logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ფერადი და ეგზოტიკური მაროკო

ფერადი და ეგზოტიკური მაროკო

9900₾ ერთ ადამიანზე

აი როგორი ზღაპრული მოგზაურობა გვაქვს დაგეგმილი მაროკოში: კასაბლანკა / რაბათი / ასილა /ტანჯირი / რიფის მთები / შეფშაუენი / უაზანე / ვულობილი / მეკნესი / ფესი / იფრანე / აზროუს ტყე /მედდილტი / ერრაჩიდია / ერფუდი / საჰარას უდაბნო – მერზუგა / თოდღას ხეობები / ოუარზაზატე – მაღალი ატლასის მთები და მარაკეში

მაროკო, ეს არის ფერადი, განსხვავებული, მრავალფეროვანი, ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა უდაბნოს ვარსკვლავი, თავისი აღმოსავლეთ აზიური და აფრიკული კულტურის ნაზავით და სამზარეულოთი.

ჩვენთან ერთად ისეთ ადგილებს აღმოაჩენთ, რომელსაც სტანდარტული ტურის ფარგლებში ვერ ნახავთ. ადგილობრივების თვალით გვინდა დაგანახოთ იქაური ყოფა, გამორჩეულად ავთენტური ადგილები და მიგაღებინოთ მდიდარი გამოცდილება, შემოგვიერთდი:

დღე 1 კასაბლანკა
იდუმალი ქვეყნის გაცნობას მსოფლიოში ყველაზე მაღალი 210 მეტრიანი მინარეთის მქონე ჰასან II-ის მეჩეთში ვიზიტით დავიწყებთ. ატლანტის ოკეანისკენ გზად ფრანგ არქიტექტორ მიშლე პინსოსმსოფლიოში სიდიდით მეორე მეჩეთი აუგია. ეს არის არქიტექტურული შედევრი მინის იატაკით, რომელიც ერთდოულად 2500 ვიზიტორს იტევს, წარმოუდგენელი სილამაზე და დიდებულობა უცებ დაატყვევებს თქვენს გულს, გავუყვებით აღმა ქათქათა მედინას ადგილობრივი ბაზრობის უკეთ აღსაქმელად და შემდეგ რაბათში, გადავინაცვლებთ, მდინარე ბუ რერეგის შესართავთან, ზედ ატლანტის ოკეანის პირას, მდებარეობს მაროკოს სამეფო კაპიტოლიუმი – მისი აღმატებულება ქალაქი რაბათი. სწორედ აქ გავათენებთ პირველ ღამეს და მოვემზადებით 11 დღიანი მაროკოული ამბების ჩვენეულად დასაწერად.

ღამისთევა: Farah Rabat– https://www.booking.com/Share-QnuOuk

დღე 2 : რაბათის ისტორიული ტური 
კასბაოდაიაში, ჩელას ნანგრევები, მეფეთა მავზოლეუმი, ჰასანის კოშკში და ასილა

ორ მილიონიანი ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების ერთ დღეში ჩატევა მარტივი არ არის, თუმცა ჩვენ შევეცდებით 12 საათიან საექსკურსიო დროში გავეცნოთ რაბათის უძველეს ისტორიას, დავათვალიეროთ მისი ულამაზესი გუმბათებით, მინარეთებით, ფართო გამზირებით, გავისეირნოთ და ვიპოზიოროთ ოუდაია კასბას ჩრდილოეთ ალმოჰადის კედლებთან. კასბა აშენდა მოულა ისმაილის მიერ 1672-1727 წლებში ქალაქის დასაცავად და შემოსაზღვრულია ალმოჰადის პერიოდის გალავანებით. მოვინახულებთ Bab Oudaia-ს, რომელიც არის მონუმენტური კარიბჭე და ალმოჰადის სამხედრო არქიტექტურის მაგალითი. შევივლით Musée de Oudaïa, Moulay Ismaïl-ის სასახლეში, სადაც გამოფენილია მაროკოს ხალხური ხელოვნების კოლექციები. შუადღის მზეს საოცარ ანდალუსიურ ბაღში დავემალებით. დღის მეორე ნაწილს ქალაქის მედინას დათვალიერებით განვაგრძობთ.

მაროკოში ჩამოსულმა „შოპაჰოლიკმა“ თუკი რამის ყიდვა შეიძლება ინატროს, მედინაში ყველაფერს ერთად აღმოაჩენს. მაღაზიების ლაბირინთებში დაკარგულები მივადგებით აქაურობის სევდიან ღირსშესანიშნაობას „Place Souk el-Ghezel“ (მატყლის ბაზრის მოედანი). აქ ოდესღაც ქრისტიანებს მონებად ყიდდნენ. მოვივლით ძველ საკონსულო და ახლა უკვე ქალაქის ყველაზე ცოცხალ უბნის – „Rue des Consuls“ მიდამოებს. Rue Souk-ის სამხრეთით ვეწვევით მელას, ებრაულ უბანს. გზას ბორცვის თავზე წამოჭიმულ ჰასანის კოშკისკენ განვაგრძობთ. იქაურობა რაბათის ემბლემადწოდებულ გიგანტურ Wadi Bou Regreg-ის მეჩეთს და ულამაზეს დაუმთავრებელ მინარეთსგადაჰყურებს. ვისაც ინდოეთის ტაჯ მაჰალში დედოფალი მუმთაზის ქათქათა მავზოლეუმი გაქვთ ნანახი, ამჯერად გაქვთ შანსი შეადაროთ მეფე მუჰამედ V-ის ვიტრაჟებით, თეთრი მარმარილოთი დაჭრელი რკინის შესასვლელით მოჭედილ მორთული მავზოლეუმს. ამ დღის სანახაობათა სიაშია „Ville Nouvelle“-. გვიან საღამოს კი მსურველები საოცარ ზღის პორდუქტების რესტორაანში წავალთ სავახშმოდ, აქაურ თევზს და რვაფეხას ატლანტის ოკეანის სანაპიროებზე ყველაზე კარგად რესტორან Golden fish- ის მზარეულები ამზადებენ.

ღამისთევა: Farah Rabat– https://www.booking.com/Share-QnuOuk

დღე 3 : ასილა – ტანჯირი – რიფის მთები – შეფშაუენი
დილით ადრიანად გეზს ულამაზეს ქალაქ ასილაჰისკენ ავიღებთ. სავაჭრო ქალაქი ასილა ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჯერ კიდევ 1500 წლის წინ არსებობდა და ითვლებაერთ-ერთ ყველაზე ძველ ქალაქად მთელს აფრიკის კონტინენტზე. აქაურები თავს მე-15 საუკუნეში პორტუგალიური კოლონიზაციის შედეგად ციხე-ქალაქად გადაქცევის სტატუსითაც იწონებენ. პორტუგალიის მმართველობის ორასმა წელმა ჩამოაყალიბა ასილა ისეთად, როგორიც დღეს გვხვდება: ულამაზესი კოშკები, მედინას სრულიად ხელუხლებელი გალავანი, კარიბჭეები, ჭრელი სახლები. პერიოდულად აქაურობას ესპანელებიც ეპატრონებოდნენ. შედეგად ქალაქს დანარჩენი ქვეყნისგან გამორჩეული, სრულიად განსხვავებული ესპანურ-პორტუგალიურ-მაროკანული იერსახე აქვს შერჩენილი. აქაურობას ხელოვანთა მაგნიტსაც ეძახიან, უამრავი მხატვარი თავის დროზე აქ თავიდან ვიზიტორად ჩამოსულა და საბოლოოდ დასახლებულა. თითოეულ ქუჩას და კარს თავის განსაკუთრებული ისტორია აქვს, აქაურობა ოცნებაა STREET ART-ის მოყვარულთათვის, თითოეულისახლი მეორესგან განსაკუთრებული ექსტერიერით გამოირჩევა, რომელიც ხშირ შემთხვევაში თავად მეპატრონე ხელოვანის მიერაა შექმნილი. ქალაქ ტანჟირის გავლით ჰერკულესის მღვიმეს მივადგებით, იქვეა მშვიდი ხმელთაშუა ზღვის და ბობოქარი ატლანტის ოკეანის ქორწინების ადგილიც. ფერადი რიფის მთების გავლით ბინდ მომდგარზე ლურჯ ქალაქამდე, იგივე შეფშაუენამდე ჩავაღწევთ.

მომდევნო დღისთვის ინდივიდუალური ემოციების შეგროვება გვჭირდება. გვექნება თავისუფალი დრო ლურჯად შეფერილი ქუჩების ჩვენებურად აღმოსაჩენად. ვახშმად ყველა კასბას წითელკედლებიან მეთხუთმეტე საუკუნის ციხე-სიმაგრეში მდებარე დუქანში შევიკრიბებით.

ღამისთევა: Riad Cherifa https://www.booking.com/Share-1pgJp2

დღე 4: შეფშაუენი – ლურჯი ქალაქი
შეფშაუენში დილა მუქად დაყენებული ჩაით და ადგილობრივი მურაბებით უნდა დაიწყო. ამ დღეს გვექნება საფეხმავლო ტური გასაოცარ ქალაქში. აქაური მედინას ისტორია განსაკუთრებულად ადგილობრივი გიდის მიერ მონათხრობით ისმინება:
► მედინაში ტურს მე-18 საუკუნის ბოლოს ლეგენდარული მმართველის მოულაი ისმაილის მიერ აშენებული კასბას მუზეუმით ვიწყებთ. არქიტექტურულად თითქოს მარტივ ნაგებობაში ინტერიერიდა ექსტერიერი თვალწარმტაცი ბაღებითაა გაჯერებული. კასბას შიგნით მდებარეობს ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც ინახება ანტიკვარული იარაღი, მუსიკალური ინსტრუმენტები დაქალაქის ძველი ფოტოების უზარმაზარი არქივი.
მუზეუმის სახურავიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედი ქალაქზე, ლილისფერ შერეული თითქოს ცისფერ ჩამორეცხილი სახლები თავის პაწაწინა აივნებით, კრამიტით მოპირკეთებული სახურავები და ციტრუსის ხეებით მორთული ფერადი ეზოები, სრული ესთეტიური სამოთხეა ფოტოგრაფებისათვის.
► პლაზაუტაელ-ჰამამი, იგივე მთავარი მოედანი, ფერადი მოზაიკითაა მოკირწყლული. ქუჩით პირდაპირ მე-15 საუკუნის გასაოცარ დიდ მეჩეთამდე მიგვიყვანს. აქაურობა მეოცე საუკუნის დასაწყისში მუსლიმ და ებრაელ დევნილებს ერთობლივი ძალით აუშენებიათ, რის შედეგადაც უბანს სრულიად განსხვავებული, ნაზავი არქიტექტურა აქვს შემორჩენილი.
► შეფშაუენის ცისფერი და თეთრი გარეცხილი შენობები მოგვაგონებს ებრაულ რელიგიურ ტრადიციას, რომელიც გულისხმობს ტალისის (ებრაული სალოცავი შალის) ქსოვას ტეხელეთთან. ეს ქსოვილი ებრაულ თორაში 49-ჯერ არის ნახსენები. .
► მაროკოზე შექმნილი ემოციის ნაწილი კულინარიაზეც გადის. შუადღისას ადგილობრივ კაფე კოლორიტ „clock”-ს უნდა ეწვიოთ. აუცილებლად გასასინჯია თხის ყველის მაროკანული სალათი, თხის ყველის მანტები, ქათმის პასტილა ან ცხვრის ტაჯინი ქლიავთან ერთად, აქაურ ციტრუსის ლიმონათსაც მგონი არაფერი სჯობს!

ქალაქი ცნობილია ნაქსოვი ფარდაგების და შალის ნაწარმით.
რა არ უნდა გამოგრჩეს შეფშაუენში ვიზიტის შემდეგ? – რა თქმა უნდა, ჰამამი! ადგილობრივი სპა განთქმულია მთელს „სამარაკოეთში“. ვახშამზეც უცილობლივ ყველაზე ცნობილ Tissemlal-ს ფრანგულ-მაროკანულ სტილზე მორთულ რესტორანს უნდა ვესტუმროთ.

ამ ღამის სიზმრებში უნდა დავვარცხნოთ დღის მანძილზე თავს გადამხდარი, რათა მომდევნო კიდევ უფრო უკეთესი დღისთვის გავემზადოთ.

დღე 5: შეფშაუენი – უაზანე – ვულობილი – მეკნეს
ჩვენი შემდეგი სამიზნე არქეოლოგიური ადგილი “volubilis”-ის რომაული ნანგრევებია (Volubilis, რომელსაც მაროკოელები ასევე მოიხსენიებენ, როგორცWalili (არაბული). ეს არის რომაული აფრიკის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი მავრეტანია. აქაურობა აბასიდებმა დააარსეს და იგი მაროკოს ყველაზე მთავარ არქეოლოგიურ ადგილად ითვლება. ვნახავთ ვოლუბილის სიდრის I-ის დედაქალაქს. Moulay Idriss არის რიფებს შორის მოქცეული ქვითკირის, მაროკოს ყველაზე წმინდა და მექას შემდეგ მსოფლიოს მეორე წმინდა მუსლიმური ქალაქი. აუცილებლად ვნახავთ ქვეყნის მეოთხე იმპერიული ქალაქების ნაკრებ ‘მეკნესს’, იგივე „მაროკოულ ვერსალს“. აქ საოცარი ლანტშაფტის ფონზე მდებარეობს ექსტრავაგანტული სასახლეები, ტერასიანი პარკები და მორთული მეჩეთები. გვიან ღამე ჩავალთ ქალაქ ფეზში. ეს ქალაქი ზოგს სამუდამოდ უყვარდება, ზოგისთვის კი ძნელად აღსაქმელ იდუმალ ადგილად რჩება.

ღამისთევა: Hôtel Volubilis – https://www.booking.com/Share-ZHFjEd

დღე 6: ფესის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება
დილით ადრე გეზს კულტურულ დედაქალაქ ფესისკენ ავიღებთ. მედინას დათვალიერებას ძველიებრაული კვარტლით დავიწყებთ, ებრაული მელაარის კვარტალი, რომელიც მდებარეობს გალავნებით შემოსაზღვრულ მაროკოს ძველ ქალაქებში. მსგავსი უბნები სამეფო რეზიდენციების მიმდებარედაა განთავსებული, რადგან ებრაელები ოდესღაც მხოლოდ ფესმელაში ბინადრობდნენ. ეს იყო პირველი მელა მაროკოში და წარმოიშვა 1438 წელს. თვალწარმტაცი უბანი ესაზღვრება მე-14 საუკუნის დროს აშენებულ ყველაზე დიდ სამეფო სასახლეს მაროკოში.

ვნახავთ იბნ დანანის და მანსანოს ულამაზეს სინაგოგებს.  ამ ქალაქში აუცილებლად სანახავი ებრაელი წმინდანების სასაფლაოა. ერთ-ერთი საფლავი 1817 წელს ტანჟენში დაბადებული ლალასოლიკასია, რომელიც სიყვარულის სახელით ყველაზე ახალგაზრდა ებრაელ მოწამედ არის აღიარებული.

ფესში მდებარეობს ულამაზესი სავაჭრო ქუჩა Rcife – Fes el Bali. აქვეა Dyers Souk – საღებავების ბაზარი. მაროკოს აქვს უნიკალური ტექნიკა ნატურალური საღებავებით ქსოვილის ღებვის. აქ შეძენილი მატერიები მთელი ცხოვრება ულამაზეს მოგონებად დაგრჩებათ.

Place el-Seffarine არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი Fasiss სტილის კერამიკის, სპილენძისა დავერცხლის წარმოებისთვის მაროკოში.

Wadi Fès-ის მახლობლად მდებარეობს Tannery – Chourara, ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და თვალწარმტაცი ბაზარი ფესში, სადაც ყველა მაროკოელის საამაყო ტყავის ნაწარმს ამზადებენ დაყიდიან.

1351-56 წლებში აბუ ინან ფარისის მიერ აშენებული მედრესე Bou Inania Madrasa – მედრესა Bou Inania, იგივე საგანმანათლებლო ინსტიტუტი, მარინიდების მიერ აშენებულ ბოლო მედრესად და მათი არქიტექტურული სტილის იდეალურ მაგალითად ითვლება.

ღამისთევა: Hôtel Volubilis – https://www.booking.com/Share-ZHFjEd

დღე 7 : ფესი – იფრანე – აზროუსტყე – მედდილტი – ერრაჩიდია – ერფუდი – მერზუგა
მეზურგისკენ გზად აფრიკული მაიმუნებით დასახლებულ იფრანს გავივლით. აქვეა საუდის არაბეთის მეფის მიერ საჩუქრად აშენებული ულამაზესი ამერიკულ-მაროკოული უნივერსიტეტი. საჰარას უდაბნომდე ულამაზეს ზიზის ხეობას გადავკვეთთ. ქალაქ ერფუდს ბორჯ-ესტის წვერიდან გადმოვხედავთ (935 მეტრი ზღვის დონიდან). ვნახავთ არქეოლოგიურ სამარხებს Carriere des Fossiles-სადა Maadid Ksar-ში.

თავად ერფუდის ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ მაროკოში მეოცე საუკუნის ოციან წლებში ფრანგი ჯარის მიერ არის აშენებული. აქაურობა სავსეა ქუჩის კაფეებით, სუვენირებით თუ სხვა ადგილობრივი ნაწარმის მაღაზიებით. ამბობენ, რომ ადგილობრივი ბაზრობები ყველაზე შთამბეჭდავია მთელს მუსლიმურ სამყაროში.

უდაბნოში გაშენებული ქალაქი ნამდვილ არაბულ იერსახეს ინარჩუნებს და სავსეა ულამაზესიოაზისებით, ქვიშის დიუნებით და კლდოვანი მთებით.

აფრიკული ოცნებას მზის და ქვისის ფერი ერთდროულად აქვს, ათას ერთი ღამის საჰარა, თვალთუწვდენელი დიუნები, იდუმალი უდაბნო ამ ღამეს ჩვენი ნავსაყუდელი იქნება. აქლემებზე ამხედრებულები ერგჩების ცნობილ დიუნებს დავლაშქრავთ. გინახავთ როგორ გორდება ვარვარა მზე ქვიშაში? ამ დღეს მზის ჩასვლას დიუნებში შევხვდებით! გვიან გავემგზავებით ბერბერების ტრადიციულ კარვებში ღამის გასათევად. ადგილობრივ ბერბერებთან ღამისთევა კარვებში უნიკალური გამოცდილებაა რასაც ცხოვრებაში ვერასდროს დაივიწყებთ.

ღამისთევა: Desert Camp  https://www.luxuryoasiscampmerzouga.com/

დღე 8: საჰარას უდაბნო – მერზუნგა
გინახავთ მზეში არეული ქვიშის ფერი? ამ საოცარი სანახაობისთვის ისევ გამთენიას მოგიწევთ გაღვიძება. ეს არის გასაოცარი ბუნების სპექტაკლი ჰიტელის ქვიშის დიუნებთან. მზე ქვიშას ეთამაშება, ლივლივებს და საოცარ ჩრდილებად აფერადებს არემარეს. ამ დილის საოცარ ემოციებს დიდხანს ვერ დაივიწყებთ,
მას შემდეგ რაც მზეს ადგომას დავასწრებთ, ვისაუზმებთ და ჯიპებით საჰარას უდაბნოში ღრმად მივქრივართ.

გვექნება სათავგადასავლო ტურები დიუნებში. ვნახავთ საოცრად კონტრასტულ ლანდშაფტებს, დავათვალიერებთ სამარხებს მიტოვებულ სოფელ მიფისთან, გნავას მუსიკოსების სანახავად ვეწვევით ხამლიას “შავ სოფელს”. უძველეს დედაქალაქ სოფელ ხამლიაში ლანჩზე გვექნება ტრადიციული ბერბერული პიცა. მზე რომ ზენიტიდან გადავა წავალთ ჰასიელბიდის საიდუმლო ოაზისის სანახავად.

შემდეგი ქალაქი ქვარზაზადეა, აქაურობა თავისი პეიზაჟებით კინოგრაფების სატყუარად იქცა. აქ არის გადაღებული ფილმები: სპარსეთის პრინცი, მარტიან მოკვდი და მუმია. ჩვენც უნდა დავტოვოთ ჩვენი კვალი ქვარზაზეტ სტუდიაში, იგივე აფრიკული ჰოლივუდში, გამყოლი გიდის დახმარებით მოკლემეტრაჟიან ფილმს აუცილებლად გადავიღებთ.

ღამისთევა: Oscar Hotel by Atlas Studios https://www.booking.com/Share-KfjHGak

დღე 9: თოდღას ხეობები – ოუარზაზატე – მაღალი ატლასის მთები – მარაკეში
საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ტინგირისა და ტუდღას ხეობებისკენ. გზად გავივლით გენიალურ არქიტექტურულ წყლის არხებს – “ხეტარატებს” – (ენდრიუ ვილსონის ამ არხების საოცარი გამოგონების შესახებ წიგნი აქვს დაწერილი). დადეს ველისკენ გზად ადგილობრივ სოფლებში და ოაზისებში შევივლით. ტერიტორია, რომელიც ახლა ქმნის დადეს ხეობებს, მილიონობით წლის წინზღვის ფსკერი იყო. დროთა მანძილზე დიდი რაოდენობით ნალექი წარმოიქმნა და გაქვავდა ქვიშისდა კირქვის ქანების ფორმით. საბოლოოდ, დედამიწის ქერქის მოძრაობამ გამოიწვია რეგიონის აწევა და ატლასის მთების მიმდებარე ლანდშაფტის არსებული ფორმით ჩამოყალიბება.

მაროკოში მოგზაურობას ვარდების ველით ვაგრძელებთ. გავივლით ულამაზეს კასბა ჰამრედ ჰილს. ეს ადგილი დღემდე ხელუხლებელი სახითაა მოტანილი და ბევრი მხატვრის ინსპირაციის წყაროდ იქცა. აქაურობა ძველ 50 დირჰემზეც იყო გამოსახული (ბანკნოტი). ოვარზაზატეს საოცარი ხედების გავლითჩავალთ Kasbah Ait Ben Haddou-მდე, ეს ადგილი მაროკოს შვიდი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლიდან ერთ-ერთია და ჰოლივუდის მრავალი ბლოკბასტერის ფონადაც გამოიყენება. ეს არის ყველაზე ცნობილი კასბა მაროკოში. ზოგიერთი შენობა თარიღდება მე-17 საუკუნით. მოვინახულებთ უნილას ველს. აქაურობა ზოგისთვის წარმოუდგენლად ლამაზია, ზოგში კი მისი სილამაზე აუხსნელ შიშს იწვევს. ბერბერული სოფლების, ბაღების და ხეობების გავლით ჩავალთ მარაკეშის ბოლო ფაშა ელგლაუის საფაშო ტელუესში. სწორედ აქედან კონტროლდებოდა აფრიკის ყველაზე მაღალი ტიზი-ნ-ტიჩკას უღელტეხილი.

ღამისთევა მარაკეშში.
Grand Mogador Agdal – https://www.booking.com/Share-l3Lqac

დღე 10: მარაკეშის ქალაქის ტური
ფრანგულ-არაბულ კულტურათა ნაზავი ქალაქი მარაკეში ყველა უცხოელისთვის ერთნაირად მომხიბვლელია. ჟაკ მაჟორელას, ივ სენ ლორანის ბაღი უამრავი ფერადი ბილიკებით, აუზებით, ეგზოტიკური და დეკორატიული მცენარეებით, ხელნაკეთი ნივთების უნიკალური მაღაზიებით არის ცნობილი. ვნახავთ La Mamounia Hotel -ს უნიკალური ბაღით. ვეწვევით მე-19 საუკუნის აღმოსავლური არქიტექტურის საოცარ ძეგლს – ელბაიას სასახლეს, რომელსაც მხოლოდ გარედან რვა ჰექტრიანი ბაღი აკრავს.

დავათვალიერებთ საადის სამარხებს მარაკეშში, რომელიც სულთან აჰმადალ-მანსურის დროიდან თარიღდება. სამარხები სულ ახლახანს, 1917 წელს აღმოაჩინა და აღადგინა Beaux-Arts-ის სამსახურმა. მავზოლეუმი მოიცავს საადის დინასტიის სამოცამდე წევრის სამარხებს, რომლებიც წარმოიშვა დრაას ხეობაში. ფეხით მოვივლით ძველი მედინას ტერიტორიას, ჯემააელფნაში ვნახავთ მე-12 საუკუნის ცნობილ კუტუბიას მეჩეთს.

ჯემას ლაბირინთულ ქუჩებში საოცარი სურნელი დგას. ეს სასიამოვნო და განსაკუთრებული სუნი მთელი ცხოვრების მანძილზე მაროკოს მოგაგონებთ. აქ გასაყიდად გამოფენილი ბერბერული ხალიჩები, ვერცხლის სამკაულები და ხელნაკეთი ტყავის ნაწარმი უნიკალურია მთელს მსოფლიოში. ვეწვევით მარაკეშის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს, რომელიც ულამაზეს ესპანურ-მაროკანულსტილში აგებულ სახლში მდებარეობს .

ღამისთევა: Grand Mogador Agdal – https://www.booking.com/Share-l3Lqac

დღე 11: მარაკეში – დაბრუნება სამშობლოში
ამ დღეს ვასრულებთ მაროკოული თავგადასავლების ერთობლივად დაწერას, ვფიქრობ ეს ის დღეები იქნება, რომელსაც არასდროს დაივიწყებთ ცხოვრებაში და რომელი თავგადასავლებიც მუდმივად სასიამოვნო მოგონებად დარჩება თქვენს მეხსიერებაში. აფრიკული მზით და უამრავი დადებითი ემოციით გაჯერებულები დავბრუნდებით საქართველოში .

მოგზაურობის პერიოდი: 2023 წლის 18-29 სექტემბერი
ტურის ღირებულება 9900 ლარი ერთ ადამიანზე (ორ ადგილიან ნომერში)

ფასში შესულია:
ავიაბილეთებით: თბილისი – კასაბლანკა – მარაკეში – თბილისი (კატარის ავიახაზები)
სავიზო მომსახურება, რომელსაც ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს
სამოგზაურო დაზღვევა;
ყველა ტრანსფერი მაროკოში;
ყველა საექსკურსიო ბილეთი;
ჯიპ-ტური მერზუგას საჰარას უდაბნოში;
სრული სატრანსპორტო მომსახურება საექსკურსიო საათებში კონდიცირებული მიკროავტობუსით;
ადგილობრივი გიდი;
ქართულენოვანი გამყოლი;
უმაღლესი კატეგორიის სასტუმროები საუზმით;
განთავსება კარავში ლუქს ოაზის ბანაკში ვახშამისა და საუზმის ჩათვლით;
ექსკურსია აქლემებით საჰარის უდაბნოში + 1 აქლემი ერთ ადამიანზე.

ღირებულებაში არ შედის:
Moto Quad საჰარას უდაბნოში;
ჰამამი და სპა;
საჰაერო ბურთი მარაკეშში;
ნებისმიერი პირადი და სხვა ხარჯი რაც არ არის ტურში ნახსენები.
სადილი ვახშმები, რომელიც არ არის ტურის პროგრამაში ნახსენები.
ერთ ადგილიანი განთავსება ნომერში ( single room ) მარტო განთავსების სურვილის შემთხვევაშიტურის ღირებულებას ემატება 890 ევრო