logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

პერუს ჯგუფური ტური

პერუს ჯგუფური ტური

12500₾ per person

შემოგვიერთდი პერუს ჯგუფურ ტურში – საიდუმლოებების, ლეგენდებისა და უძველესი კულტურების ქვეყანაში, გოგა ჩანადირის მეგზურობით

მარშუტი: ლიმა – ჰუაკაჩინაპარაკასიბალესტასის კუნძულებიკუსკოწმინდა ველიმაჩუ პიქჩუპუნოტიტიკაკას ტბაურუსი და ტაკილეს კუნძულები

 

დღე 1 / 4 ივნისი / ლიმა
4 ივნისს ლიმაში ვიქნებით ადგილობრივი დროით 06:30ზე,
დაგვხვდება ტრანსფერი და გავემგზავრებით სასტუმროში, ნომრებში განთავსების და ცოტაოდენი დასვენების შემდეგ მოვინახულებთ ინკების ცერემონიულ ცენტრს, ჰუაკა პუკლანას პირამიდის პანორამული ხედით.

შემდეგ ვეწვევით ლიმას ისტორიულ ცენტრს, მათ შორის პასეო დე ლა რესპუბლიკას, სან-მარტინის მოედანს, მთავარ მოედანს, მთავრობის სასახლეს, არქიეპისკოპოსის სასახლეს, კათედრალურ ბაზილიკას და მუნიციპალურ სასახლეს. ვესტუმრებით სან-ფრანცისკოს მონასტერს და მის ცნობილ კატაკომბებს.

ექსკურსიას გავაგრძელებთ ლარკოს მუზეუმის მონახულებით — უნიკალური ვიცე-მეფის პერიოდის მამულით, რომელიც XVIII საუკუნით თარიღდება და აშენებულია VII საუკუნის პრეკოლუმბიურ პირამიდაზე. მუზეუმის დარბაზებსა და გალერიებში სეირნობისას თითოეული ექსპონატი წიგნივით იშლება ჩვენს თვალწინ.

ტურის ბოლოს ვნახავთ ტრადიციულ საცხოვრებელ რაიონებს: სან-ისიდროს ზეთისხილის ბაღს (Olivar de San Isidro), მირაფლორესს და ლარკომარს. შემდგომ დავბრუნდებით სასტუმროში და ვივახშმებთ 

ღამისთევა ლიმაში.

დღე 2 / 5 ივნისი / ლიმაჰუაკაჩინაპარაკასი
საუზმის შემდეგ , გავემგზავრებით  ლიმიდან ქალაქ იკაში.
აქ ვესტუმრებით ერთ-ერთ ტურისტებისთვის საყვარელ რესტორანს, სადაც გველოდება სადილი, პისკოსა და ღვინის დეგუსტაცია — რაც პერუს ერთ-ერთი სიმბოლური და დამახასიათებელი სასმელია.

სადილის შემდეგ გავემგზავრებით ჰუაკაჩინას ოაზისში — პერუს უნიკალურ უდაბნოს ოაზისში.
ტურის დასრულების შემდეგ გავემგზავრებით პარაკასში და დავბინავდებით სასტუმროში
ღამისთევა პარაკასში.

დღე 3 / 6 ივნისი / ბალესტასის კუნძულები
საუზმე შემდეგ გავემგზავრებით პარაკასის ნავსადგურში,  სწრაფმავალი ნავით (SPEEDBOAT) გავემგზავრებით ბალესტასის კუნძულების მიმართულებით საზღვაო ტურზე. 
გზად გავივლით სან-მარტინის ყურესა და პორტს და ვნახავთ „ელ კანდელაბროს“ — ქვიშაში დახატულ გიგანტურ ფიგურას (ნაზკას ხაზების მსგავსს), რომელიც მხოლოდ ზღვის მხრიდან ჩანს.
აქვე გვექნება შესაძლებლობა რომ მოვინახულოთ ზღვის ლომები, გუანოს ფრინველები, ჰუმბოლდტის პინგვინები და სხვა სახეობები.
ტურის დასრულების შემდეგ დაბრუნება ლიმაში.
ღამისთევა ლიმაში.

დღე 4 / 7 ივნისი / ლიმაკუსკოწმინდა ველი
საუზმე შემდეგ გავემგზავრებით ლიმას აეროპორტში კუსკოს მიმართულებით ფრენისთვის.
კუსკოში ჩასვლის შემდეგ დავბინავდებით წმინდა ველის სასტუმროში.
ნომრებში განთავსება და დასვენება.
ღამისთევა წმინდა ველში.

დღე 5 / 8 ივნისი / წმინდა ველის ტური
საუზმე შემდეგ,  გვექნება წმინდა ველის ტურს.
პირველი გაჩერება იქნება ჩინჩერო, სადაც ვესტუმრებით ადგილობრივ თემს და ტექსტილის ინტერპრეტაციის ცენტრს. გზად შეგვხვდება ფერადი და მრავალფეროვანი პეიზაჟები.

შემდეგ გავემგზავრებით მარასში — ტრადიციულ სოფელში, სადაც მდებარეობს მარაკის ცნობილი მარილის საბადოები, დაახლოებით 3 000 მცირე აუზისგან შემდგარი, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებაა.

ვესტუმრებით მორაის არქეოლოგიურ კომპლექსს, რომელიც ითვლება ინკების სასოფლო-სამეურნეო კვლევით ცენტრად, სადაც სხვადასხვა სიმაღლეზე ხორციელდებოდა კულტურების ექსპერიმენტები.

შემდეგ გავაგრძელებთ გზას ურუბამბაში, სადაც ადგილობრივ რესტორანში გვექნება ბუფეტ-სადილი. სადილის შემდეგ მოვინახულებთ ოლიანტაიტამბოს — ერთადერთ ქალაქს, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა ინკა არქიტექტორების მიერ შექმნილი ურბანული განლაგება.

ტურის დასრულების შემდეგ მატარებელით გავემგზავრებით ქალაქ აგუას-კალიენტესში.
ღამისთევა აგუას-კალიენტესში.

დღე 6 / 9 ივნისი / მაჩუ პიქჩუ
საუზმე შემდეგ, გიდთან ერთად ავტობუსით გავემგზავრებით მაჩუ პიქჩუს ციტადელში. 
მაჩუ პიქჩუ ინკების არქიტექტურის ერთ-ერთი უმაღლესი გამოხატულებაა და წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობას.
გარდა შთამბეჭდავი ლანდშაფტისა, ადგილი გამოირჩევა ენდემური ფლორისა და ფაუნის მდიდარი ბიომრავალფეროვნებით.

ტურის დასრულების შემდეგ დავბრუნდებით აგუას-კალიენტესში სადილისთვის. ამის შემდეგ მატარებლით გავემგზავრებით კუსკოში და დავბინავდებით სასტუმროში დასვენებისთვის.
ღამისთევა კუსკოში.

დღე 7 / 10 ივნისი / კუსკოს ქალაქის ტური
საუზმე შემდეგ, გვექნება თავისუფალი დილა, შუადღის შემდეგ დავიწყებთ კუსკოს ქალაქის ტურს.

ვესტუმრებით მთავარ მოედანს, კათედრალს, სანტო დომინგოს ეკლესიას, კორიკანჩას ტაძარს, ასევე კუსკოს მახლობლად მდებარე არქეოლოგიურ ძეგლებს: კენკოს, პუკა პუკარას, ტამბომაჩაისა და საკსაიჰუამანის ციხესიმაგრეს.
ღამისთევა კუსკოში.

დღე 8 / 11 ივნისი / თავისუფალი დღე კუსკოში
დილა თავისუფალია, რაც საშუალებას მოგცემთ მოინახულოთ ქალაქი ან უბრალოდ დაისვენოთ.
ღამისთევა კუსკოში.

დღე 9 / 12 ივნისი / კუსკოდან პუნოს ტური – Ruta del Sol
საუზმის შემდეგ,  გავემგზავრებით ქალაქის სამხრეთისკენ, რაც საშუალებას მოგვცემს ვიხილოთ კუსკოს გარეუბნები.
პირველი გაჩერება იქნება ანდაჰუაილილასის ტაძარი, რომელიც მსოფლიომ იცის როგორც „ამერიკის სიასტინის საკათედრო“.
სადილის დრო შევაჩერებთ ქალაქ სიკუანიში, სადაც გველოდება ტრადიციული ბუფეტ-სადილი.
გზად ვესტუმრებით ინკების ტაძარს რაკჩიში, რაიას უღელტეხილს (სიმაღლე 4,335 მ) და პუკარას აიმარას ინკების მუზეუმს.
პუნოს ქალაქში ჩასვლის შემდეგ დავბინავდებთ სასტუმროში.
ღამისთევა პუნოში.

დღე 10 / 13 ივნისი / ტურის ტიტიკაკას ტბაზეურუსი და ტაკილეს კუნძულები
დილიდან გავემგზავრებით პუნოს პორტში, სადაც ჩავსხდებით ნავში და მოვინახულებთ ურუსის მცურავ კუნძულებს დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში.
აქ ვიხილავთ კუნძულის ტრადიციებს და ადგილობრივი ხელნაკეთობების წარმოებას.

ნავში გაგრძელებისას ვესტუმრებით ტაკილეს კუნძულს, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ლანდშაფტით, ეთნიკური, კულტურული და არქეოლოგიური მნიშვნელობით.

ტურის დასრულების შემდეგ დაბრუნება პუნოს პორტში, საიდანაც წავალთ სასტუმროშუ ან სურვილის შემთხვევაში ქალაქის ცენტრში.
ღამისთევა პუნოში.

დღე 11 / 13 ივნისი / ხულიაკალიმა
საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ხულიაკას აეროპორტში, საიდანაც  ჩავფრინდებით ლიმაში და 23:00 სთ-ზე გავემგზავრებით მადრიდის მიმართულებით სადაც ერთი დღე გვექნება თავისუფალი, ხოლო 16 ივნისს 18:25 ზე გამოვემგზავრებით თბილისის მიმართულებით.

ტურის განმავლობაში ნახავთ შემდეგ ღირსშესანიშნაობებს:

ლიმა:

  • ჰუაკა პუკლანას პირამიდა
  • ლიმას ისტორიული ცენტრი: პასეო დე ლა რესპუბლიკა, სან-მარტინის მოედანი, მთავარი მოედანი, მთავრობის სასახლე, არქიეპისკოპოსის სასახლე, კათედრალური ბაზილიკა, მუნიციპალური სასახლე
  • სან-ფრანცისკოს მონასტერი და კატაკომბები
  • ლარკოს მუზეუმი
  • სან-ისიდროს ზეთისხილის ბაღი, მირაფლორესი, ლარკომარი

ჰუაკაჩინა / პარაკასი:

  • ჰუაკაჩინას ოაზისი
  • პარაკასის ნავსადგური
  • ბალესტასის კუნძულები: ზღვის ლომები, გუანოს ფრინველები, ჰუმბოლდტის პინგვინები, კლდოვანი ფორმაციები
  • „ელ კანდელაბრო“

კუსკო / წმინდა ველი / აგუასკალიენტესი:

  • ჩინჩერო (ტექსტილის ინტერპრეტაციის ცენტრი)
  • მარასის მარილის საბადოები
  • მორაის არქეოლოგიური კომპლექსი
  • ურუბამბა (სადილი)
  • ოლიანტაიტამბო (ინკების ურბანული განლაგება)
  • მაჩუ პიქჩუ (ციტადელი, ენდემური ფლორისა და ფაუნის ვრცელი ბიომრავალფეროვნება)
  • კუსკოს ქალაქის ღირსშესანიშნაობები: მთავარი მოედანი, კათედრალი, სანტო დომინგოს ეკლესია, კორიკანჩას ტაძარი, კენკო, პუკა პუკარა, ტამბომაჩაი, საკსაიჰუამანის ციხესიმაგრე

პუნო / ტიტიკაკას ტბა:

  • ანდაჰუაილილასის ტაძარი („ამერიკის სიასტინის საკათედრო“)
  • ინკების ტაძარი რაკჩიში
  • რაიას უღელტეხილი (4,335 მ)
  • პუკარას აიმარას ინკების მუზეუმი
  • ურუსის მცურავი კუნძულები
  • ტაკილეს კუნძული

 

სრული საგზურის ღირებულება შეადგენს 12 500  ლარს და ღირებულებაში შედის:

•⁠ ფრენა თურქეთის ავიახაზებით: თბილისი – სტამბოლი – მადრიდი და უკან
•⁠ ფრენა მადრიდიდან ლიმაში და უკან
•⁠ შიდა ფრენები: ლიმა – კუსკო / ჯულიაკა – ლიმა
ჩასაბარებელი ბარგი 20 კგ და 8 კგ ხელბარგი

სასტუმროში განთავსება შემდეგ
•⁠ 3 ღამე ლიმაში – Grand Hotel Nobility
•⁠ 1 ღამე იკაში – Hotel El Condor
•⁠ 3 ღამე კუსკოში – Hacienda Cusco ან  Nodo Hotel Cusco
•⁠ 1 ღამე წმინა ველზე – San Agustin Recoleta ან Andean Wings Hotel
•⁠ 1 ღამე აგუას კალიენტე – Inti Punku Machu Picchu  ან Gringo Bills Hotel
•⁠ 2 ღამე პუნოში – Lake Titicaca
•⁠ 1 ღამე მადრიდში *RO

• ქართულენოვანი გამყოლი გოგა ჩანადირი

•⁠ ტრანსფერები სრული ტურის განმავლობაში
•⁠ მატარებლის ბილეთები: Ollantaytambo – Machu Picchu – Cusco
•⁠ მაჩუ პიქჩუზე ავტობუსით ასვლა- ჩამოსვლა
•⁠ 5 სადილი ტურების განმავლობაში
•⁠ ყველა სანახავი ღირსშესანიშნაობის შესასვლელი
•⁠ ქალაქის მოსაკრებელი
•⁠ სამოგზაურო დაზღვევა

არ შედის ღირებულებაში:
•⁠ პირადი ხარჯები
•⁠ დამატებითი ექსკურსიები რომელიც არის სურვილისამებრ:
•⁠ ფრენა ნასკას ხაზებზე
•⁠ ცისარტყელას მთა – ვინიკუნკა
•⁠ ბაგით ტური უაკაჩინას უდაბნოში

 

დამატებითი ინფორმაციისთვის:
✆ 514 80 11 80 – თეონა / wa.me/995514801180
ან გვესტუმრეთ ოფისში: გალაკტიონ ტაბიძის N18