სუმელა – ტრაპზონი – უზუნგოლის 3 დღიანი ტური
სუმელა – ტრაპზონი – უზუნგოლის დაუვიწყარი 3 დღიანი ტური.
მოგზაურობის პერიოდი: 9-11 მაისი
დღე პირველი:
• გასვლა თბილისიდან 04:00 საათზე
• სარფის საბაჟოს პროცედურები
• შავი ზღვისპირეთის და ლაზეთის ულამაზესი სანაპირო, გზა სარფიდან სუმელამდე,
გზად ლაზების დასახლებები და ძველი ქართული არქიტექტურა
• სუმელას მონასტერი, მდებარეობს ზღვის დონიდან 1200 მეტრის სიმაღლეზე.
მონასტერში ულამაზესი ფრესკები დღემდეა შემორჩენილი,
ხოლო სამონასტრო მხატვრობა მე-13 საუკუნით თარიღდება.
ლეგენდის მიხედვით, აქ მოღვაწე სასულიერო პირებმა ამ ტერიტორიაზე ღვთისმშობლის
სასწაულთმოქმედი ხატი აღმოაჩინეს. მონასტერი განთქმულია უდიდესი ფრესკებით და მდიდარი ისტორიული წარსულით…
• ემოციებით დატვირთულები ვბრუნდებით სუმელადან ტრაპიზონისაკენ.
• დაბინავება სასტუმროში და თავისუფალი დრო ვახშმისათვის. ამავე საღამოს, სურვილის შემთხვავაში,
გასეირნება სავაჭრო ცენტრი „ფორუმში“
დღე მეორე:
• სასტურმოში საუზმის შემდეგ გამგზავრება უზუნგოლის ტბის მიმართულებით
• იქნება ეს სეირნობა, საქანელაზე ქანაობა თუ კაფე-ბარში თურქული ჩაის
• უზუნგოლის ტბა – თურქეთის და მთლიანად მსოფლოს ტურიზმის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია
• ვისეირნებთ უზუნგოლის ტბის ულამაზეს ტირიტორიაზე, გადავიღებთ ბევრ სამახსოვრო ფოტოს,
დავაგემოვნებთ ადგილობრივ კერძებს, ტკბილეულს / ჩაის
• ტრაპიზონის აკვარიუმი, მსოფლიოში პირველი აკვარიუმი, რომელიც საგზაო გვირაბში აშენდა
• დაბრუნება სასტუმროში
დღე მესამე: – სასტუმრში საუზმის შემდეგ:
• მცირე აია სოფია – ტრაპიზონის იმპერიის მარგალიტი, ტრაპიზონის სასულიერო კერა და
ასევე ქართული ისტორიის კიდევ ერთი სიამაყე
• “ქემალფაშას ბაზარი”, სადაც შეგიძლიათ საოცრად დაბალ ფასად ბევრი რამ შეიძინოთ საღამოხანს
გადმოსვლა სარფის საბაჟოზე და დაბრუნება თბილისში.
ტურის ღირებულება – 390 ლარი
ღირებულებაში შედის:
- მგზავრობა კომფორტული ავტობუსით თბილისიდან სარფის საზღვრამდე (ავტობუსის შეცვლა), თურქეთის მხარეს კი თურქული კომპანიის ავტობუსით სარგებლობა
- მეგზური / გოგა ჩანადირის მომსახურება
- საუზმე სასტუმროში (სულ 2 კვება)
- 4*-იან სასტუმროში განთავსება
ღირებულებაში არ შედის:
- * სუმელას და აკვარიუმის ბილეთის მოსაკრებელი, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს საშუალოდ 80 ლარს (თურქული ლირის კურსიდან გამომდინარე)
- * საღამოს კვება (იქონიეთ ლირა)
18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საზღვარზე საჭიროა დაბადების მოწმობა ან ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა ერთ-ერთი მშობლისაგან.
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: (032) 2 300-700;
ქვეყნის შესახებ
Sorry, the comment form is closed at this time.