თუშეთის 4 დღიანი ტური მარიამობას გოგა ჩანადირის მეგზურობით
თუშეთის 4 დღიანი ჯგუფური ტური მარიამობას, გოგა ჩანადირის მეგზურობით ![]()
ისეთი ლამაზია თუშეთი, ისეთი ზღაპრული და ისეთი შთამბეჭდავი, ერთხელ მაინც აუცილებლად რომ უნდა იმოგზაურო, რათა მოინუსხო და შეგიყვარდეს ისე, რომ მთელი ცხოვრება გაგყვეს იქიდან წამოღებული განცდები და ემოციები ![]()
![]()
მხოლოდ ერთი თარიღზე გვაქვს ჩანიშნული თუშეთის 4 დღიანი ჯგუფური ტური, რათქმა უნდა, გათვალისწინებული პროფესიონალი მძღოლები “რთულ გზაზე” სამოგზაუროდ.
მოგზაურობის პერიოდი: 27 – 30 აგვისტო (4 დღე / 3 ღამე), დარჩენილია 2 ადგილი
ასევე გვაქვს 3 დღიანი თუშეთის რამდენიმე თარიღზე ადგილი, რომლის დეტალებსაც გაეცნობით აქ – https://goodtravel.ge/tour-item/tusheti/
____
მარშრუტი:
1 დღე – აბანოს უღელტეხილი, ომალო ვიზიტორთა ცენტრი, სოფელი შენაქო, სოფელი დიკლო, ძველი დიკლოს ციხეები. დაბრუნება და ღამისთევა ომალოში
2 დღე – ქუე, ნიამორების გადმოსახედი, დართლო, კვავლო, ფარსმა, გირევი, ღამისთევა ომალოში
3 დღე – ბოჭორნა, დოჭუ, ილიურთა, ჯვარბოსელი, ვერხოვანი. დაბრუნება და ღამისთევა ომალოში
4 დღე – კესელოს ციხეები, დაბრუნება თბილისში
_____
სრული ტურის ღირებულება – 835 ლარი
ღირებულებაში შედის:
⤿ ტრანპორტირება კომფორტული Mistubishi Delica-თი (პროფესიონალი მძღოლით);
⤿ განთავსება საოჯახო სასტუმროში;
⤿ ორჯერადი კვება, საუზმე-ვახშამი;
⤿ გოგა ჩანადირის მეგზურობა
_____
დამატებითი ინფორმაცია:
• მგზავრობა მაღალი გამავლობის ავტომობილით (გამოცდილი და სანდო მძღოლით);
• განთავსება თუშური ტრადიციული ტიპის სასტუმრო სახლში;
• კვების რაციონში გათვალისწინებულია ადგილობრივი კერძების დაგემოვნება – ხინკალი, კოტორი, ხავიწი და სხვა;
• პირველი დღის სადილი უმჯობესია წამოიღოთ თბილისიდან, მეორე და მესამე დღის სადილი შესაძლებელია თუშეთში შეუკვეთოთ (გაითვალისწინეთ, რომ თუშური ტრადიციის თანახმად ღორის ხორცის პროდუქტების ატანა არ შეიძლება);
• ფეხით სავალი მონაკვეთები: ფარსმა (400 მ., 20-30 წთ.); გირევი (1 კმ., 30-40 წთ.); კვავლო (400 მ., 20-30 წთ.); დოჭუ (400 მ., 20-30 წთ.);
• რეკომენდირებულია სხვა პირად სამოსთან ერთად იქონიოთ, თბილი მოსაცმელი, საწვიმარი, მთაში გადასაადგილებლად კომფორტული ფეხსაცმელი, მზის ქუდი და მზისგან დამცავი საშუალებები;
• ჩარიცხული თანხა, ტურამდე 7 დღით ადრე არ ბრუნდება.
_____
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:
✆ 514 80 13 31 – ეკო / wa.me/995514801331
-
Return Timeღამისთევა; ორჯერადი კვება; ტრანსპორტირება (პროფესიონალი მძღოლით); გამყოლი.