კლასიკური იტალია + დასვენება ზღვაზე
რომი – (ნეაპოლი, პომპეი) – (პიზა) – მონტეკატინი-ტერმე – (სიენა – სან ჯიმინიანო) – ფლორენცია – ვენეტოს რეგიონი – ვენეცია – რომი – ზღვაზე დასვენება (10 ღამე / 11 დღე)
გთხოვთ გაითვალისწინოთ! მსგავსი შინაარსის ტური ხორციელდება ასევე შაბათსა და კვირა დღეს (11 ღამე / 12 დღით)
რომი / კვირა
რომში ჩაფრენა. აეროპორტში პარტნიორი კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა, რომელსაც ხელში ეჭირება დაფა, წარწერით – „Europe Voyage”. ტრანსფერი და რომის სასტუმროში განთავსება. მიმოხილვითი საფეხმავლო ექსკურსია რომში, რომლის განმავლობაშიც შეძლებთ მოინახულოთ მთავარი ღირსშესანიშნაობები: ნავონას მოედანი, პანთეონი, ვენეციის მოედანი, კოლიზეუმი, რომაული ფორუმები. თავისუფალი დრო. მსურველთათვის დაორგანიზდება ექსკურსია – „ღამის რომი“. ღამისთევა სასტუმროში.
რომი (ნეაპოლი, პომპეი) / ორშაბათი
საუზმე სასტუმროში, თავისუფალი დრო რომში სასეირნოდ. მსურველთათვის დაორგანიზდება ნეაპოლი-პომპეის ექსკურსია მთელი დღით. დიდებული ქალაქი პომპეი გაჩუქებთ წარმოუდგენელ შთაბეჭდილებებს და გადაგიყვანთ ძველი რომის ეპოქაში, იქ გაეცნობით მდიდარ ანტიკურობას და პომპეელების ღირსშესანიშნავ ხუროთმოძღვრულ ქმნილებებს, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეებში იყო პოპულარული. ნეაპოლი – პიცა „მარგარიტის“ სამშობლოა, ის მზადდება ხის ღუმელში. ეს ქალაქი ნამდვილი სამოთხეა გურმანებისთვის, აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ უახლესი ზღვის პროდუქტები, რის შემდეგაც გადაიღოთ ფოტოები ვეზუვის ვულკანის და ნეაპოლის ყურის ფონზე. რომში დაბრუნება. ღამისთევა სასტუმროში.
რომი – პიზა / სამშაბათი
საუზმე სასტუმროში და ექსკურსია ვატიკანის მუზეუმებში, წმინდა პეტრეს ტაძრის მონახულება. ტოსკანის რეგიონში გადასვლა. სურვილის შემთხვევაში დაორგანიზდება დამატებითი ექსკურსია ისტორიულ ქალაქ პიზაში. სასტუმროში განთავსება მონტეკატინი-ტერმის მიდამოებში.ღამისთევა სასტუმროში.
ფლორენცია (სიენა – სან ჯიმინიანო) / ოთხშაბათი
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო მონტეკატინი-ტერმეში.
სურვილისამებრ, ექსკურსია მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქალაქებში – სიენასა და სან-ჯიმინიანოში. ადამიანთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სიენა ტოსკანის ყველაზე მომხიბვლელი ადგილია: სწორედ აქ შეიქმნა იტალიაში პირველი ქვეითი ზონა. ტერცის სამ ბორცვზე აგებული ქალაქის ისტორიული ცენტრი სჯობს ფეხით შემოიაროთ: იქ ყოველ კუთხე-კუნჭულში სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ. სიენადან სან- ჯიმინიანოსკენ მიმავალ გზაზე შემოგთავაზებენ ტოსკანის ფერმის მონახულებას. იქშეძლებთ ტიპური რეგიონალური პროდუქტების დაგემოვნებას, შეძენას და სადილობას.
სან-ჯიმინიანო – იუნესკოს მიერ დაცული ადგილია. ის ტოსკანური არქიტექტურული მარგალიტის სახელითაა ცნობილი. ეს ქალაქი განფენილია ბორცვზე (სიმაღლე – 334 მ), რომელიც აღმართულია მდინარე „Elsa”-ის ხეობის თავზე. მე-11 – მე-13 საუკუნეებში აგებული 72 კოშკიდან, რომლებიც ერთ დროს იქ მცხოვრები წარჩინებული ოჯახების ძლევამოსილების და სიმდიდრის სიმბოლოა, დღემდე მხოლოდ 15 მათგანი შემორჩა. ისინი მაგნიტივით იზიდავენ მილიონობით ტურისტს მთელი მსოფლიოდან.
მონტეკატანი-ტერმის მიდამოებში არსებულ სასტუმროში დაბრუნება.
ღამისთევა სასტუმროში.
ფლორენცია – ვენეტოს რეგიონი/ ხუთშაბათი
საუზმე სასტუმროში. ფლორენციაში გადასვლა. რენესანსის სამშობლოდ წოდებული ფლორენცია ერთ-ერთი უმსხვილესი და ულამაზესი იტალიური ქალაქია. იქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ცნობილიადამიანები: ლეონარდო და ვინჩი, დანტე, მიქელანჯელო და მრავალი სხვა.
მიმოხილვითი საფეხმავლო ექსკურსია ფლორენციის ისტორიულ ცენტრში გიდის თანხლებით: სინიორიის და პალაცო ვეკოს მოედნები, სატაძრო მოედანი, მარია დელ ფიორეს ტაძარი, სანტა-კროჩეს ტაძარი – ცნობილი ფლორენციელების – მიქელანჯელოს, მაკიაველის, გალილეის აკლდამა.
თავისუფალი დრო. უფიცის გალერეაში ექსკურსიის შემოთავაზება. დღის მეორე ნახევარში ვენეტოს რეგიონში გადასვლა. თავისუფალი დრო. ვენეტოს რეგიონში მდებარე სასტუმროში განთავსება და ღამისთევა.
ვენეცია / პარასკევი
სასტუმროში საუზმე. გამგზავრება ვენეციაში – მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში. თქვენ წინ გელით მიმოხილვითი ექსკურსია ქალაქში გიდის თანხლებით, სადაც ნახავთ სან მარკოს მოედანს, სან მარკოს ბაზილიკას, კომპანილეს – ვენეციის ყველაზე მაღალ შენობას. არ დაგავიწყდეთ გონდოლებით (ვენეციის ტრანსპორტის ეგზოტიკური სახეობა) გასეირნება, რა დროსაც ჩაეფლობით ვენეციის რესპუბლიკის წარსულში.
ფაკულტატურად მოეწყობა ექსკურსიები წმინდა მარკოზის ტაძარსა და წმინდა ლაზარეს კუნძულზე. ღამისთევა სასტუმროში.
ვენეტოს რეგიონი / შაბათი
საუზმე სასტუმროში. რომში გადასვლა. სასტუმროში განთავსება. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.
რომი / კვირა
საუზმე სასტუმროში. მიმოხილვითი საფეხმავლო ექსკურსია რომში, რომლის განმავლობაშიც შეძლებთ მოინახულოთ მთავარი ღირსშესანიშნაობები: ნავონას მოედანი, პანთეონი, ვენეციის მოედანი, კოლიზეუმი, რომაული ფორუმები.
ტირენიის ზღვის სანაპიროზე, რომის მიდამოებში მდებარე სასტუმროში გადასვლა და ღამისთევა სასტუმროში.
ზღვაზე დასვენება / ორშაბათი
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.
ზღვაზე დასვენება / სამშაბათი
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.
რომი / ოთხშაბათი
საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი აეროპორტში.
ტურის ღირებულება 1770 ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში
აირჩიეთ გამგზავრების თარიღი: 07.08, 14.08, 21.08, 28.08,04.09, 18.09, 16.10.22
სურვილის შემთხვევაში, დამატებითი ღირებულების გადახდისას შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ექსკურსიებით:
- ექსკურსია ღამის რომში – 30 ევრო
- ექსკურსია ნეაპოლსა და პომპეიში – 65 ევრო
- პომპეიში შესასვლელი ბილეთი – 16 ევრო
- ვატიკანის მუზეუმში შესასვლელი ბილეთები 30 ევრო (მოიცავს ურიგოდ შესვლას, ყურსასმენებს, სიქსტეს კაპელის ნახვას, წმინდა პეტრას ტაძრის მონახულებას)
- ექსკურსია სიენასა და სან-ჯიმინიანოში – 60 ევრო
- ექსკურსია პიზაში – 45 ევრო
- ექსკურსია „უფიცის“ გალერეაში – 28 ევრო + 26 ევრო (შესასვლელი ბილეთის ღირებულება)
- ფეხის ქირა მძღოლისა და ასისტენტისთვის
აუცილებლად გადასახდელი:
- ყურსასმენებით სარგებლობა მთელი მოგზაურობის განმავლობაში – 15 ევრო;
ვენეციაში: დიდი არხით გავლა – უკანა გზაზე ჯუდეკის არხზე გასეირნება – 30 ევრო
ან ჯუდეკის არხით გავლა – უკანა გზაზე ჯუდეკის არხზე გასეირნება – 20 ევრო
სასტუმროს გადასახადები (city tax), რომელსაც იხდით ადგილზე:
- რომის 3* სასტუმროში: 3-6 ევრო/კაცზე 24 სთ-ში
- მონტეკატინ-ტერმე 3* სასტუმროში: 1,5 ევრო/კაცზე 24 სთ-ში
- ბოლონიის 3* სასტუმროში: 1,5-3 ევრო/კაცზე 24 სთ-ში
- ვენეციის შემოგარენში არსებულ 3* სასტუმროში: 1,8 ევრო/კაცზე 24 სთ-ში
შენიშვნა!
- რომის ცენტრალურ 3* სასტუმროში განთავსების შემთხვევაში დამატებითი გადასახადი ერთ ადამიანზე შეადგენს – 80 ევროს;
- ერთ ადგილიან ნომერში განთავასების შემთხვევაში დამატებითი გადასახადი ერთ ადამიანზეშეადგენს – 180 ევროს;
- სასტუმროს ნომერში ვახშამის დამატებითი გადასახადი შეადგენს – 90 ევროს;
- ავტობუსის წინა რიგში ჯდომის დამატებითი გადასახადი ერთ ადამიანზე შეადგენს – 50 ევროს, მეორერიგში – 40 ევროს, მესამეში – 30 ევროს
4 წლამდე ასაკის ბავშვებს ტურებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ შემთხვაში, თუ:
- პროგრამაში მითითებულია ერთი და იგივე კატეგორიის ორი ან მეტი სასტუმრო;
- კომპანია “Europe Voyage” იტოვებს უფლებას, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს იმ სასტუმროსშერჩევაში, რომელშიც იცხოვრებს ტურისტი;
- გამოფენის გამართვის პერიოდში შესაძლებელია დამსვენებლების განთავსება როგორც გარეუბნის, ასევე ქალაქის შემოგარენის სასტუმროებშიც;
- ივნისი-აგვისტოს პერიოდის ჩათვლით, რიმინის ნაცვლად ემილია-რომანიის რეგიონის ნებისმიერქალაქში შეიძლება მოხდეს განთავსება;
- შაბათ დღეს ადრეული ფრენის შემთხვევაში, რომში ტრანსფერი ხორციელდება ავტობუსით ანმატარებლით პარასკევს, კომპანიის შეხედულებისამებრ.
საგზურის ღირებულებაში არ შედის ავიაბილეთების თანხა, რომელიც დამოკიდებულიათქვენთვის სასურველი პერიოდზე, ავიაკომპანიაზე და აეროპორტზე.
დაგვიკავშირდი: (032) 2 300-700
-
დანიშნულება
-
გამგზავრებათბილისი / ქუთაისი
-
ღირებულებაში შედის▪ სასტუმროში განთავსება ▪ საუზმე ▪ შიდა გადაადგილება ▪ დაზღვევა ▪ ტრანსფერები ▪ რუსულენოვანი გიდის მომსახურება ▪ ვენეციის ექსკურსია ▪ ფლორენციის ექსკურსია ▪ რომის ექსკურსია ▪ ბოლონიის ექსკურსია ▪ სანმარინოს მონახულება
ქვეყნის შესახებ