სათავგადასავლო ტური ჩინეთში
💫 დღე 1 – დილის რეისით ჩვენი თვითმფრინავი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დაეშვება. სასტუმროში დაბინავების შემდეგ საფეხმავლო ტურით მოვივლით ცენტრალური უბნის ისტორიულ ნაწილს, ვნახავთ არქიტექტორულ ნაგებობებს, ხუთუნებს და მოშიებულზე ადგილობრივ, ეგზოტიკურ “სნექებს” დავაგემოვნებთ.
გაითვალისწინეთ❗ჩინეთი სამ მილიონზე მეტი კერძის სამშობლოდითვლება და კულინარიული ხელოვნება ზენტიში ყავთ ადგილობრივ მზარეულებს აყვანილი. მათი არგასინჯვა ნამდვილი დანაშაულია❗
💫 დღე 2 – დილიდან მსოფლიო ტურიზმის სავიზიტო ბარათის, ჩინეთის დიდი კედლის სანახავად გავემართებით. აქაურობა 3000-ზე მეტ წელს ითვლის და ცინის იმპერიის დროიდან დღემდე ნომერ პირველ სანახაობად არის მიჩნეული მთელს ჩინეთში. დიდი კედელი იცით როგორია? გრძელზე გრძელი, ცოტა ბრაზიანი და სიმშვიდე დაკარგული. ათასი რჯულის ტურისტი უთავბოლოდ, განუწყვეტლივ დახეტიალობს ზედ და თითქოს არ აცდიან კედელს, რომ თავის ათასწლეულებს გამცდარ ისტორიას ჩაუღმავდეს. ისტორია კი იცოცხლე, დიდი და საინტერესო აქვს: ჩვენს წელთ აღრიცხვამდე სამი ათასი წლის წინ იმპერატორ ცინ შიჰუანდის, მომთაბარე ტომთაგანქვეყნის დასაცავად ბრინჯის და კალციუმის ჰიდროქსინის ნარევისგან გამაგრებული ქვა-ღორღით დიდი კედლის მშენებლობა დაუწყია. როგორც ამბობენ, კედლის თავდაპირველი სიგრძე 21 196 მეტრს შეადგენდა, მაგრამ ქვეყნის ჩრდილოეთიდან დაწყებული ეს კედელი საუკუნეების მანძილზე ინგრეოდა, მიწას ჩაჰქონდა და საბოლოოდ სიმბოლურად, ნაფლეთების სახითღაა შემორჩა. ძველად ჩინელებს ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონიათ ნაგებობისადმი. ცინის დინასტიის ჟამთააღმწერლები ძალაუფლების დამხობის მთავარ მიზეზად კედლის გაუთაველბად მშენებლობის პეიროდში მძიმე პირობების გამო მილიონობით ადამიანის დაღუპვას და აქედან გამოწვეულ მუდმივ აჯანყებებს ასახელებენ, თუმცა თანამედროვე ჩინეთი ძალიან ამაყობს „მიწის დრაკონით“ ( ჩინეთის კედლის ხალხში გავრცელებული მეტსახელი) და ჩვენც აუცილებლად ტურის მეორე დღესვე ვიხილავთ მას.
შემდეგი გაჩერება იმპერატორის საზაფხულო რეზიდენცია იქნება. „მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაციის არქიტექტურული შედევრი“ – ასეთი ჩანაწერითაა იუნესკოს სიაში პეკინის ზეციურის ასახლე შეტანილი. ადგილი, სადაც საუკუნეების მანძილზე, ზამთრის დადგომისთანავე, მინის დაცინის იმპერიის მმართვლები ოჯახებით მოსავლის ღმერთის საპატივცემულოდ ლოცულობდნენ. ეს იყო ერთგვარი გარანტია მოსახლეობისთვის, რომ მომდევნო წელი ნაყოფიერი და წარმატებული ექნებოდათ.
დღეს 2008 წელს სპეციალურად ოლიმპიადისთვის აშენებული ოლიმპიური სტადიონის დათვალიერებით დავასრულებთ. სტადიონს ყველაზე საყვარელი მეტსახელი აქვს მსოფლიოში – „ჩიტის ბუდე“. გავს და ზედ აკვდება ეს სახელი აქაურობასთქო ვერ ვიტყვი, მაგრამ, მთავარია, კეთილად ჟღერს. აქაურობა პრიცკერის პრემიის ლაურიატ არქიტექტორების ჟან ჰერცოგის და დემორონის პროექტითაა აგებული და არქიტექტურულ შედევრად ითვლება.
💫 დღე 3 – დილიდან „აკრძალულ ქალაქს“, ანუ ქალაქში ქალაქს დავათვალიერებთ.
მეწამული „აკრძალული ქალაქი” მინის და ცინის დინასტიების დროს, 1420-1912 წლებში აუგიათ დასაუკუნეების მანძილზე იმპერიული სასახლის დანიშნულებას ასრულებდა. ამ ადგილს ყოველწლიურად საშუალოდ თექვსმეტი მილიონი ტურისტი სტუმრობს და უკლებლივ ყველას თავბრუ ეხვევა სასახლის გრაციოზულობით.
შემდეგ, თიენთანისკენ – ზეციური სასახლისკენ გადავინაცვლებთ. პეკინის ზაფხულის სასახლის (頤和園) ამბავი რაღაცნაირად გლამურულია და განსაკუთრებულია. სასახლის მშენებლობა 1750 წელს ბაღის შექმნით დაიწყო, რომლის გაშენებაც იმპერატორმა ციანლუნმას უბრძანებია და ნაგებობასთან ერთად კუნმინხუს ტბის ხელოვნურად შექმნასაც მოუთხოვია. ადგილზეც დიდხანს იფიქრა როგორც სჩანს, რადგან მდებარეობად დღეგრძელობის ბორცვი ამოურჩევია (ადგილი, სადაც ჩინელებს დღემდე სჯერათ რომ უკურნებელი სენისგანაც განიკურნებიან). სასახლე ისეა აგებული, რომ სამი მხრიდან ტბა ეკვრის. კომპლექსი მოიცავს რამდენიმე განსხვავებულ სასახლეს, ბაღებს და სხვა კლასიკურ არქიტექტურულ სტილში ნაგებ სტრუქტურებს. გარკვეულ დროს, სასახლე წარმოადგენდა ქალი იმპერატორის, ცისის საზაფხულო რეზიდენციას, რომელმაც მის რეკონსტრუქციასა და გაფართოებაში 30 მლნ თეილი ვერცხლი დაუხარჯავს. ეტყობა, არც იმპერატორის სტატუსმა უშველა ქალს და მისმა მფლანგველმა ბუნებამაქაც იჩინა თავი. – იქაურობაც 1998 წელს იუნესკომ გადაიბარა თავის დაცვის ქვეშ.
არც ტექნოლოგიების მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს და დღეს მეცნირულ-ტექნოლოგიური მუზეუმის დათვალიერებით დავასრულებთ.
💫 დღე 4 – ეს დღე ცხოველების მოყვარულთა სამოთხედ გამოგვიცხადებია❗ დილას ზოოპარკში პანდების დათვალიერებით დავიწყებთ. პეკინის ზოოპარკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ნაირფეროვანია მსოფლიოში. შემდეგ, გეზს ლიულიჩანისკენ – საფეხმავლო ქუჩისკენ ავიღებთ, სადაც ჩინეთის ყველა კუთხიდან ხელნაკეთი სუვენირებია თავმოყრილი. საღამოს ფრენა ჯადოსნურ სამყაროსთან პირისპირ შესახვედრად❗
💫 დღე 5 – ყველას გვაქვს ერთი ან ორი ბრჭყვიალა ოცნება, აი ისეთი წლები რომ ვინახავთ, ვდებთ, აუსრულებელთა სიაში გადატანა გვენანება და ვერც მის ახდენას ვაბამთ თავს… რა შეგრძნებაა გაიღვიძო ავატარის სამშობლოში, თვალუწვდენელი კლდეებით გარშემორტყმულ გარემოში, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, ეს უნდა შეიგრძნოთ და იხილოთ თავად❗ ჩვენი სასტუმრო ზედ ჭანწიაწიეს ნაციონალური პარკის შესასვლელთან მდებარეობს და სულ რაღაც ორ ნაბიჯში თავსჯეიმს კემერონის ფილმის გმირად იგრძნობთ. მოსახლეობა აქ 100 000 წლის წინ, ჯერ კიდევ ქვისხანაში დასახალებულა და რაც ყველაზე საოცარია, ხელუხლებლად მოიტანეს ბუნების ეს სასწაული ჩვენ დრომდე. მთელ ამ დღეს პარკის საოცრებების დათვალიერებაში, კლდეებშორის დაკიდული საბაგიროდან ენით აღუწერელი სილამაზის პანორამების ხილვაში, დაკიდულ ხიდებზე სეირნობაში გავატარებთ.
278 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული ჭანწიეწიეს ნაციონალური პარკი. აი, ამ მთაზე დახტოდა გოგო ავატარი, უი იქ იმ მწვანე ბოროტებს ჰქონდათ ცაში ომი, მუსიკაც კი ჩაგესმის და გინდა დაიჯერო, რომ შენც მონაწილე ხარ. როგორ მსუბუქად დაფრინავდნენ ავატარები კლდეებზე დაახლოდან რა საშიშად გრანდიოზული ჩანს ეს ყველაფერი… მინის ლიფტს ზუსტად ორ წუთში აყევხარ ზევით და შეგრძნება გაქვს, რომ უცებ ექცევი სამყაროს წვერში. ეს არის ადგილი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა ნახო ცხოვრებაში, მანამ, სანამ ცოცხალი ხარ.
💫 დღე 6 – გამთენიისას ხუანგლუნგის გამოქვაბულის და მღვიმის სანახავად წავალთ. აქაურობა ცოტათი წააგავს ჩვენს პრომეთეს მღვიმეს, მაგრამ მასშტაბებით 100 ჯერ, არა, 1000-ჯერ უფრო დიდია. აუარება ნავები, ტურისტები, განათებები, ორ-სამ საათში ისე მოგხიბლავთ, რეალობის აღქმას დაკარგავთ. გვერწმუნეთ, აქაური შთაბეჭდილებები ძალიან დიდხანს არ წაგეშლებათ მეხსირებიდან.
დღის მეორე ნახევარს თიანმენის მთას დავუთმობთ – ადგილს, სადაც ცა და ხმელეთი ერთდება. მთის წვერზე დაკიდულია მინის ხიდები. აქ გავლას დიდი გული და გამბედაობა სჭირდება. 1982 წლის29 მაისს ჩინელმა მწერალმა შენ კონგვენმა იხილა რა ჭანწიეწიეს მთები, უმალ მისწერა ცოლს: “ძვირფასო, ეს ისეთი ადგილია, სადაც ნამდვილმა ხელოვანმა უნდა იცხოვროს. ნება მომეცი, აქ დავრჩე, თავი მივუძღვნა მწერლობას და მშვიდობითო”… ამ ადგილის უნახავად ეს სიტყვები რომ წაიკითხო, იფიქრებ, ეს ცუღლუტი ეს, ცოლი არ უნდა და თავს იძვრენს მეცნიერების სახელითო, მაგრამ აქაურობას რომ შეხედავ რაღაცნაირად დაიჯერებ მის გულწრფელობას. ბატონ შენს ნამდვილად აქ დარჩენა და წერა უნდოდა.
2005 წელს ფრანგულმა კომპანია Poma-მ მთაზე ააშენა 7 კმსიგრძის დღესდღეისობით ყველაზე გრძელი სამგზავრო საბაგირო. სადღაც ნახევარ საათში ფარავ 1.518 მეტრ სიმაღლეს და ციდან დაჰყურებ სამყაროს. რეალობის აღქმა სადღაც ქრება და სრულ ეიფორიაში იძირები. მთები, ღრუბლები, ცა, ქვევით მიწა, ყველაფერი ერთმანეთში ირევა, ნისლში ეხვევა და საოცარ ლანდშაფტს ქმნის. ამ მთის წვერზე ყველაზე მადლიერი ხარ მშობლების, რომ გაგაჩინეს და ღმერთის – თვალები, ფეხები და უნარი რომ გიბოძა ეს ყველაფერი საკუთრივ აღიქვა. ამ მთაზეა ყველაზე ღრმა მთის მინის ხიდიც. ერთდროულად ორი ყველაზე დიდი ემოცია იბრძვის შენში: შიში და სიმამაცე, იცი, უნდა განაგრძო გზა და ბოლოს მაინც მიიწევ წინ. სიმბოლურია, რომ გზის დასასრულს ტანის დინასტიის პერიოდის ტაძარი გხვდება, რომლის ბოლოშიც დედამიწაზე ყველაზე ფართე და მაღალი გამოქვაბულის კარია, რომელსაც ხალხურად სამოთხის კარს უწოდებენ (დაახლოებით 30 მეტრია სიმაღლე და ერთი მაგდენიც სიგანე).
ამ დღესაც საოცარი ემოციებით და დაღლილები დავასრულებთ.
💫 დღე 7 – ყველას გვსმენია ვულინგფუნის რაიონში 2016 წელს გახსნილ უზარმაზარ მინის ხიდზე, რომელიც, ჩინეთში მდებარეობს და ათასობით ტურისტს იზიდავს. ჩვენი მოგზაურობის ეს დღე ამ ხიდზე გავლას და ფოტოების გადაღებას დაეთმობა. დელტას მინის ხიდს ადგილობრივები „მამაციკაცის ხიდად“ მოიხსენიებენ. აქ ერთდოულად 800 ადამიანს შეუძლია განთავსება დადღესდღეისობით მსოფლიოში ყველაზე განიერ და გრძელ მინის კონსტრუქციად ითვლება. ისვულინგფუნის რაიონში 2016 წელს გაიხსნა და უმალ ისე მიიქცია ყურადღება, რომ გახსნიდან 2 კვირაში ჩინეთის მთავრობამ დიდი ტურისტული ნაკადის მოწყდომის გამო, დამატებით უსაფრთხოების ნორმების გასატარებლად დახურა აქაურობა და არ გახსნა მანამ, სანამ სრულად არ დარწმუნდა, ზედ დასკუპებული ნახევარ დუნიასაც თავისუფლად გაუძლებს ეს არქიტექტურული სასწაულიო .
შემდეგ, წაგიყვანთ თუძიის ტომის სანახავად. თუძიას ფოლკლორის პარკი ნათელი მაგალითია სახელმწიფო დამოკიდებულების ეთნიკური უმცირესობის მიმართ. ეს არის ეთნიკური ჯგუფი, იგივე იუანშის ტომი, რომელიც მინგსის დინასტიის პერიოდში ჩამოყალიბდა დღემდე ინარჩუნებს თავისთვითმყოფად კულტურას ამხელა ქვეყანაში.
დღის ბოლოს – ფრენა სიანის მიმართულებით.
💫 დღე 8 – სიანი – ჩინეთის უძველესი დედაქალაქი, სადაც საფუძველი დაედო პირველ ჩინურ იმპერიას და ცინის დინასტიას. აქაურობას ცოცხალ მუზეუმს ეძახიან. ლამაზად მოკირწყლული ქუჩები, საოცარი სიმშვიდე, ჩინური ჰანგებით გაჟღენთილი ჰაერი და ბევრზე ბევრი მტრედები – ეს სიანია, იგივე ქალაქი ჩანინი (ჩინურად ხანგრძლივი მშვიდობა). დადიხარ მის ქუჩებში და თავი რაღაცნაირად შუასაუკუნეების გმირი გგონია. ნეოლითის პერიოდიდან არსებობსო ეს ქალაქი, ისტორია გვიმტკიცებს და ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნეში მოსახლეობის რაოდენობა მილიონს აჭარბებდაო. ცინის დინასტიის აღორძინების პერიოდში სიანმა დედაქალაქის წოდება პეკინს დაუთმო.
კულტურის გაცნობას შანსის პროვინციის ისტორიული მუზეუმით ვიწყებთ. შემდეგ, პეილინში, იგივე სტელების ტყეში გადავინაცვლებთ. ეს არის ადგილი, სადაც ქვაზე ჩინური დამწერლობა სრულადაა გადმოტანილი. მოსაღამოვებულზე, დოლების კოშკთან, ხვეიმინძიეზე – კოლორიტულ უბანში გავისეირნებთ.
💫 დღე 9 – ძლევამოსილი იმპერატორის, ცინ შიხუანდის სამარხი და ტერაკოტას არმია – 3000 წლისწინანდელი მონარქის ისტორია, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა, რომ საიქიოდანაც შეძლებდა სახელწმიფოს მართვას. ამისათვის, სურდა, რომ მასთან ერთად დაემარხათ მთელი მისი ჯარი და სასახლის კარი. საბოლოოდ, დიდი ძალისხმევის შედეგად, გარშემომყოფებმა დაიყოლიეს ჯიუტი მონარქი ცოცხალი არმიის ქანდაკებებით შეცვლაზე. სწორედ ასე მოევლინა მსოფლიოს ტერაკოტასგან ნაძერწი 8099 ჯარისკაცი, 130 ეტლი, 520 ცხენი და150 კავალერისტის ფიგურა. უნიკალური მუზეუმის დათვალიერება ჩვენი დღის დიდ ნაწილს წაიღებს და მოსაღამოვებულზე მივალთ დედოფალ იანგკვეიფეის აბანოებთან – ხუაცინგ ჩი, ეს იყო იმპერატორის მხევალი, რომელმაც თავისი სახელი დატოვა ისტორიაში. აქ არის სხვადასხვა დანიშნულების სპა, აბანოები და ულამაზესი ბაღები. ადგილი განთქმულია მათი სასიყვარულო ამბით, რომელსაც აუცილებლად მოგიყვებათ ჩვენი ქართველი გამყოლი.
💫 დღე 10 – ჩვენი აქტიური ტურის ბოლო დღეს „დიდი იხვების პაგოდის“ მონახულებით დავიწყებთ. ეს არის უძველესი ბუდისტური ძეგლი, რომლის თაღიდანაც მთელი სიანის პანორამული ხედები იშლება. ვნახავთ აზიაში ყველაზე დიდ მოცეკვავე შადრევანს, დავესწრებით ტრადიცილ ჩაის ცერემონიალს და ბოლოს გავისეირნებთ გალავანზე, რომელიც მთელს ძველ სიანს საოცარ სამშვენისად არტყავს გარს.
💫 დღე 11 – ჩინეთი, განსაკუთრებით სიანი, შოპინგის გარეშე წარმოუდგენელია❗ეს დღე მთლიანადთ ავისუფალი და თქვენს განკარგულებაში იქნება.
💫 დღე 12 – ფრენა სიანიდან პეკინის მიმართულებით.
მოგზაურობა რომ აბედნიერებს, სხეულის ყველა წერტილით ყველაზე მძაფრად პეკინში იგრძნობთ. სრულიად განსხვავებული აზია, არასტანდარტული, გათანამედროვებული და ამასთანავე ყველაზე ტრადიციული. ტუკ-ტუკები, როგორც დანარჩენ აზიაში, აქაც მრავლადაა. ბრჭყვიალა შენობებიც იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე სადმე შეგხვედრია და ხალხიც იმდენია, თითქოს მთელ დედამიწის მოსახლეობას აქ და ამ დროს გადაუწყვეტია სეირნობა. მოსახლეობა აქაც როგორც დანარჩენ აზიაში, კეთილგანწყობილი და გულღიაა, თუმცა, არ ცდილობენ ყველაფერი წამში შემოგასაღონ. ისედაც იციან, ჩინეთში ჩასული ტურისტი აქედან დახუნძლული და ჯიბეცარიელი ბრუნდება თავისსამშობლოში.
ამ ტურის ფარგლებში ჩინეთში გატარებულ ბოლო დღეს, ემოციების დაწყობაში, მორჩენილი ადგილების ნახვაში და კულინარიის შედევრებით ტკბობაში გავატარებთ.
💫 დღე 13 – ფრენა საქართველოს მიმართულებით.
ზუსტად ვიცით, ჩინეთი ისეთი ქვეყანაა, სადაც უკან დაბრუნებაზე სამშობლოში ჩასვლის წუთებიდან იოცნებებთ.
-
დანიშნულება
-
ღირებულებაში შედისსათავგადასავლო ტური ჩინეთში