logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ესპანური ბალადა

ესპანური ბალადა

7750₾ ერთ ადამიანზე

🔹19-20 აპრილი – მალაგა
„ერთხელ იმ გზაზე, რომელიც კადისიდან გიბრალტარამდე მიიკლაკნება, ერთი კაცის ყველა ოხვრას ზღვა ითვლიდა, და კაცმა კარგ ლექსად თქვა: „ჩემო გოგონა, რამდენი ხომალდია მალაგას ნავსადგომებში!“ და ამ კაცს ერქვა ფედერიკო გარსია ლორკა.

და ჩვენც დავსხდებით ზღვის პირას, რომელიც ოდესღაც ლორკას ოხვრას ითვლიდა, და გავხედავთ მალაგას ნავსადგომებთან ხომალდებს, და ლექსებსაც ვიტყვით, ამბებსაც მოვყვებით და კარგ გუნებაზეც ვიქნებით, იმიტომ რომ აქ, მალაგაში, იწყება ჩვენი დიდი და შესანიშნავი გზა.”

🔹19-20 აპრილი
La Farola
Center Pompidou
Park Malaga
Plaza Marina
Calle Larios
Plaza Constitucion
Catedral de Malaga
Teatro Romanos
Castillo de Gibralfaro
მალაგა, ერთ-ერთ ყველაზე მზიანი ქალაქი, რომლის ისტორია ორიათასზე მეტ წელს ითვლის და სადაც სხვადასხვა ცივილიზაციამ თავისი წარუშლელი ნაკვალევი დატოვა.

„ქალაქი სამოთხე“- ასე უწოდა მას ნობელიანტმა პოეტმა და ჩვენი მოგზაურობის პირველ დღეებს სწორედ მის განსაკუთრებულ ადგილებს დავუთმობთ. სანაპირო ზოლის და მალაგის პარკის ეგზოტიკური მცენარეების გავლით ჩვენ მოვხვდებით ქალაქის უძველეს ქუჩებში, ვნახავთ ანდალუსიის მარგალიტად წოდებულ კათედრალს, რომელიც ორი საუკუნის განმავლობაში შენდებოდა და მის კედლებზე, დროის მსვლელობამ, არქიტექტურის ორი განსხავებული სტილი ერთმანეთს შეუხამა და სამუდამოდ დაუკავშირა. მოვინახულებთ რომაულ თეატრს, არქეოლოგიურ აღმოჩენას, რომელსაც შემთხვევით მიგნებას უწოდებენ. გავუყვებით მე -14 საუკუნის ციხე-სიმაგრისკენ, ხიბრალფაროსკენ მიმავალ გზას, რომელიც ზღვის დონიდან 142 მეტრის სიმაღლეზე აგვიყვანს და დაგვარწმუნებს, რომ ამ ქალაქში ზღვა ცას ნამდვილად ერწყმის და მზის ჩასვლა დაუვიწყარ სანახაობად იშლება.
სასტუმრო მალაგაში : Hotel Guadalmedina

🔹21-22 აპრილი – გრანადა
„თუ გოთიკა გიზიდავთ, თუ აღორძინების ხანა გაინტერესებთ, თუ ბოშების გამოქვაბულების უბნის ნახვა გნებავთ, თუ მავრიტანული ხუროთმოძღვრების ტრფიალი ბრძანდებით – გრანადას ეწვიეთ. მათთვის, ვინც ეძებს სიყვარულს, არსებობს გრანადა. მათ გასახარად, ვისაც უცხო სურნელი და გემო იზიდავთ, გრანადას უამრავი სასწაული აქვს მომზადებული. და ისინი, ვისაც თამამად ვუჯერებ, დიდი პოეტები, მოგზაურები და ვარსკვლავმრიცხველები, ლექსად და ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ გრანადას დარი ქალაქი ამქვეყნად სულ ერთი-ორია.

ალბათ, სევილია. ჰო. და კორდობა.
ეს უკვე თავად უნდა გადაწყვიტოთ“

🔹21 – აპრილი
Antequera
Castillo de Alcazaba
Palacio de los Marqueses de la Peña
de los Enamorados
Real Monasterio San Geronimo
Capilla Real
Catedral de Granada
Palacio de Madraza
Corral del Carbon
Jardin Botaniko
San Geronimo
გრანადაში მისვლამდე „ანდალუსიის გულში“, ისტორიულ პატარა ქალაქ ანტეკერაში აღმოვჩნდებით, რომელიც არსებობის 6000- ზე მეტ წელს ითვლის და გეზს გრანადისკენ ავიღებთ, სადაც ვესტუმრებით კათედრალს – სანტამარია დე ლა ენკარნასიონს, რომელიც ესპანეთში რენესანსის პერიოდის ყველაზე მშვენიერ ქმნილებად ითვლება. ვნახავთ 500 წლის წინ ჩაფიქრებულ და კათოლიკე მეფეების მიერ სისრულეში მოყვანილ გოთიკური სტილის 47 მეტრიან ნაგებობას, რომელშიც, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობასთან ერთად, სამეფო სამარხია განთავსებული. ვისეირნებთ მე- 19 საუკუნეში შექმნილ ბოტანიკურ ბაღში, რომელშიც არაერთი საუკუნოვანი მცენარე ბინადრობს. ჩვენს მარშრუტს კი სან ხერონიმოს მონასტერის მონახულებით დავასრულებთ, რომელიც რეკონკისტას შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნიმუშია ამ მიწაზე.

🔹22 აპრილი
Alhambra
Parque de las Ciencias
Barrio de Garcia Lorca
Paseo de los tristes
Albacin de Sacromonte
Mirador del Sant Nicolas
ამ დღის მოგზაურობის განრიგი ევროპის უკანასკნელ არაბულ ციხე-სიმაგრესთან მიგვიყვანს, რომელზეც გეომეტრიული ფიგურების და კალიგრაფიის ნაზავი უნიკალურ ერთობას ქმნის, გავუყვებით გარსია ლორკას მარშრუტს, რომელიც გაგვიძღვება ქალაქის განსაკუთრებულ კვარტალში, სადაც ერთმანეთს ერწყმის არაბული და ქრისტიანული კულტურა და თავის ქუჩებში მაგნიტივით იზიდავს არამარტო ჩასულ სტუმრებს, არამედ ადგილობრივებს, მუსიკოსებს, მხატვრებს.
მოვინახულებთ ფერდობზე გაშენებულ ბოშურ უბანს. ვნახავთ გასაოცარ მზის ჩასვლას.
სულ ბოლოს კი მეცნიერების პარკშც მოვხვდებით, სადაც მეცნიერება და კულტურა ინტერაქციული ექსპონანტებით ერთმანეთს უკავშირდება.

სასტუმრო გრანადაში: Sercotel Palacio de los Gamboa

🔹23-24 აპრილი – კორდობა
„ფედერიკო გარსია ლორკა ამბობდა, ჰყვებოდა, მღეროდა, რომ კორდობა შორსაა, მარტო დგას, და უზარმაზარი მთვარის შუქში, შავ ცხენზე ამხედრებული პოეტი ფიქრობს, რომ კორდობის კოშკებიდან მაცქერალი კარგს არაფერს უქადის. ჩვენ კი კორდობა გულში ჩაგვიკრავს, რომაულ ხიდზე გადაგვატარებს, ოკრობოკრო ქუჩებში საჩუქრებს დაგვახვედრებს, ტაძრების და სასახლეების კარს გაგვიღებს და თუ დავნებდებით, თავი პროსპერ მერიმეს “კარმენის“ გმირებიც გვეგონება.“

🔹23 აპრილი
La Mezquita Catedral
Alcazar de los Reyes Cristianos
Barrio judio, Sinagoga
Torre de la Calahorra
Puente Romano, Puerta de Puente
ამ დღის მოგზაურობას ორი რელიგიის თანაცხოვრების უნიკალური ადგილიდან – კორდობას მეჩეთიდან დავიწყებთ, ქალაქის ისტორიული ცენტრის მარგალიტი, რომელიც სიდიდით მესამე მეჩეთია მსოფლიოში. რეკონკისტას შემდეგ, 1523 წელს, მის სივრცეში აშენდა აღორძინების პერიოდის ქრისტიანული ბაზილიკა. შემდეგ სამეფო სასახლეს ალკასარს მოვინახულებთ, რომელიც კორდობას მმართველთა სამყოფელს საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა და რომაულ, ვიზიგოთურ, არაბულ და ანდალუსიურ კულტურას აერთიანებს. მოვხვდებით ებრაული კვარტალში სადაც ვნახავთ – ერთადერთ სინაგოგას ანდალუსიაში, რომელიც პირველადი სახითაა შენარჩუმებული, გავივლით რომის იმპერიის დროს გადებულ რომაულ ხიდზე, რომლის მახლობლად სამი კულტურის მუზად მიჩნეული კალაორას კოშკი შეგვხვდება.

🔹24 აპრილი – კორდობა
ანტიკური სოფელი Medina Azahara
Plaza de La Corredera
Jardines Huerto de Orive
Palacio de Viana
მარშრუტს მედინა აზაჰარით „ ბრწყინავი ქალაქის“ მონახულებით დავიწყებთ, სადაც მასშტაბური არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნათლად ჩანს ისლამური კორდობას დიდება, ეს ფანტასტიკური სასახლე- ქალაქი დღეს ფრაგმენტების სახით არის მოღწეული, რომელიც მაინც წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. შემდეგი მიმართულება კორდობას ცნობილი მოედანია, მართკუთხედი ფორმის ერთადერთი მოედანი ანდალუსიაში, რომელიც კასტილიურ
ხასიათს იმეორებს და ადამიანების თავშეყრის გამორჩეულ ადგილს ქმნის. მოვინახულებთ ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სასახლეს რომელშიც ანდალუსიური სტილის თორმეტი შიდა ეზო (პატიო ) ერთად არის თავმოყრილი.
სასტუმრო კორდობაში: Eurostars Conquistador

🔹25-26 აპრილი – სევილია
„თორმეტკუთხიანი ოქროს კოშკი გვადალკვივირის ნაპირებზე გაშენებულ ქალაქს დასცქერის. ეს სევილიაა, სასტიკი მმართველების, დიდი პოეტების, საბედისწერო ქალების და თავზეხელაღებული ავანტიურისტების სამშობლო. ჰყვებიან, თავად გმირმა ჰერაკლემ დააარსაო, მაგრამ ეს არავინ იცის. ის კი ნამდვილად ვიცით, რომ სევილიის კათედრალური ტაძარი ზეცამდეა აღმართული, ხეივნებში ვარდის სურნელი ტრიალებს და ფორთოხლის ხეები დგანან მწკრივად, და საუკუნეების განმავლობაში დიდი მეფეები ალკასარის სასახლიდან მართავდნენ ესპანეთს.“

🔹25 აპრილი
Plaza Espana
Parque Maria Luisa
Torre de Oro
Plaza de Toros
La Giralda
Catedral de Sevilla
Royal Alcazar
Naranjos
სევილიის გაცნობას მისი გამორჩეულ ადგილის, ოვალური ფორმის ესპანეთის მოედნით დავიწყებთ, რომლის გასაოცარი სილამაზის კერამიკული პანო არაერთ საინტერესო ამბავს გადმოცემს. დაკვირვებულმა თვალმა ამ ულამაზეს მოედანზე „ვარსკვლავური ომების“ კადრებიც კი შეიძლება ამოიცნოს. მოვინახულებთ ესპანეთის ერთ-ერთ მთავარ მარგალიტს, მსოფლიოს ყველაზე დიდ გოთიკურ ტაძარს, აჟურული ორნამენტებით შექმნილ არაბულ კოშკს ხირალდას, რომელიც მე-12 საუკუნიდან მოყოლებული ასი მეტრის სიმაღლიდან დაჰყურებს ქალაქს. მოვისმენთ „ოქროს ვაშლების“ ლეგენდას და ფორთოხლების ბაღის გავლით მივალთ მდინარის პირას ეულად დარჩენილ ოქროს კოშკამდე. ვესტუმრებით 1761 წელს აშენებულ კორიდის სახელგანთქმულ მოედნს, Real Maestranza, სადაც უძველესი ტრადიციის ირგვლივ განვითარებულ ამბებს ვნახავთ და მოვისმენთ.

🔹26 აპრილი
RUTA de Don Juan
Hosteleria de lauren
Barrio de Santa Cruz
Plaza de Doña Elvira
Plaza Santa Cruz
Jardines de Murillo
Las Cetas
Real parroquia de Santa Maria
Puente de Isabel II
Barrio de Triana
Mercado de Triana
Flamenco
მეორე დღეს დონ ჟუანის მარშრუტს გავუყვებით და ვნახავთ იმ განსაკუთრებულ ადგილს, საიდანაც ამ სახელგანთქმული პერსონაჟის ამბავი იღებს სათავეს, მოვივლით სანტა კრუსის კვარტალს, რომლის უძველესი პატიოების, მოედნების და ტაძრების გავლით წარსულში მოხვედრა ძალიან მარტივია. მოვინახულებთ სამეფო სასახლეს – სევილიის ალკასარს, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის არაბული სტილი და გოთიკა.

მოვინახულებთ სოკოებად წოდებულ თანამედროვე ძეგლს, ხის კონსტრუქციას, რომლის საშუალებით სევილიის ცაში გასეირნებას და ქალაქის სულ სხვა სიმაღლიდან აღმოჩენას შევძლებთ. ამ ადგილს ერთერთ ყველაზე შთამბეჭდავი ფოტოების გადასაღებ ადგილადაც მოისხენიებენ. მოვინახულებთ სანტა მარიას ეკლესიას,სადაც მნიშვნელოვანი კულტურული ნიმუშებია დაცული. ვნახავთ ისაბელ II ხიდს, ტრიანას სახელით ცნობილს, რომელიც არაერთი ხელოვანის ინსპირაციის წყაროდ ქცეულა და ამავდროულად ქალაქის ისტორიული ნაწილის და ყველაზე პოპულარული ტრიანას რაიონის ერთმანეთთან აკავშირებს. ტრიანას ქუჩებში გასეირნება და ტორეადორების, ფლამენკოს მოცეკვავეების, კერამიკის ოსტატების უბნის აღმოჩენა განსაკუთრებული გამოცდილება და ჩვენი ანდალუსიური მოგზაურობის ფინალური ნაწილი იქნება.
სასტუმრო სევილიაში: Hotel Virgen de los Reyes

🔹27 აპრილი – გამგზავრება მალაგის აეროპორტში, ტურის დასრულება

ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 2720 ევრო (ექვივალენტი ლარში)

ფასში შესულია:
🔹ორმხრივი საერთაშორისო ავიაბილეთი;
🔹დაზღვევა;
🔹ყველა ტრანსფერი;
🔹ყველა საექსკურსიო ბილეთი;
🔹სრული სატრანსპორტო მომსახურება საექსკურსიო საათებში;
🔹კონდიცირებული მიკროავტობუსით;
🔹ადგილობრივი ქართულ ენოვანი გიდი;
🔹ქართულენოვანი გამყოლი;
🔹ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმროები საუზმით ცენტრში ;
🔹მწერალ ანა კორძაია სამადაშვილის სამი ლექცია ტურის განმავლობაში

ფასში არ შედის:
🔹სადილი, ვახშამი
🔹ფლამენკოს შოუს და ვახშმის საფასური 70 ევრო ერთი ადამიანი
🔹ნებისმიერი პირადი და სხვა ხარჯი რაც არ არის ტურში ნახსენები
🔹ერთ ადგილიანი განთავსება ნომერში ( single room ) მარტო განთავსების სურვილის შემთხვევაში ტურის ღირებულებას ემატება 789 ევრო

ტურის დროს გამოყენებული სასტუმროები:
მალაგა – https://www.booking.com/Share-kUus39
გრანადა – https://www.booking.com/Share-fZmQm5R
გორდობა – https://www.booking.com/Share-UWs8tBw
სევილია – https://www.booking.com/Share-Ok8M6D

დაგვიკავშირდი: ☎️ (032) 2 300-700;

ან გვესტუმრე ახალ მისამართზე:
📌 თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17

ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია ☀️
www.goodtravel.ge

 

You don't have permission to register