logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

სათავგადასავლო ტური ნეპალში

სათავგადასავლო ტური ნეპალში

7000₾ ერთ ადამიანზე
ნეპალი 🇳🇵 ძალზედ საინტერესო და სათავგადასავლო ჯგუფური ტური გვაქვს დაგეგმილი, შემოგვიერთდი 🤗

ნეპალზე ფიქრისას თვალწინ უსაშველოდ აწოწილი მთები, ულამაზესი ბუნება და განსხვავებული ფერადი კულტურა წარმოგიდგება. თოვლიანი მწვერვალების სამეფო – ჰიმალაების სამშობლო, ადგილი, სადაც მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალი მწვერვალიდან 8 მდებარეობს. თუკი საკუთარ თავთან ჰარმონიის დამყარების გზას ეძებ აუცილებლად ნეპალს უნდა ეწვიო. აზიის ამ ნაწილში ფეხის დადგმისთანავე იგრძნობ, მეგობრულ ატმოსფეროს და სულიერ სიმშვიდეს. მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, საოცარი ძეგლები, რელიგიული თავისებურებები და მომაჯადოვებელი ლანდშაპტი, მაგიური ჰიმალაების მთის ძალა – ყველაფერი ერთად გხვდება ამ ქვეყანაში და რაღაც საოცარ, განსხვავებულ ჰარმონიულ ქაოსს გიქმნის გონებაში.

ნეპალის ტურში ჩვენთან ერთად იმოგზაურებს ანდრო დგებუაძე, რომელიც მოგვიყვება ნეპალის და ინდოეთის მსგავსება-განსხვავებაზე, ინდუიზმზე, ჰინდუს ფილოსოფიაზე და ბევრ საინტერესო ამბებს 🤗

 

დღე 1: დილის რეისით სამხრეთ აზიაში პირდაპირ ჰიმალაის გულში ჩავფრინდებით. მცირედი დასვენების შემდეგ ქვეყნის გაცნობას ნეპალის დედაქალაქით ვიწყებთ. 723 წელს რაჯა გუნაკამადევას მიერ დაარსებული ქალაქი კატმანდუ დღემდე ქვეყნის მთავარი სავაჭრო და განვითარების ცენტრია. მოძრავი, ანტიკური არქიტექტურის და ინდუისტურ ბუდისტური ტაძრების ერთობლობა ერთი შეხედვით საოცრად ქაოსური შეიძლება მოგეჩვენოს, თუმცა აქაური სიმშვიდე და ჰარმონია მთელი დარჩენილი ცხოვრება გაგყვებათ.

მოვინახულებთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს Boudhnath Stupa-ს ტაძარს. უდიდესი სფერული სტუპა და პილგრიმი ბუდისტების მსოფლიო დონის მნიშვნელოვანი სალოცავი ადგილი, ბუდანათის სტუპა შეკრულია თეთრი გუმბათით და ბუდას სამყაროს თვალით.

1950 წელს ტიბეტელი ლტოლვილები დასახლდნენ ძეგლის გარშემო და მას შემდეგ ტაძარი მნიშნველოვან ბუდისტურ ადგილად იქცა, მისი არქიტექტურა და სულიერი გარემო უცებ ნუსხავს და ატყვევებს ვიზიტორებს და ერთ- ერთი საყვარელი ადგილია მოგზაურთათვის. კატმანდუდან 5კმ-ში, მდინარე ბაგმათის სანაპიროზე აგებულ ინდუისტურ ტაძრის კომპლექსი ულამაზესი სანახავია. პაშუპატინათის (Pashupatinath) ტაძარი ნეპალში კიდევ ერთი იუნესკოს მსოფლიო კულტურული ძეგლია, რომელიც აერთიანებს აშრამებს, ტაძრებს, წმინდა სალოცავებს და კრემაციის ადგილს. უფალი შივას სადიდებლად აგებულ ამ ტაძარში დღემდე ყოველ დილით კრემაცია ტარდება, ბაღმატის მდინარე ნეპალს ჭრის და ინდოეთში წმინდა მდინარე განგას უერთდება, ორივე მდინარე უმაღლეს იდეოლოგიურ დატვირთვას ფლობს ჰინდუს რელიგიაში.

ღამისთევა კატმანდუში https://www.booking.com/hotel/np/barahi-kathmandu.en-gb.html Hotel Barahi Kathmandu

დღე 2: ამ დღის გარიჟრაჟი განსაკუთრებული იქნება ტურის ყველა წევრის ცხოვრებაში, ევერესტს თუ გადაუფრენთ, დაკბილული თეთრი მწვერვალების ჰორიზონტამდე უკიდეგანოდ გადაჭიმული ზღვის თავზე მოექცევით. მსგავს პეიზაჟს დედამიწაზე სხვაგან ვერსად ნახავთ – ეს ჰიმალაის 200 – მდე მწვერვალია, რომლებსაც ამ დილით ძალიან ახლოდან ნახავთ. ლუკლასი ესე ქვია ერთ-ერთ ყველაზე მოკლე საფრენ ბილიკიან აეროპორტს, საიდანაც ევერესტზე სრულდება ფრენები. ადრენალინი, ემოცია, სიხარული თუ ბედნიერების განცდა ერთად აირევა თითოეული ტურში მონაწილე ადამიანის გონებაში, საათის მანძილზე შამპანიურით ხელში შემოვუფრენთ და ახლო მანძლიდან ნახავთ დედამიწის სახურავს, ევერესტის უკლებლივ ყველა მწვერვალს.

საუზმის შემდეგ ქალაქის ტურს კატმანდუს მშვენებით, უძველესი ბაზრის ასონსის ინდრა ჩოკის დათვალიერებით ვიწყებთ, აქ შეძენილ სამკაულს, დეკორს, თუ აზიურ სუვენირს ყოველთვის გამორჩეული ადგილი ექნება თქვენს ნივთებში.

ნეპალის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ნევარის ანტიკურ არქიტექტურულ სტილში აშენებული ქალაქი ბახტაპურია, რომელსაც სხვაგვარად “ცოცხალ მუზეუმსაც“ უწოდებენ. ბახტაპურის დურბარის მოედანი არის ქალაქის ცენტრალურად მდებარე ადგილი და ნეპალის UNESCO კულტურული ძეგლებიდან ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, იქაურობა სავსეა კულტურული, ისტორიული და უძველესი სასახლის ძეგლებით, მოჩუქურთმებული ტაძრები სრულად იპყრობს თქვენს გონებას და სხვა არაფერზე გეფიქრებათ იმ დროს, ვიდრე ამ დიდებული სამყაროს გულში ყოფნაა.

Swayambhunath Stupa – იგივე მაიმუნების ტაძარი ხეობის პირას ბორცვის თავზე მდებარეობს, საკულტო სტიუპა ბუდას თვალებით გარშემორტყმული მხიარული მაიმუნების მონუმენტებით და ფერადი დროშებით საოცარ მისტიკას ჰქმნის და ასმაგად ამაღლებს მნახველის განწყობას. ნეპალი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ცოცხალი ღმერთის ნახვაა შესაძლებელი, ახალგაზრდა ქალღმერთი ლალიდპურში ცხოვრობს, მომწიფების ასაკამდე გოგონას მიწაზე ფეხიც კი არ აქვს დაკარებული, ხელში აყვანილი დაჰყავთ სასახლეში და წელიწადში მხოლოდ ორჯერ სახალხო რელიგიურ დღესასწაულზე გამოყავთ გარეთ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გარკვეული საფასურის სანაცვლოდ მისგან დალოცვის მიღება, ჩვენ დღეს სწორედ სასახლეში მასთან ვიზიტით დავასრულებთ.

ღამისთევა კატმანდუში https://www.booking.com/hotel/np/barahi-kathmandu.en-gb.html Hotel Barahi Kathmandu

დღე 3: ნამდვილი ნეპალის შეცნობას მისი ავთენტური სოფლებით ვიწყებთ, თოვლიან მთებს შორის ჩაკარგული ჭრელი სოფლები, მომღიმარი ადგილობრივები და სიმშვიდე.

ტერაის რეგიონი ცნობილია თავის ბიომრავალფეროვნებით და ველური ბუნებით, 8 ცნობილი ეროვნული პარკიდან 6 სწორედ იქ მდებარეობს. თრიშულზე, იგივე თეთრ მდინარეზე რაფტინგი ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იქნება თქვენი ნეპალური თავგადასავლიდან. წარმოიდგინეთ გრძელი მდინარე, ფართე ნაპირებით და ულამაზესი პეიზაჟებით გარშემო, ეს ემოცია სრულად დაგავიწყებთ დაღლას.

ღამისთევა: https://www.booking.com/Share-2R3KmK Green Park Chitwan

დღე 4: ეს დღე სამოთხეა ეკო მოგზაურებისთვის, თუკი ეტრფი ფლორა და ფაუნას, მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ადგილას ხარ მოხვედრილი.

ერთ დღიანი ტური ჩიტვანის ეროვნულ პარკში! სამოთხე აზიაში! 1973 წელს დაარსებული ჩიტვანის ეროვნული პარკი, პირველი ოფიციალური ნაკრძალია ნეპალში, იქაურობა იმდენად ავთენტური და მრავალფეროვანია იუნესკომ მას 1984 წელს ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მიანიჭა.

გამთენიიდან ჯუნგლებში რბოლას ყველგანმავალი ჯიპებით დავიწყებთ, ახლო მანძილიდან ვნახავთ, მარტორქებს, ირმებს, გარეული სპილოებს, ნიანგებს და თუ გაგვიმართლებს შესაძლოა უიშვიათეს ბენგალურ ვეფხვსაც მოვკრათ თვალი.

დღის მეორე ნაწილს მდინარე რაპტის კანოეზე მოგზაურობით განვაგრძობთ, დედამიწის ამ ნაწილში ბუნების ხმები სულ სხვანაირად ისმინება. ყურს თუ მიუგდებთ მათ ენას ისწავლით, საოცარი პეიზაჟები, სრულად კონტრასტული მთელი გზის მანძილზე ენაცვლება ერთმანეთს, ულამაზესი და უიშვიათესი ფრინველების გუნდი მუდმივად თან სდევს მგზავრს, აქ განცდილი რამოდენიმე საათი კიდევ უფრო მეტ კავშირს დაგამყარებინებთ ბუნებასთან და გაგიფერადებთ ემოციებს. გადაშენების პირას მყოფი აზიური სპილოების დაცვა და გამრავლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამაა, რაც ჩიტვანის ნაციონალურ პარკის კონსერვაციის ცენტრს აკისრია.

დღის მეორე ნახევარში ვეწვევით ცენტრს და თავად გავეცნობით პროგრამებს, რომლებიც ეხმარება აზიური გიგანტების დაცვას და ხელმეორედ მოშენებას. დღეს ადგილობრივი თარუს ტომის ნაციონალური ცეკვების ყურებით დავასრულებთ, მუსიკით გადმოცემული ჩიტვანის ტომის კულტურული ისტორია საოცრად ლამაზი და შთამბეჭდავი სანახავია.

ღამისთევა: https://www.booking.com/Share-2R3KmK Green Park Chitwan

დღე 5: ბრინჯის ველებისა და ჰიმალაის მწვერვალების ხედები ეს ის გზაა რომელსაც ეთნო ქალაქ ბანდიპურამდე ჩავყევართ. მე-18 საუკუნის დროინდელი პატარა ქალაქი სულ 10 000 მოსახლისგან შედგება და მისი სრულად დათვალიერება ფეხითაც შეიძლება, სახლების არქიტექტურა ტიპური და სახასიათოა ნევარელი (Newar) ხალხისთვის, აქაურები თავს ყველაზე ძველ ნეპალელებად თვლიან, შენობების განმასხვავებელი და უნიკალური დეტალებია ფერადი და ხეში გამოკვეთილი აივნები და ფიქალით გადახურული სახურავები, რომლებიც ქუჩის რაღაც ნაწილსაც ქოლგებივით ეფინება.

გვიან საღამოს ჩავალთ პოხარაში. ღამისთევა https://www.booking.com/Share-SSOq1aZ Sunshine Resort Pokhara
დღე 6: პოხარადან სადღაც 11 კილომეტრში მთებით გარშემორტყმული სოფელი სარანგკოტია, აქაური აისი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნურია რაც კი შეიძლება ნახო ცხოვრებაში.
დილით მზის ამოსვლას ზღვის დონიდან 1599 მეტრზე სოფლის წვერში აგებულ ხედების კოშკიდან შევხედავთ, წარმოიდგინეთ ანაპურნას მანასლუს მთათა სისტემის ერთად დანახვა მაშინ, როცა დედამიწას მზის პირველი სხივი შეეხება. შემდეგ მსურველებს შეუძლიათ პარაპლანით დაშვება, ციდან დანახული პოხარას რაიონი განსაკუთრებით შთაბეჭდილებას მოახდენს თითოეულ მონაწილეზე.

ნავებით გავისეირნებთ ულამაზეს ფევას ტბაზე, წყლის ანარეკლიდან მომზირალი ანაპურნას ქედი ნამდვილად შესძლებს თქვენს გაოცებას. გადავალთ შუაგულში მდებარე მონასტერშიც, სარანკოტას მიდამოებში ყველაზე ბევრი ტიბეტური დასახლებები და ბუდისტური კულტურის ძეგლების ნახვაა შესაძლებელი.

ეკო ტურიზმს დევის ჩანჩქერზე ვიზიტით განვაგრძობთ, მისი სახელი ასევე ცნობილი, როგორც პატალე ჩანგო, ეს ჩანჩქერი სათავეს იღებს ფევას ტბიდან და ქრება მიწისქვეშეთში. დევის ჩანჩქერის მახლობლად მდებარე გუფტესვორის მღვიმე რთული გამოქვაბულების სისტემაა, რომელსაც ჰინდუს რელიგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, აქ არის შივას ყველაზე მნიშვნელოვანი სახლი განთავსებული, ადგილი წმინდაა და მასში ჩასვლა მხოლოდ ფეხშიშველაა დაშვებული. ავალთ მსოფლიო მშვიდობის სტუპაზეც: გორაკზე მდებარე ეს სტუპა გთავაზობთ პანორამულ ხედებს ქალაქ პოხარას, ფევას ტბასა და ანაპურნას ქედზე, აქაურობა მსოფლიო მშვიდობის და ჰარმონიის საწყის წერტილად ითვლება.

დღის ბოლოს მთის საერთაშორისო მუზეუმს ვეწვევევით. მუზეუმში განთავსებული უნიკალური მასალა სრულად გიყვება ჰიმალაის მთების, ალპინიზმის კულტურის ისტორიას და ამბებს ყველა იმ მთამსვლელის, რომლებმაც სხვადასხვა დროს დიდებით დაიპყრეს მთიანი მწვერვალები.

ღამისთევა https://www.booking.com/Share-SSOq1aZ Sunshine Resort Pokhara

დღე 7: თუ გინდა რეალურად უცხო კულტურას ეზიარო ადგილობრივ ხალხს უნდა ესტუმრო, დილას სწორედ პოხარის სოფელში ოჯახში ვიზიტით ვიწყებთ. ვნახავთ მათ ყოველდღიურ ყოფას, ვისაუბრებთ, გავეცნობით ადგილობრივ კულინარიის თავისებურებებს და შემდეგ გავემგზავრებით სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილას- ავსტრალიურ ქემფში. ორი საათის მანძილზე ულამაზესი ტყეების, ტერასიანი მინდვრების და საოცარი ფერადი სოფლების გავლით ღრუბლებს ზევით ავსტრალიურ ქემფში ავალთ. სიცივეში ჩაი დაგილევით? აი, წვეთ წვეთად რომ იზოგავთ სანუკვარ სითხეს, ორგანიზმში ჩასულ თითოეულ ყლუპს ყურს ადევნებთ და შეიგრძნობთ. ზუსტად ესეთია ბედნიერება სუფევს ავსტრალიურ ბანაკში, იქ დანახულ ემოციებს იზოგავ, რომ უცებ არ გაგიქრეს სადმე და არ გამოგელიოს, ხარბად ისუნთქავ ჰიმალაებიდან ჩამოქროლილ ჰაერს და ფიქრობ რა ბედნიერი ხარ რომ იმ წუთას, სწორედ იქ ხარ, სადაც სამყარო ასეთ სილამაზეს გთავაზობს. აქაური დაისი და აისი ანაპურნას და მანჩჰაპუჩჰრეს (თევზის კუდის) მთების ფონზე ერთერთი ულამაზესია მთელ დედამიწაზე.

ღამისთევა ავსტრალიურ ბანაკში https://www.tripadvisor.com/Attraction_Review-g293891

დღე 8: ნეპალში ყოფნის მერვე დილას სამოთხეში გაიღვიძებთ, გარშემო უამრავი ჩიტის ყურისმომჭრლი ჭიკჭიკი, მზის სხივებით გაფერადებული დიადი მთები და ნეპალური ყავა მათ ფონზე. დავეშვებით ულამაზეს სოფელ კანდესკენ. დასახლება ანაპურნას ქედთან მდებარეობს და გზა მუდამ მწვანე ტყეებზე გადის. ტრადიციული სოფლები სავსეა ტიბეტელი მოსახლეობით, სანამ ტიბეტში მოგზაურობის სურვილს აიხდენთ აქაური სუვენირების შეძენით, ადგილობრივებთან ურთიერთობით საოცრად საინტერესო და ბევრის მომცემია მოგზაურთათვის. დაბრუნება კატმანდუში.

ღამისთევა ღამისთევა კატმანდუში https://www.booking.com/hotel/np/barahi-kathmandu.en-gb.html Hotel Barahi Kathmandu

დღე 9: ნეპალი ის ქვეყანაა სადაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა მოხვდე, თუმცა, ამბობენ, რომ ნეპალში ადამიანები არასოდეს ჩადიან ერთხელ და აუცილებლად ბრუნდებიან უკან. ამ დღეს დროებით დავემშვიდობებით ფერად ქვეყანას ოცნებით, რომ უახლოეს დროში კვლავ დავბრუნდებით უკან. ფრენა საქართველოს მიმართულებით.

მოგზაურობის პერიოდი: 25 სექტემბერი – 4 ოქტომბერი
სრული საგზურის ღირებულება 7000 ლარი (ერთ ადამიანზე, ორ ადგილიან ნომერში)

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – 
დაგვიკავშირდი: ☎️ (032) 2 300-700
ან გვესტუმრე ახალ მისამართზე: 📌 თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17
ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია ☀️
info@goodtravel.ge
  • დანიშნულება
  • გამგზავრება
    თბილისიდან / თბილისში
  • გამგზავრების დრო
    25 სექტემბერი
  • ღირებულებაში შედის
    • ორმხრივი საერთაშორისო ავიაბილეთი; • ვიზა; • დაზღვევა; • ყველა ტრანსფერი; • ყველა საექსკურსიო ბილეთი; • ჯიპ-ტური ჩიტვანის ნაციონალურ პარკში; • სრული სატრანსპორტო მომსახურება საექსკურსიო საათებში კონდიცირებული მიკროავტობუსით; • მთის გიდი პოხარაში; • ადგილობრივი გიდი; • ქართულენოვანი გამყოლი; • 5* სასტუმროები საუზმით; • ნავით მომსახურება პოხარას ტბაზე; • რაფტინგი თეთრ მდინარეზე (სრული საჭირო აღჭურვილობით); • ავსტრალიურ ქემფში განთავსება კარვის ტიპის სასტუმროში საუზმით;
  • ღირებულებაში არ შედის
    • ”თიფი“ ერთ ადამიანზე სრული ტურის განმავლობაში 60$ • ევერესტის მთების გარშემო სპეც რეისით ფრენა- დამატებითი ღირებულება 350$ • პარაგლაიდინგი პოხარას ქედიდან - დამატებითი ღირებულება 160$ • ნებისმიერი პირადი და სხვა ხარჯი რაც არ არის ტურში ნახსენები. • სადილი ვახშმები, რომელიც არ არის ტურის პროგრამაში ნახსენები. • ერთ ადგილიანი განთავსება ნომერში (single room) მარტო განთავსების სურვილის შემთხვევაში ტურის ღირებულებას ემატება 650$ • მობილურის ინტერნეტ ბარათი 20$
  • ღირებულებაში შედის
    სათავგადასავლო ტური ნეპალში

ქვეყნის შესახებ

ოფიციალურად ყველაზე მაღალ ქვეყანას, უზარმაზარ ნეპალს, მოიხსენიებენ როგორც „მსოფლიოს სახურავს“. როგორც ჩანს ეს ზედმეტსახელი შეეფერება ჰიმალაიურ ერს, სადაც თოვლით დაფარული მთები უჩინარდება ღრუბლებში, როგორც კიბეები სამოთხეში.
ევერესტის მთა იზიდავს ვარსკვვლავებს. ტურისტები ცოცავენ, ფეხით მოგზაურობენ და აღფრთოვანებულები არიან მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალით რომელიც ეკეკლუცება სტაროსფეროს 8848 მეტრზე. მაგრამ ეს მომხიბლავი ქვეყანა გაცილებით მეტია ვიდრე მთები.
გუტაამა ბუდას დაბადების ადგილი, ნეპალი მნიშვნელოვანი მოსალოცი ადგილია მილიონობით ბუდისტებისათვის, რომლებიც შორიდან მოდიან რათა ეწვიონ ლუმბინის, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს, ტაძრის კომპლექსს, სადაც ოდესღაც ცხოვრობდა ბუდა.
წმინდა ადგილები მრავალფეროვნად არის ნეპალში, მაგრამ არა მხოლოდ ბუდისტური ნაირსახეობები; ინდუიზმს ძლიერი დასაყრდენი აქვს ქვეყანაში და ქვეყნის მასშტაბით მიმოფანტულია მრავალი ინდუსური ტაძარი.
ასევე მძიმე დარტყმა იყო ნეპალის დედაქალაქზე, კატმანდუზე, რომელიც გარშემორტყმულია მთის მწვერვალებით. ულამაზესი, აურზაურიანი ქალაქი დგას კულტურულ გზაჯვარედინზე ინდოეთის და ჩინეთის მიწაზე, რომლის გავლენასაც ნახავთ არქიტექტურასა და სამზარეულოზე. ამავდროულად დასავლეთის ხედვა ჭარბობს ტამელის ქუჩაზე, რომელიც მოპირკეთებულია ბარებით.
კატმანდუ კარგი საწყისი წერტილია რისკის მოყვარული მოგზაურებისთვის, ვინც შედის ჩიტვანის ნაციონალური პარკის ჯუნგლებში, საიდანაცაა ბენგალიის ვეფხვები, ნიანგები, მარტორქები. პლიუს უამრავი სახეობის ფრინველი. ფეჰას ტბა ტურისტებისთვის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა, ისევე როგორც საფეხმავლო ბილიკები ჰიმალაიში.
სადაც არ უნდა გაიაროთ ფართო ღიმილით მოგესალმებიან; ნეპალელი ხალხი მსოფლიოში ყველაზე მეგობრული ხალხია, და მათთვის უჩვეულო არ არის უცხო ადამიანების სახლში მიპატიჟება ჩაიზე.
ნეპალი მხოლოდ ერთი ნაბიჯით არის დაშორებული სამოთხიდან - და ვინც უკვე აღმოაჩინა ქვეყნის მრავალი ხიბლი, იცის რა გრძნობაა.
გეოგრაფია:
ნეპალი არის ხმელეთით გარშემორტყმული სამეფო რომელიც იზიარებს საზღვარს ჩრდილოეთ ტიბეტთან და ინდოეთთან დასავლეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით. ქვეყანა შეიძლება დაიყოს 6 ზონად: თერაი, ჩურის ბორცვები, მაჰაბჰარატას დიაპაზონი, პაჰარის ზონა, ჰიმალაი და ტრანს-ჰიმალაი. ქვეყნის დიდი ნაწილი ჰიმალაის სამხრეთის ფერდობზე მდებარეობს, გორაკების ქვეყნის უმაღლესი მწვერვალებიდან ქვემოთ, განჯის დაბლობზე. მთიან ცენტრალურ არეალს კვეთს ქვედა ჰიმალაიები, სადაც არის რვა ყველაზე მაღალი მწვერვალი მსოფლიოში, რომელიც ევერესტის მთაზეა. ნეპალის ველური ბუნება მოიცავს ვეფხვებს, ლეოპარდებს, გაურებს (ველური ხარი), სპილოებს, კამეჩებს, ირმებს და მარტორქებს.
ენა:
ოფიციალური ენა არის ნეპალური ენა (საუბრობს 49%), ასევე არის ბევრი სხვა ენა რომელიც მოიცავს მაითილურს (maithili) და ბოჯპურს (bhojpuri). ინგლისურ ენაზე საუბრობენ ბიზნეს წრეებში და სამოგზაურო ვაჭრობაში ჩართული პირები.
საუკეთესო დრო სამოგზაუროდ ძლიერი ქარის სეზონი იწყება ივლისის ბოლოდან და გრძელდება სექტემბრის ბოლომდე. ამ პერიოდში ნეპალის წლიური წვიმის დაახლოებით 80% მოდის, ამიტომ წლის დანარჩენი ნაწილი მშრალი ამინდებია, გაზაფხული და შემოდგომა ყველაზე სასიამოვნო სეზონია; ზამთრის ტემპერატურა ეცემა ყინვამდე, მთებში დიდი თოვლია, ხოლო ზაფხული შეიძლება იყოს ძალიან ცხელი. ზაფხულში და გვიან გაზაფხულზე ტემპერატურა 28 გრადუსიდან იწყება მაღალმთლიან რეგიონებში, 40 გრადუსზე მეტი არის თერაიში.
ზამთარში, საშუალო მინიმალური და მაქსიმალური ტემპერატურა თერაიში 7 დან 23 გრადუსამდე მერყეობს. ცენტრალურ ხეობებში შეინიშნება მინიმალური ტემპერატურა, რომელიც ხშირად ეცემა გაყინვის წერტილის ქვემოთ, მაქსიმუმ 12 გრადუსამდე. უფრო ცივი ტემპერატურა ჭარბობს უფრო მაღალ სიმაღლეებზე. კატმანდუს ველი, 1310 მ სიმაღლეზე მდებარეობს, აქვს ზომიერი კლიმატი, ზაფხულში 19 - 27 გრადუსიდან და ზამთარში 2 - 20 გრადუსი.
საჭირო ტანსაცმელი
მსუბუქ და ტროპიკულ ტანსაცმელს ქოლგასთან ერთად, გირჩევთ ივნისში და აგვისტოში. ოქტომბერსა და მარტს შორის პერიოდში, მსუბუქი ტანსაცმელი უნდა ატაროთ კატმანდუში, საღამოს ქურთუკი და მთებისთვის თბილი სამოსი. როდესაც მთაში გაისეირნებთ გეცვათ მთის მაღალი ხარისხის, ყინვაგაგამძლე ტანსაცმელი, რომელსაც რეკომენდირებულია მთელი წლის განმავლობაში.
ტივტივი ფევას ტბაზე (float on phewa lake)
ჰიმალაიზე გასეირნების ან ადგილობრივი ლუდის დაგემოვნების შემდეგ კარგად დაისვენეთ ფევა თალის გამჭირვალე წყალზე პოხარაში. თუ გსურთ თავად მართავთ, ან ვინმეს დაიქირავებთ ამისთვის, დარწმუნდით, რომ ეწვიეთ ბარაკ მანდირს, კუნძულს და ტბის შუაში.
წადით საფარიზე ჩიტვანის ეროვნულ პარკში:
ნეპალის უძველესი ეროვნული პარკი, ჩიტვანი არის გადაშენების პირას მყოფი ბენგალური ვეფხვების, მარტორქის და ნიანგების სახლი, რომ აღარაფერი ვთქვათ ფრინველთა მრავალრიცხოვან სახეობებზე. ვიზიტორებს შეუძლიათ დაათვალიერონ პარკი სპილოებით ან Safari -ს მანქანით. ასევე შესაძლებელია ღამის გატარება საგუშაგო კოშკში, და ჯუნგლების ხმაურის მოსმენა.
სიდა გუფას მიწის ქვეშ:
437 მეტრის სიღრმეზე, სიდა გუფა არის უდიდესი გამოქვაბული ნეპალში, და აცხადებს პრეტენზიას ზოგიერთ სანახაობრივ სტალაქტიტსა და სტალაგმიტზე, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა სამყაროების კლდის ფორმირებებზე. მდებარეობს ბანდიპურის სოფლის გარეთ, მღვიმესთან მისვლა შეგიძლიათ ავტობუსით პოხარადან.
ევერესტის მთის საოცრება:
მსოფლიოში უმაღლესი მთა, ევერესტზე ასვლა არის საბოლოო ტესტი ფიზიკური გამძლეობის შესახებ. მაგრამ თუ თქვენ ვერ მიაღწევთ მის წერტილს, ან თუნდაც საბაზო ბანაკს, თვითმფრინავის ფანჯრიდან შეგიძლიათ ნახოთ ეს მწვერვალი მთელი თავისი დიდებით. ადგილობრივი ავიაკომპანიების უმეტესობა გთავაზობთ თვალწარმტაც ფრენებს, რომლებიც შესაძლებელია პოხარადან და სხვა ადგილებიდან.
პარაპლანით ფრენა პოხარას თავზე:
პოხარა გამოირჩევა როგორც მსოფლიოს ერთ – ერთი საუკეთესო ადგილი პარაგლიდინგზე წასასვლელად, უნიკალური გეოთერმული თარგების და განსაცვიფრებელი პეიზაჟების წყალობით. რამდენიმე კომპანია გთავაზობთ ფრენის ინსტრუქციას, აღჭურვილობის დაქირავებას და ტრანსპორტირებას მიწაზე დასაშვებად. არსებობს უკეთესი გზა მსოფლიოს უმაღლესი ქვეყნის აღმოსაჩენად ?
წვეულება თამელში:
მას შემდეგ, რაც კატმანდუში ღირშესანიშნაობების ნახვას დაასრულებთ, დამსახურებულად დააგემოვნეთ ლუდი თამელის რაიონის ცოცხალ ქუჩებში. გადავსებულ ბარებში, კლუბებში და რესტორნებში თქვენ ვერ იბრძოლებთ ამ ნაწილში რომ იპოვოთ ადგილობრივი დაყენებული ლუდი. თქვენ ასევე აღმოაჩენთ ადგილობრივ სამზარეულოს, კომპანიონებთან და ხმამაღალ მუსიკასთან ერთად.
პოხარას ფოტოგრაფია:
დასახელებული, როგორც "ჰიმალაის სამკაული", პოხარა არაჩვეულებრივი სილამაზის მქონე ტბისპირა ქალაქია. თოვლისგან დაფარული ანაპურნას მთის მწვერვალზე მიმავალი მოგზაურები ტაძრების მონახულებისას, ტრადიციულ ბაზრებზე საყიდლებზე და ფევის ტბაში მოხვედრისას ქალაქის მრავალ ხიბლს ხვდებიან.
მომლოცველები ბუდას სამშობლოში:
გაუტამა ბუდას სამშობლო, ლუმბინი, სავარაუდოდ ყველაზე მნიშვნელოვანი სალოცავი ადგილია მსოფლიოში ბუდისტების პრაქტიკაში. ეს სულიერი ადგილი მხოლოდ რელიგიური ფანატიკოსებისთვის არ არის, თუმცა მბზინავი, ოქროსფერი ტაძრები და ბუნდოვანი ადგილები უამრავ ტურისტს იზიდავს.
გადაცურეთ მდინარე მარსიანგდი:
მთების გავლით ჩამოყოლებაზე არის მდინარეების მთელი რიგი, რომელიც გთავაზობთ სრულყოფილ პირობებს თეთრი წყლის ჯომარდობისთვის. მდინარე მარსიანდის რთული გამოწვევებიდან, მდინარე მშვენიერი ტრიშულის ხეობიდან დაანგრიეთ იგი ქვეყნის ამაღელვებელ გზებზე, რომლებიც დარწმუნებულია, რომ აგიჩქარებთ გულის და ადრენალინის გამოყოფას შეუწყობს ხელს.
დაისვენე ნემჩეს ბაზარში:
ჰიმალაის მხარეზე მიბმული, მთიანი ქალაქ ნამჩე ბაზარი კერაა მათთვის, ვინც ეძებს ევერესტის რეგიონს. პურის საცხობები და აუზებიანი სახლები მასპინძლობენ მათ, ვინც ლუკლადან დადის და WiFi- ის ხელმისაწვდომობა კომფორტს ქმნის დაკარგულ სახლებში. თუმცა მიწისძვრებისგან ცუდად შერყეული, ბიზნესისთვის მაინც ღიაა.
სუვენირების სკაუტი:
ტიბეტის ხელნაკეთობები და არტეფაქტები უზომოდ შთამბეჭდავია ბუდანათის სტუპაზე, ტიბეტური გადასახლების კულტურის ცენტრში, მოკლე გასეირნება ცენტრალური კატმანდუსგან. ალტერნატივის სახით, ეწვიეთ ცოცხალ ბაზარს ბორჯლის ბორცვიან ქალაქ გორხაში - შაჰის დინასტიის საგვარეულო სახლი და თავდაპირველი გურხის ჯარისკაცების რეზიდენციას.
ტაძრების ადგილი კატმანდუში:
კატმანდუს რელიგიური მონუმენტების დიდი ნაწილი განადგურებულია 2015 წლის მიწისძვრის დროს, კასტამადაფის ტაძრის ჩათვლით, დურბარის მოედანზე. ეს არ არის ყველა ცუდი ამბავი. დაუჯერებელია იუნესკოს სიაში წარმოდგენილი ინდური ტაძრები, ფაშუპატინათის ინდური ტაძარი ნაკლებად დაზიანებულია, ისევე როგორც სვიამბამბუნატის სტუპა (ასევე ცნობილი მაიმუნების ტაძარი), რომელიც გთავაზობთ ფართო პანორამებსა და მხიარულ პრიმატებს.
ფესტივალზე მონაწილეობის მიღება:
ნეპალის კალენდარი შეფუთულია ყველა ტიპის ფესტივალებით. ყურადღების ცენტრში შედის „ჰოლი“ (ანტიკური დროის ინდური ფესტივალი), გაზაფხულის ფესტივალი ტიჰარი; და დაშინი, ყველაზე გრძელი და ცოცხალი ფესტივალი კალენდარში. შეამოწმეთ კალენდარი, რომ დაინახოთ როდის დადგება ამ ფესტივალის თარიღები.
სცადეთ ტრადიციული იოგა:
იგრძენით სტრესები და ყოველდღიური ცხოვრების დაძაბულობა თქვენგან დაშორებით, ნეპალში მრავალი იოგის, სიმშვიდის დროს. კატმანდუ, ლუმბინი და ფოხარა იმეორებენ ცენტრებს, რომლებიც გთავაზობთ იოგას, მედიტაციას და სხვადასხვა ტრადიციულ მკურნალობას, რომლებიც ნეპალში გამოხატულია მათი სამკურნალო თვისებებით.
ბილიკი ანაპურნაზე:
ევერესტის საბაზო ბანაკის ბილიკი საყოველთაოდ ცნობილია, ასე რომ თუ თქვენ არ გსურთ გაიჭყლიტოთ თანამოაზრეებთან ერთად სცადეთ ანაპურნას წრედი. ის არის ოდნავ მშვიდი და გთავაზობთ ეპიკური მთის ხედს. მიუხედავად იმისა, რომ ხელმისაწვდომია გიდის გარეშე, გამოუცდელ მფრინავებს ურჩევენ ადგილზე დახმარების მოძებნას.
ეწვიეთ ხელოვნების ადგილს პატანს: (visit artsy patan:)
ქალაქ პატანს მრავალწლიანი მხატვრული ტრადიციები აქვს და ცნობილია ულამაზესი ხელნაკეთი ნივთებით. ეს არის ასევე დაუვიწყარი ლამაზი ადგილი, სადაც UNESCO- ს ჩამოთვლილი ღირშესანიშნაობები გვხვდება, მდიდარი სასახლეები და ხელოვნების გალერეები. ყველაზე შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობები მოიცავს პატარ დურბარის მოედანს, კრიშნა მადირის, სამეფო აბანოს, კუმბეშვარის ტაძარს და ოქროს ტაძარს.