოლი;
უმაღლესი კატეგორიის სასტუმროები საუზმით;
1 ღამე ბანაკში ვახშამისა და საუზმის ჩათვლით;
ექსკურსია აქლემებით საჰარის უდაბნოში + 1 აქლემი ერთ ადამიანზე.

ფასში არ შედის:

  • Moto Quad საჰარას უდაბნოში;
  • ჰამამი და სპა;
  • საჰაერო ბურთი მარაკეშში;
  • სპეციალური ვახშამი (Fantasia Chez ALI მარაკეშში);
  • ცხენის ეტლი მარაკეშში;
  • ნებისმიერი პირადი და სხვა ხარჯი რაც არ არის ტურში ნახსენები.

ტურის დროს გამოყენებული სასტუმროები:
სულ მალე აიტვირთება კონკრეტული სასტუმროები

დაჯავშნის ან კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
☎️ (032) 2 300-700; natia@goodtravel.ge
ტურის მენეჯერი ნათია იმესაშვილი

 

ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან

ჩვენთან მუდამ სეზონია ☀️

.