logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

იტალია / შვეიცარია / ლიხტენშტაინის სამთავრო

იტალია / შვეიცარია / ლიხტენშტაინის სამთავრო

1120₾ ერთ ადამიანზე

მილანი – (ბერგამო) – (ვერონა) – ლიხტენშტეინის სამეფო – ციურიხი – (ლუცერნი) – (შტაინ ამ რაინი და რეინის ჩანჩქერი – ბერნი – ტურინი – მილანი

გასვლები ყოველ კვირა დღეს: 23 ოქტომბრიდან 26 მარტამდე (2023 წელი)

მილანი / კვირა
მილანში ჩაფრენა. აეროპორტში პარტნიორი კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა, რომელსაც ხელში ეჭირება დაფა, წარწერით – „Europe Voyage”. ”.  მხოლოდ ადრეული რეისით ჩაფრენილთათვის  შესაძლებელია დაორგანიზდეს ფაკულტატური ექსკურსია: ბერგამოში გამგზავრება. ტრანსფერი და სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში.

მილანი – (ვერონა) / ორშაბათი
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო შოპინგისათვის. მსურველთათვის ფაკულტატური ექსკურსია ვერონაში – მსოფლიოს ერთ-ერთ საკვირველ ქალაქში, რომეოსა და ჯულიეტას სამშობლოში. ამ თავგადასავლის განმავლობაში დამატებით გექნებათ შესაძლებლობა, რომ მოინახულოთ ბუნებრივი წყაროების მქონე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ტბის კურორტზე – ქალაქ სირმიონეში არსებული გარდის ტბა. სასტუმროში დაბრუნება. ღამისთევა სასტუმროში.

ლიხტენშტეინი – ციურიხი / სამშაბათი
საუზმე სასტუმროში. ციურიხში გადაბარგება. გზად ლიხტენშტეინის ერთ-ერთ სამთავროში გაჩერება. ამ სახელმწიფოს ფართობი სულ რაღაც 160 კვ.კმ -ია, მისი ფართობის ¾ ნაწილი მთებს უჭირავს. დედაქალაქის ისტორიული ცენტრის დათვალიერება თანმხლებ ჯგუფთან ერთად. ციურიხში – შვეიცარიის ფინანსურ ცენტრში. ექსკურსია ქალაქის ისტორიულ შუაგულში გიდის თანხლებით. თავისუფალი დრო. ციურიხის მიდამოებში არსებულ სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში.

(რეინის ჩანჩქერი – შტაიმ ამ რაინ-ლუცერნი) / სამშაბათი
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო ან მსურველთათვის დღის პირველ ნახევარში დაიგეგმება ფაკულტატური ექსკურსია რეინის ჩანჩქერზე და მის პირას გაშენებულ ზღაპრულ ქალაქ შტაინ ამ რაინში. დღის მეორე ნახევარში დაორგანიზდება ფაკულტატური ექსკურსია ლუცერნის ისტორიულ ნაწილში, რომელიც ცნობილია ხის ხიდებითა და ძველი შპილებით, რომლებიც გაჰყურებენ მდინარე რეიმსის წყლებს. თავისუფალი დრო. სასტუმროში დაბრუნება. ღამისთევა სასტუმროში.

ბერნი / ხუთშაბათი
საუზმე სასტუმროში. შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში გადაბარგება. თანმხლებ გიდთან ერთად ქალაქის ცენტრში გასეირნება მოგცემთ შესაძლებლობას, რომ იხილოთ ძირითადი ღირსშესანიშნაობები, საათის კოშკი და ქვეყნის ყველაზე მაღალი ტაძარი, ასევე პირისპირ შეხვდებით ცოცხალ დათვებს და საკუთარი ყურით მოისმენთ მათ ღრიალს. მსურველებს ექნებათ საშუალება, მოინახულოთ ყველაზე ფოტოგენური ალპური სოფელი – გრუიერი და ასევე დაგემოვნოთ იქაური განთქმული ყველი. იტალიაში გადასვლა. გზად შვეიცარიის ერთ-ერთი ჩინებულ კურორტზე დაყოვნება. ქალაქ მონტრე განლაგებული ჟენევის ტბის სანაპიროზე, რომელიც ქვეყნის ყველაზე გრძელი ტბის სანაპირო ხაზია. ამ ადგილს უდიდესი ისტორია აქვს, იქ დგას ფრედი მერკურის, ნობაკოვის და კიდევ მრავალი უნიჭიერესი და გამოჩენილი ადამიანის ძეგლები. შვეიცარიის ყველაზე მონახულებადი ღირსშესანიშნაობa – შილონის ციხე სწორედ ქალაქ მონტრეში მდებარეობს. ტურინის შემოგარენში, პიემონტის რეგიონში არსებულ სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში.

ტურინი – მილანი / პარასკევი
საუზმე სასტუმროში. ტურინის ცენტრში გადასვლა. ტურინი – მე-20 ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი და ცნობილი ტურინის გარდამოხსნის ადგილსამყოფელი. ქალაქის ისტორიულ ცენტრში გასეირნება, კასტელოს მოედანი – ტურინის გულია, ასევე გამოსარჩევია პალაცო რეალე, სავოის დინასტიის სამეფო სასახლე და პალაც მადამა, მოლე-ანტონელიანა საკრა სინდონეს საკათედრო ტაძარი თავისი კაპელით, სადაც ინახება ტურინის გარდამოხსნა. თავისუფალი დრო. ფაკულტატურად დაროგანიზდება ექსკურსია სამეფო სასახლეში, რომელიც ერთ-ერთ მდიდრულ სამეფო რეზიდენციადაა აღიარებული. იქ გექნებათ საშუალება, დაათვალიეროთ სამეფო აპარტამენტები, სავიოას გვარის მეფეების კარის არქიტექტორების ნამუშევრები, რომელთა სახელები შესულია მსოფლიო ხუროთმოძღვრების ისტორიაში. სამეფო იარაღიას პალატა განთქმულია 62-ფერიანი მარამრილოთი, იქ ინახება ცივი და ცეცხლსასროლი იაღარის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული კოლექცია. თქვენ იხილავთ საჭურველისა და ცხენის აღკაზმულობის ერთადერთ ექსპოზიციას მეფე კარლო ალბერტოს პირადი კოლექციიდან. ასევე შეძლებთ დუმის ტაძრის კაპელაში მოხვედრას, ნახავთ არქიტექტორ გუარინო გუარინის მიერ დაპროექტებულ ბაროკოს სტილის ყველაზე ცნობილ გუმბათს, სადაც ინახებოდა გარდამოხსნა 1997 წლამდე. გადასვლა მილანში ავტობუსით ან მატარებლით. განთავსება და ღამისთევა სასტუმროში.

მილანი / შაბათი
საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი აეროპორტში.

ტურის ღირებულება 1120 ლარი / ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში

ღირებულებაში შედის:

  • 3-4* ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება
  • საუზმე
  • ჯგუფური ტრანსფერი აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტის მიმართულებით (მალპენსის აეროპორტში შესრულებული ყველა რეისის შემთხვევაში);
  • სატრანსპორტი მომსახურება რუსულენოვანი ასისტენტის თანხლებით
  • ექსკურსიები ლიცენზირებული რუსულენოვანი გიდის თანხლებით მილანსა და ციურიხში;
  • ტურინის, ბერნის, ლიხტენშტეინის მონახულება რუსულენოვანი ასისტენტის მხლებლობით;

დამატებითი ექსკურსიები (რომელთაც ირჩევთ და იხდით თქვენი ნება-სურვილის მიხედვით):

  • მუზეუმში შესასვლელი ბილეთი
  • ლა სკალას თეატრალური მუზეუმი – 25 ევრო (ღირებულებაში შედის შესასვლელი ბილეთის საფასური)
  • ექსკურსია მილანში არსებულ დუომოს საკათედრო ტაძარში
  • ექსკურსია ლუცერნში – 60 ევრო
  • ჩანჩქერებისა და შტაინ ამ რაინის დასათვალიერებლად გამგზავრება – 60 ევრო
  • ექსკურსია ვერონაში – 55 ევრო
  • გარდის ტბის მონახულება – 10 ევრო;
  • მაჯორის ტბაზე გასეირნება – 50 ევრო (ღირებულებაში შედის კატერით მგზავრობის საფასური)
  • სასახლესა და ბოტანიკურ ბაღში შესასვლელი ბილეთი – 17 ევრო (იზოლა ბელა)
  • ქალაქ მონტრეს მონახულება – 10 ევრო
  • ქალაქ გრიუერში სტუმრობა – 10 ევრო
  • ექსკურსია სამეფო სასახლეში – 35 ევრო (ღირებულებაში შედის შესასვლელი ბილეთის საფასური)

აუცილებლად გადასახდელი:

  • ტურისტული გადასახადი სასტუმროებში
  • ყურსასმენებით სარგებლობა მთელი ტურის განმავლობაში – 16 ევრო

დამატებითი გადასახდელები:

  • დამატებითი გადასახადი ბერგამოს აეროპორტში(-დან) ტრანსფერში – 45 ევრო/კაცზე ერთი მიმართულებით.
  • ავტობუსის წინა რიგში ჯდომისას დამატებითი გადასახადი ერთ ადამიანზე შეადგენს – 50 ევროს, მეორე რიგში – 40 ევროს, მესამეში – 30 ევროს.

4 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვები ტურში მონაწილეობას ვერ მიიღებენ:

  • იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაში მითითებულია ერთი და იმავე კატეგორიის ორი ან მეტი სასტუმრო, კომპანია „Europe Voyage“ იტოვებს იმ სასტუმროს საბოლოოდ შერჩევის უფლებას, სადაც იცხოვრებს ტურისტი.
  • ექსკურსიის ჩატარების განრიგი ტექნიკური მიზეზების გამო შეიძლება შეიცვალოს.
  • გამოფენების მოწყობის პერიოდშ შესაძლებელია განთავსება ქალაქის შემოგარენში არსებულ სასტუმროებში.
  • ჯგუფური ტრანსფერი შემოთავაზებულია პროგრამის პირველ და უკანასკნელ დღეებში. დამატებითი ღამეების დაჯავშნის შემთხვევაში აუცილებელია ინდივიდუალური ტრანსფერის დაჯავშნა ან ტურისტებს დამოუკიდებლად მოუწევთ დანიშნულების ადგილამდე მისვლა.
  • მაჯორეს ტბაზე გამგზავრება შესაძლებელია მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე.


იგივე შინაარსის ტური ხორციელდება:
პარასკევის და კვირის გასვლები (7 ღამე / 8 დღე): 22 ოქტომბრიდან 25 მარტამდე (2023 წელი)
შაბათს გასვლა და კვირას დაბრუნება, ასევე პარასკევს გასვლა და შაბათს დაბრუნება (8 ღამე / 9 დღე):
22 ოქტომბრიდან 25 მარტამდე (2023 წელი)

ღირებულებაში შედის:
🔹 3-4* ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება
🔹 საუზმე
🔹 ჯგუფური ტრანსფერი აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტის მიმართულებით (მალპენსის აეროპორტში შესრულებული ყველა რეისის შემთხვევაში);
🔹 სატრანსპორტი მომსახურება რუსულენოვანი ასისტენტის თანხლებით
🔹 ექსკურსიები ლიცენზირებული რუსულენოვანი გიდის თანხლებით მილანსა და ციურიხში;
🔹 ტურინის, ბერნის, ლიხტენშტეინის მონახულება რუსულენოვანი ასისტენტის მხლებლობით;

დამატებითი ექსკურსიები (რომესაც ირჩევთ და იხდით თქვენი ნებასურვილისდა მიხედვით):

  • მუზეუმში შესასვლელი ბილეთი
  • ლა სკალის თეატრალური მუზეუმი – 25 ევრო (ღირებულებაში შედის შესასვლელი ბილეთის საფასური)
  • ექსკურსია მილანში არსებულ დუომოს საკათედრო ტაძარში
  • ექსკურსია ლუცერნში – 60 ევრო
  • ჩანჩქერებისა და შტაინ ამ რაინის დასათვალიერებლად გამგზავრება – 60 ევრო
  • ექსკურსია ვერონაში – 55 ევრო
  • გარდის ტბის მონახულება – 10 ევრო;
  • მაჯორის ტბაზე გასეირნება – 50 ევრო (ღირებულებაში შედის კატერით მგზავრობის საფასური)
  • სასახლესა და ბოტანიკურ ბაღში შესასვლელი ბილეთი – 17 ევრო (იზოლა ბელა)
  • ქალაქ მონტრეს მონახულება – 10 ევრო
  • ქალაქ გრიუერში სტუმრობა – 10 ევრო
  • ექსკურსია სამეფო სასახლეში – 35 ევრო (ღირებულებაში შედის შესასვლელი ბილეთის საფასური)

აუცილებლად გადასახდელი:

  • ტურისტული გადასახადი სასტუმროებში
  • ყურსასმენებით სარგებლობა მთელი ტურის განმავლობაში – 15 ევრო
    დამატებითი გადასახდელები:
  • დამატებითი გადასახადი აეროპორტში(-დან) ტრანსფერში – 30 ევრო/კაცზე ერთი მიმართულებით.
  • ავტობუსის წინა რიგში ჯდომისას დამატებითი გადასახადი ერთ ადამიანზე შეადგენს – 50 ევროს, მეორე რიგში – 40 ევროს, მესამეში – 30 ევროს.

4 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვები ტურში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

  • იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაში მითითებულია ერთი და იმავე კატეგორიის ორი ან მეტი სასტუმრო, კომპანია „Europe Voyage“ იტოვებს იმ სასტუმროს საბოლოოდ შერჩევის უფლებას, სადაც იცხოვრებს ტურისტი.
  • ექსკურსიის ჩატარების განრიგი ტექნიკური მიზეზების გამო შეიძლება შეიცვალოს.
  • მაჯორეს ტბის დასათვალიერებლად გამგზავრება შესაძლებელია მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე.


დაგვიკავშირდი
☎️ (032) 2 300-700
სოფო: sophio@goodtravel.ge  ანა:  ana@goodtravel.ge

ან გვესტუმრე ახალ მისამართზე: 📌 თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17
ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია ☀️
info@goodtravel.ge