logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

შვეიცარია კლასიკა მაქსი

შვეიცარია კლასიკა მაქსი

1630₾ ერთ ადამიანზე

შვეიცარია კლასიკა მაქსი 1630 ლარი  (8 დღე / 7 ღამე)

ტურის ფარგლებში მოინახულებთ:

ციური – რეინფელდენი – ბაზელი – ინტერლაკენი – ბერნი – ფრიბურგი – გრიუერი – ჟენევა – ციურიხი

დამატებითი ექსკურსიები: ლიუცერნი – კოლმარი – შილიონის სასახლე – მონსტრე – შტაინ ამ რაინი

1 დღე:

ჩაფრენა ციურიხის აეროპორტში. რუსულენოვან გიდთან შეხვედრა. მიმოხილვითი ექსკურსია ქალაქში. თავისუფალი დრო ქალაქში. ტრანსფერი და სასტუმროში განთავსება. ციურხში ან მის მიდამოების სასტუმროებში განთავსება

2 დღე:

საუზმე სასტუმროში. დღის პირველ ნაწილში სურვილისამებრ და დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში შესაძლებელია რეინის ჩანჩქერზე ან შტაინ ამ რაინის ზღაპრულ ქალაქში განთავსება, რომელიც მდებარეობს რეინის მდინარეზე. დღის მეორე ნაწილში ფაკულტატიურად შესაძლებელია ექსკურსია ლიუცერნში. ექსკურსია ლიუცერნის ისტორიულ ნაწილში, მის ცნობილ ხის ხიდებზე და ძველ ბორცვებზე, რომლებიც რეისის მდინარეს გაჰყურებენ. თავისუფალი დრო. დაბრუნება ციურიხში. ღამისთევა სასტუმროში
3 დღე:

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ბაზელში. თავისუფალი დრო ქალაქში. გამგზავრება რეინფელდენში. განთავსება სასტუმროში. თავისუფალი დრო პატარა ზღაპრულ ქალაქ რეინფელდენში, რომელიც მდებარეობს გერმანიის საზღვარზე. ღამისთევა სასტუმროში.

4 დღე:

საუზმე სასტუმროში. ფაკულტატიური ექსკურსია კოლმარში (საფრანგეთი). თვალწარმტაცი ელზასის ქალაქი, კარგად შენახული ძველი კვარტალებით, რომელიც მოიცავს ფართო შუასაუკუნეების ნაწილს. ქალაქში უამრავი შენობაა, რომელიც შუასაუკუნეებშია აშენებული, და ერთ-ერთი მათგანი – „პატარა ვენეცია“ მოგაგონებთ იმ დროს, როცა ქალაქში ხელობა ვითარდებოდა, და აყვავებული სოფლები გალავანს ერწყმოდა. კოლმარი მხატვრების სამოთხეს წარმოადგენდა, სადაც მუშაობდა მარტინ შონგაუერი – ცნობილი „მადონა ვარდისფერ ბაღში“-ს ავტორი. მიმოხილვითი ექსკურსია ქალაქში. თავისუფალი დრო. დაბრუნება სასტუმროში.

5  დღე:
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო. გამგზავრება ინტერლაკენში. ინტერლაკენი მდებარეობს შვეიცარიის ცენტრში და წარმოადგენს ორ ტბას შორის განლაგებულ
სოფელს – ტუნისისა და ბრიენცის შორის. აქედან მოდის მისი სახელწოდებაც, რომელიც „შუატბის“ სახელწოდებას ატარებს. თავისუფალი დრო. გამგზავრება ბერნში. მიმოხილვითი ექსკურსია ქალაქის ცენტრში, სადაც მდებარეობს ქვეყნის ყველაზე მაღალი ტაძარი, საათის კოშკი, დათვის კვალი. ბერნი მდებარეობს სხვადასხვა კულტურის გასაყარზე. მან შეინარჩუნა მრავალფეროვანი ევროპული კულტურის გავლენა. ბერნზე შეგვიძლია ვისაუბროთ, როგორც ქალაქ-მუზეუმზე, და ამასობაში, ეს ის ქალაქია, რომელიც ცხოვრობს თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრებით. 1848 წლიდან ბერნი წარმოადგენს შვეიცარიის ფედერალურ დედაქალაქს, სადაც მდებარეობს ფაქტობრივად ყველა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა. ბერნის სასტუმროში განთავსება.

6 დღე:

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ფრიბურგში. ქალაქი დაარსდა 1157 წელს და იზიდავს უამრავ ტურისტს შენარჩუნებული შუასაუკუნეების გოთიკური არქიტექტურის გამო, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მდიდარია. ფრიბურგის მდებარეობა მთის ბორცვზე ძალიან ლამაზია, თვითონ ქალაქი კი იძირება სიმწვანეში და იზიდავს ტურისტებს მის ძველ ქუჩებში გასასეირნებლად. თავისუფალი დრო ქალაქის ცენტრში. გრიუერში გამგზავრება. გასეირნება ქალაქში გიდის თანხლებით. გრიუერი – თვალწარმტაცი შუასაუკუნეების ქალაქია, უფრო სწორედ ალპების სოფელი. ის ოდესღაც დამოუკიდებელი გრიუერის საგრაფოს დედაქალაქს წარმოადგენდა. მისი სახელწოდება მოდის წეროდან – ეს ჩიტი ალამაზებდა გრუიერ რუდოლფ III-ს გერბს, რომელმაც კოშკის აშენება დაიწყო. მთავარი ქუჩა, რომელსაც ალამაზებს შესანიშნავი სახლები და კრამიტის სახურავები ადის სასახლემდე. სუვერინების ბაზრები ქუჩის ორივე მხარეს შერეულია რესტორნებთა, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ ცნობილი ფონდიუ გრიუერის ყველისგან, რომელიც დამზადებულია ადგილობრივ ყველის ქარხანაში და ცნობილია საუკუნეების მანძილზე მთელს ევროპაში. საშუალება გექნებათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ცნობილი შვეიცარული ყველი მათი ყველის ქარხანაში. თავისუფალი დრო. გამგზავრება ჟენევას მიდამოებში. განთავსება სასტუმროში. ღამისთევა

7 დღე:

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ჟენევაში. მიმოხილვითი ექსკურსია ქალაქში. თავისუფალი დრო ჟენევაში. ფაკულტატიური გამგზავრება ულამაზეს ქალაქ მონტრეში, რომელიც ჯენევის ტბის ნაპირზე და შილიონის სასახლესთან მდებარეობს. მისი კარგი ადგილმდებარეობის და რბილი კლიმატის დამსახურებით, ის წარმოადგენს ყველაზე პოპულარულ კურორტს ჟენევის ტბის სანაპიროზე. მონტრე – რივიერას ყველაზე ლამაზი ქალაქია. ის მუდმივი დღესასწაულის ქალაქია. თავისუფალი დრო ქალაქში. გამგზავრება შილიონის სასახლეში (10 წუთი). შილიონის სასახლე, როგორც ამბობენ, წარმოადგენს შვეიცარიის ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ ადგილს. ის მდებარეობს ჟენევის ტბაზე მონტრესა და ვილნევს შორის. XI საუკუნეში აქ მდებარეობდა პატარა ციხე-სიმაგრე, რომელიც იცავდა მნიშვნელოვან სავაჭრო გზას და გაყვანილი იყო იტალიამდე სენ-ბერნარის უღელტეხილზე. ის ეკუთვნოდა სიონას მეფე-ეპისკოპოსებს, შემდგომ 1150 წლიდან სავოის პრინცებს, ამ ადგილების უძლიერეს მმართველებს. შოკოლადის ქარხნის მონახულება, სადაც საშუალება მოგეცემათ იხილოთ ცნობილი შვეიცარული შოკოლადის საწარმო, ასევე დააგემოვნოთ და შეისყიდოთ შოკოლადი კარგ ფასად. გამგზავრება ციურიხში. სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში

8 დღე:
საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი ციურიხის აეროპორტში

_____________________________
ტურის ღირებულება უცვლელია და ხორციელდება 23.05.20,18.07.20,08.08.20,19.09.20
1630  ლარი ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში.
_____________________________
ღირებულებაში შედის :
▪ სასტუმროში განთავსება
▪ საუზმე
▪ შიდა გადაადგილება
▪ დაზღვევა
▪ ტრანსფერები
▪ გიდის მომსახურება
▪ ციურიხში ექსკურსია
▪ ბერნში ექსკურსია
▪ ჟენევაში ექსკურსია
▪ დელფტში ექსკურსია
___________________________
შენიშვნა! საგზურის ღირებულებაში არ შედის ავიაბილეთების თანხა,
რომელიც დამოკიდებულია თქვენთვის სასურველ მოგზაურობის პერიოდზე და ავიაკომპანიაზე
_____________________________
აუცილებელი გადასახადები:

ყურსასმენები ტურის სრულ პერიოდზე 15 ევრო

მოსაკრებელი სასტუმროებში 1- დან 3.5 ევრომდე ერთი ღამე ერთი ადამიანი

_____________________________

ჩვენთან მუდამ სეზონია
მის:ქუჩიშვილის N12 ვერა – https://bit.ly/2IstVN3
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
www.goodtravel.ge

8 დღე / 7 ღამე
  • გამგზავრება
    თბილისი/ქუთაისი
  • ღირებულებაში შედის
    ▪ სასტუმროში განთავსება ▪ საუზმე ▪ შიდა გადაადგილება ▪ დაზღვევა ▪ ტრანსფერები ▪ გიდის მომსახურება ▪ ციურიხში ექსკურსია ▪ ბერნში ექსკურსია ▪ ჟენევაში ექსკურსია ▪ დელფტში ექსკურსია
  • ღირებულებაში არ შედის
    ავიაბილეთების თანხა

ქვეყნის შესახებ