logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

შრი-ლანკის 11 დღიანი ჯადოსნური ტური

შრი-ლანკის 11 დღიანი ჯადოსნური ტური

7200₾ ერთ ადამიანზე

🗺 11 დღიანი აქტიური საექსკურსიო და ოკეანის პირას დასასვენებელი 🐘🚔🐆 ჯგუფური ტური ქვეყანაში, რომელიც სრულიად განსხვავებულია დანარჩენი მსოფლიოსგან. საოცარი ოკეანის ნაპირი 🏖, ეგზოტიკური ხილი და უამრავი დაუვიწყარი თავგადასავალი გველოდება შრი ლანკაში!

თავგადასავლები, გართობა, კულტურულ შემეცნებითი და სარელაქსაციო ტური ერთად 11 დღეში, შემოვურბენთ ინდოეთის ოკეანის მარგალიტად წოდებულ შრი ლანკას კუნძულს და მოვინახულებთ 10-მდე ქალაქს.

3 ღამე სიგირია / 1 ღამე ქანდი / 1 ღამე იალა / 1 ღამე რამბოდა / 5 ღამე ოკეანის სანაპირო

დღე 1
ჩასვლისთანავე ტრანსფერი უძველეს ქალაქ სიგირიაში,  დარჩენილ დღის ნაწილს დავისვენებთ საოცარი სასტუმრო სოფლის ტერიტორიაზე, დავაგემოვნებთ ადგილობრივ კერძებს და გავგრილდებით უზარმაზარ აუზში, რომელიც ფაქტიურად ტროპიკულ ტყეში დგას.

ღამისთევა 5* Tropical Life Resort and Spa  -> https://bit.ly/3O6yKMN
კვების ტიპი: საუზმე & ვახშამი

დღე 2
შრი ლანკის დათვალიერებას დროში გაყინული უძველესი ქალაქები პოლონარუვა და ანურადაპურათი ვიწყებთ, ვნახავთ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე ბუდისტურ ნაკვალევს და ქვაში ნაკვეთ ძეგლებს, ეს არის ადგილი, რომელიც ყველა ჭეშმარიტ მოგზაურს უნდა ჰქონდეს ნანახი.

შემდეგ გვექნება ეკო ტური „Hiriwadunna village Safari“, სადაც ვისეირნებთ ბალახის კალათებით ჰირივადუნას ტბაზე, ასევე, გავისეირნებთ კატამარნით და სურვილისამებრ ვითევზავებთ  ჯოხებით ადგილობრივებთან ერთად. ვეწვევით ფერმერების სახლებს და დავაგემოვნებთ ლოტოსის ფოთლებზე მორთმეულ ადგილობრივი  ტრადიციული სამზარეულოს შედევრებს.

დღის ბოლოს მინარეას ნაციონალურ პარკში  გარეული სპილოების საფარი ტური გველოდება – ჯიპებით გარეულ ბუნებაში ტბის და მდინარეების პირას უამრავ გარეულ სპილოს შევხვდებით, ამ საფარი ტურის დადებითი ემოცია სიზმრადაც გაგყვებათ.

ღამისთევა 5* Tropical Life Resort and Spa  -> https://bit.ly/3O6yKMN
კვების ტიპი: საუზმე & ვახშამი

დღე 3
დილით ადრე  შრი ლანკის სავიზიტო ბარათად ცნობილ სიგირიას მთაზე ავალთ , Sigiriya lion rock“- ადგილი, სადაც კლდოვან სამოსახლოებში ჯერ კიდევ 20 000 წლის წინ მეზოლითური პერიოდის ხანაშიც ცხოვრობდნენ ადამიანები. ამბობენ ამ ქვაბულებში გამოკეტილი ბუდისტები ყველაზე ახლოს არიან ბუდასთანო… თურმე აქაური ძეგლების სრულად დასათვალიერებლად თვეც არ ყოფნის მოგზაურს.

შემდეგ ვესტუმრებით „Dambulla temple“-ს, ეს არის ზღვის დონიდან 1118 მეტრზე აშენებული მღვიმის კომპელქსი უძველესი ფერწერული ნამუშევრებით. მათ შორის ყველაზე ძველი ჩვენ წელთ აღრიცხვამდე მე-2  საუკუნითაა დათარიღებული.

ვეწვევით ცნობილ აბრეშუმის და ტრადიციული სარის მაღაზიას, აქ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ საოცარი ხარისხის აბრეშუმის ნაჭრები, შარფები მამაკაცის და ქალის ნატურალური მასალის სამოსი, ტრადიციული შრი ლანკური სტილით ბარხატზე აბრეშუმით დახატული ნამუშევრები, ნატურალური ტყავის და ხის აქსესუარები და სხვა ათასი საინტერესო ნივთი.

ღამისთევა 5* Tropical Life Resort and Spa  -> https://bit.ly/3O6yKMN
კვების ტიპი: საუზმე & ვახშამი

დღე 4
ღამეს შრი ლანკის ძველ დედაქალაქ კანდიში გავატარებთ. მსოფლიოში ყველაზე მრავალფეროვანი მწვანე საფარი, გასაოცარი ხეები და ყვავილები გველოდება კანდის სამეფო ბოტანიკურ ბაღში. ამბობენ, ამაზე ლამაზი და ფერადი ადგილი დედამიწაზე არსად არისო. ვესტუმრებით მსოფლიოში ცნობილ ძვირფასი ქვების ქარხანას, გვექნება მცირე ექსკურსია და კინოჩვენება. საღამოს ნაციონალური ცეკვების ყურებით გავიყვანთ. დავათვალიერებთ სხვადასხვა ბუდისტურ ტაძრებს, მათ შორის, ბუდისტურ თეთრ ტაძარს, სადაც გადმოცემისამებრ ბუდას კბილი ინახება. ავალთ ულამაზეს ტბაზე და არწივის გადმოსახედიდან გადმოვხედავთ ზღაპრად ქცეულ ქალაქს, ვახშმად კი ჰელგას ფოლის, ქალბატონ ჰელგას ვესტუმრებით. შანელის მოდელმა მიატოვა ყველაფერი და შრი ლანკელ გენერალს გამოყვა ცოლად, ოჯახმა სასტუმროს ბიზნესი წამოიწყო შუაგულ ჯუნგლებში და თითოეული კვადრატული მეტრი ხელოვნების ნიმუშად აქცია, სხვადასხვა დროს აქაურობას სტუმრობდნენ ინგლისის დედოფალი, პრინცი, ამერიკის პრეზიდენტები და ბევრი ცნობილი ადამიანი, ეს ქალი და სასტუმრო უამრავი მოგზაურის ინსპირაციის წყაროად იქცა. კანდიში გატარებული დრო უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ პერიოდში შრი ლანკაზე ყველაზე დიდი ფერადი  სპილოების დღესასწაული ეწყობა.

ღამისთევა 5* Fox Kandy by Fox Resorts -> http://www.booking.com/Share-YZmtP7)
კვების ტიპი: საუზმე & ვახშამი

დღე 5
დილას ნალიგალეს ცაში გამოკიდული ტაძრით ვიწყებთ, ეს ის ადგილია, რომლის სილამაზეც პატარა ბავშვსაც სულს შეუგუბებს. შემდეგ გზას პინაველასკენ ვაგრძელებთ, ბედნიერი სპილოების სამფლობელო,  ბავშვთა სახლი მუდამ მომლოდინე თვალებით ხომ წარმოგიდგენიათ? ახლა ეს ყველაფერი სპილოებზე გადმოიტანეთ, პატარა ობოლი სპილოები წლებია მოყავთ პინაველაში, სადაც ზრდიან, ეფერებიან და ანებივრებენ მათ. რამოდენიმე საათის განმავლობაში, სურვილისამებრ, ვიბანავებთ, დავბანთ და გავუპრიალებთ სპილოებს ხორთუმებს, ვისეირნებთ და ვიპოზიორებთ მათთან ერთად. ლანჩს  მდინარის პირას  მათი ჭყუმპალაობის ფონზე მივირთმევთ,  გზას ცოტა გავიმრუდებთ და შევივლით ქალაქ Ambuluwawa-ში და ვნახავთ ცამდე აწვდილ ოცენბის კოშკს. შემდეგ კი ნუვერა ელიას ჩაის პლანტაციებისკენ გავემართებით, დავათვალიერებთ ჩაის ყველაზე დიდ ფაბრიკას, დავაგემოვნებთ უამრავ სურნელოვან ნაყენს და  დავბინავდებით ჩანჩქერების სამფლობელო რამბოდაში, სადაც  გვექნება ვახშამი ულამაზესი ჩანჩქერის პირას.

4* Ramboda Falls Hotel  -> http://www.booking.com/Share-DUHBpp
კვების ტიპი: საუზმე & ვახშამი

დღე 6
დილას ჩვენებურ თუშეთში, შრი ლანკურ  ჰორტონის მთებში, ნაციონალურ პარკში საფარი ტურით ვიწყებთ, აქ არსებული ბუნება: ჩანჩქერები, ირმები სრულიად განსხვავდება კუნძულის დანარჩენი მხარისგან.

გავემგზავრებით მატარებლით ელლასკენ, ეს მატარებელი ცაზე გაკიდულ ბუნებაზე გადის, ეს ხედები, ფერები და ბუნება არასდროს დაგავიწყდებათ. ელლაში ასვლისთანავე ვნახავთ ცხრა არკიან ხიდს ფოტოსესიისთვის.

ღამისთევა 5* Chaarya Resort & Spa by Chandrika ->  https://bit.ly/3mFGdGI
კვების ტიპი: საუზმე & ვახშამი

7 დღე
გამთენიას გამოვდივართ სასტუმროდან და ვიწყებთ იალას  ნაციონალური პარკით, ეს არის დედამიწაზე არსებული სამოთხე, ადგილი, სადაც ოკეანე ერწმყის ველურ ბუნებას, ტროპიკული ხეები, უზარმაზარი ფერადი ყვავილები და სივრცეში დაკარგული გარეული ცხოველები,  ფერადზე ფერადი ფარშევანგები და ბუდისტური გარემო ერთად,  რბოლა ჯიპებით და უამრავი ემოცია, დანახული გახვევს თავბროს და თავი სრულ ზღაპარში გგონია.

საღამოს ჩავალთ ოკეანის პირას (სადაც შემდეგ 3 ღამეს გავათენებთ).
ღამისთევა 5* Weligama Bay Marriott Resort & Spa -> https://bit.ly/3zLbSyD
კვების ტიპი: საუზმე & ვახშამი

დღე 8-9-10  თავისუფალი დღეები ინდოეთის ოკეანის პირას გასარუჯ/გასატარებლად
მზე, ზღვა, ოქროსფერი ქვიშა მთლიანად ჩვენს განკარგულებაშია, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით ვეშაპების ტურის აღება ოკეანეში, ცნობილი აიუვერდას მასაჟების გაკეთება, ან სულაც ზღვის პროდუქტების ბაზარში წასვლა და იქაური ნობათის დაგემოვნება.

ღამისთევა  5* Weligama Bay Marriott Resort & Spa -> https://bit.ly/3zLbSyD
კვების ტიპი: საუზმე & ვახშამი

დღე 11  
ამ დღეს დილის გვიანი საუზმის შემდეგ გამოვდივართ სასტუმროდან რათა ერთად მოვინახულოთ საპორტო ქალაქი  გალლე. ვნახავთ ინგლისის კოლონიზაციის დანატოვარ სიმდიდრეს. თავად გალეს ციხე სიმაგრეს და ვისადილებთ ციხესიმაგრეში, მოვივლით გარშემო მაღაზიებს, იქაურობა კუნძულზე ერთ-ერთი საუკეთესოა ადგილობრივი სუვენირებით. შემდეგი გაჩერება მეთევზეები, ეს არის ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, სადაც  ჯოხებზე წამომჯდარი მეთევზეები გვხვდება, მათთან სურათის გადაღება, ან სულაც ჯოხზე ჩამოსკუპება სულ რაღაც 2 დოლარადაა შესაძლებელი. შემდეგი გაჩერება წყლის ხეიბარი კუების თავშესაფარია, ერთმა უსაყვარლესმა ოჯახმა საოცარი ტრადიცია დანერგა, მთელი კუნძულიდან უკვე მესამე თაობაა მოჰყავს დაზიანებული კუები და საკადრის საცხოვრებელ პირობებს უქმნის მათ. აქ შეგვიძლია ვნახოთ ალბინოსი და სულ მწვანე რეპტილიებიც. დღის მეორე ნახევარში ქალაქ კოლუმბოს დავათვალიერებთ, საიდანაც უამრავი ემოციით დატვირთულები გამოვფრინდებით უკან საქართველოსკენ.

ტურის განმავლობაში სანახავი ობიექტების ჩამონათვალი:

  • იალას საფარი ტური
  • მინარეას საფარი ტური
  • ეკო საფარი ტური
  • ეკო საფარი ტური სოფელ ჰირივადუნაში
  • სიგირიას ლომის კლდე
  • ინდუისტური და ბუდისტური ეკლესიები
  • პინაველას სპილოთა თავშესაფარი
  • ქანდის თეთრი მონასტერი
  • ქანდის ღამის კულტურული შოუ
  • სამეფო ბოტანიკური ბაღი
  • გალლეს ციხესიმაგრე
  • ძვირფასი ქვების საწარმო
  • ჩაის ქარხანა და პლანტაციები
  • სპილოების ორანჟერია
  • სუნელების ბაღი და ინფო ტური
  • მატარებლის ტური ნუვერა ელიადან ელამდე
  • დამბუელას კომპლექსი
  • ნალიგალეს კომპლექსი
  • რეპტილიების ცენტრი
  • მეთევზეების ყურე
  • ამბულუვავას კოშკი
  • რვანდას ჩანჩქერების კომპლექსი
  • ძეგლები უძველეს ქალაქ პოლონარუვა და ანურადაპურაში

ღირებულება შეადგენს 7200 (ორ ადგილიან ნომერში ერთი ადამიანის ღირებულება)
მოგზაურობის პერიოდი: 1-13 მარტი

ღირებულებაში შედის:

  • ორმხრივი ავიაბილეთი
  • ტრანსფერი
  • მატარებლის ბილეთი
  • შიდა გადაადგილება კომფორტული მიკროავტობუსით
  • ყველა სასტუმრo
  • ორჯერადი კვება (საუზმე / ვახშამი)
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • ვიზა
  • კვალიფიციური ადგილობრივი გამყოლი / სერთიფიცირებული გიდი
  • ყველა ექსკურსია თავისი მოსაკრებლით და ბილეთით
  • 4 საფარი ტური და ჯიპები
  • საუზმე

შენიშვნა: ტურის ღირებულებაში არ შედის, სხვა დამატებით პირადი ხარჯი, რაც არ არის ღირებულებაში აღნიშნული.
ანგარიშსწორება მოხდება გადახდის დღეს არსებული ბანკის კურსით (2400$-ის ექვივალენტი).

სიახლე: შრი ლანკა მოგზაურებს იღებს მხოლოდ პისიარის საფუძველზე ყოველგვარი ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის გარეშე.

 

  • გამგზავრება
    თბილისი