logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

კლასიკური ინდოეთი

კლასიკური ინდოეთი

6950₾ ერთ ადამიანზე

გთავაზობთ კლასიკური ინდოეთის ორ ალტერნატიულ და ერთ სათავგადასავლო ტურს – ერთი მოგზაურობის ფარგლებში

კლასიკური ინდოეთის ტური + ანდამანის კუნძულები / ინდოეთში მეგზურად ანდრო დგებუაძე გვეყოლება, ადამიანი რომლის თვალით დანახულ ინდოეთს სულ სხვა ელფერი აქვს, თითოეული მასთან გატარებული წამი კი წარუშლელ  სასიამოვნო მოგონებად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

დღე 1: ძველი დელი
დილით პირდაპირი რეისით აზიის ერთერთ ყველაზე გამწვანებულ და ისტორიულ ქალაქ დელიში ჩავალთ.ინდოეთის გაცნობას რედ ფორტით – მეფე შაჰ ჯაჰანის ქმნილებით ვიწყებთ, შემდეგი გაჩერება ჯამა მასჯიდია – მონღოლური ბატონობის დროიდან შემორჩენილი ინდოეთში ყველაზე დიდი მეჩეთი, შევივლით რაჯ გათში – პატივს მივაგებთ მაჰათა განდის უკვდავ ხსოვნას, საოცარ ინდურ რესტორანში ლანჩის შემდეგ გეზს სიკრების წმინდა მონასტერ გურუდვარა ბანგალა საჰიბისკენ ავიღებთ, ვეწვევით  ლაქსმინარაიანის ულამაზეს ტაძარს და ბოლოს  ვნახავთ აგრასენ კი ბაოლს – უძველეს კიბეებიან წყალსაცავს დელიში, რომელიც დღესაც მოქმედია და 60 მეტრი სიღრმისაა მიწის დონიდან, ეს ადგილი თავის უძველესი სამრეცხაოთი მიგნებაა ფოტოხელოვანთათვის.

გვიან ღამით დავბრუნდებით სასტუმროში.

დღე 2: ახალი დელი
ეს დღე ახალი დელის დათვალიერებას ეძღვნება: ქუთუბ მინარის კომპლექსი – ულამაზესი კოშკი, მეჩეთი და ბაღი ერთ სივრცეში – მუსლიმური კვალი ინდოეთში, იუნესკოს დაცული ძეგლებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. შემდეგ ჰუმაიუნ ტომბი – ალბათ ამაზე მშვენიერი სასახლე და ბაღი ჯერ ქალს კაცის საპატივცემულოდ არ აუშენებია. დედოფალმა ჰაჯი ბეგუნმა თავის მწიგნობარი ქმრის სახელის უკვდავსაყოფად იმ დროისთვის მსოფლიოში  უნიკალური ბაღი გააშენა, დღეს სასახლეც და ეზოც იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება, დავათვალიერებთ ლოტოსის მონასტერს, განსხვავებული არქიტექტურის და კულტურის ნაზავს – ამ მონასტრის რელიგიას თავის ფილოსოფია აქვს: ყველა რელიგიიდან კრებ შენთვის სასურველ თვისებებს, აკეთებ შენეულ ნაზავს და გწამს მისი. არსი ამ ტაძრისაც სწორედ ესაა – თავისუფლება სულის და სისპეტაკე.

დანარჩენი სანახავი ობიექტებია: პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტი და ინდოეთის კარიბჭე.

დღეს  საოცარი აქშარდამის სასახალის დათვალიერებით დავასრულებთ, ხშირად მიდის დავა რომელი უფრო მშვენიერია: ტაჯ მაჰალი თუ აქშარდამი – საინტერესო იქნება ტურის ბოლოს თითოეული თქვენთაგანის აზრი ამაზე.

ღამისთევა ისევ დელის სასტუმროში.

დღე 3: დელი – ჯაიპური (260კმ)
ოთხ საათიანი გზა ჯაიპურამდე ინდურ ფილოსოფიაზე საუბარში ძალიან მალე გაირბენს.   მაჰარაჯა ჯაი სინგ II-ის მიერ აგებული ვარდისფერი ქალაქის წყობა ზედმიწევნით იმეორებს შილპას – შასტრას, უძველესი ინდუისტური ტრაქტატის არქიტექტურას. მის ქუჩებში სეირნობა ცალკე  ემოციაა მოგზაურისთვის. City Palace-ის იგივე ქალაქის სასახლის დათვალიერებისას მკვეთრად იგრძნობა მუგოლის დინასტიის და ინდუისტური ძველი არქიტექტურის შერწყმის ნაკვალევი, მაჰარაჯას სასახლე თავისი საოცარი ნახატების კოლექციით დღეს უკვე მუზეუმის ფუნქციას ატარებს. ჯაიპურში მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უდიდესი ძეგლი – ობსერვატორია ყველაზე ძველი ინდოეთში და ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში,  მოქმედი ობსერვატორია დღემდე უზუსტეს ასტროლოგიურ ცნობებს იძლევა ყოველდღიურ თუ გლობალურ საკითხებზე. უგრძელესი დღის შემდეგ დედამიწაზე საუკეთესო ძვირფასი ქვების და სამკაულების ჯოჰარის ბაზრობას ვეწვევით, სადაც შევძლებთ შევიძინოთ რაჯასტანში ცნობილი ეთნიკური ორნამენტული ოქროს, ვერცხლის და ძვირფასი ქვების სამკაულები.  ღამისთევა ჯაიპურის სასტუმროში.

დღე 4: ვარდისფერი ქალაქი ჯაიპური
რაჯა მან სიგნის მიერ 1592 წელს წითელ ქვიშაში და მარმარილოში ტბა მაოტას გასწვრივ მთის წვერზე აშენებული ამბერ ფორტი, იგივე ქარვის ციხესიმაგრე რაჯისტანის მშვენებად და ჯაიპურის სავიზიტო ბარათად ითვლება, ადგილზე სურვილისამებრ ჯიპებით, ან სპილოებზე ამხედრებულები ავალთ. იუნესკოს ეს ძეგლიც უნიკალურია მთელს ინდოეთში და ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სასახლედ ითვლება აზიაში.

სამახსოვრო ფოტოს გადავიღებთ ჰავა მაჰალის (ქარების სასახლის) წინ. დავათვალიერებთ ჯანტარ მანტარს, ჯალ მაჰალს (წყლის სასახლე).

ჯაიპურის გულში მდებარეობს რაჯისტანის ავთენტური კულტურით, მემკვიდრეობის ძეგლებად ქცეული საცხოვრებელი შენობებით და ინდუისტური ცხოვრების მკვეთრად გამოხატული წესით  გამორჩეული ადგილი ჩოკი დანი. შებინდებისას ჩავივლით მის ქუჩებში, გავეცნობით ადგილობრივებს და მივიღებთ მონაწილეობას დღესასწაულში, რომელიც გამუდმებით ეწყობა ჩოკი დანის ქუჩებში და ბოლოს დაისს, სურიას მინდვრებში საოცარი ჰანგების ქვეშ შევხვდებით.

დღე 5: ჯაიპური – აბჰანერი – ფათეპურ სიკრი – აგრა
აგრასკენ გზად ჩანდ ბაორი (საფეხურიანი ჭა) სოფელ აბჰანერში გავჩერდებით. ეს არის მე-9 საუკუნის ბოლოს ნიკუმბას დინასტიის, მეფე ჩანდამის მიერ უძველესი და ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა რაჯასტანში. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საფეხურიანი ჭა აშენდა წყლის დაზოგვისა და ძლიერი სიცხისგან თავის დასაღწევად. შემდეგ ყველაზე ცნობილი მეფე აკბარის მიერ მე-16 საუკუნის ბოლოს აგებულ Fatehpur Sikri დასათვალიერებლად გავეშურებით. აქაურობაც იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ციხესიმაგრეა. ციხე ქალაქი აშენებიდან 14 წელიწადში სრულად გაუკაცრიელდა და დღემდე შემოსაზღვრული გალავნით და ელეგანტური შენობებით ნუსხავს მნახველებს.

ღამისთევა აგრაში.

დღე 6: აგრა
რა შეიძლება იყოს იმაზე ლამაზი, ვიდრე ქათქათა ტაჯ მაჰალის მზის დანახვა, მაშინ როცა მზის პირველი სხივი დაეცემა. მავზოლიუმი, მეფე შაჰ ჯაჰანმა თავისი ცოლის მუმთაზ მაჰალის მარადიულ ხსოვნას მიუძღვნა. ემოციებით დახუნძლულნი გადავინაცვლებთ აგრა ფორტის, იგივე აგრას ციხისკენ. ეს რიგით მეორე ყველაზე ცნობილი ძეგლი და ასევე იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი შენობაა აგრაში. მოვინახულებთ „ბეიბი ტაჯს“, სადაც ინახება იმდროინდელი სამეფო ძვირფასეულობის უდიდესი ნაწილი. აუცილებლად დავისვენებთ ტაჯ მაჰალის მოპირდაპირედ მდებარე მეჰტაბ ბაღში, მდინარე იამუნას მეორე ნაპირზე. ამ ადგილს ფოტოგრაფების სამოთხეს უწოდებენ, მზის ჩასვლის ფონზე ქათქათა ტაჯ-მაჰალის გადაღება ალბათ ყველა ფოტომოყვარულის ოცნებაა. საღამოს აუცილებლად აგრას ბაზარში გავივლით, აქაურობა საუკეთესოა ძვირფასი ქვების და მარმარილოს ნაკეთობების შესაძენად.

ღამისთევა აგრას სასტუმროში.

დღე 7: აგრა – ჯანსი მატარებლით – ხაჯურახო (09:55/12:35 სთ)
მარადიული ქალაქის შემდეგ გზას სიცოცხლის ქალაქ ხაჯურახოსკენ გავუყვებით.

აგრადან მატარებელი ჯერ მე-15 საუკუნეში დაარსებულ ულამაზეს ციხესიმაგრებიან და უთვალავ ტაძრებიან ქალაქ ორჩაში მიგვიყვანს. სწორედ მადჰია პრადეშის ბუნდელხანდის რეგიონში მდებარეობს ჯეჰანგირ მაჰალი (კლასიკური მუღალის არქიტექტურა) და ლაქსმი ნარაიანის ტაძარი (ფრესკული მხატვრობა). დღის მეორე ნახევარში ხაჯურახოსკენ გავაგრძელებთ გზას, სადაც ახლადჩასულზე ცნობილ Sound & Light შოუს დავესწრებით, მოვისმენთ ისტორიებს მე-10 საუკუნიდან დღემდე ინდოეთის ყველაზე ცნობილი მეფეების შესახებ, დავათვალიერებთ ქალაქს.

ღამისთევა ხაჯურაჰოში.

დღე 8: ხაჯურაჰოს ქალაქის ტური
ეს დღე ეძღვნება ხაჯურაჰოს (კამასუტრას ტაძარი) მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლას. აქაურობა დაყოფილია აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად და ცნობილია ინდუისტური და ჯაინის ტაძრებით.

დღის პირველ ნახევარს ცნობილ კამასუტრას ტაძრების კომპლექსის მონახულებას ვუთმობთ, სრულად კომპლექსი 950 და 1050 წლებს შორის ჩვენს წელთ აღრიცხვამდეა აშენებული. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ჩაუნსეტ იოგინი კალი ტაძარი. ასევე სანახავია მაჰადევის ტაძარი, ჩიტრაგუპტა, ტაძარი 11 თავთავიანი ვიშნუს, ვიშვანათისა და ნანდის ტაძრების მშვენიერი გამოსახულებით. ლაქშმანას შივას ტაძარი, რომელიც ყველაზე დიდია იქ მყოფ მონასტრებს შორის. კანდარია მაჰადევის ტაძარი არის ერთ-ერთი უდიდესი ინდუისტური ტაძარი ხაჯურაჰოში. იგი ცნობილია ქვის ჩუქურთმებით, რომელთა რიცხვი 900-ზე მეტს ითვლის. თავის მხრივ, დევის ჯაგდამბის ტაძარი 25 ლამაზად მორთული ტაძრის ჯგუფია. ეს ტაძრები აშენდა ინდოეთში ჩანდელას დინასტიის მმართველობის დროს (მე-10-12 სს.) და ცნობილია ეროტიკული ჩუქურთმებით. დღის მეორე ნახევარს დავუთმობთ აქაური სუვენირების ბაზარს.   ღამის ფრენა ვარანასში (ან 8 დღიანი ტურის არჩევის შემთხვევაში საქართველოს მიმართულებით)

დღე 9: ვარანასი
ამ დღეს სიკვდილის და მარადიულობის წმინდა ქალაქ ვარანასს ვეწვევით. ორ საათიანი ფრენის შედეგ პირდაპირ კაში-ვიშვანათის წმინდა სალოცავს (ასევე ცნობილია როგორც ოქროს ტაძარი) და ბჰარატ მატა მანდირს, იგივე “დედა ინდოეთს” (ამ ტაძრის საძირკველი სრულად იმეორებს ინდოეთის რუქას) დავათვალიერებთ, ვნახავთ უძველეს დამეთჰა და ჩაუხანდი სტუპებს და შევივლით არქეოლოგიურ მუზეუმში. დღის მანძილზე ვისეირნებთ ქალაქში და რაღაცნაირად სულიერად მოვემზადებით საღამოს განგაზე რიტუალის დასასწრებად.

ეს დღე ერთ-ერთი მძიმე ემოციური დღეა ინდოეთის ტურის მანძილზე. ნავებით უამრავ მომლოცველს შორის პირდაპირ განგას შუაგულში შევცურავთ. ცხრა ქურუმი ერთდროულად აღავლენს ჰინდუს ღმერთების მიმართ ლოცვას. მერწმუნეთ იმდენად შთამბეჭდავა განგის პირას სანახაობა,  რომ ძალიან დიდხანს არ დაგავიწყდებათ იქ განცდილი ემოციები.

დღე 10: ვარანასი – ანდამანის კუნძულები
მზის ამოსვლას განგის პირას დასავლეთ ნაპირზე ვხვდებით. ეს არის გამოცდილება, რომელიც არცერთმა მოგზაურმა არ უნდა გამოტოვოს. აღმოსავლეთ ჰორიზონტიდან განგას თავზე განსაკუთრებულად წითელი მზე ამოდის. ფერები იჭრება წყალზე და წარმოდგენელ, წარუშლელ ემოციას ანიჭებს ესთეტ მოგზაურს. დილითვე ადრე ხდება კრემაციის რიტუალი განგის პირას. ყველა მოგზაურისთვის ამის ყურება ერთნაირად საინტერესო და გასაძლები არ არის, ამიტომ მოგცემთ არჩევანის საშუალებას, ზოგმა შეგიძლიათ ნავით გზა განაგრძოთ და დატკბეთ განგის მზერით, ნაწილი კი დარჩეთ და ინდუისტურ რიტუალს ბოლომდე უყუროთ.

შუადღისას თავისუფალი დრო შოპინგისთვის და საღამოს ტრანსფერი ანდამანის კუნძულებისკენ (ან საქართველოს მიმართულებით 10 დღიანი კლასიკური ტურის აღების შემთხვევაში).

დღე: 11 პორტ ბლერი  – ანდამანის კუნძულები
ძნელად მოიპოვება დედამიწაზე ადგილი, რომელიც ოდნავ მაინც შეედრება ანდამანის კუნძულების სილამაზეს. ხანგრძლივად ბრიტანული მმართველობის ქვეშ მყოფი კუნძული სრულად განსხვავდება დანარჩენი ინდოეთისაგან. ანდამანის ნაწილს თავისუფლად შეიძლება უწოდო ესთეტი მოგზაურის ოცნება. დედაქალაქ პორტ ბლერის დათვალიერებას Cellular Jail-ით  თავისუფლების მოყვარული პილგრიმული ადგილით ვიწყებთ. ეს არის ადგილი, სადაც ალბათ ყველაზე მძაფრად გრძნობ თავისუფლების ხიბლს და ძალას. უცებ წარმოიდგინეთ ფირუზისფერი წყალი, ქათქათა ქვიშა და თვალუწვდენელი პალმების რიგი. სწორედ ესეთია Corbyn’s Cove Beach ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანაპირო მთელს ოკეანეთში. გვიან ღამით  კუნძულის ისტორიას Sound and light შოუს თანხლებით საოცარ გარემოში მოვისმენთ.

დღე: 12 პორტ ბლერი ჰეველოკ-რადჰანაჯერის სანაპირო
თავგადასავლებით და ემოციებით დატვირთული თერთმეტი დღის შემდეგ არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ანდამანის კუნძულებს შორის საკრუიზო მოგზაურობა. ჩავალთ კუნძულ ჰეველოკში (Swaraj Dweep). უცებ ხილულად რომ წარმოიდგინოთ ეს კუნძული- მზე, ზომიერად ტენიანი ჰაერი, ულამაზესი ლაჟვარდოვანი სანაპირო და ქათქათა ქვიშა. ყურს მხოლოდ ოკეანის ხმა და ფერადი ეგზოტიკური ჩიტების ხმაური ჭრის. რადჰანაგარის სანაპირო აზიის შვიდ საუკეთესო ნაპირებს  შორის არის შეყვანილი.

ეს დღე დამსახურებულ დასვენებას უნდა დავუთმოთ.

დღე: 13 Havelock – Elephant Beach (მარჯნის კუნძული)
ბედნიერებაა როცა ადამიანს სილამაზის აღქმის უნარი აქვს და კიდევ უფრო დიდი კრუიზით  სპილოების სანაპიროსკენ გავცურავთ, აქაურობა სავსეა მარჯნის რიფებით. შეგვეძლება ჩაყვინთვა ანდამანის ზღვის სიღრმეშიც, ან სულაც გარუჯვა ქარვისფერი მზის ქვეშ.

ღამისთევა ისევ კუნძულ ჰეველოკში.

დღე: 14 ჰეველოკი – დაბრუნება პორტ ბლერში + ჩიდიატაპუ სანაპირო
ანდამას კიდევ ერთი საოცარი ნაპირი Chidiya Tapu აქვს, სადაც აყვავებულ მწვანე მანგროები და ქათქათა სანაპირო ჯადოსნურ სანახაობას ქმნის. ამ დღის კრუიზი სწორედ ჩიდიატაპუში მიგვიყვანს, შემდეგ გვექნება განსხვავებული შოპინგ ტური ადგილობრივი სუვენირებით გაჯერებულ საგარიკას ემპორიუმისკენ ბაზარში. ამ დღის ნავაჭრით თავმოწონებას ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად დიდხანს შევძლებთ.

ღამისთევა პორტ ბლერში.

დღე: 15 პორტ ბლერი – დელი – თბილისი
გაატარო ნახევარი თვე ინდოეთში ნიშნავს, საქართველოში ჩამოსვლის წუთიდან თავიდან შეუდგე უკან დაბრუნებაზე ოცნებას. ამ დღეს ჩვენი ინდური თავგადასავლების ეს ფერადი ნაწილი დასრულდება და დავბრუნდებით საქართველოში.

მოგზაურობის პერიოდი 27 ოქტომბერი – 3/ 5/10 ნოემბერი

ტური დაყოფილია სამ ნაწილად თქვენთვის მაქსიმალურად მორგებული ბიუჯეტით და სამოგზაურო დღეების ხანგრძლივობით:

რვა დღიანი ტურის ღირებულება 6950 ლარი, ორ ადგილიან ნომერში, ერთ ადამიანზე

ამ ტურში შედის ქალაქები: დელი, აგრა, ორჩა, ჯაიპური, ხაჯურახო და მის გარშემო ლოკაციები;

ათ დღიანი ტურის ღირებულება 2950$ (ექვივალენტი ლარში)

ამ ორ დღეზე ემატება ფრენა ვარანასის მიმართულებით და ორ დღიანი ტური ვარანასში;

15 დღიანი სრული ტურის ღირებულება ანდამანის კუნძულებით გახლავთ 3600$ (ექვივალენტი ლარში)

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • ღირებულება არ იცვლება 25 აგვისტოს ჩათვლით გაკეთებული ჯავშნის შემთხვევაში
  • ტურში ადგილის დადასტურება მოხდება პირველადი 500$ გადახდის შემდეგ
  • თქვენი მიზეზით პირობის დარღვევის (არ წამოუსვლელობის შემთხვევაში ) ტურში გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება
  • ტურის სრული თანხა უნდა იყოს დაფარული წასვლამდე 24 სამუშაო დღით ადრე
  • ტურის თანხის გადანაწილება შესაძლებელია თქვენზე მორგებული რამოდენიმე, ან ერთიანი სრული გადახდით.

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – 
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:  ☎️(032) 2 300-700;

ან გვესტუმრე ახალ მისამართზე: 📌 თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17

ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია ☀️
  • გამგზავრება
    თბილისი
  • ღირებულებაში შედის
    ორმხრივი ავიაბილეთი შიდა ფრენის ავიაბილეთები (ტურის ხანგრძლივობის და მოთხოვნის მიხედვით) სრული სატრანსფერო მომსახურება მატარებლის ბილეთი შიდა გადაადგილება კომფორტული მიკროავტობუსით პრემიუმ კლასის სასტუმროები სრულად ტურის მანძილზე სამოგზაურო დაზღვევა ვიზა კვალიფიციური ადგილობრივი გამყოლი/სერთიფიცირებული გიდი ქართულენოვანი გამყოლი ანდრო დგებუაძის ლექციები ტურის განმავლობაში ყველა ექსკურსია თავისი მოსაკრებლით და ბილეთით ჯიპების, ნავების, ტუკ ტუკების და სხვა ტიპის ტრანსპორტით გადაადგილება ტურის დროს გათვალისწინებულ საათებში საუზმე კრუიზი ანდამანსი კუნძულებზე ანდამანის კუნძულების მოსაკრებელი
  • ღირებულებაში არ შედის
    კვება ყველა სხვა დამატებით ხარჯი რაც არ არის ღირებულებაში აღნიშნული.