logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

იტალიის მარგალიტები

იტალიის მარგალიტები

5750₾ ერთ ადამიანზე
ჯგუფური ტურის დროს მოვინახულებთ შემდეგ ქალაქებს: რომი, ვატიკანი, ნეაპოლი, პომპეი, კაზერტა, სორენტო, პოზიტანო და ამალფი

30 მარტი – რომი
ჩასვლა რომში, დახვედრა აეროპორტში და ტრანსფერი სასტუმროში. სასტუმროში შესვლამდე ჩანთებს დავტოვებთ  და იქვე სიახლოვეს ვისადილებთ. 14:00-ზე დავბინავდებით ნომრებში და მცირედი დასვენების შემდეგ დავიწყებთ ისტორიული ქალაქი რომის მიმოხილვით ექსკურსიას.

რომი – იტალიის დედაქალაქი, “მარადიული” ქალაქი”, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი და რომის იმპერიის დედაქალაქია. ის ყველა ადამიანმა ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ მაინც უნდა ნახოს. რომში თავმოყრილია ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც იტალიის დედაქალაქის შესახებ უნდა იცოდეთ: ღირსშესანიშნაობები, არქიტექტურული ძეგლები და კვება, მაშ ასე, ჩამოვთვლით იმ მინიმუმ ღირსშესანიშნაობებს, რომლებსაც 30 მარტიდან 2 აპრილამდე რომში ყოფნისას მოვინახულებთ:
Colosseum
Roman Forum
Palatine Hill
Piazza del Campidoglio / Capitoline Museums
Piazza Venezia / Victor Emmanuel II Monument
Vatican Museums and Sistine Chapel
St. Peter’s Basilica
Castel Sant’ Angelo
Trastevere district
Piazza Navona

Pantheon
Trevi Fountain
Via del Corso / Via Condotti
Piazza di Spagna
Villa Borghese

2 აპრილი: რომი – ნეაპოლი
ქალაქ რომში სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ქალაქ ნეაპოლის მიმართულებით (ავტობუსი: 2 სთ, 40 წთ). სასტუმროში განთავსება და თავისუფალი დრო ქალაქში სასეირნოდ, მსურველებს შესაძლებლობა ექნება დაესწრონ Naples VS Milan-ის მატჩს (დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში).

რა ვნახოთ ნეაპოლში თავისუფალ დროს?!
ნეაპოლის კათედრალი (დუომო), სანტა კიარას სამონასტრო კომპლექსი და მუზეუმი, პიაცა სან დომენიკო მაგიორე & სანსევეროს სამლოცველო, სან ლორენცო მაგიორეს ბაზილიკა და რომაული ნანგრევები, ნეაპოლის ეროვნული არქეოლოგის მუზეუმი, სამეფო სასახლე, პიაცა დელ პლებისიტო, ანატომიის მუზეუმი, დელოვოს სასახლე

ნეაპოლის მიწიქვეშეთი – ქალაქის ქვეშ მალული ლაბირინთი მდებარეობს ანტიკური გვირაბებით და კატაკომბებით. აქ თეატრის ნანგრევებიცაა, სადაც იმპერატორ ნეროს გამოსაცვლელი ოთახი ჰქონდა. გამოიკვლიეთ ეს გასაოცარი სამყარო.

კაპოდიმონტეს მუზეუმი და პარკი – იტალიის მდიდრულ მუზეუმებს შორის, ეს გამორჩეულია, რადგანაც ტიციანის, ბოტიჩელის, რაფაელის და პერუჯინოს ნამუშევრებს აერთიანებს. დაათვალიერეთ სამეფო აპარტამენტები და შესანიშნავი ბაღი.

სან მარტინოს ეროვნული მუზეუმი და მონასტერი – გასაოცარი ხედები სანტა ლუჩიაზე ვომეროს მთიდან უნდა იხილოთ. ეს მონასტერი მე-14 საუკუნეში დაარსდა და მისი სამუზეუმო ნაწილი უნიკალური ნეაპოლიტანურ ბაროკოს ნიმუშებს წარმოგვიდგენს.

ბოტანიკური ბაღი – იტალიის საუკეთესო ბოტანიკურ ბაღად წოდებული ეს პარკი 1810 წელს გაიხსნა, რაც მას ევროპაში ერთ-ერთ უძველესადაც აქცევს. აქ ბევრი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და ულამაზესი სათბურები.

3 აპრილი: ნეაპოლი – პომპეი & ღვინის დეგუსტაცია
სასტუმროში საუზმის შემდეგ ექსკურსია – ხანგრძლივობა 6 სთ.
ექსკურსია მოიცავს ინგლისურენოვანი გიდის მომსახურებას, ყურსასმენებს, კომფორტული ავტობუსის მომსახურებას, ღვინის დეგუსტაციას და მსუბუქ ლანჩს.

დაბრუნება ქალაქ პომპეიში და თავისუფალი საღამო.
ღამისთევა ნეაპოლის სასტუმროში

4 აპრილი: ნეაპოლი – კაზერტის სამეფო სასახლე – ნეაპოლი
სასტუმროში საუზმის შემდეგ ექსკურსია – ხანგრძლივობა 4 სთ.)

კაზერტის სამეფო რეზიდენცია იყო უდიდესი სასახლე და ერთ-ერთი უდიდესი ნაგებობაა, რაც კიXVIII საუკუნის ევროპაში აშენებულა. მდებარეობს სამხრეთ იტალიის ქალაქ კაზერტაში. სასახლეშისულ 1200 ოთახია, რომელთა შორისაცაა 12 სახელმწიფო აპარტამენტი, ბიბლიოთეკა და თეატრი

1997 წელს, სასახლე იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

სასახლეს გარშემო იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ფართო ბაღები აკრავს, რომლებიც მრავალიშადრევნითა და უზარმაზარი აკვედუკით გამოირჩევა. აკვედუკი – ეს არის წყალსატარი (არხი, მილი), რომლითაც წყალი თვითდინებით მიემართება დასახლებული პუნქტებისაკენ.

დაბრუნება ქალაქ პომპეიში და თავისუფალი საღამო.
ღამისთევა ნეაპოლის სასტუმროში

5 აპრილი: ნეაპოლი – სორენტო – პოზიტანო – ამალფი – ნეაპოლი
სასტუმროში საუზმის შემდეგ ექსკურსია – ხანგრძლივობა 8 სთ.

ამალფის სანაპირო – 1997 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც დაუჯერებელი სილამაზის თვალწარმტაცი სანაპიროზოლი სამხრეთ იტალიაში. ტერიტორია გამოირჩევა საოცარი მრავალფეროვნებით, მეტადრთული რელიეფით, პეიზაჟებით, ფერადფერადი და ლამაზი ქალაქებითა და სოფლებით:

პოზიტანო – იტალიის ყველაზე ფოტოგენური და დახვეწილი ქალაქია თავისი ულამაზესი ხედებით.

სორენტო – აქ მთა და ზღვა ერთმანეთს ერწყმის, ირგლივ კი ულამაზესი ციტრუსის პლანტაციებია, აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ლიმონჩელო. ძველი ქალაქი სორენტო კერამიკის წარმოებითაა ცნობილი.

ამალფი – ამ სანაპირო ქალაქს კლდეებით გარშემორტყმული მოედნები და პატარა სანაპიროებიაქვს. საფეხმავლო გზებზე სუვენირების მაღაზიები და კაფეებია. აუცილებლად ესტუმრეთ დუომო დიამალფის, მე-9 საუკუნის რომაულ კათოლიკურ საყდარს. ადით კიბეებზე, შეაფასეთ ლამაზი მოზაიკადა ჭერის დეტალები.

დაბრუნება ქალაქ პომპეიში და თავისუფალი საღამო.
ღამისთევა ნეაპოლის სასტუმროში

6 აპრილი: ნეაპოლი – თბილისი
სასტუმროში საუზმის ნომრების დატოვება და თავისუფალი დრო, ნაშუადღევს ტრანსფერი ნეაპოლის აეროპორტში და დაბრუნება თბილისში.

სრული საგზურის ღირებულება შედგენს 5750 ლარს და შედის:

ავიაბილეთები: თბილისი – სტამბოლი – რომი
04:00-ზე ფრენა თბილისის აეროპორტიდან, ჩასვლა ქალაქ რომში 09:35
ნეაპოლი – სტამბოლი – თბილისი
19:35 ნეაპოლიდან გამომგზავრება თბილისის მიმართულებით, ჩამოსვლა 04:25-ზე (7 აპრილი).
ავიაკომპანია: თურქიშის ავიახაზები
20 კგ. ჩასაბარებელი ბარგი

სასტუმროში განთავსება 7 ღამე:
3 ღამე რომის 4* სასტუმროში
4 ღამე ნეაპოლის 4* სასტუმროში

სატრანსპორტო მომსახურება:
ტრანსფერი რომის აეროპორტიდან რომის სასტუმროში (29 მარტი)
ტრანსფერი რომის სასტუმროდან ნეაპოლის სასტუმროში (2 აპრილი)
ტრანსფერი ნეაპოლის სასტუმროდან ნეაპოლის აეროპორტში (6 აპრილი)
ტრანსპორტი ექსკურსიების დროს: 3, 4 და 5 აპრილს

ექსკურსიები:
რომი – 3 დღის განმავლობაში ზემოთჩამოთვლილი ღირსშესანიშნაობების მონახულება (საფეხმავლოდ)
8 საათიანი ექსკურსია: ნეაპოლი – სორენტო – პოზიტანო – ამალფი – ნეაპოლი
4 საათიანი ექსკურსია: ნეაპოლი – კაზერტის სამეფო სასახლე – ნეაპოლი
6 საათიანი ექსკურსია: ნეაპოლი – პომპეი & ღვინის დეგუსტაცია – ნეაპოლი

შესასვლელი ბილეთები:
კაზერტის სამეფო სასახლე
პომპეიში შესასვლელი ბილეთები

სხვადასხვა:
ტურისტული კომპანია გუდ თრეველის გამყოლი/ორგანიზატორის მომსახურება
7 საუზმე სასტუმროში
1 ღვინის დეგუსტაცია და მსუბუქი ლანჩი
გასვლითი ექსკურსიების დროს და ყურსასმენებით სარგებლობა

ღირებულებაში არ შედის:
მატჩზე დასასწრები ბილეთები, პირადი ხარჯები, კვების თანხა (მითითებული კვების გარდა),სითი ტაქსა, რომელსაც ვიხდით ადგილზე – სასტუმროში, საშუალოდ 3-6 ევრო დღეზე.

შესაძლებელია თანხის 2 ნაწილად გადახდა