logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

კაპადოკია / ავტობუსით

კაპადოკია / ავტობუსით

490₾ ერთ ადამიანზე

მსოფლიოს მერვე საოცრებად მიჩნეული ბუნების უჩვეულო სასწაული; კლდეში ნაკვეთი და მიწისქვეშა ქალაქები; წმიდა ნინოსა და წმიდა გიორგის სამშობლო. შემოგვიერთდი 🤗 და აირჩიე სასურველი ვარიანტი:

🔶 I დღე:
შეკრების ადგილი გვაქვს თბილისი, ველოსიპედის ძეგლის ქვედა მხარეს, ელბაქიძის დაღმართზე და გავდივართ 11 საათზე. გადავალთ სარფის საზღვარზე და გზად გავივლით რიზეს, ტრაპიზონს და სამსუნს.

🔶 II დღე:
– ჩავდივართ კაპადოკიაში დილის 10-11 საათზე და დავათვალიერებთ:
– ,,ონიქსის სუვენირების მაღაზიას” (სუვენირების ბაზრობას);
– “უჩ ჰისარის” ციხესიმაგრეს – მტრედების ველი (მტრედების ქალაქი);
– განთავსება სასტუმროში, შესვლა ნომრებში 14:00 საათზე. დასვენება/თავისუფალი დრო.

– 19:00 საათზე გვექნება ვახშამი სასტუმროში, ხოლო 20:30 საათზე, სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ ესტუმროთ კლდეში ნაკვეთ ეგზოტიკურ რესტორანს. ე.წ. თურქიშ ნაითზე (Turkish Night), სადაც შეგიძლიათ გაერთოთ და ისიამოვნოთ აღმოსავლური ცეკვების საღამოზე და შოუ პროგრამაზე (ღირებულება 30$ პერსონაზე);

🔶 III დღე:
დილით, მზის ამოსვლისას გავემგზავრებით სიყვარულის მთაზე, საიდანაც ვუყურებთ საოცარ სანახაობას: ფერადი ბურთების ფრენას გორემეს თავზე (სურვილის მიხედვით შეგიძლიათ გასეირნება საჰაერო ბურთით).
დაბრუნება სასტუმროში / საუზმე.

დღის ექსკურსია:
– გორემე – ქალაქი მუზეუმი ღია ცის ქვეშ (ეკლესიების მოლოცვა IX-XIII სს.) აქლემებით გასეირნება და ფოტოსესია ,,კაპადოკიური სოკოების“ ფონზე. (სურვილით, ფასიანია);
– ,,მონქის ხეობა” –მსოფლიოს მე–8 საოცრება, ვულკანური წარმოშობის ძეგლები.
– ,,დევრენთის ხეობა” – ბუნებრივი ძეგლები და პანორამული ხედები;
-,,ზელვეს ხეობა“ – ადგილი, სადაც სხვა სამყაროა! (ამ ადგილს წითელ პლანეტა მარსს ადარებენ);
– დედოფლის ბაღები – ვულკანური წარმოშობის, ბუნებრივად ფორმირებული “ჯადოსნური ფერიები”;

დაბრუნება სასტუმროში / ვახშამი (შვედური მაგიდა, უგემრიელესი სამზარეულო)

🔶 IV დღე:
საუზმე სასტუმროში და 12:00 სთ-ზე გასვლა სასტუმროდან. დღის ექსკურსია:
– ,,ტკბილი ტური” (უგემრიელესი თურქული ტკბილეულის დაგემოვნება უფასოდ!) სურვილის შემთხვევაში, შეიძენთ ტკბილეულს, ჩაის, ყავას…
– ვეწვევით ძველ ქალაქ პროკოფიას, წმ.გიორგის ტაძარს და იოანე პროკოფიელის სახლს;
– ვიზიტი წმინდა ნინოს ულამაზეს სოფელ ორთაჰისარში, წმ. ნინოს სახლის და ტაძრის მოლოცვა;
– გამგზავრება წმ. გიორგის სოფელ ჩავუშინში, მოვინახულებთ ადგილს, სადაც გადმოცემის მიხედვით ცხოვრობდა წმ. გიორგი.
– გამგზავრება ქ. ავანოსში-ხელოსნების ულამაზეს ქალაქში. ექსკურსია ”სახალისო სიურპრიზი” (ასურული ნაკეთობების კერამიკული სახელოსნო და ,,შოუ პროგრამა“ თქვენი მონაწილეობით. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ხელით ნაკეთი კერამიკული ნაწარმი და სუვენირები);
– ტურის ბოლოს გამომგზავრება ტრაპიზონის მიმართულებით

🔶 V დღე:
– დილით ადრე ვეწვევით ტრაპიზონის მცირე აია სოფიას ტაძარს და გავეცნობით ტაძრის ისტორიას.

– შუადღით გავჩერდებით ქემალფაშაში, ,,ისტანბულ ბაზარის” სავაჭრო ცენტრში (დრო 1 საათი და 30 წუთი);
– 15:00 საათზე გადასვლა სარფის საბაჟოზე.
– 23:00 საათზე დაბრუნება თბილისში.

__________
ტურის ღირებულება: 490 ლარი

ღირებულებაში შედის:
🔶 მგზავრობა კომფორტული ავტობუსით;
🔶 Wi Fi სასტუმროს ტერიტორიაზე;
🔶 ექსკურსიები ქართულენოვანი (კვალიფიციური) გიდის მომსახურებით, რომელიც შემოგყვებათ ყველა მუზეუმში;
🔶 2 ღამისთევა 5* სასტუმროში;
🔶 კვება: საუზმე/ვახშამი (შვედური მაგიდა);
🔶 ღია(სეზონური) და დახურული აუზები/ფიტნესი/ ჯაკუზი სასტუმროში;

დამატებით:
🔶 კაპადოკიის ტაძრებში და მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები (დაახლოებით 60 – 80 ლარის ექვივალენტი ლირაში, სურვილის მიხედვით);
🔶 საჰაერო ბურთით გაფრენა (ღირებულება ცვალებადია);
🔶 Turkish Night -აღმოსავლური ცეკვების საღამო და შოუ პროგრამა ტკბილი სუფრით და ალკოჰოლური სასმელებით.(30 აშშ დოლარი);

!ტურამდე 7 დღით ადრე ჩარიცხული თანხა არ ბრუნდება!

⧖ გარანტირებული თარიღები:

🚍 28 ივნისი – 2 ივლისი
🚍 05-09 ივლისი
🚍 12-16 ივლისი
🚍 19-23 ივლისი
🚍 26-30 ივლისი
🚍 04-08 აგვისტო
🚍 11-15 გვისტო
🚍 26-30 იგვისტო
🚍 06-10 სექტემბერი
🚍 13-17 სექტემებერი
🚍 20-24 სექტემბერი
🚍 27 სექტემბერი – 1 ოქტომბერი
🚍 04-08 ოქტომბერი
🚍 11-15 ოქტომბერი

დამატებითი ინფორმაციისათვის ან ტურის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
✆ 514 895 895 – სოფო (ტურის მენეჯერი)

You don't have permission to register