logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ნეპალი-ბუტანი

ნეპალი-ბუტანი

7770₾ ერთ ადამიანზე

მიიღე დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ბუტანიდან “გუდ თრეველთან” ერთად.
ჯგუფს მეგზურობას გაუწევს მწერალი ბესო ხვედელიძე.

– 1 დღე – ჩაფრენა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში – ტრადიციული საზეიმო დახვედრა კატმანდუს აეროპორტში. ტრანსფერი სასტუმრომდე და დაბინავება. საფეხმავლო ექსკურსია და კატმანდუს ცენტრის გაცნობა ტურისტული უბანი ტამელის დათვალიერება, სამეფო მოედანი,  ცოცხალი ღმერთი კუმარი და მისი კოშკი. საღამოს ტრადიციული  ნეპალური ვახშამი სასტუმროს ტერასაზე და თავისუფალი დრო.

 

– 2 დღე – კრემაციის თეატრი (პაშუპატინატი),  ბოდნათჰის (ბუდას ტუპა – ყველაზე მაღალი ბუდისტური ტაძარი) დათვალიერება. მაიმუნების სასახლე – ბუდისტური კომპლექსის ვაიამბუტნატჰი და დაბრუნება კატმანდუში. თავისუფალი დრო

 

– 3 დღე – ძველი დედაქალაქის პატანის სამეფო მოედანის დათვალიერება და ვიზიტი პატანის მუზეუმში. ასევე ძველი დედაქალაქი – ბჰაკტაპურის ნახვა და ნამო ბუდას მონასტერი.

გაფრენა კატმანდუდან პაროსკენ და გადასვლა  თიმპუში.  დახვედრა პაროს აეროპორტში. შეხვედრა ბუტანელ გიდთან, ტრანსფერი სასტუმრომდე და დაბინავება. საღამოს ქალაქში გასეირნება.

 

– 4 დღე – საუზმის შემდეგ  ესტუმრებით პუნახა ძონგს, შუასაუკუნეების ულამაზეს ციხესიმაგრეს, ეროვნულ  ბიბლიოთეკას, ხელოვნებისა და რეწვის სკოლას, ტექსტილისა და ხალხური მემკვიდრეობის მუზეუმს, ბუტანის მატერიალური კულტურისა და ცხოვრების ტრადიციების გაცნობის შემდეგ ლანჩი და  გამგზავრება ჩორტენის მემორიალში. გამგზავრება  პუნახასკენ დოჩულას უღელტეხილის გავლით.

 

– 5 დღე – საუზმის შემდეგ ესტუმრებით პუნახას ძონგს, რომელიც აშენდა სტრატეგიულად 1637 წელს მდინარეების ფო ჩჰუსა და მო-ჩჰუს შესასვლელთან. გამგზავრება ვანდეუპოდრანგში, რომელიც განთქმულია ბამბუკის პროდუქტებით, ფილებით, ქვის მოჩუქურთმებით  და ადგილობრივი ბაზრით. ლანჩის შემდეგ დოჩულას უღელტეხილზე მოინახულებთ სიმთოხა ძონგის, რომელიც დღემდე ინახავს ბუდისტური სწავლების სახლებს.

 

– 6 დღე – საუზმის  შემდეგ  გასეირნება  ბუტანის  ყველაზე პოპულარული ადგილის  ვეფხვის ბუდისკენ,  რომელიც ასევე ცნობილია როგორც ტაკსანგის მონასტერი.

 

– 7 დღე – საუზმის შემდეგ გაფრენა პაროდან კატმანდუში. დახვედრა აეროპორტში და დაბინავება სასტუმროში.

 

– 8 დღე – თავისუფალი დღე კატმანდუში და საღამოს გამოსამშვიდობებელი ვახშამი სასტუმროს ტერასაზე.

 

– 9 დღე – საუზმის შემდეგ ტრანსფერი კატმანდუს აეროპორტში და გამოფრენა თბილისიში.

 

 

ღირებულებაში შედის:
✈ავიაბილეთი თბილისი-შარჟა-კატმანდუ და უკან დაბრუნება (ვიაკომპანია Air Arabia)
☼ სამოგზაურო დაზღვევა
☼ ტურში მითითებული ყველა ტრანსფერი
☼ სასტუმროში განთავსება
☼ ქართულენოვანი გიდის მომსახურება
☼ სამუზეუმო ბილეთები და მოსაკრებლები
☼ საუზმე ნეპალში
☼ 3ჯერადი კვება ბუტანში
✈ავიაბილეთი კატმანდუ-პარო-კატმანდუ
☼ გამოსამშვიდობებელი ბანკეტი კატმანდუს სასტუმროს ვერანდაზე

 

ღირებულებაში არ შედის:
☼ ვიზის მოსაკრებელი, რომელიც ფორმდება კატმანდუს აეროპორტში. ვიზის ღირებულება 25$.
​_______________________
ტურის შეძენა შესაძლებელია განვადებით!
_______________________
ტურის მენეჯერი:
ნათია იმესაშვილი
2 -300 -700; (შიდა ნომერი 203);
555 600-548;
natia@goodtravel.ge
_______________________
ჩვენთან მუდამ სეზონია
მის:ქუჩიშვილის N12 ვერა – https://bit.ly/2IstVN3
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
www.GoodTravel.ge

  • გამგზავრება
    თბილისი
  • ღირებულებაში შედის
    ✈ავიაბილეთი თბილისი-შარჟა-კატმანდუ და უკან დაბრუნება (ვიაკომპანია Air Arabia) ☼ სამოგზაურო დაზღვევა ☼ ტურში მითითებული ყველა ტრანსფერი ☼ სასტუმროში განთავსება ☼ ქართულენოვანი გიდის მომსახურება ☼ სამუზეუმო ბილეთები და მოსაკრებლები ☼ საუზმე ნეპალში ☼ 3ჯერადი კვება ბუტანში ✈ავიაბილეთი კატმანდუ-პარო-კატმანდუ ☼ გამოსამშვიდობებელი ბანკეტი კატმანდუს სასტუმროს ვერანდაზე
  • ღირებულებაში არ შედის
    ☼ ვიზის მოსაკრებელი, რომელიც ფორმდება კატმანდუს აეროპორტში. ვიზის ღირებულება 25$.

ქვეყნის შესახებ

You don't have permission to register