logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

ვიეტნამი – კამბოჯა

ვიეტნამი – კამბოჯა

3150₾ per person

6 დღეში ჩატეული ძველი კამბოჯა დღე 1 (2022 წლის 30 სექტემბერი )

კამბოჯა რაღაცით ღირსეულად დაბერებულ მოხუცს წააგავს. ადამიანს, რომელსაც განვლილიტკივილი და დიდება სახის თითოეულ ნაოჭზე აქვს ასახული და ამაყად თავაწეული

შეჰყურებს სამყაროს. ქვეყნის გაცნობას მასავით ხანდაზმული აეროპორტით ვიწყებთ.. პნომპენისაეროპორტი 1835 წლის

შემდეგ ემსახურება ვიზიტორებს.

ვბინავდებით ულამაზეს აზიურ სასტუმროში და ვემზადებით

მომდევნო დღეს გასაოცარი ქვეყნის შესაცნობად.

დღე 2 (2022 წლის 1 ოქტომბერი)

ამ დღეს კამბოჯის სამეფო სასახლე კომპლექსის
დათვალიერებით ვიწყებთ, რომელიც 1860 წლიდან დღემდე
მეფის რეზიდენციად და უმნიშვნელოვანეს ტურისტულ
ღირშედანიშნაობად რჩება. მისი სრული სახელი ურთულესად
გამოითქმის Preah Barom Reacheaveang Chaktomuk Serey
Mongkol. შემდეგი გაჩერება კამბოჯის ეროვნული მუზეუმია,
რომელიც ქვეყნის წამყვან ისტორიული და არქეოლოგიურ
მასალას ინახავს. მუზეუმში განთავსებულია ქხმერული
ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია, მათ შორის
სკულპტურული, ქხმერული კერამიკა, ბრინჯაო და

ეთნოგრაფიული ობიექტები. მისი კოლექცია

მოიცავს 14000-ზე მეტ ნივთს…..

Wat Phnom ბუდისტური ტაძარის მონახულება მზე რომ ზენიტში დააჭერს მაშინ ჯობია. მისი საერთოსიმაღლე 46 მეტრია. პაგოდასლედიპენის სახელი ეწოდა ხუთი – ერთი ვიშნუს და ოთხი ბუდასქანდაკების აღმოჩენის შემდეგ. საღამოს ეგრეთწოდებულ რუსულ ბაზარს ვეწვევით. 1980-იანწლებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის რუსები

გადმოვიდნენ საცხოვრებლად კამბოჯაში. სწორედ ამ ბაზარში ყიდულობდნენ ემიგრანტებისხვადასხვა ნივთებს, როგორც ყალბ/იაფფასიან, ასევე უნიკალურ და რეალურად ძველ ათასგვარხის, ქვის და მეტალის სუვენირებს. მათ შორისაა მინიატურული ბუდა, ხის ჩუქურთმები, ფოთლისყუთები, აბრეშუმი, ვერცხლის სამკაულები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ასე შემდეგ.

მზის ჩასვლა ყველაზე ლამაზად მთის წვერიდან ან წყლიდან მოჩანს. პნომპენის სიცხით დახმაურით გათანგულები თავს მდინარე ტონლეზე აზიურ ნავში ჩრდილს შევაფარებთ,

ქალაქს აღმა ავუყვებით და დაისს სამი მდინარის: ტონლე საპი, ბასაკი და ტონლეს შესართავშიშევხვდებით..

დღე 3 (2022 წლის2 ოქტომბერი)

დღეს მძიმე და ძალიან საინტერესო ადგილას ვიზიტით ვიწყებთ. ვიხილავთ ხმერ რუჯისმართველობის დროს შექმნილ ჩონგ ეკის ბაღს, რომელიც ისტორიაში, 1700-მდე უდანაშაულიმამაკაცის, ქალის და ბავშვების უსასტიკესი მკვლელობის და საფლავის ადგილის სახელით შევიდა.

მეორენაირად იქაურობას მკვლელობის მინდვრებსაც კი ეძახიან. შემდეგ ვეწვევით კამბოჯას ტუოლსლენგის გენოციდის მუზეუმს. ქხმერების რეჟიმის დროს, 1975-79 წლებში, აქაურობა შენიღბული იყოსაშუალო სკოლის სახით, სინამდვილეში კი, უშიშროების ციხის უკან უსასტიკესად ექცეოდნენიმდროინდელი რეჟიმის მსხვერპლ ადამიანებს.

სიემ რიპის ქალაქამდე გზა ხუთი საათია. დროის გასაყვანად სხვადასხვა მოკლე ვიზიტებითგავჩერდებით სკუონის, იგივე „სპაიდერვილის“ სოფელში, სადაც მსურველები უზარმაზარ შემწვარობობას დავაგემოვნებთ. სულს მოვითქვამთ ქვის

მთლელების სოფელშიც. აქაურები მკაცრად მისდევენ წინაპართა ცოდნას და სრულიადგანსხვავებული სტილით მუშაობენ ქვაზე.

დღე 4 (2022 წლის3 ოქტომბრი)
Sunrise at Sras Srong წყალსაცავია ანგკორის პარკში, რომელიც
მდებარეობს აღმოსავლეთ ბარის სამხრეთით დაბა ნტეიკდეის აღმოსავლეთით. Banteay Kdei ბუდისტური ტაძარი ნიშნავს “პალატების ციტადელს”, სხვანაირად “ბერების კელიების ციტადელს”, Pre Rup Temple – ტაძრის სახელი შედარებით თანამედროვეა და გულისხმობს “სხეულისგარდასახვას”. ძველი კამბოჯელების რწმენით, თუკი ამ ტაძრის შუაგულში მიცვალებულის ფერფლსგანათავსებ და პანაშვიდებზე წირვის დროს წრიული მოძრაობით ნეშთიან ჭურჭელს უკლებლივყველა დამსწრის მიმართულებით დაატრიალებ, სული გაცისკროვნდება. დავათვალიერებთისტბარის (აღმოსავლეთი მებონი), დატასომის და ნეაკპეანის ტაძრებს. მკვლევარების
აზრით, ნეაკპეანი წარმოადგენს ანავატაპტას, მითურ ტბას ჰიმალაის მთებში, რომლის წყალიცწინაპართა რწმენით კურნავს ყველა დაავადებას. შევჩერდებით პრეჰხანის, იგივე “წმინდა
მახვილის” ტაძარში. სახელი სათავეს იღებს ნაგარაჯაიასრი (გამარჯვების წმინდა ქალაქიდან). შევივლით Ta Prouhm

“წინაპარი ბრაჰმას” ტაძრარშიც. აქვეა რაჯავიჰარას მე-12 საუკუნის ბოლოს და მე-13

საუკუნის დასაწყისი ბაიონის სტილში

აშენებული ტაძარი, თავად Siem Reap. აქაურობა ვიზიტორებს თვალს სჭრის მონასტრის შუაშიჩაზრდილი ხის გამო. არ გამოვტოვებთ არც ცნობილ კრავანის ტაძარს და უამრავი ემოციითდახუნძლულები დავბრუნდებით სასტუმროში.

დღე 5 (2022 წლის4 ოქტომბერი)

ამ დღეს ოცნებები ხდება! მზის პირველ სხივს ღმერთი ვიშნუს სადიდელბად აგებულ ანკორ ვატისსატაძრო კომპლექსში

ვხვდებით. 12 კილომეტრი სიგანის კომპლექსი თავის დროზე

ამავე სახელწოდების ქჰმერების დედაქალაქის (ანგკორთომი ნიშნავს “დიდ ქალაქს”) გალავნის

როლსაც ასრულებდა.

ჯაიავარმანის დედაქალაქის ცენტრში ქმერულ ბუდისტური ბაიონის ტაძარი მდებარეობს. აქაურობა 9 მეტრის სიგანის და 70 მეტრის სიგრძის ბუდის ქანდაკებად არის ცნობილი.

ვნახავთ ანგკორის მეფე ჯაიავარმან VII-ის მიერ აგებულ სპილოების ტერასას (ფიმეანაკასი). სწორედ აქედან ადევნებდა თვალს ომიდან დიდებით დაბრუნებული არმიის საზეიმო

მარშს კეთროვანი მეფე.

დღის პირველ ნახევარში შემოვივლით სუორპრატს და სამხრეთ და ჩრდილოეთ კლეანგს, ვნახავთვიქტორიას კარიბჭეს და თომანონის ტაძარს. მზე რომ ზენიტიდან გადავა, წავალთ პნომ დეისბორცვის თავზე მდებარე ბანტეისრეის ტაძრის დასათვალიერებლად. ბანტეი სამრეს წითელიქვიშით ნაგები ტაძარი, რომელიც უძველეს ინდო-ჩინურ ადგილობრივ ტომ სამრეს ეკუთვნოდა, თავისი არქიტექტურული ფორმებით განსაკუთრებით საინტერესოა თანამედროვე მკვლევართათვის. საღამოს პალმების სოფელში შევივლით. აქაურები

განსაკუთრებული წესით თიხაში ურევენ პალმის შაქარს და ამზადებენ საოცარ კერამიკულ ნივთებს. როგორც ამბობენ, ამ ბაზრიდან ხელცარიელი ჯერ ტურისტი არ წამოსულაო.

დღე 6 (5 ოქტომბერი 2022)
სიემ რეაპიდან დაახლოებით 13 კილომეტრში მდებარეობს ულამაზესი არქეოლოგიური ქალაიქიRolous Group. ოდესღაც ეს იყო ჰარიჰარალაიას ადგილი, ქხმერული იმპერიის პირველი დედაქალაქიტონლესაპი (ზოგიერთი მკვლევარის აზრით, პირველ დედაქალაქად ინდრაპურას ასახელებენ). ვიეტნამში გამგზავრებამდე ვნახავთ ბანტეიპრეინოკორას, ბაკონგის, პრეჰკორდალორლეისტაძრებს. საინტერესოა ბენგმელეას მონახულებაც, რომელიც თავის დროზე ინდუისტურ ტაძრადაშენდა და შემდეგ მოჩუქურთმდა როგორც ბუდისტური მონასტერი. კამბოჯასთან დამშვიდობებასმცურავ სოფელ ჩონგკნეასში (Tonle Sap Lake ან დიდი
ტბა) დავასრულებთ. იქ მომდინარე წყალი წელიწადში ორჯერ მიმართულებას და კალაპოტსიცვლის. თუკი მშრალ სეზონზე
მდინარე მეკონგისკენ მიედინება, წვიმების დროს მისი კალაპოტი 2700 კვ.კმ-დან 16000 კვ.კმ-მდეფართოვდება და

ნაპირზე აღმა იწყებს დინებას. ვინაიდან თანამედროვე კამბოჯელების ცხოვრებაში

წყალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იქაურობას

ადგილობრივები დღემდე საკრალულად მიიჩნევენ და უდიდესი პატივისცემით ეპყრობიან სოფლისმაცხოვრებლებს.

დღე 7 ( 6 ოქტომბერი )

( მეექვსე დღის საღამოს გვაქვს ფრენა კამბოჯადან ვიეტნამში)

ჰოჩიმინი – დელტამეკონგი

ამ დღეს გარიჟრაჟზე, დილის 7 საათზე ვიწყებთ,, თუმცა ეს ადგომა შრომის ნაყოფიერების გაზრდისმაგივრად, გემოს რეცეპტორების დაკმაყოფილებას ეთმობა. მდინარე მეკონგს

მოტორიანი ნავით ჯერ აღმა ავუყვებით, და ვნახავთ ყველაზე დემოკრატიული რელიგიის ტაძარ კაოდაის. აქ მორწმუნეები მონოთეისტური მრწამსით ერთიანდებიან. მეოცე საუკუნის დასაწყისშიერთად შეკრეს ყველა რელიგიის მთავარი ცნებები, მოარგეს სიკეთის არსს და ჩამოაყალიბეს ახალისარწმუნოება. გავისეირნებთ ხეხილის ბაღებში, გავეცნობით ადგილობრივ ხელნაკეთ ნივთებს, დავაგემოვნებთ ტროპიკულ ხილს, ნატურალური ყვავილის თაფლს, ბრინჯის არაყს. მოვუსმენთადგილობრივი მსახიობების ჩრდილოეთ ვიეტნამურ ფოლკლორულ სიმღერებს, ვისადილებთადგილობრივი სამზარეულოს ყველაზე განსხვავებული კერძებით,. ამბობენ

ვიეტნამელი მზარეულები აზიური გემოების ჯადოქრები არიანო. დღისმეორენახევარივიეტნამშიყველაზეცნობილ ქალაქს-ჰო ჩი მინს ეძღვნება . იქაურობის გაცნობასძველი კოლონიალური კვარტლის Dong Khoi Qui-ს გავლით ვიწყებთ. გავივლით

ვიეტნამური ოპერის თეატრის შენობას, ჩამოღვენთილ

ღვთისმშობლის ტაძარს, აზიაში ყველაზე ძველ

საფოსტო შენობას, ქალაქის სიამაყეს-დამოუკიდებლობის სასახლეს. ბოლოსკენ კი ცნობილკულინარიულ და სუვენირების სამოთხეს Ngoc Hoang Pagoda-ს, Ben Thanh-ის ბაზრებს მივადგებით. ნაყოფიერი ვაჭრობის შემდეგ დახუნძლულები დავბრუნდებით სასტუმროში.

დღე 8( 7 ოქტომბერი )

ფრენა ჰოჩიმინიდან – დანანგისკენ

დილით მოკლე ფრენის შემდეგ თავს და ნანგის ქალაქში ამოვყოფთ.. ეს დღე და ზოგადად ვიეტნამისამოთხეა ეკო

ტურისტებისთვის. მთელ დღეს ხედების და ბუნების ცქერაში გავატარებთ,. ვიწყებთ Ba Na Hills-ით. საოცარი მთები, ტყეები და გამჭოლი ლურჯი ცა – აქაურობას მეორენაირად ოთხ სეზონს ეძახიან. მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგიროთი გადავუვლით ვონგნგუეტის გორაკებს, ლინუნგ პაგოდას, ტიჩკაფატდაის, ფრანგული ცხენების ძველ თავლებს, მედიტაციის ბაღს. ღინჰინფონგის მწვერვალითმივალთ

ულამაზეს ლენიმამდე . ამბობენ, დანახული

ისე გახვევს თავბრუს, რომ რეალობის აღქმას

კარგავ და თავი ზღაპარში გგონიაო.
დღის მეორე ნახევარში Ba Na Golden ხიდს დავლაშქრავთ.. ხიდი

მდებარეობს ჩუას მთაზე, ზღვის დონიდან 1487 მეტრის სიმაღლეზე, ღრუბლებზე მაღლა. ხიდიბოლოს ყვავილების ბაღთან მიგვიყვანს, საიდანაც ქალაქზე ულამაზესი პანორამული ხედი იშლება.

დღე 9 ( 8 ოქტომბერი)
ქალაქები: და ნანგ, ჰოი ან, მი სონ

გამგზავრება უინესკოს დაცვის ქვეშ მყოფ საპორტო ქალაქ

ჰოიანში. ამ დღის მოსანახულებელი ღირსშესანიშნაობების სია იმდენად დიდია, რომ მხოლოდნაწილს შევეხებით. ათობით ბუდისტური ტაძრის შუაგულში აღმოსავლეთ აზიური სიმკაცრით დგასიაპონური ხიდი, აქვეა ფუკკიენისპაგოდა

და ულამაზესი ბაღები. შუადღის მზე რომ

გადავა, ნავებით ლოტოსებით სავსე მდინარე ტუბონზე გავისეირნებთ,. ვივახშმებთ ადგილობრივიმდინარის ნობათით და ბედნიერების ჰორმონით გაძეძგილები დავბრუნდებით ჰოი ანში.

დღე 10(9 ოქტომბერი) DA NANG -HUE – ჰანოი

ამ დღეს ვიეტნამის მწვერვალები უნდა დავიბპყროთ,.

დილაუთენიაგავემართებით ჰუესკენ(HUE).
უღელტეხილის გადავლით მივდივართ. ჰუეში.
ნგუენის დინასტიის საიმპერატორო ქალაქს ვესტუმრებით,

ჰან ვაის პირველი

დავდებთ პატივს ტუდუკის საფლავსაც. არც დონხანის საფლავი დაგვავიწყდება და ბოლოსსაკრუიზო გემით წყალში მდგარი შვიდსართულიანი პაგოდატიენ-მუს სანახავად გავეშურებით. შებინდებისას Dong Ba Market- ში სუვენირების შესყიდვით შევიქცევთ თავს. გვიან ღამეგავფრინდებით ქალაქ ჰანოისკენ.

დღე 11 ( 10 ოქტომბერი ) ჰა ნოი

დილით ჰანოის გაცნობას ლიტერატურული ტაძრით ვიწყებთ,. შემეგ ვნახავთ ერთი სვეტის პაგოდასდა საკმაო დროს დავუთმობთ Tran Quoc Pagoda-ს. ეს არის უძველესი (1400 წლის) პაგოდა. ვიეტნამის დედაქალაქში, დღის მეორე ნახევარში ცნობილ ჰოანკიემშის ტბაზე დაწნული ნავებითგავისერინებთ. ამ დღეს აუცილებლად სანახავია Ngoc Son Temple, წმინდა იოსების ეკლესიაც დაძველ ქალაქში ცნობილი

რკინიგზის სადგური. გვიან ღამე ვიეტნამელების წყლის თოჯინების შოუს დავესწრებით და მორიგიდღის ემოციებით გაჯერებულები დავბრუნდებით სასტუმროში გამოსაძინებლად. მომდევნო დღეკიდევ უფრო ჯადოსნური გველოდება.

დღე 12( 11 ოქტომბერი ) HOA LU & TAM COC

დღეს მზის ამოსვლასთან ერთად ვიწყებთ . ნინ ბინში ჩავდივართ და ნავით მდინარე ტამ კოკისცნობილი მღვიმე-

ქვაბულების დასათვალიერებლად გავყვებით,. ნაშუადღევს მოვინახულებთ ვიეტნამში სილამაზითმეორე Bich Dong Pagoda (ყველაზე ლამაზად Huong pagoda აქვთ აღიარებული). გზას დინისდედაქალაქ ჰოალუშისკენ ვაგრძელებთ. ეს ის ქალაქია, სადაც მე-10-მე-11 საუკუნეებში, ვიეტნამისყველაზე ძლევამოსილი დალე დინასტიები მმართველობდნენ, ამ ქალაქის წმინდა ტაძრები აშენდამე-17 საუკუნეში. ციხე-

სიმაგრეში შემორჩენილია სამეფო ტახტის კვარცხლბეკი,

ბრინჯაოს დოლები და რელიგიური საგნები, ასევე, იმპერატორების ქანდაკებები.

დღე 13( 12 ოქტომბერი ) TRANG AN – MUA CAVE

დღეს ვიეტნამური სოფლების და მღვიმეების ტური გვექნება.

ვნახავთყველაზელამაზ პანორამულ ხედიანჰანგმუასმღვიმეს ტრანგანპიერ – ტრინისტაძარს – ბნელმღვიმეს – ნათელ მღვიმეს – ნაურუუს მღვიმეს – ტრანის ტაძარს – ბაგიოტის
გამოქვაბულს – სეოს მღვიმეს – სონდუონგის გამოქვაბულს – ფუხონგის ტაძარს – ხონგის გამოქვაბულს- ბაო Hieu Pagoda-ს. ვიცი, დავიღლებით, მაგრამ მომდევნო დღეს კრუიზზე დავისვენებთ!

დღე 14 ( 12 ოქტომბერი) NINH BINH – HA LONG

ამ დღისთვის სიტყვები ზედმეტია:
ჰალონგში ჩასვლის შემდეგ :
11.30 – 12.15 მივდივართ ჰონგაის საერთაშორისო ნავსადგურში. 12.30 – 13.00 გემზე ადგილობრივისასმელებით და ბედნიერებით გაბრუებულები ბაიტულონგის ყურისკენ მივცურავთ;
13.00 – 14.30 ლანჩი Bai Tu Long-ში საოცარი ხედების ფონზე ;

15.30 – 15.45 ვიზიტი Thien Canh Son-ის მღვიმე, იგივე დამალული მღვიმე;
15.45 – 17.30 დასვენება თეთრ ქვიშიან Hon Co Island-ზე;
17.30 დაბრუნება ნავში – კრუიზი ყურეში;

18.30 ღამისთევა Cong Do-ს ტერიტორიაზე; 19.30 – 21.00 საზეიმო ვახშამი ბორტზე;

21.00 – 23.00 სუფთა ჰაერი და ღამისთევა გემზე.

დღე 15( 13 ოქტომბერი) ჰა ლონგ და ჰა ნოი

06.30 მზის ამოსვლა ვიეტნამში ყველაზე ლამაზი Cong Do-ს ყურედან მოსჩანს.
06.45 – 07.45 ყავა, ჩაი და საუზმის ნამცხვრები სასადილო ოთახში.

07.45 – 08.45 ტრანსფერი ნავიდან ნიჩბოსნურ ნავზე Vung Vieng მეთევზეთა სოფლისმოსანახულებლად. ნიჩბოსნები ადგილობრივი ხალხია, რომლებსაც ტრადიციული კოსტუმი

აცვიათ. ექსკურსია ჯუნგლებში.
10.30 – 11.00 საკრუიზო ექსკურსიას პიერში ვასრულებთ და გზად გველების სოფელში შევივლით. გვექნება ვახშამი ადგილობრივებთან ერთად და დავბრუნდებით ჰანოიში.

დღე 16( 14 ოქტომბერი)
ფრენა ვიეტნამი- ლაოსი, ან ვიეტნამი- თბილისი

თავისუფალი დრო განრიგის მიხედვით და ფრენა ჰანოი – თბილისის მიმართულებით.
გპირდებით ჯადოსნურ დღეებს აზიის სამოთხეში.

ესაა ფასში შესულია ორმხრივი ავიაბილეთი თბილისი-ჰანოი-თბილისი

შიდა სამი ფრენა ვიეტნამში,

საერთაშორისო ორი ფრენა ვიეტნამი კამბოჯა და უკან

ბოდიში შიდა ორი ფრენა ვიეტნამში არა სამი

ყველა სასტუმრო 5 *

ყველა საუზმე და ლანჩი

გემის კრუიზი კვებით ორი დღე

გიდი, სრული სატრანსპორტო მომსახაურება საექსკურსიო დროს

ყველა შესასვლელი ბილეთი

კოვიდ დაზღვევა

დაზღვევა

ფასში არ შედის პირადი ხარჯი

თვითღირებულება მაქვს 4100$ არის 15 სრული დღე და ვყიდი 4300 4500 დოლარად

გადახდა მაქვს სამ ეტაპად, ბილეთები სასწრაფოდ დანარჩენი ორად ბოლო გადახდა 10 სექტემბერია

  • Destination
  • Departure
    თბილისი
  • Departure Time
    4 თებერვალი
  • Return Time
    სავიზო მოსაკრებელი ვიეტნამში და კამბოჯაში, აეროპორტის ტრანსფერები, რუსულენოვანი გიდის მომსახურება, დილის კვება, ექსკურსიები, კუნძულზე გადაყვანა ნავით და უკან დაბრუნება, განთავსება 4* სასტუმროებში: 2 ღამე ჰანოი, 2 ღამე ხოშიმინი, 2 ღამე სიემ რიპი, 1 ღამე პნომპენი, 1 ღამე კეპი, 3 ღამე კუნძულ კო რონგ სამლოემზე
  • Dress Code
    ავიაბილეთები: თბილისი-დუბაი-ჰანოი და პნომპენი-დუბაი-თბილისი (დაახლოებით 2150 ლარიდან), შიდა ფრენები: ჰანოი-ხოშიმინი და ხოშიმინი-სიემ რიპი (დაახლოებით 980 ლარიდან)
  • Included
    ვიეტნამი – კამბოჯა

TOUR LOCATION

History of the City

This is Photoshop's version  of Lorem Ipsum. Proin gravida nibh vel velit auctor aliqueenean sollicitudin, lorem quis bibendum auctor, nisi elit consequat ipsum, nec sagittis sem nibh id elit. vulputate cursus a sit amet mauris. Morbi accumsan ipsum velit. Nam nec tellus a odio tincidunt auctor a ornare odio. Sed non  mauris vitae erat consequat auctor eu in elit. Class aptent taciti sociosqu ad litora torquent per conubia nostra, per inceptos himenaeos. Mauris in erat justo. Nullam ac urna eu felis dapibus condimentum sit amet a augue. Sed non neque elit. Sed ut imperdiet nisi. Proin condimentum fermentum nuam pharetra, erat sed fermentum feugiat velit mauris egestas quam, ut aliquam massa nisl quis neque. Suspendisse in orci enim.This is Photoshop's version  of Lorem Ipsum. Proin gravida nibh vel velit auctor aliquet. Aenean sollicitudin, lorem quis bibendum auctor, nisi elit consequat ipsum, nec sagittis sem nibh id elit. Duis sed odio sit amet nibh vulputate cursus a sit amet mauris. Morbi accumsan ipsum velit. Nam nec tellus a odio tincidunt auctor a ornare odio.
Sad naeos, mauris in erat justo. Nullam ac urna eu felis dapibus condimentum sit amet a augue. Sed non neque elit. Sed ut imperdiet nisi. Proin condimentum fermentum nunc. Etiam pharetra, erat sed fermentum feugiat, velit mauris egestas quam, ut aliquam massa nisl quis neque. Suspendisse in orci enim.  Suspendisse in orci enim. Sed non  mauris vitae erat consequat auctor eu in elit. Class aptent taciti sociosqu ad litora torquent per conubia nostra, per inceptos himenaeos. Mauris in erat justo. Nullam ac urna eu felis dapibus condimentum sit amet a augue. Sed non neque elit. Sed ut imperdiet nisi. Proin condimentum fermentum nunc. Etiam pharetra, erat sed fermentum feugiat, velit mauris egestas quam, ut aliquam massa nisl quis neque. Suspendisse in orci enim. Sed non  mauris vitae erat consequat auctor eu in elit. Class aptent taciti sociosqu ad litora torquent per conubia nostra, per inceptos himenaeos. Mauris in erat justo. Nullam ac urna eu felis dapibus condimentum sit amet a augue. Sed non neque elit. Sed ut imperdiet nisi. Proin condimentum fermentum nunc. Etiam pharetra, erat sed fermentum feugiat, velit mauris egestas quam, ut aliquam massa nisl quis neque. Suspendisse in orci enim.