იორდანიის ჯგუფური ტური
გამოგვყევით მორიგ საინტერესო ჯგუფურ ტურზე იორდანიაში.
ტური გაიმართება ისტორიკოს გიორგი კალანდიას მეგზურობით.
იორდანია – მიწა, რომელსაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. ეს ადგილი უდიდესი მოვლენების ნაკვალევს ინახავს, რომელთაც მსოფლიოზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიეს.
იორდანიაში ყოფნა საოცრებას ჰგავს. აქ დაგხვდებათ ზეთისხილის ბაღები, უძველესი ციხესიმაგრეები, უდაბნო, თეთრი ქვის სახლები, წითელი ზღვა და მკვდარი ზღვა. გარდა ღირსშესანიშნაობებისა შესაძლობა გექნებათ დააგემოვნოთ არაბული სამზარეულო, ისეირნოთ აქლემებით და დაუვიწყარი დრო გაატაროთ საოცარ გარემოში.
მოგზაურობის პერიოდი: 21 – 28 აპრილი ( 7 ღამე / 8 დღე )
ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 4800 ლარია.
გამგზავრება 21 აპრილი
დღე 1: ამანიში ჩასვლა.
ჩასვლისას დახვედრა, თანხლება და დახმარება ვიზის მიღებაში
სასტუმროში ტრანსფერი. ღამისთევა სასტუმროში.
დღე 2 – 22 აპრილი: ტური ამანი-ჯერაში.
დილით ვესტუმრებით ამანის, იორდანიის დედაქალაქს. ვნახავთ ციტადელს, არქეოლოგიურ მუზეუმს, რომაულ თეატრს, გავისეირნებთ ძველ ქალაქში და განვახორციელებთ ექსკურსიას თანამედროვე დასავლეთ ამანიში. ჯერაში – ახლო აღმოსავლეთში მდებარე ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული ბერძნულ-რომაული ქალაქია. კოლონების ქუჩა, ადრიანის კარიბჭე და ორი რომაული თეატრი – ძირითადი ღირსშესანიშნაობებია, რომლებსაც აქ იხილავთ. ღამისთევა ამანში.
დღე 3 – 23 აპრილი: უმ-ქაისი, იორდანიის ხეობა და მკვდარი ზღვა.
დილით გავემგზავრებით ჩრდილოეთში, სადაც ვეწვევით რომაული დეკაპოლისის კიდევ ერთ ქალაქს, სახელად უმ-ქაისს. აქედან გავეშურებით ტიბერიის ტბისკენ. შემდგომ ჩავუყვებით მდინარე იორდანის ხეობას და მივაღწევთ შთამბეჭდავ ადგილს – მკვდარ ზღვას, რომელიც მდებარეობს ზღვის დონის ქვემოთ 400 მ სიღრმეზე. ის წარმოადგენს დედამიწის უდაბლეს წყალსატევს. მასში მარილის შემცველობა 8-ჯერ აღემატება უმრავლესი ოკეანისას. მკვდარ ზღვაში ბანაობა ნამდვილად უნიკალური გამოცდილებაა, რომლის ხელიდან გაშვება დაუშვებელია. ღამისთევა მკვდარ ზღვასთან.
დღე 4 – 24 აპრილი: ნებოს მთა, მადაბა და ჯვაროსნების ციხე-სიმაგრე პეტრასკენ მიმავალ გზაზე.
მკვდარი ზღვის დასავლეთით, სამეფო გზის გასწვრივ, განთავსებულია მოზაიკით მორთული მადაბა. პატარა ეკლესიით შემკობილი ეს ისტორიული ქალაქი ძევს იორდანიის ყველაზე ნაყოფიერ მიწებზე. დღეისთვის აღმოჩენილი ულამაზესი მოზაიკა განლაგებულია წმინდა გიორგის სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის იატაკზე. მადაბას დასავლეთით 10 კმ-ში მდებარეობს ნებოს მთა. ვარაუდობენ, რომ სწორედ აქაა განთავსებული მოსეს აკლდამა. კერაკი ძევს ამანის სამხრეთით დაახლოებით 150 კმ-ში, ის განთქმულია ჯვაროსნების ციხე-სიმაგრით, რომელიც ხასიათდება მიწისქვეშა გალერეების, ოთახების, ფარული დერეფნებისა და სქელი თავდაცვითი კედლების არსებობით. ღამისთევა პეტრაში.
დღე 5 – 25 აპრილი: პეტრაში სტუმრობა – ვადი–რამი
პეტრა – იორდანიის ერთ-ერთი ყველაზე მომნუსხველი ღირსშესანიშნაობაა. ის განეკუთვნება მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრების რიცხვს და განაცვიფრებს მნახველს თავისი გასაოცარი არქიტექტურით. ქალაქი მთებში გამოკვეთა ნაბათელმა ხალხმა 2000-ზე მეტი წლის წინ. ღამისთევა ვადი-რამში.
დღე 6 – 26 აპრილი: ვადი-რამი – ამანი
დილით მოვინახულებთ ვადი-რამს, ბედუინების უდაბნოს ხეობას, რომელიც გარემოცულია მოყავისფრო-მოწითალო დაკბილული ქედებთ. 2-საათიანი ჯიპ-ტურის განმავლობაში გაეცნობით განუმეორებელ უდაბნოს. ამანში დაბრუნება, ღამისთევა აკაბაში.
დღე 7 – 27 აპრილი: გამომგზავრება აკაბაში და თავისუფალი დღე
ღამისთევა აკაბაში
დღე 8 – 28 აპრილი: დღის მეორე ნახევაში გამგზავრება ამანის აეროპორტშიდა და ბრუნება სამშობლოში.
ტურის ღირებულებაში შემავალი მომსახურებები:
- ავიაბილეთები
- იორდანიის ვიზა
- 4* სასტუმრო
- თანამედროვე კონდიციონერიანი ავტობუსი;
- სასტუმროებში/ბანაკებში მორთმეული საუზმები/ვახშმები;
- პროგრამით გათვალისწინებული ყველა შესასვლელი ბილეთი;
- პეტრაში ყოფნისას ცხენებით ხანმოკლე გასეირნება;
- 2-საათიანი ჯიპ-ტური ვადი-რამში.
- სამოგზაურო დაზღვევა
ტურის ღირებულებაში არ შედის:
- ხემსები და სასმელები;
- ნებისმიერი სახის „ჩაი“ („თიფი“-მომსახურე პერსონალისთვის დამატებით დატოვებული თანხა);
- პირადი ხარჯები.
კითხვების შემთხვევაში ან ტურის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით (032) 2 300-700
ან გვესტუმრე ახალ მისამართზე: თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17
ქვეყნის შესახებ
Sorry, the comment form is closed at this time.