logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ჯგუფური ტური – ” ოქროს სამკუთხედი”

ჯგუფური ტური – ” ოქროს სამკუთხედი”

3680₾ ერთ ადამიანზე

🗺 7 დღიანი ჯგუფური ტური ინდოეთში – “ოქროს სამკუთხედი”
მოინახულე ჩვენთან ერთად ინდოეთის სამი ულამაზესი ქალაქი – დელი, ჯაიპური და აგრა. სწორედ აქ არის განთავსებული მისი ისტორიის და ეპიკური დიდების საწყისები. ერთდროულად შეგიძლიათ გაეცნოთ ინდოეთის ტრადიციებს, ისტორიას,  კულტურასა და ხელოვნებას.

დღე 1 – 28 თებერვალი – ჩასვლა დელიში
ჩასვლა, საიმიგრაციო და საბაჟო ფორმალობების გავლა. დელის აეროპორტში დაგხვდებათ კომპანია „Minar Travels“-ის წარმომადგენელი, რომელიც გაგიწევთ თანხლებას და უზრუნველყოფს თქვენს ტრანსფერს სასტუმროში. იქ რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეძლებთ დასვენებას. საღამოს ეწვევით აქშარდჰამის ტაძარს. მოგვიანებით დაბრუნდებით სასტუმროში ღამის გასათევად.

დღე 2 – 29 თებერვალი – დელის ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება
საუზმის შემდგომ გელით მიმოხილვითი ექსკურსია დელის გარშემო რუსულად მოსაუბრე გიდის თანხლებით. გაივლით ქალაქის ცენტრალურ პროსპექტს, სადაც თავმოყრილია სახელმწიფო შენობები. ამ დროს ნახავთ სანსად ბჰავანს (პარლამენტის შენობა) და რაშტრაპატი ბჰავანს (პრეზიდენტის სასახლე), რომლებიც ერთ დროს იყო ინდოეთის მმართველი ბრიტანელი ვიცე-მეფეების რეზიდენცია. აგრეთვე იხილავთ ინდოეთის კარიბჭეს, ჰუმაიუნის აკლდამას, ბანგლა საჰიბს (სიქური ეკლესია) და კუტუბ მინარს (73 მ სიმაღლის მქონე მინარეთი, რომლის საძირკვლის დიამეტრი შეადგენს 15 მ-ს, ხოლო მწვერვალისა – 2,5 მ-ს.) სასტუმროში დაბრუნება და ღამის გათევა.

დღე 3 – 1 მარტი – დელი – ჯაიპური
საუზმის შემდგომ ტრანსფერი ჯაიპურში. ადგილზე ჩასვლის მერე განგათავსებენ სასტუმროში, სადაც დღის განმავლობაში შეძლებთ მოსვენებას და ძალების აღდგენას.

დღე 4 – 2 მარტი – ჯაიპურის ღირსშესანიშნაობების მონახულება
საუზმის შემდეგ გელოდებათ ექსკურსია ამბერტ ფორტში და სპილოთი გასეირნება. მოგვიანებით ესტუმრებით ქალაქის სასახლეს, რომელსაც უჭირავს უზარმაზარი ტერიტორია. ის გახლავთ კომპლექსი, რომლის შემადგენლობაში შედის შიდა ეზოები, ბაღები და სხვადასხვა ნაგებობა. აღნიშნული სასახლის ნაწილს წარმოადგენს მუზეუმი, რომელიც მოიცავს სამ დარბაზს: ერთ მათგანში ინახება იარაღი, მეორეში – ტექსტილი, ხოლო მესამეში – არტეფაქტები. თქვენ ასევე ეწვევით რაჯა ჯაი სინგჰის მიერ 1728 წელს აშენებულ ობსერვატორიას, რომელიც არის გამორჩეული სიზუსტის უბადლო ნიმუში, რადგან მისი თითოეული კონსტრუქცია განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია: ვარსკვლავების განლაგების განსაზღვრა, სიმაღლეებისა და აზიმუტების დადგენა, დაბნელებათა გამოთვლა. მოგვიანებით ჩაუვლით ჯაიპურის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსშესანიშნაობას, ჰავა მაჰალს (ქარების სასახლე), რომელიც აგებულია 1729 წელს. ესაა იდეალური ადგილი ფოტოების გადასაღებად. საღამოს დაბრუნდებით სასტუმროში, სადაც გაატარებთ ღამეს.

დღე 5 – 3 მარტი – ჯაიპური-ფატეჰპურ სიკრი – აგრა
საუზმის შემდეგ აგრაში გადასვლა. გზად შეივლით ფატეჰპურ სიკრიში, რომელიც დაარსებულია იმპერატორ აკბარის მიერ. მონარქს სურდა მისი დედაქალაქად ქცევა, თუმცა მალევე იძულებულა შეიქნა, რომ დაეტოვებინა აქაურობა სასმელი წყლის უკმარისობის გამო. აგრაში ჩასვლა და სასტუმროში რეგისტრაცია. დასვენება დღის განმავლობაში.

დღე 6 – 4 მარტი – აგრა – დელი
საუზმის მერე ესტუმრებით განთქმულ ტაჯ-მაჰალს. ლეგენდარული არქიტექტურული ძეგლი (დახურულია პარასკევობით) ააშენა იმპერატორმა ტაჯ-მაჰალმა მისი 16-წლის მეუღლის, მუმთაზ მაჰალის, ხსოვნისთვის. დღის მეორე ნახევარში დაბრუნდებით დელიში  და შესახლდებით სასტუმროში. მთელი საღამო თქვენს განკარგულებაშია. ღამისთევა სასტუმროში.

დღე 7 – 5 მარტი – დელიდან გამომგზავრება
ნოყიერი და მრავალფეროვანი საუზმე სასტუმროში, ტრანსფერი საერთაშორისო აეროპორტში მითითებულ მისამართზე გასაფრენად.

ღირებულება შეადგენს 3680 ლარს 
მოგზაურობის პერიოდი: 28 თებერვალი – 5 მარტი

ღირებულებაში შედის:

  • ორმხრივი ავიაბილეთი თბილისი-დელი-თბილისი
  • ტრანსფერი აეროპორტიდან / აეროპორტამდე
  • 5 * სასტუმროში განთავსება ორჯერადი კვები
  • ყველა შიდა გადაადგილება
  • მეგზური მთელი ტურის განმავლობაში დელიში, აგრასა და ჯაიპურში.
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • ვიზა
  • ექსკუსრიები
  • სპილოთი გასეირნება ჯაიპურში

დაუკავშირდით ტურის მენეჯერ სოფოს :

(032) 2 300-700; (შიდა ნომერი 209); მობ: 555 91 21 39;

ან გვესტუმრე მისამართზე:

თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17

ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან

ჩვენთან მუდამ სეზონია

www.goodtravel.ge

  • დანიშნულება
  • გამგზავრების დრო
    28 თებერვალი
1

ქვეყნის შესახებ

Sorry, the comment form is closed at this time.