ინდოეთი / 12 დღიანი დაუვიწყარი მოგზაურობა
თუ ინდოეთში მოგზაურობა გიოცნებია, სწორედ ასეთ ტურში უნდა იმოგზაურო:
დელი / ვარანასი / ამრისტარი / უდაიპური / ჯაიპური / პუშკარი / რანზმბორე / აგრა
დღე 1 / დელი
ჩასვლა ქალაქ დელიში. სავიზო პროცედურების გავლის შემდეგ გამთენიის ტრანსფერი სასტუმროში. დილას ძველი დელის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით ვიწყებთ: რედ ფორტი მეფე შაჰ ჯაჰანის ქმნილება,
ჯამა მასჯიდია – მონღოლური ბატონობის დროიდან შემორჩენილი ინდოეთში ყველაზე დიდი მეჩეთი,
შევივლით რაჯგათში – პატივს მივაებთ მაჰათმა განდის ხსოვნას.
საოცარ ინდურ რესტორანში ლანჩის შემდეგ გეზს სიკრების წმინდა მონასტერ გურუდვარა ბანგალა საჰიბისკენ ავიღებთ, ვეწვევით ლაქსმინარაიანის ულამაზეს ტაძარს და ბოლოს ვნახავთ აგრასენ კი ბაოლს – უძველეს კიბეებიან წყალსაცავს დელიში რომელიც დღესაც მოქმედია და 60 მეტრი სიღრმისაა მიწის დონიდან.
გვიან, დავბრუნდებით სასტუმროში.
დღე 2 / ახალი დელი
ახალი დელი: ქუთუბ მინარის კომპლექსი – ულამაზესი კოშკი, მეჩეთი და ბაღი ერთ სივრცეში – მუსლიმური კვალი ინდოეთში, იუნესკოს დაცული ძეგლებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი.
ჰუმაიუნ ტომბი – ალბათ, ამაზე მშვენიერი სასახლე და ბაღი ჯერ ქალს კაცის საპატივცემულოდ არ აუშენებია, დედოფალმა ჰაჯი ბეგუნმა თავის მწიგნობარი ქმრის სახელის უკვდავსაყოფად იმდროისთვის მსოფლიოში უნიკალური ბაღი გააშენა. დღეს სასახლეც და ეზოც იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება. დავათვალიერებთ ლოტოსის მონასტერს, განსხვავებულ არქიტექტურის და კულტურის ნაზავს – ამ მონასტრის რელიგიას თავის ფილოსოფია აქვს: ყველა რელიგიიდან კრებ შენთვის სასურველ თვისებებს, აკეთებ შენეულ ნაზავს და გწამს მისი, არსი ამ ტაძრისაც სწორედ ესაა – თავისუფლება სულის და სისპეტაკე.
პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტი და რა თქმა უნდა, ინდოეთის კარიბჭე.
დღეს საოცარი აქშარდამის სასახალის დათვალიერებით დავასრულებთ, ხშირად მიდის დავა რომელი უფრო მშვენიერია: ტაჯ მაჰალი, თუ აქშარდამი.
ღამისთევა ისევ დელის სასტუმროში.
დღე 3 / ხაჯურახო
დილით დელის ნაციონალურ მუზეუმს ვნახავთ და შემდეგ აეროპორტში გავემგზავრებით. ფრენა ქალაქ ხაჯურაჰოს მიმართულებით.
დღის მეორე ნახევარში ცნობილ Sound & Light შოუს დავესწრებით, მოვისმენთ ისტორიებს მე-10 საუკუნიდან დღემდე ინდოეთის ყველაზე ცნობილი მეფეების შესახებ, დავათვალიერებთ ქალაქს.
ღამისთევა ხაჯურაჰოში.
დღე 4 / ხაჯურაჰო – ორჩა – აგრა
დღის პირველ ნახევარს ცნობილ ტაძრების კომპლექსის მონახულებას ვუთმობთ, სრულად კომპლექსი 950 და 1050 წლებს შორისაა აშენებული, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ჩაუნსეტ იოგინი კალი ტაძარი.
ასევე, სანახავია მაჰადევის ტაძარი, ჩიტრაგუპტა, ტაძარი 11 თავთავიანი ვიშნუს, ვიშვანათისა და ნანდის ტაძრების მშვენიერი გამოსახულებით, ლაქშმანას, შივას ტაძარი, რომელიც ყველაზე დიდია იქ მყოფ მონასტრებს შორის.
მოგვიანებით ქალაქ ორჩასკენ წავალთ, სადაც დავათვალიერებთ ჯაჰანგირი მაჰალის, ლაქშმი ნარაიანის და რაჯ მაჰალი ტაძრებს, საღამოს მატარებლით გავემგზავრებით აგრასკენ.
ღამისთევა აგრას სასტუმროში.
დღე 5 / აგრა
დილიდან მსოფლიო საოცრების და იუნესკოს ძეგლის ტაჯ მაჰალის დასათვალიერებლად წავალთ. მავზოლიუმი, მეფე შაჰ ჯაჰანმა თავის ცოლის მუმთაზ მაჰალის მარადიულ ხსოვნას მიუძღვნა.
ემოციებით დახუნძლულნი გადავინაცვლებთ აგრა ფორტის, იგივე აგრას ციხისკენ, ეს რიგით მეორე ყველაზე ცნობილი ძეგლი და ასევე იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი შენობაა აგრაში.
მოვინახულებთ ბეიბი ტაჯს, სადაც ინახება იმდროინდელი სამეფო ძვირფასეულობის უდიდესი ნაწილი. დავისვენებთ ტაჯ მაჰალის მოპირდაპირედ მდებარე მეჰტაბ-ბაღში, მდინარე იამუნას მეორე ნაპირზე, ამ ადგილს ფოტოგრაფების სამოთხეს უწოდებენ. მზის ჩასვლის ფონზე ქათქათა მავზოლიუმის გადაღება ალბათ ყველა ფოტომოყვარულის ოცნებაა.
საღამოს აგრას ბაზარში გავივლით, აქაურობა საუკეთესოა ძვირფასი ქვების და მარმარილოს ნაკეთობების შესაძენად.
ღამისთევა აგრას სასტუმროში.
დღე 6 / აგრა – ფათეპურ სიკრი – აბჰანერი – ჯაიპური
საუზმის შემდეგ ყველაზე ცნობილი მეფე აკბარის მიერ მე-16 საუკუნის ბოლოს აშენებულ Fatehpur Sikri დასათვალიერებლად გავეშურებით, აქაურობაც როგორც ჩვენს ტურში შემავალი უმრავლესი ძეგლების იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ციხესიმაგრეა. ციხე ქალაქი აშენებიდან 14 წელიწადში სრულად გაუკაცრიელდა და დღემდე შემოსაზღვრული გალავნით და ელეგანტური შენობებით ნუსხავს მნახველებს.
ჯაიპურისკენ გზად ჩანდ ბაორი (საფეხურიანი ჭა) სოფელ აბჰანერში გავჩერდებით. ეს არის მე-9 საუკუნის ბოლოს ნიკუმბას დინასტიის მეფე ჩანდამის მიერ უძველესი და ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა რაჯასტანში, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საფეხურიანი ჭა, აშენდა წყლის დაზოგვისა და ძლიერი სიცხისგან თავის დასაღწევად.
ღამისთევა ჯაიპურში.
დღე 7 /ვარდისფერი ქალაქი ჯაიპური
რაჯა მან სიგნის მიერ 1592 წელს წითელ ქვიშაში და მარმარილოში ტბა მაოტას გასწვრივ მთისწვერზე აშენებული ამბერ ფორტი, იგივე ქარვის ციხესიმაგრე რაჯისტანის მშვენებად და ჯაიპურის სავიზიტო ბარათად ითვლება, ადგილზე სურვილისამებრ ჯიპებით, ან სპილოებზე ამხედრებულები ავალთ. იუნესკოს ეს ძეგლიც უნიკალურია მთელს ინდოეთში და ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სასახლედ ითვლება აზიაში.
შემდეგი გაჩერება სითი პალასია, აუცილებლად სამახსოვრო ფოტოს გადავიღებთ ჰავა მაჰალის (ქარების სასახლის) წინ, დავათვალიერებთ ჯანტარ მანტარს, ჯალ მაჰალს (წყლის სასახლე) და ბოლოს დაისს, სურიას მინდვრებში საოცარი ჰანგების ქვეშ შევხვდებით.
ჯაიპურში დავათვალიერებთ ჯოჰარის ბაზრობას, სადაც შევძლებთ შევიძინოთ რაჯასტანში ცნობილი ეთნიკური ორნამენტული ოქროს, ვერცხლის და ძვირფასი ქვების სამკაულები.
ღამისთევა ჯაიპურის სასტუმროში
დღე 8 / ჯაიპური – პუშკარი – ჯოდპური
ჯოდპურისკენ გზად უდაბნოში დაკარგულ პატარა ქალაქ პუშკარში შევივლით, სადაც მდებარეობს ღმერთი ბრაჰმას სადიდებელი ტაძარი, ერთადერთი სალოცავი მთელს მსოფლიოში, რომელიც უფალ ბრაჰმას დიდებას ეძღვნება. ამ ქალაქში შეგიძლიათ შეიძინოთ აქლემის ტყავის აქსესუარები ძალიან იაფად და ასევე უნიკალური ტყავზე შესრულებული ნახატები.
გველის მთის გასწვრივ აქლებემით გავისეირნებთ უდაბნოში და ვნახავთ ინდუს ბედუინების სოფელს.
გვიან ჩავალთ ჯოდპურში და დავისვენებთ სასტუმროში.
დღე 9 / ცისფერი ქალაქი ჯოდპური
შუაგულ ქალაქში 400 ფუტის სიმაღლეზე მდებარეობს ინდოეთში ერთ-ერთი დიდი ციხესიმაგრე მეჰრანგაჰარი, მის დათვალიერებისას ფოტოსესიის მოწყობა უკლებლივ ყველა მოგზაურს უნდება, შემდეგ გადავინაცვლებთ ჯასვატ თადაში – ამ ნაგებობას დამსახურებულად უწოდებენ თეთრი მარმარილოს არქიტექტურის სასწაულს.
ლანჩის შემდეგ ხელნაკეთი ნივთების სამოთხეს სოფელ საფაის ვეწვევთ, აქაურ ბაზრობებზე შეძენილი ნივთები საპატიო ადგილს დაიდებს თქვენი სახლის სამოგზაურო მუზეუმში. ვნახავთ ტრადიციული სამოსით გამოწყობილი მამაკაცების, წინაპრების ვერცხლის სამკაულებით შემოსილი ქალებს, გზაზე შემოგვხვდება უამრავი ფარშევანგი და სხვა ფერადი ფრინველი, ეს დღე ნამდვილი სამოთხეა ფოტოგრაფებისათვის.
შებინდებისას ვეწვევით ჯადოსნურ სოფელ ბიშნოის, სადაც საოცარ ადგილობრივ კერძებს დავაგემოვნებთ.
ღამისთევა ჯოდპურში.
დღე 10/ ჯოდპური – ვარანასი (ფრენით)
საუზმის შემდეგ ჯოდპურიდან საკრარულ ქალაქ ვარანასში გავფრინდებით, დღის მანძილზე ვისეირნებთ ქალაქში და საღამოს განგაზე რიტუალის დასასწრებად წავალთ ტუკ-ტუკებით ნაპირისკენ, გადავინაცვლებთ ნავებში საიდანაც ჩვენი თვალით ვნახავთ საოცარ ქურუმების რიტუალს. ამ საღამოსვე გვექნება კონცერტი ინდური საკრავებით განგის პირას.
ღამისთევა ვარანასში.
დღე 11/ ვარანასი – დელი (ფრენით)
მზის ამოსვლას განგის პირას დასავლეთ ნაპირზე ვხვდებით, ეს არის გამოცდილება, რომელიც არცერთმა მოგზაურმა არ უნდა გამოტოვოს. აღმოსავლეთ ჰორიზონტიდან განგას თავზე განსაკუთრებულად წითელი მზე ამოდის, ფერები იჭრება წყალზე და წარმოუდგენელ, წარუშლელ ემოციას ანიჭებს ესთეტ მოგზაურს.
მზის ამოსვლის შემდეგ დავბრუნდებით სასტუმროში სასაუზმოდ, მოგვიანებით ვეწვევით კაში-ვიშვანათის წმინდა სალოცავს (ასევე, ცნობილია როგორც ოქროს ტაძარი) და ბჰარატ მატა მანდირს, იგივე “დედა ინდოეთს” (ამ ტაძრის საძირკველი სრულად იმეორებს ინდოეთის რუქას).
ვნახავთ უძველეს დამეთჰა და ჩაუხანდი სტუპებს და შევივლით არქეოლოგიურ მუზეუმში. საღამოს ტრანსფერი აეროპორტში და ფრენა დელის მიმართულებით.
ღამისთევა დელის სასტუმროში.
დღე 12 / თავისუფალი დღე დელიში
ეს დღე მთლიანად თქვენ გეკუთვნით, შეგვიძლია დავიწყოთ ცნობილი ჩანდი ჩოკის ბაზრობით, გადავიდეთ სუვენირებისთვის საუკეთესო დელი ჰაატის ბაზრობაზე და თუ დრო დაგვრჩება დელის მთავარ მარკეტსშიც შევიაროთ სასადილოდ, ან სულაც ფეხით მოვიაროთ ქონაუგთ ფლეისის ცნობილი მოედანი, ჩვენებური ძველი შარდენი და დავაგემოვნოთ ინდური და ევროპული სამზარეულოს დელიკატესები. გამთენიას ტრანსფერი აეროპორტში და ფრენა უკან თბილისისკენ.
ტური ხორციელდება “გუდ თრეველი”-ს და ეკატერინე გელოვანის კოლაბორაციით, რომელსაც ანდრო დგებუაძე გაუწევს მეგზურობას.
მოგზაურობის პერიოდი: 20 ოქტომბერი – 5 ნოემბერი
სრული საგზურის ღირებულება 9550 ლარი (ორ ადგილიან ნომერში ერთ ადამიანზე)
ღირებულებაში შედის:
ორმხრივი ავიაბილეთი
შიდა, იდნოეთის ტერიტორიაზე სამი გადაფრენა
ტრანსფერები
მატარებლის ბილეთი
შიდა გადაადგილება კომფორტული მიკროავტობუსით
ყველა სასტუმრო
სამოგზაურო დაზღვევა
ვიზა
კვალიფიციური ადგილობრივი გამყოლი / სერთიფიცირებული გიდი
ყველა ექსკურსია თავისი მოსაკრებლით და ბილეთით
ჯიპების, ნავების, ტუკ ტუკების და სხვა ტიპის ტრანსპორტით გადაადგილება ტურის დროს გათვალისწინებულ საათებში
საუზმე
ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება და ყველა სხვა დამატებით ხარჯი რაც არ არის ღირებულებაში აღნიშნული.
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: (032) 2 300-700;
ქვეყნის შესახებ
Sorry, the comment form is closed at this time.