logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

ჯგუფური ტური სტამბოლში

ჯგუფური ტური სტამბოლში

2180₾ ერთ ადამიანზე

გამოგვყევით ჯგუფურ ტურზე სტამბოლში
ეს ის ქალაქია, რომლის ერთხელ მონახულების შემდეგ წარმოუდგენელია უკან დაბრუნების სურვილი არ გაგიჩნდეთ.
სტამბოლი გამორჩეულია თავისი არქიტექტურით, კულტურითა და ცხოვრების რითმით. აქ ყველაფერია დასვენებისა და სასიამოვნო დროის გასატარებლად.

მოგზაურობის პერიოდი: 4 – 8 აპრილი (5 დღე / 4 ღამე)
საგზურის ღირებულება ერთ ადამიანზე – 2180 ლარი:

4 აპრილი
დღე1:  ჩასვლა სტამბოლის აეროპორტში 07:05-ზე,
ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმროში (ტრანსფერის ხანგრძლივობა საშუალოდ ორი საათი)
საუზმე სასტუმროში. სურვილისამებრ  საუმის შემდეგ მოვინახულებთ სულთანაჰმედის  რაიონს და  ვეწვევით    სტამბოლის „გრანდ ბაზარი“-ს  რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში ბეიაზითის, ნუროსმანიესა და მერჯანის უბნებს შორის. იგი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი დახურული ბაზარი. მასში დაახლოებით 4000 მაღაზიაა განთავსებული, სადაც დასაქმებულია დაახლოებით 25 ათასი ადამიანი.ბაზრის მშენებლობა დაიწყო სულთან მეჰმედ II ფათიჰის დროს 1453 წელს კონსტანტინოპოლის აღებისთანავე, ბიზანტიის დედაქალაქის ბაზრების ბაზაზე.
დაბრუნება სასტუმროში დაბინავება. თავისუფალი საღამო.

5 აპრილი
დღე 2: (ტურის დასაწყისი 10:00 ზე)
სასტუმროში საუზმის შემდეგ ვესტუმრებით ძველ იპოდრომს – სულთან აჰმედის მთავარ მოედანს, სადაც ვნახავთ ძველ ეგვიპტურ ობელისკებს და გერმანულ შადრევანს,ძველი კონსტანტინოპოლის მთავარ ტაძარ – აია სოფიას, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევა და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ, ამჟამად გადაკეთებულია მეჩეთად. კონსტანტინოპოლის დაცემამდე აია სოფია იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი. სახელი წმინდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნება უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წმინდა სიბრძნეს.
ასევე, მოვინახულებთ ისლამური არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ძეგლს – სულთან აჰმედის მეჩეთს, იგივე ლურჯ მეჩეთს – მეჩეთს ლურჯი დაერქვა მისი ინტერიერის ლურჯი ფილების გამო.  ლურჯ მეჩეთის
შემდეგ ვესტუმრებით  სტამბოლის საგანძურს – თოფქაფის სასახლეს,( დრო მუზეუმში: საშუალოდ ორი-სამი  საათი) სადაც ინახება უამრავი ქრისტიანული სიწმინდეები, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ბოსფორზე. სასახლე შედგება უამრავი მცირე ზომის შენობისა და ოთხი დიდი.
ასევე მოვინახულებთ– წმ. ირინეს ეკლესია, რომელიც კონსტანტინეპოლის   შემორჩენილი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ეკლესიაა,  წარმოადგენს მე-VI. საუკუნის ახლებურ ბაზილიკას ჯვრის სახით. ეკლესიის კარიბჭეში დაცულია იუსტინიანე I-ის დროინდელი მოხატულობა. ეკლესიის შიგნით არის სარკოფაგი, რომელშიც, ლეგენდის თანახმად, კონსტანტინე I დიდის ნეშტია დაკრძალული.
თავიუსუფალი დრო ან დაბრუნება სასტუმროში.

6 აპრილი
დღე 3:  (ტურის დასაწყისი 10:00 ზე)
სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემგზავრებით და მოვინახულებთ  სტამბოლის ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას ბაზილიკა ცისტერნას,ბაზილიკა ცისტერნა, ერთ – ერთი ყველაზე დიდი წყალსაცავი მთელს მსოფლიოში, რომელიც იუსტინიანე პირველის დროს აიგო, მშენებლობა დაიწყო 532წელს და თითქმის ორი ათეული წელი გრძელდებოდა. ამის შემდეგ გამზგავრება ფერიქოიში სადაც  მოვინახულებთ ქართველთა კათოლიკურ  სავანეს. ტაძარში დღემდე შემონახულია წმინდა ნინოს ფრესკა, ასევე სასწაულ მოქმედი ლურდის ღვთისმშობლის ქანდაკება.
შემდეგ გავემგზვრებით   დოლმაბაჰჩეს სასახლეში , რომელიც თურქეთის ყველაზე დიდი სასახლეა, რომლის ფართობი 45 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. შენობა 285 ოთახისგან შედგება. სასახლე ცნობილია თავისი ბაღებით, ოქროსა დაკრისტალის მოპირკეთებით, დედოფალ ვიქტორიას მიერ ნაჩუქარი 750 შანდლიანი ჭაღით, რომელიც 4.5 ტონას იწონის და, რაც მთავარია, ადგილით, სადაც მუსტაფა ათათურქმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. შემდეგი მოსანახულებელი ობიექტია გალათას კოშკი – ,,ქრისტეს კოშკი”, რომლის სიმაღლე 66.9 მეტრს შეადგენს. კოშკი აგებულია 1348 წელს, გენუელების მიერ, ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობა. ტურის ბოლოს ასევე მოვინახულებთ ტაქსიმისა და ბალატის  რაიონს.
თავიუსუფალი დრო ან დაბრუნება სასტუმროში.

 

7 აპრილი
დღე 4
(ტურის დასაწყისი 09:00 ზე)
სასტუმროში საუზმის შემდეგ  გამგზავრება პორტის მიმართულებით, ჩასხდომა გემში  09:30-ზე  და გამგზავრება პრინცის კუნძულზე,( დრო კუნძულამდე საათი და ორმოცი წუთი) სადაც მხოლოდ ელექტრო მობილებით, გადაადგილდებიან და საიდანაც ხელისგულივით იშლება ბოსფორის სრუტის ულამაზესი ხედები. ბიზანტიურ ეპოქაში, კუნძულს იყენებდნენ მთავრებისა და სამეფო ოჯახის წევრების გადასახლების ადგილად. მოგვიანებით, კუნძულს ამავე მიზნით, ოსმალეთის სულთნების ოჯახის წევრების გადასახლებისთვისაც იყენებდნენ. კუნძული, 1453 წელს კონსტანტინოპოლის ალყის დროს, ოსმალეთის ფლოტმა დაიპყრო. XIX საუკუნეში, კუნძულები სტამბოლის მდიდარი ოჯახების პოპულარული კურორტი გახდა, სადაც დღემდე შემორჩა ვიქტორიანული ეპოქის კოტეჯები და სახლები. დღეს ბუიუქადა თურქი და არა მარტო თურქი უმდიდრესი ადამიანების დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს და მათი მდიდრული ვილები გულგრილს არავის ტოვებს.
გამგზავრება წმინდა გიორგის მთაზე  ელექტომობლებით (უშუალოდ ტაძართან ავდივართ ფეხით აღმართზე 1კმ-1,5კმ) სადაც მოვინახულებთ ,,წმ. გიორგის ტაძარს, აქვე დაბრძანებულია ღვთისმშობლის და წმ გიორგის სასწაულმოქმედი ხატები, რომელიც სიმსივნით დაავადებულთა და უშვილოთა შემწეა.  ტაძრიდან შესაძლებელია წამოიღოთ ბედნიერებას და სიხარულს მომტანი პატარა ზარები.
ლეგენდის მიხედვით, უნდა ჩაიფიქროთ სურვილი და წმ. გიორგის ტაძრამდე უხმოდ უნდა ახვიდეთ,შემდეგ ეკლესიაში შეხვალთ, სანთელს ანთებთ, ილოცებთ და სურვილს ჩაიფიქრებთ.
კუნძულიდან გამომგზავრება  15:30 – ზე. (პორტამდე მზგავრობა საათი და ორმოცი წუთი)
თავიუსუფალი დრო ან დაბრუნება სასტუმროში.

 

8 აპრილი
დღე 5
საუზმე სასტუმროში, ნომრების გათავისუფლება და თავისუფალი დღე საყიდლებისთვის ან სასეირნოდ.
გვიან საღამოს ტრანსფერი სასტუმროდან აეროპორტში (18:00 დან 19:00მდე )
დაბრუნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში (02:05 წთ)

ღირებულებაში შედის:

🔹ავიაბილეთი: თბილისი – სტამბოლი – თბილისი
🔹4* სასტუმრო https://sude-konak-istanbul.istanbul-turkeyhotels.com/en/
🔹გიდის მომსახურება
🔹კომფორტული ტრანსპორტის მომსახურება ექსკურსიების დროს
🔹ტრანსფერები: აეროპორტიდან სასტუმრომდე და სასტუმროდან აეროპორტამდე
🔹სამოგზაურო დაზღვევა
🔹კომპანიის თანმხლები პირის / ორგანიზატორი მომსახურება ტურის განმავლობაში
🔹ტურის ფარგლებში ყველა მუზეუმში შესასვლელი ბილეთს ღირებულება

დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:  ☎️(032) 2 300-700;

ან გვესტუმრე ახალ მისამართზე: 📌 თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17

ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია ☀️

 

 

 

1

ქვეყნის შესახებ

Sorry, the comment form is closed at this time.