ფრანგული კლასიკა
პარიზი – (ვერსალი) – (ნორმანდია) – ლუარის ციხეები – ბურჟი – ლიონი – დიჟონი – (კოლმარი)– რეიმსი – პარიზი.
პარიზი / შაბათი
პარიზში ჩაფრენა. აეროპორტში პარტნიორი კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა, რომელსაც ხელში ეჭირება დაფა, წარწერით – „Europe Voyage”. მიმოხილვითი ექსკურსია ქალაქში. სასტუმროში განთავსება. დღის მეორე ნახევარში მოეწყობა ფაკულკტატური ექსკურსია ვერსალის სასახლეში. ღამისთევა სასტურმოში.
პარიზი – ნორმანდია (ონფლიორი – ეტრეტა) / კვირა
საუზმე სასტუმროში. ქალაქში თავისუფალი დროის გატარება ან ან დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში ექსკურსია ონფლიორის და ეტრეტის კომუნებში. ისინი გაშენებულია ატლანტიკური ოკეანის სანაპიროზე, სადაც იმპრესიონისტები ქმნიდნენ თავიანთ შედევრებს.
ტურისტთა სურვილის გათვალისწინებით შესაძლოა, საღამოს მულინ რუჟის, ლიდოს ან პარადი ლატანის კაბარეში სტუმრობა. ღამისთევა პარიზის სასტუმროში.
ლუარისა და ბურჟის ციხეები / ორშაბათი
საუზმე სასტუმროში. ლუარის ხეობაში გამგზავრება. ცნობილი ციხეების მონახულება, რომლებიც ერთ დროს საფრანგეთის მეფეებს ეკუთვნოდათ. ლუარის ხეობის ღვინოების დაგემოვნება. ქალაქ ბურჟში გადასვლა. ისტორიულ ცენტრში გასეირნება თანმხლებ ჯგუფთან ერთად. ქ.ბურჟის სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში.
ლიონი – დიჟონი / სამშაბათი
საუზმე სასტუმროში. ქ. ლიონში გადასვლა. მიმოხილვითი ექსკურსია ძველ ლიონში (მე-15-მე-17 ს.) ისტორიული ექსკურსი, ტრაბულების, საფეხმავლო ქუჩების, ბირჟის, ვარდისფერი კოშკის სახლების, მეფე ჰენრი მე-4-ის, დელორმეს გალერეების ფასადის, იოანე ნათლისმცემლის ტაძრის და მოედნის, წმინდა პოლის და წმინდა გეორგის ეკლესიების, ადვოკატთა სახლების, ებრაული ქუჩების,სადგურის შენობის, ტომასანის სახლის, მე-16 საუკუნის ცეცხლოვანი გოთიკის შესრულებული ფასადების, ლომის სახლის, მაიეს საცხოვრებლის, გადანის სასახლის დავალიერება.
ქალაქში თავისუფალი დროის გატარება. დიჟონში გადასვლა. ქალაქში გასეირნება ჯგუფთან ერთად. სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში.
კოლმარი – სტრასბურგი / ოთხშაბათი
სასტუმროში განთავსება. ქ.კოლმაში გადასვლა. „გაერთიანებული ევროპის დედაქალაქ“ სტრასბურგში ექსკურსიის შემოთავაზება. ამ ძველი ქალაქის ისტორიული ცენტრი განლაგებულია მდინარე ილით შექმნილ კუნძულზე. ის, თავის მხრივ, მდინარე რეინის აუზის ნაწილია. ქ.სტრასბურგი, რომელიც ჯერ კიდევ რომაელების დროს ცნობილი იყო არგენტორატუმის სახელწოდებით, ჯარისკაცებმა თავიანთ სამხედრო ბანაკად შეარჩიეს. ამ ადგილის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტია.
სასტუმროში დაბრუნება. დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში მოეწყობა ექსკურსია ქალაქ კოლმარში. ღამისთევა სასტუმროში.
რეიმსი – პარიზი (შამპანის რეგიონი ) / ხუთშაბათი
საუზმე სასტუმროში. ქ.რეიმსში გადასვლა. ქალაქის ისტორიულ ცენტრში გასეირნება ჯგუფის ასისტენტის თანხლებით. რეიმსი – ფრანგული საშამპანურე დედაქალაქი, რომელსაც 2000-წლოვანი ისტორია აქვს. შეუსაუკუნოვანი რომაული და გოთიკური ხელოვნება აღბეჭდილია ქ.რეიმსის ისეთ შესანიშნავ ქმნილებებში, როგორებიცაა: სენტ-რემის ბაზილიკა და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. თავისუფალი დრო. დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში არსებობს ერთ-ერთი საშამპანურე ღვინის სახლის მონახულების და რამდენიმე სახეობის შამპანურის დაგემოვნების შესაძლებლობა.
პარიზში გადასვლა. სასტუმროში განთავსება. დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაშიექსკურსია ლუვრში, დღის მეორე ნახევარში. ღამისთევა სასტუმროში.
პარიზი / პარასკევი
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო. დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაშიმოეწყობა ექსკურსია მონმარტრის რაიონში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარსა და ლათინურ კვარტალში. მიმოხილვითი ექსკურსია ქალაქში. ფრაგონარის პარფიუმერული ფაბრიკის მონახულება. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.
პარიზი / შაბათი
საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი აეროპორტში.
ტურის ღირებულება 1700 ლარი / ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში
ტურის დასაწყისი (დღე პარასკევი): 26.08.22
იგივე შინაარსის ტური ხორციელდება:
პარასკევის გასვლები (7 ღამე / 8 დღე): 27.08.22
ტურის ღირებულებაში შედის:
🔹 3* ვარსკვლავიან სასტუმროებში განთავსება
🔹 საუზმე
🔹 ჯგუფური ტრანსფერი აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტის მიმართულებით 10:30 – 13:00 შუალედში ჩამოფრენის და 13:00 – 18:00 ინტერვალში გაფრენის შემთხვევაში. დანარჩენ დროებში შესრულებული რეისებისას ტრანსფერში დამატებითი გადასახადი ერთი მიმართულებით კაცზე 30 ევროს შეადგენს.
🔹 ტრანსპორტით უზრუნველყოფა ტურის განმავლობაში
🔹 ექსკურსიები რუსულენოვანი ლიცენზირებული გიდის თანხლებით პარიზსა და ლიონში.
🔹 ბურჟის, დიჟონის, რეინის მონახულება რუსულენოვანი ასისტენტის თანხლებით
დამატებითი ექსკურსიები (რომესაც ირჩევთ და იხდით თქვენი ნებასურვილისდა მიხედვით):
- მუზეუმში შესასვლელი ბილეთები
- ექსკურსია ღამის პარიზში – 30 ევრო
- ვახშმობა მულენ-რუჟის ან ლიდოს კაბარეში (ღირებულება დამოკიდებულია შერჩეული საღამოს პროგრამის მიხედვით)
- ექსკურსია ლუვრის მუზეუმში გიდის თანხლებით – 40 ევრო + შესასვლელი ბილეთი – 17 ევრო
- ექსკურსია ვერსალის სასახლეში – 50 ევრო + შესასვლელი ბილეთი – 18 ევრო
- მდინარე სენაზე გემით გასეირნების ბილეთი – 15 ევრო
- ლუარის ციხეში შესასვლელი ბილეთები – 14 ევრო
- ექსკურსია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში – 35 ევრო
- ექსკურსია მონმარტრში – 35 ევრო
- ექსკურსია ნორმანდიაში – 70 ევრო
- ექსკურსია სტრასბურგში – 50 ევრო
- ექსკურსია კოლმარში – 20 ევრო
- ფეხის ქირა მძღოლისა და ასისტენტისათვის
აუცილებლად გადასახდელი:
- ყურსასმენებით სარგებლობა მთელი ტურის განმავლობაში – 15 ევრო
- ტურისტული გადასახადი სასტუმროში 1-დან 3,5 ევრომდე 24 სთ-ში ერთ ადამიანზე
ტურის ფარგლებში გათვალისწინებული სასტუმროები არ მდებარეობს უშუალოდ ქალაქის შუაგულში, არამედ მის ცენტრალურ ნაწილთან ახლოს.
ყურადღება!!! ბიუვეს აეროპორტში ჩაფრენისას, ტურისტებს სატრანსფერო ჯგუფი დახვდებათ პარიზის ავტობუსის სადგურზე – „MAILOT“. აეროპორტიდან პარიზამდე დამსვენებლები დამოუკიდებლად გადაადგილდებიან „შათლის“ ავტობუსით. დახვედრა მოხდება მხოლოდ ორლისა და შარლ დე გოლის აეროპორტებში.
დამატებითი გადასახადები:
* ავტობუსის წინა რიგში ჯდომისას დამატებითი გადასახადი ერთ ადამიანზე შეადგენს – 50 ევროს, მეორე რიგში – 40 ევროს, მესამეში – 30 ევროს.
* 4 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვები ტურში მონაწილეობას ვერ მიიღებენ
- იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაში მითითებულია ერთი და იმავე კატეგორიის ორი ან მეტი სასტუმრო, კომპანია „Europe Voyage“ იტოვებს იმ სასტუმროს საბოლოოდ შერჩევის უფლებას, სადაც იცხოვრებს ტურისტი.
- გამოფენების გამართვის პერიოდში შეიძლება ტურისტების განთავსება ქალაქის შემოგარენში არსებულ სასტურმოებში.
- ექსკურსიის ჩატარების განრიგი ტექნიკური მიზეზების გამო შეიძლება შეიცვალოს.
-
დანიშნულება
-
გამგზავრებათბილისი
-
ღირებულებაში შედისფრანგული კლასიკა
ქვეყნის შესახებ