logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

ექსპედიცია ეკვადორსა და გალაპაგოსზე

ექსპედიცია ეკვადორსა და გალაპაგოსზე

18000₾ ერთ ადამიანზე

ექსპედიცია ეკვადორსა და გალაპაგოსზე

ექსპედიცია ეკვადორზე ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობას ჰგავს, არ არსებობს დედამიწაზე სხვა მიწა, რომელსაც ოთხივე სეზონი ერთ დღეში და სივრცეში აქვს მოქცეული. არ მეგულება ქვეყანა, რომელიცეკვადორზე უფრო ფერადი და მრავალფეროვანია. ერთი ტურში საკუთარი თვალით იხილავთ ანდებს, ვულკანებს, ძირძველ ინდოელი ტომების ბაზრობებს, ეროვნულ პარკებს, კოლონიურ საოცარ ქალაქებს, ჯადოსნურ ხეობებს, გაჰყვებით ინკების ნაკვალევს და შემოივლით უამრავ ისტორიულ ძველიძველ ძეგლს, დასველდებით ჩანჩქერში, საიდანაც ამაზონის დედამიწაზე ყველაზე წყალუხვი მდინარე იღებს სათავესდა ბოლოს იმოგზაურებთ კუნძულებზე, რომლის ანალოგიც პლანეტას არ აქვს. ჯადოსნური, საოცნებო, გასაგიჟებელი გალაპაგოსი, სავსე გიგანტური კუებით, ენდემური მცენარეებით, ფერ-ხორციანიგაზულუქებული ზღვის ლომებით და ყველაზე ფერადი იგუანებით. გალაპაგოს არქიპელაგი ერთ -ერთი ყველაზე გასაოცარი ადგილია მსოფლიოში.

დღე 1: ჩაფრენა კიტოში, ეკვადორზე
უგრძელესი ფრენის შემდეგ ჩასვლა კიტოში და ღამის ტრანსფერი სასტუმროში
განთავსება – https://www.ikalagalapagoshotel.com

დღე 2: ლათინო ამერიკის საუკეთესო კოლონიალური ქალაქის ტური- ქალაქები კიტო და მინდო
ეკვადორის დედაქალაქ კიტოში გაერთიანებულია ძველი კოლონიარული და თანამედროვე სტილი დაითვლება ლათინო ამერიკაში ყველაზე ლამაზ ქალაქად. კოლონიურ კიტოში ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩებიგაფორმებულია ქვითკირის კედლებით და ხელუხლებელ სახეს ინარჩუნებს ბოლო 450 წელია, იქაურობასავსეა ვულკანური ქვით ნაგები ისტორიული ეკლესიებით და დიდი გუმბათოვანი საკათედრო ტაძრებით. 1978 წელს გაერომ კოლონიური კიტო მთლიან მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა.ეკვადორის გაცნობა კიტოს მთავარი მოედნით უნდა დაიწყო, იქაურობა სავსეა XVI და XVII საუკუნისდროინდელი უმნიშვნელოვანესი ეკლესიებით, ადგილობრივი გიდის თანხლებით ფეხით შემოვივლითმთავრობის სასახლის ტერიტორიას და შიგნიდან დავათვალიერებთ ამერიკის კონტინენტზე აღიარებულყველაზე სრულყოფილ ეკლესია „La Compañía de Jesús,“- ეს არის ლათინური ამერიკის ბაროკოსარქიტექტურის საუკეთესო მაგალითი, ფასადის ანდის ქვაზე ამოკვეთილია ოქროთი დაფარულისამსხვერპლოები, ამბიონები, სვეტები და თაღები, შევივლით „La Basílica“ და „San Francisco“ს ულამაზესმონასტრებშიც, აუცილებლად შევალთ „Guayasamin”- ის ცნობილ მუზეუმში. დედამიწის ღერძი- ეკვადორისხაზი კიტოდან ჩრდილოეთით 40 წუთის სავალზე მდებარეობს მიტად დელ მუნდოს ტერიტორიაზე, ესადგილი ძველმა ინკებმაც კი აღიარეს, როგორც დედამიწის წონასწორობის წერტილი. ქალაქ კალაკალიშიგზა ღრუბლებში შეფენილ ტყეზე გადის, ამ მიდამოებშია დედამიწაზე ყველაზე ძვირფასი ჯიშის 5 სოკოსბაღი, ადგილობრივი ფერმერი მცირე ექსკურსიას ჩაგვიტარებს იშვიათი სახეობების; შიტაკის, თეთრი დავარდისფერი ხეთას უნიკალური სამკურნალო თვისებების შესახებ, შებინდებულზე მივალთ ჯადოსნურქალაქად აღიარებულ ქალაქ მინდოსამდე და ღამეს ულამაზეს საჩატამიას ლოჯებში გავათევთ. განთავსება- https://www.sachatamia.com

დღე 3: ქალაქი მინდო
იმისთვის, რომ უნიკალური როკ ლეკის მამლის ქცევები ვნახოთ აუცილებელია მზეს დავასწროთ ადგომა დაეკვადორული ყავის თანხლებით ცნობილ პაზ დე ლას ავესის თავშესაფარისკენ გავემართოთ, თებერვალიერთადერთი დროა წელიწადში, როცა ამ ტიპის ფრინველს გამრავლების სურვილი უჩნდება, ამ პერიოდშიდედლებთან გასაპრანჭად გამოსცემენ საოცარ ხმებს და დაფრინავენ ცირკის აკრობატებივით, თავმომწონედ დადიან საათობით მათ გარშემო, იმედით, რომ ქალი მასზე შეაჩერებს არჩევანს. გარდაამისა, ვნახავთ ანტპიტას სამ სახეობას, გიგანტური ანტპიტა, იხვნისკარტა ანტპიტა და ყვითელი მკერდაანტპიტა, ამ ფრინველების ხილვა მხოლოდ ეკვადორზეა შესაძლებელი, შემდეგ ვისაუზმებთ ტრადიციულიეკვადორული კერძებით, რომელთა დამზადების ხელოვნებაც 500-ზე მეტ წელს ითვლის.

მინდოში უკვე ასწლეულებია არსებობს პეპლების ბაღი, ჩვენი ხელით ვაჭმევთ და გავეცნობით ამ მწერისათასამდე სახეობას, ადგილობრივი ბიოლოგი აგვიხსნის მათ მეტამორფოზის საიდუმლოებებს დაგვაზიარებს სრულიად სხვა სამყაროს, შემდეგი გაჩერება კვეცალია – თავად, მისი უდიდებულესობაშოკოლადის ფერმა! ჩვენი თვალით ვნახავთ რა პროცესებს გადის მარცვალი უგემრიელეს ტკბილეულადქცევამდე, გვიან ღამე დავბრუნდებით დედაქალაქ კიტოში.

** უკანა გზაზე დამატებით ღირებულების, 20$სანაცვლოდ შეგვიძლია ღრუბლების ტყეში ვიფრინოთ 10 სხვადასხვა სიგრძის თოკების ბილიკისდახმარებით- ამბობენ, აქაური ზიპლაინის ემოცია მთელი ცხოვრება მიყვება მოგზაურსო. განთავსება – https://www.sachatamia.com

დღე 4: ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი უძველესი ტომების ბაზარი სამხრეთ ამერიკაში
დილიდან კიტოს ჩრდილოეთით ოტავალოსკენ გავემგზავრებით, გზად პატარა კულინარიულ სამოთხესმოვიწყობთ, ჯერ გუაილაბამბაში გავჩერდებით და ადგილობრივ, ეგზოტიკური ხილით ჩირიმოიასგავსინჯავთ, შემდეგ კაიამბეში ჩავალთ და ეკვადორულ ორცხობილას დავაგემოვნებთ ყველის შიგთავსით. პატარა ქალაქ ოტავალოსთან ახლოს, კარაბუელას სოფელია, სადაც ადგილობრივი მჭედელი ტრადიციულიხელნაკეთები სუვენირების დამზადების პროცესს გაგვაცნობს, გავივლით ოთვალოს და პონჩოსბაზრობებზეც, ეს ორი ადგილი ითვლება სამხრეთ ამერიკის უმნიშვნელოვანეს ძირძველ სავაჭროობიექტებად; აქ თავმოყრილია საუკუნის ტრადიციების მიხედვით დამზადებული სხვადასხვა და ფერადიხელნაკეთობები; ხალიჩები, გობელენები, ტანსაცელი, სამკაულები და ა.შ. ეს დღე და ადგილიუმნიშვნელოვანესია ეკვადორის კულტურის გასაცნობად, მომდევნო გაჩერება ქალაქი კოტაკაჩია, ადგილობრივი ხელოსნები მხოლოდ აქაურობისთვის დამახასიათებელ ტრადიციული ტექნოლოგიითამუშავებენ ტყავს, აქ ნაყიდი ჩანთა, ფეხსაცმელი, საფულე თუ ქურთუკი უნიკალური და გამორჩეულიამთელს მსოფლიოში. გვიან ღამე დავბრუნდებით კიტოში. განთავსება – https://www.ikalagalapagoshotel.com

დღე 5: კოტოპაქსი, მსოფლიოში მოქმედი ყველაზე მაღალი ვულკანი.
ეს დღე დედამიწაზე მოქმედი კოტოპაქსიის ვულკანის ახლოდან ხილვას ეთმობა! ეროვნულ პარკამდე გზადპატარ-პატარა ვულკანურ პლატოებს და გეიზერებს გავივლით, თუ ამინდი ხელს შეგვიწყობს დამეტეოროგები დაგვრთავენ ნებას, ყველაზე ახლო წერტილიდან ვნახავთ ადგილს საიდანაც დუღდებადედამიწა, (5,897 მ.19,342.16 ფუტი). ფეხით მოვივლით ლავის შემდეგ წარმოქმნილ, ზუსტად ვულკანის ძირშიმდებარე სარკისებრ ლიმპიოპუნგოს ტბას, აქაურ ფლორა და ფაუნას ჩვენს პლანეტაზე ანალოგი არ აქვს. ცოცხალი ვულკანის ხილვით გამოწვეული ემოცია ჯერ ჩამცხრალი არ გვექნება, რომ მივადგებით Hacienda San Agustin de Callo– ს, ოდესღაც აქ ინკების სასახლი ყოფილა, აქაურობა ითვლება ეკვადორში ინკებისარქეოლოგიური ორი უმნიშვნელოვანესი ადგილიდან ერთ-ერთად, ეს არის იმპერიული სტილის კუზკოდანყველაზე შორს მდებარე წერტილში აშენებული ფერმა, ადგილი, სადაც ყველაზე ნათელი წარმოდგენაგექმნება ეკვადორის მდიდარ და ფერად წარსულზე. მოვინახულებთ უძველეს ინკების დროინდელსამლოცველოს, ნასასახლარებს და ბაღებს. ღამეს ჯადოსნუ ჰატო ვერდეში ვულკანის ხედის ფონზეგავატარებთ. *** დამატებითი 30$ სანაცვლოდ ადგილობრივი მეგზურის თანხლებით ცხენებით შეგვიძლიარუმიანაჰუ ვულკანის მთისწინეთში გავისეირნოთ და დავტკბეთ უცნაური ლანდშაპტით.

განთავსება https://haciendahatoverde.com

დღე 6: პუჯილი ინდოელების ბაზარი, კილოტოას ტბა – ქალაქი ბანოსი
დილიდან ლატაკუნგას მიდამოებისკენ, პუჯილას თემთან გავემგზავრებით, ინკების დროიდანმოყოლებული აქ ქალაქი პუნქტები არსებობს, აქაურობაც ცნობილია უძველესი ბაზრით და ყველაზეგულითადი ხალხით მთელს კონტინენტზე, ქალაქის დამახასიათებელია; ვიწრო, კოხტა ქუჩები, სახლებიშიდა ეზოებით, კოლონიური ეკლესიები, ქვის ქუჩები და მუდამ მომღიმარი ადამიანები. ადგილობრივ თიხისნაკეთობებს ოკეანის გაღმაც აღიარებენ ექსპერტები. მომდევნო გაჩერება პატარა ქალაქი ტიგუაში იქნება, აქ ტყავისგან ამზადებენ ულამაზეს სახლის ნივთებს და ცხოველის სახიან ფერად ნიღბებს. მომდევნოგაჩერება 3 კილომეტრზე გადაჭიმული კილოტოას ტბაა, აქაურობა 800 წლის წინ ვულკანის ამოფრქვევისშედეგად წარმოქმნილ გაქვავებულ ლავაზეა ჩამოყალიბებულა, კალდერას აქვს 250 მ. (820 ფუტი) სიღრმისკრატერული მუქი ფირუზისფერი მინერალებით გაჯერებული ტბა, ამ წყლის მინერალების ძალაზელეგენდები დადის, ძვირადღირებული ფარმაცევტული კომპანიები აქაურ წყალს სახის საცხებში იყენებენ, პატარა ბილიკებით ვულკანის ფსკერთან მოვხვდებით და დავისვენებთ ტბის სანაპიროზე, ღამისთევაქალაქ ბანოსში. განთავსება –http://www.lunavolcan.com

დღე 7: მესამე მეოთხე კატეგორიის რაფტინგი ნაპოზე
ეს დღე საუკეთესოა მძაფრი ემოციების მოყვარულთათვის, დილიდან ქალაქ თენაში მივდივართ! საუკეთესო რაფტინგ ინსტურქტირების თანხლებით მდინარე „რიო ნეპოს“ ზემო ნაწილში მოვხვდებით, ხალნხურად ამ ადგილს რიო იატუნიაკუს ეძახიან, რაც კიჩუაშის ენაზე “დიდ წყალს“ ნიშნავს, სიტყვა „დიდი“ალბათ საუკეთესო განმარტებაა ამ მდინარისთვის, აქაურობიდან იწყება ყველაზე გრძელი მდინარეამაზონის სათავე, წყლიდან გადაგვეშლება ჯუნგლების ზღაპრული პეიზაჟების სრულყოფილი კომბინაცია, აქაური ბუნება აქამდე ნანახ არცერთ პეიზაჟს არ ჰგავს და აქაური ემოციაც სამუდამოდ დარჩება ჩვენსგონებაში. შემდეგ მოვინახულებთ ულამაზეს ჩანჩქერების ანსამბლს: პაილონ დელ დიაბლოს და მანტო დელა ნოვიას, 200 მეტრ სიმაღლეზე დაკიდული ლიფტით გადავკვეთავთ მდინარეს პასტაზას. საღამოსბენდიერების ჰორმონით და ამაზონის წყლით გაჟღენთილები დავბრუნდებით ქალაქ ბანოსში.  განთავსება-http://www.lunavolcan.com

დღე 8: CHIMBORAZO: PAQOCHA პროექტი: ქალები, რომლებიც მუშაობენ ალპაკასთან
გამთენიას საუზმის შემდეგ მივდივართ ქვეყნის სამხრეთით მდებარე ჩიმბორაზოს პროვინციაში, აქსაუკუნეებია ტრადიციული პაკოჩას მეთოდით ამზადებენ ქსოვილებს, გავიცნობთ ჯათარი კამპესინოსსაზოგადოებას, სადაც ადგილობრივი ქალები ლამა და ალპაკის მატყლის დართვა დატრიალების პროცესსგაგვაცნობენ.

შემდეგი გაჩერება Riobamba–დან 10 წუთის სავალზე Palacio Real– ის პროექტია, ეს ძირძველი საზოგადოებაა, რომელმაც საკუთარ ქუჩებში ქვეყნის კულტურული მუზეუმი შემოინახა, იქაურ ყველა მოკირწყლულ ქუჩასხელნაკეთი ნივთების მაღაზიებთან მიჰყევხარ, აქ შეგვიძლია შევიძინოთ ლამის ცხიმზე დამზადებულიმალამოები და ვიგემოთ იქაური ტკბილეული. დღის მეორე ნახევარში გეზს ვარსკვლავად წოდებულიმთისკენ ავიღებთ, სადაც ვისადილებთ ადგილობრივი მთის პროდუქტით და დავტკბებით იქაურილანდშაპტით. განთავსება – http://chimborazolodge.com

დღე 9: ჩიმბორაზოს პროვინცია კუენკა (CHIMBORAZO PROVINCE – INGAPIRCA RUINS – CUENCA)
დილას ადგილობრივ ჩიმბორაზოს ტომის მონახულებით დავიწყებთ, კარიჰუაზოს და ჩიმბორაზოს მთებისმწვერვალებს შორის უხვად არიან ვიკუნიები, ლამები და ალპაკები. თუ უღრუბლო დღე დაგვემთხვადავინახავთ სანგეის მოქმედ ვულკანს, რომელიც ეხლაც თუხთუხებს, მოპირდაპირე მხარეს კი თოვლითდაფარულ კრატერებს. ულამაზეს ქალაქ კუენკამდე გზად ინგაპირკას ნანგრევებში შევივლით, ეს არისყველაზე მნიშვნელოვანი ინკების დანატოვარი არქეოლოგიური ძეგლი ეკვადორზე, ძველ ენაზე აქაურობას“ინკების კედელი“ ჰქვია, 4 ჰექტარზე გაშლილი ტერიტორია მნიშვნელოვან იმდროინდელ რელიგიურ, კულტურულ, პოლიტიკურ, სამხედრო, მეცნიერულ და ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. ღამისთევაზღაპარ/ქალაქ კუენკაში.

განთავსება –https://www.hotelcarvallo.com.ec

დღე 10: CUENCA: ქალაქის ტური – GUAYAQUIL
კუენკას ქალაქს ეკვადორის ათენსაც უწოდებენ, რადგან აქ უამრავი მსახიობი, ნოველისტი, პოეტი და სხვაცნობილი ადამიანი დაიბადა დღის პირველ ნახევარს ულამაზეს კუენკეს საფეხმავლო ტურს დავუთმობთ, შემოვივლით ეკლესიებს, ვნახავთ უძველეს შენობებს თავის მოოქროვილი აივნებით და მოჩუქურთმებულიხის კარებებით, შევივლით ყვავილების და ხელნაკეთი ნივთების ბაზრობებზე, ვეწვევით გალერეებს, სახელოსნოებს ჩავყვებით უძველესი სახლებით გარშემორტყმულ მდინარე ტომებამბას სანაპიროს, შევივლით პანამის ცნობილ ქუდების მუზეუმში რომელიც სამ საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის, ლანჩზეგავჩერდებით ქალაქის 360 გრადუსიანი ხედებით მოცულ უბანში. მოკლედ, დავტკბებით ყველა იმ სიკეთით, რასაც კუენკა თავისი კოლონიური სტილით და სასიამოვნო ატმოსფეროთი სთავაზობს ვიზიტორებს.

გვიან საღამოს ტრანსფერი ქალაქ გუაიაკილის სანაპიროსკენ (დაახლოებით 3 საათი).

განთავსება – http://www.mansiondelrio-ec.com

დღე 11: ფრენა ქუაიაქულიდან გალაპაგოსის კუნძულებამდე, სან კრისობალის კუნძული, მუზეუმი დატიჯერეტას მაღლობი

გალაპაგოსი – მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საოცარ ადგილი დედამიწაზე!

გალაპაგოსი შედგება 13 ძირითადი ათობით პატარა კუნძულისა და კლდისგან შემდგარი ჯგუფებისგან , თითოეული მათგანი ოდესღაც ვულკანისგან წარმოიქმნა, ეს არის სამოთხე ბუნების მოყვარულთათვის, სრულყოფილება, რომელსაც ვერცერთი კადრი და სიტყვა ვერ გადმოგცემთ, წინ მხიარულ ზღვის ლომებთან, ჭყვიტინა ოკეანის გოჭებთან, ათასზე მეტი სახეობის ფერად ფრინველთან, უზარმაზარ კუებთან დაათასგვარ ეგზოტიკურ მცენარესთან სათავგადასავლო დღეები გველის. იქ გატარებული ყოველ დილასვულკანების და ოკეანის ერთობლიობის მირაჟში გახვეულები ცნობილ ეკვადორულ ყავის სურნელშიგაბრუებულები აღვიქვავთ. ამ დღეს საოცარ გალაპაგოსის კუნძულებისკენ გავფრინდებით, ადგილზედაგვხვდება ბიოლოგი გიდი, რომელიც მიგვაცილებს სასტუმრომდე. აქაურობას მუზეუმით დავიწყებთ, სადაც გაგვაცნობენ გალაპაგოსის სრულ ისტორიას, შემდეგი გაჩერება ტიჟერეტას გორაკებია, მაღლა დამაღლა ბილიკებით მივალთ ყურის გადმოსახედამდე, სადაც ფრეგეტის ფრინველები ცხოვრობენ, იქაურობაერთადერთი ადგილია სადაც შეიძლება მათ შევხვდეთ. დანარჩენ დროს ნაპირის შესწავლას დადასვენებას დავუთმობთ. განთავსება – https://hotelmiconia.com/seaside/

დღე 12: ESPAÑOLA ISLAND: PTA. SUAREZ – GARDNER ISLET BY ESPAÑOLA
დილის ტრანსფერი ბურჯიდან გემით ესპანიოლას კუნძულისკენ, მოვინახულებთ პტას სუარესს, ამადგილებში ბუდობს გალაპაგოსის კლდის ფრინველები, მისი სამხრეთ ნაწილილის ციცაბო ფერდობებითითქოს ოკეანიდან ამოდის და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე, აქვეა ცნობილიგალაპაგოსის ხვრელი, გზაზე შეგვხვდება ხმაურიანი ზღვის ლომების ჯარი, ზევიდან ფრინველებიდაგვხედავენ ჟივილ-ხივილით, ამ სანაპიროზეა ცისფერმკერდიანი უიშვიათესი ჯიშის ფრინველები, ალბატროსები, წითელ თავა ტროპიკული ფრინველები,

გალაპაგოს შირუატორსები, ფალოროპები, წყლის მწვანე და წითელი იგუანები და უამრავი სხვაადგილობრივი ფლორა ფაუნის წარმომადგენლები.

დღის მეორე ნახევარში მივცურავთ კუნძულ ესპანიოლასთან, ამ სანაპიროსთან უხვად დაცურავენ

გველთევზები, მარმარილოს სხივები, ბრილიანტის სხივები, გალაპაგოსის ფაფუკი თევზები, ბევრი წითელიტუჩება და ჩაქუჩა თავად წოდებული გველთევზები.

განთავსება – https://hotelmiconia.com/seaside/

დღე 13: SAN CRISTÓBAL – ISABELA: SIERRA NEGRA VOLCANO
დილით იზაბელას კუნძულისკენ გავფრინდებით (დაახლოებით 30 წუთი) სასტუმროში განთავსების შემდეგექსკურსიებს ვიწყებთ კუნძულის სამხრეთ ბოლოში მდებარე ვულკანი სიერა ნეგრას მონახულებით, ეს არისერთ -ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქიპელაგის ვულკანები. მისი კალდერა 10 კილომეტრზეჩრდილოეთიდან სამხრეთისკენაა გადაჭიმული, ავტობუსით იქ მოსახვედრად 45 წუთი დაგვჭირდება, ხოლოადგილზე ფეხით „ ჰაიკინგს“ 3 საათს მოვანდომებთ. ფეხით ეს მოგზაურობა ერთერთ მკვეთრ მოგონებადგაგვყვება ეკვადორის ტურიდან, კალდერას ჩრდილოეთით მდებარეობს ადგილი სახელწოდებით”ვულკანური ჩიკო”, რომელიც მოიცავს მცირე კრატერებისა და ფუმაროლების ჯგუფს. თუ სამხრეთითმიემართებით სიერა ნეგრა ვულკანის ბოლოში, ეგრეთ წოდებული “გოგირდის ვულკანამდე” მივალთ, აქაურობა სავსეა გოგირდის მარაგით, რასაც ფუმაროლების უწყეტი ოდენობა განაპირობებს, დავტკბებითელიზაბეტის ყურის ულამაზესი ლანდშაფტით, ბაზაზე დაბრუნების შემდეგ წაგვიყვანენ უკან, პუერტოვილამილაში და დღის მეორე ნახევარს სანაპიროზე ნებივრობას შევალევთ. განთავსება-https://www.opuntiahotels.com/iguana-crossing/

დღე 14: ISABELA ISLAND: LOS TUNELES – MARSHLANDS
დილიდან დედამიწის სამოთხის გულისკენ მივემგზავრებით! ადგილი რომელსაც ქვია ბურჯი, კანოებითწავალთ LOS TUNELES– ში, ულამაზესი ნაპირი სავსე ლავური გვირაბებით, ვნახავთ ასობით საზღვაოიგუანას, პინგვინს, ქვიშაზე წამოკოტრიალებულ ცელქ ზღვის ლომებს, იზაბელას კუნძულის ეს დღეც ბუნებისმოყვარულებს არასდროს დაგვავიწყდება!

დღის მეორე ნახევარს პუერტო ვილამილში ჰუმედალს (ჭაობიანი ადგილები) ძრომიალს დავუთმობთ, ამადგილებში საუკუნეების მანძილზე მოქცევის დროს წარმოქმნილ ლაგუნებში უნიკალური ეკოსისტემაჩამოყალიბდა, აქ ბუდობენ ვარდისფერი ფლამინგოები და ასზე მეტი სახეობის გადამფრენი ფრინველები, ბილიკებით მივალთ გიგანტური კუების საცხოვრებელ “არნალდო ტუპიზა”-ში, აქაური ეროვნული პარკისმცველები თავად ზრუნავენ გიგანტური კუების დაწყვილებაზე და ეს ძალიან სასაცილო სანახავიაო, გარშემო კუნძულებიდან შეგროვებული კუს კვერცხები ერთგვარ ინკუპატორის გარემოს ქმნის ამმიდამოებში, ყველაზე საინტერესო ვულკანურ კუნძულ იზაბელაზე დადებული კვერცხებია, დღემდეამოუხსნელი მიზეზით ისინი მომწვანო შეფერილობისაა და ძალიან ლამაზია შესახედად, გვიან ღამედავბრუნდებით სასტუმროში. განთავსება – https://www.opuntiahotels.com/iguana-crossing/

დღე 15: კრუიზი იზაბელას და სანტას კუნძულებს შორის
გამთენიას წავალთ ელ ჩატო II– ში, ეს არის კერძო ფერმასანტა კრუზის მაღალმთიანეთი, აქვეგაგვიმასპინძლდებიან საუზმით და ვნახავთ ველურ ბუნებაში მცხოვრებ სრულიად სხვა (აქამდე უნახავი) ჯიშის გიგანტურ კუებს, აქ ბუდობს დედამიწაზე უიშვიათესი ფრინველი „ ვეგეტარიანელი ფინჩი“, ასევე თუგაგვიმართლებს და დაგვენახებიან ფრინველი „Paint-billed Crake’’ სებიც აქვე ცხოვრობენ. ვიმოგზაურებთსაოცარ ლავურ გვირაბებში და მოვისმენთ საუკუნეების მანძილზე კუნძულებზე ვულკანების ამოფრქვევისპროცესის შესახებ მცირე ლექციას, გვიან საღამოს ფრენა კიტოს მიმართულებით. განთავსება – https://www.opuntiahotels.com/iguana-crossing/

დღე 16: კიტო- ანტისანას ეკოლოგიური ნაკრძალი – პაპალატას ცხელი ლაგუნები
ბუნების ხილული სასწაული დედამიწაზე! კიტოდან აღმოსავლეთით ანდების ქედზე ანტისანასეკოლოგიური ნაკრძალი მდებარეობს, აქაური მიკას ტბა დიდებული ანტისანას ვულკანით (5,758 მ. 18,886.24 ფუტი) მისტიურ გარემოს ქმნის. ამ ნაკრძალში ცხოვრობს კარუნკულაციური კარაკარა, რომელიც ცნობილია, როგორც კარაკარა კურიკინგუ, ეს ფრინველი – დამახასიათებელი თავის მოძრაობებით და ხმებითეკვადორის ნაციონალურ სიმბოლოდ არის აღიარებული და დღესასწაულებზე კარაკარას ფორმაშიგამოწყობილ მრავალ ადამიანს ნახავთ, არსებობს უამრავი ფოლკლორულ ხალხური სიმღერებიც მათშესახებ, ანტისტას მიდამო ერთადერთი ადგილია ამერიკის კონტინენტზე სადაც ანდების კონდორის(არწივისებრი ჯიში) ნახვა შეიძლება ბუნებრივ პირობებში. დღის მეორე ნაწილში სრული სპა სარელაქსაციოპროგრამა გვექნება, პაპალაქტას რეგიონი და კურორტი, ადგილი, სადაც ვულკანური წარმოშობის თერმულწყლებში სრულ განტვირთვას მოვიწყობთ, აქაური ჰიდროთერაპიის ზონა შედგება ხუთი ცხელი თერმულიაუზისა და ერთი ცივი აუზისგან. თერმო ლუდიკის არე იდეალური ადგილია სხვადასხვა სახის ჰიდრომასაჟის განსახორციელებლად წყლის ჭავლის, ან ჰაერის ბუშტუკების გამოყენებით. ამბობენ აქ ჩასვლისშემდეგ კანი განსაკუთრებულ ელასტიურობას და ახალგაზრდულ იერს იძენს. ამ ბუნებრივ სპას ოდითგანვესტუმრობდნენ აქაური დიდგვაროვნები. განთავსება https://www.termaspapallacta.com

მოგზაურობის პერიოდი 25 იანვარი – 10 თებერვალი 2024 წელი
ღირებულება ერთ ადამიანზე 18000 ლარი (ფასი ფიქსირებულია ადრეული ჯავშნების შემთხვევაში 20 სექტემბრამდე)

ქვემოთ მოცემულია გალაპაგოსის ეროვნული პარკის 14 წესი
დირექტორატი (GNPD), რომელსაც ყველა ვიზიტორი უნდა დაემორჩილოს კუნძულებზე ყოფნისას:

  1. სტუმრები გალაპაგოსის ეროვნულ პარკში ნებისმიერ დაცულ ზონაში უნდა იყვნენ

GNPD-ის მიერ უფლებამოსილი ბუნებისმეტყველი გიდის თანხლებით.

  1. იმგზავრეთ მხოლოდ დაცულ ტერიტორიებზე სამუშაოდ უფლებამოსილი ტუროპერატორებით ან/დანავებით.
  2. დარჩით მონიშნულ ბილიკებზე ვიზიტორთა ადგილებში და ყოველთვის პატივი ეცით დაცვის ნიშნებს

ველური ბუნებისა და თქვენი უსაფრთხოებისთვის.

  1. შეინარჩუნეთ მინიმუმ ექვსი ფუტი (ორი მეტრი) მანძილი ველური ბუნებიდან, რათა არ შეაწუხოთ ისინითუნდაც მოგიახლოვდნენ.
  2. არ მოწყვიტოთ ხიდან ხილი ან ბოსტნეული შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.
  3. ველური ბუნების ფოტოების გადაღებისას დაუშვებელია ფლეშ ფოტოგრაფია. პროფესიონალიკომერციული მიზნებისთვის გადაღებული ფოტო და ვიდეო უნდა იყოს ავტორიზებული GNPD.
  4. კემპინგი ნებადართულია კუნძულების მხოლოდ რამდენიმე უფლებამოსილ უბანში. მოითხოვეთავტორიზაცია დაბანაკდნენ გალაპაგოსის ეროვნული პარკის ოფისებში მინიმუმ 48 საათით ადრე.
  5. თქვენი პასუხისმგებლობაა არქიპელაგში არ შეიტანოთ საკვები, ცხოველები ან მცენარეები.სრულყოფილად ითანამშრომლეთ გარემოსდაცვითი ინსპექციისა და კარანტინის ყველა ოფიციალურპირთან თქვენი დროის განმავლობაში
  6. არ მიიღოთ და არ შეიძინოთ აკრძალული ნივთიერებისგან დამზადებული პროდუქტი ან სუვენირი, მათშორის შავი მარჯანი, ჭურვები, ლავის ქანები, ცხოველების ნაწილები ან ნებისმიერი ადგილობრივი ხე ანმცენარეულობა გალაპაგოსიდან წასვლამდე. ეს უკანონოა და ისჯება კანონით.
  7. გალაპაგოსზე იხელმძღვანეთელ წესით „არ დატოვოთ კვალი“, რათა შეინარჩუნოთ გარემოს სილამაზე.
  8. ნაგვის დაყრა და დატოვება ისჯება 20 000$ ან 9 თვიანი ციხით.
  9. გალაპაგოსის ეროვნულ პარკში მკაცრად აკრძალულია მოწევა და/ან ცეცხლი

ხანძარი სერიოზულ საფრთხეს უქმნის გალაპაგოსის ფლორასა და ფაუნას, მწეველი ექვემდებარება 1 წლიან ციხეს ან 20 000$ ჯარიმას.

  1. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ GNPD-ის მიერ უფლებამოსილ რეკრეაციულ ტურისტულ გემებზე.
  2. მოტორიზებული წყლის სპორტი, მინი-საბაზო და საჰაერო ტურისტული აქტივობები დაუშვებელია.

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – 
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:  ☎️(032) 2 300-700;

ან გვესტუმრე ახალ მისამართზე: 📌 თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17

ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია ☀️
  • გამგზავრების დრო
    25 იანვარი 2024 წელი
  • ღირებულებაში შედის
    საერთაშორისო ავიაბილეთი თბილისი-კიტო-თბილისი ორმხრივი ავიაბილეთი გალაპაგოსის მიმართულებით; (Guayaquil- Galapagos – Quito); ორმხრივი ავიაბილეთი გალაპაგოსის შიდა კუნძულებს შორის; ინგალას საემიგრაციო ბარათი გალაპაგოსზე შესასვლელად; ტრანსპორტით მომსახურება სრულად ექსკურსიის საათებში; კუნძული იაზბელას ტურისტული გადასახადი; კუნძულებზე საემიგრაციო გადასახადი; ტრანსფერები აეროპორტი - სასტუმრო - აეროპორტი; დიპლომირებული ბიოლოგი გიდის მომსახურება; შესასვლელი ბილეთები: ეკლესიები, მუზეუმები კიტოსა და კუენკაში, სოკოს ბაღის ფერმა, შოკოლადის ფერმა, პეპლების მეურნეობა, პაპალაქტას ცხელი წყლები, ანტისანას ეროვნული პარკი, ოტავალო ბაზარი, კოტოპაქსი ეროვნული პარკი, კილოტოას ტბა, ჩანჩქერები და ლიფტები ბაოსში, ჯომარდობა, ინგაპირკას ნანგრევები. ტრანსპორტირება გალაპაგოსში ნავით, გემით სახმელეთოდ ექსკურსიით გათვალისწინებულ აქტივობებზე და საათებში; სამოგზაურო დაზღვევა.
  • ღირებულებაში არ შედის
    კვების ტიპი რომელიც არ არის კონკრეტულ დღეზე მითითებული; გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები; ნებისმიერი პირადი ხარჯი; მასაჟი და მკურნალობა Papalacta SPA– ში, დამატებითი აქტივობები რაც ტურში ცალკეა გამოყოფილი ან არ არის გათვალისწინებული. მობილურის ან ინტერნეტ ბარათები; ცხენები 30$ ზიპ ლაინი 20$ თიფი გიდის და მძღოლის 70$