logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

ნამიბია – ჯგუფური ტური

ნამიბია – ჯგუფური ტური

16530₾ ერთ ადამიანზე

🇳🇦ნამიბია- მიწა რომლის ჰორიზონტსაც არ აქვს საზღვარი, აფრიკის შავი მარგალიტი. ქვეყანა, უმდიდრესი ისტორიით და გასაოცარი კულტურით, სადაც ატლანტის ოკეანე და უდაბნო 55 მილიონ წელზე მეტია ეტრფის ერთმანეთს.

💫13 დღიანი მოგზაურობა ქვეყანაში, სადაც ერთად არის თავმოყრილი განსხვავებული ტომები, უნიკალური ბუნება, ოკეანე, უზარმაზარი ქვიშის დიუნები. სამშობლო აფრიკის შესანიშნავი ხუთეულის. ველური საფარის უდიდესი მიგრაცია სწორედ ნამიბიის დაცულ ტერიტორიებზე შეგიძლიათ ნახოთ და რაც მთავარია, ერთადერთი ქვეყანა, სადაც შავი მარტორქები ცხოვრობენ და მრავლდებიან. თუ შენი ოცნება ჩვენსას ემთხვევა, ეძებ არაამქვეყნიურ პეიზაჟებს, ადრენალინს და ამასთანავე, სიმშვიდეს ველურ ბუნებაში .

🫶თუ შენც გაინტერესებს განსხვავებული ეთნო კულტურის საკუთარი თვალით ხილვა, წამოგვყევი ამ მოგზაურობაში. ერთ ტურში თავმოყრილი ველური აფრიკის საუკეთესო ვერსია – ჰიმბას წითლად შეღებილი და საოცარი ვარცხნილობის ტომი, დამარას უძველესი ტომი, რომელიც დღემდე სამოსის გარეშე დადის, ჰერეროს მუდამ ვიქტორიანულ სტილზე შემოსილი მოსახლეობა, ბუშმან სანები – აფრიკის კონტინენტის უძველესი ტომი, ნამას ხალხი საოცარი პირსამკაულებით. ნაციონალური პარკები: ეტოშა და ნამიბ ნაუკლუფტი – უმდიდრეს საფარის და ველური ბუნების მიწა, კალაჰარსის უდაბნო, თევზის კანიონი, ლუდერიცის ჩონჩხის სანაპირო, ჰორიზონტში ჩაკარგული ერენგოს მთები, კალაჰარის და ნამიბის უდაბნოები, კოლმანსკოპი – მოჩვენებების ქალაქი, შპიცკოპეს მთა, რომელიც მზის ჩასვლისას ათასფრად ელვარებს, დედაქალაქი ვინდჰუკი, რომელიც ცნობილია დახვეწილ კოლონიური სტილის არქიტექტურით და რაც მთავარია, დასვენება ატლანტის ოკეანის პირას, სადაც მზე ნარინჯისფრად ანათებს და ქვიშა ცეცხლივით წითელია.

📋ტურის თარიღები 18- 31 მარტი 2025 წელი

🪐გეოგრაფიული მონახაზი : ვინდჰუკი – კალაჰარი – თევზის მდინარის კანიონი – ლუდერიცი – აუს – სოსუსვლეი – სვაკოპმუნდი – ერონგოს მთები/უის – ეტოშას ეროვნული პარკი – ვინდჰუკი.

🇳🇦დეტალური ინფორმაცია:

💫დღე 1

ჰარმონიას, რომელსაც ადამიანის და ბუნების ერთობლიობა ქმნის, ყველაზე მეტად ნამიბიაში იგრძნობთ. დედაქალაქ ვინდჰუკიდან პირდაპირ კალაპარის უდაბნოს მიმართულებით გავეშურებით. კირიპოტიბის ფერმაში ღია ცის ქვეშ სადილი ის საოცარი გამოცდილებაა, რომელიც ალბათ არასდროს დაგავიწყდებათ. თვალუწვდენელ ჰორიზონტზე გაშლილი უდაბნო, რომლის სრულად აღქმა თვალს უბრალოდ არ შეუძლია და ზედ გაფანტული აფრიკული კარაკულის ცხვრები რაღაც სიურიალისტურ კადრს ქმნის და არარეალურ სამყაროში გადაჰყავხარ. ამ დღეს ვეწვევით კირკარას ხელოვნების სახლს, სადაც ადგილობრივი მხატვრები ნახატებს მხოლოდ ნამიბიისთვის დამახასიათებელი სტილით, კარაკულის ცხვრის ბეწვისგან დამზადებული ფუნჯებით ხატავენ. ნამიბია განთქმულია კოსმოპოლიტური კულტურით. ქვეყანაში ოფიციალურად 30- ზე მეტი ენაზე და ასზე მეტ დიალექტზე საუბრობენ. დღის მეორე ნახევარში დროს სწორედ იმ კულტურული თავისებურებების გაცნობას შევალევთ, რომლის თანაზიარნიც მომდევნო ორი კვირის მანძილზე ვიქნებით.

🏨ღამისთევა – კალაჰარი, ნამიბია- Kiripotib Guest Farm-ში.

💫დღე 2

სამხრეთ აფრიკის საზღვართან ნამიბიის ტერიტორიაზე მსოფლიოში სიდიდით მეორე თევზის კანიონი მდებარეობს. მის წარმოქმნას მეცნიერები სულ მცირე 500 მილიონი წლის წინა პერიოდს მიაკუთვნებენ, რითაც სიდიდესთან ერთად მსოფლიო უხუცესი კანიონის წოდებაც ღირსეულად აქვს მოპოვებული. ქარის და წყლის ეროზიის შედეგად დოლორეტინის ქანებს მუქი შეფერილობა აქვს მიღებული. ეს გასაოცარი ბუნების ფენომენი 200 – ზე მეტი კუპრივით შავი ცხრა მეტრზე მაღალი ხეებისგან შედგება რომელთა საშუალო ასაკი 200/300 წელს აღწევს.

Fish River Canyon-ს შემდეგ ფოტომოყვარულთა ოცნების მომდევნო გეოლოგიურ საოცრებას Tree Forest & Giant Playground-ს დავათვალიერებთ. ნამიბია და განსაკუთრებით კი Giant Playground- ის მიდამოები ყველაზე საყვარელია ადგილია ასტრონომიით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ღამით სუფთა და განათებული ვარსკვლავებით მოჭედილი ცა იქაურობას ჯადოსნურ სანახაობად აქცევს. ამბობენ, ირმის ნახტომის თანავარსკვლავედი დედამიწაზე ყველაზე სუფთად სწორედ ამ ნაკრძალიდან სჩანს.

🏨ღამისთევა – თევზის მდინარის კანიონი, ნამიბია Village canyon

💫დღე 3

მომდევნო დღესაც სრულად თევზის მდინარის კანიონის პეიზაჟების შესწავლას მოვანდომებთ. გეოლოგი გიდი დეტალურად მოგვიყვება იმ თავისებურებების შესახებ, რაც ამ რეგიონს განასხვავებს დედამიწის სხვა ნაწილებისგან. მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური მეტეორების წვიმა სწორედ აქ არის დაფიქსირებული. კამკამა ცისფერი ცა, რომელიც უდაბნოს თითქოს პირქუშ პეიზაჟს დაჰყურებს თავის სილამაზით გულისცემას აგიჩქარებთ. სწორედ აქედან იწყება ნამდვილი ნამიბიური უდაბნო. ამ მიდამოში აისის და დაისის ყურება ქვიშაში მოთამაშე მზის სხივების შუქ ჩრდილებით, ნამდვილი ნახატია, ბუნებისგან შესრულებული.

🏨ღამისთევა – თევზის მდინარის კანიონი, ნამიბია Village canyon

 💫დღე 4

ატლანტიკური ფანტაზია: ნამას ყველაზე გასაოცარი ტომები და ველური ნამიბიური ცხენები – ეს ამ დღის სანახაობების ჩამონათვალია. დილიდან სამხრეთ სანაპიროზე ლუდერიცისკენ გავემართებით. პატარა ქალაქი ავსი ნამას უძველესი ტომების სამშობლოა. გარშემო უდაბნოში თავაწყვეტით ჯგუფურად მრბოლელი ველური ცხენები გზად საოცარ სანახაობას გადაგვიშლის. მეცნიერებმა დღემდე ბოლომდე ვერ ამოიხსნეს ნამიბიის უდაბნოში გასაოცარი ბუნების საფარის საიდუმლო. იქაურობას უნიკალურ ყვავილების სამშობლოსაც უწოდებენ. მიუხედავად მშრალი გარემოსი, ნამიბიას ენდემური მცენარეების მრავალფეროვანი სახეობით იწონებს თავს, რომელიც ადაპტირებულია მის მკაცრ კლიმატთან. მზე რომ ზენიტს მიაღწევს, სამხრეთ ატლანტიკის ოკეანესა და ქვიშას შორის მოქცეულ ულამაზეს ლუდერიცს მივაღწევთ. ქალაქი ვიზიტორებს თვალს ჭრის ძველებური გერმანული კოლონიური სტილის არქიტექტურით და ფერადი აფრიკული გარემოს ნაზავით. იქაური სანაპიროს ლაგუნები კი, ნამიბიის ფრინველების ერთ-ერთ უდიდეს სახლად ითვლება: ვარდისფერი ფლამინგოებს, მუდამ მშიერ თოლიებს და ზანტ კორმონარებს იქაურ მიდამოში თვლა არ აქვთ, იმდენი არიან.

🏨ღამისთევა – Alte Villa Boutique Guest House

 💫დღე 5

ნამიბია ცნობილია თავის მდიდარი წიაღისეულით. ოქრო, ალმასი და სხვა ძვირფასი მინერალების 15% -ზე მეტის მოპოვება დედამიწაზე სწორედ მის ქანებში ხდება. მოჩვენებების ქალაქი კოლმანსკოპი მორიგი ხაფანგია ფოტომოყვარულთა გულებისთვის. ამ ქალაქში მეორე მსოფლიო ომამდე სიცოცხლე დუღდა, შემდეგ ალმასის მარაგი გამოილია და ქალაქიც წლებთან ერთად გაუკაცრიელდა. მიტოვებული შენობები, მდუმარებით მოცული არე-მარე, თითქოს უდაბნო უკან იბრუნებს თავის კუთვნილს და მალე სრულად გადაყლაპავს ერთ დროს ოდესღაც ხმაურიან ქალაქს. მომდევნო გაჩერება სოსუსვლეის უდაბნო იქნებ., მსოფლიოში ყველაზე მაღალი დიუნები Big Daddy და Deadvlei სწორედ აქ მდებარეობს. მზის ჩასვლას სწორედ მის წვერიდან შევხვდებით. ამ დღეს გადაღებული კადრები საუკეთესო ადგილს დაიკავებს თქვენს ფოტოარქივში.

🏨ღამისთევა: Agama Lodge

💫დღე 6

ეს დღეც უდაბნოს ეძღვნება, სესრიემის კარიბჭე და მისი ფორთოხლისფერი დიუნები, საოცარი შუქ ჩრდილები და უსასრულო ჰორიზონტი, ჯიპებით რბოლა ქვიშის ზღვაში. ამ დღეს გვექნება შესაძლებლობა იუნესკოს მემკვიდრეობის მსოფლიო ძეგლზე – Dune 45-ზე ავიდეთ და იქიდან გადმოვხედოთ სამყაროს. მომდევნო გაჩერება სურეალისტური Dead Vlei-ია. თიხაში გაქვავებული უძველესი აკაციები, თითქოს გარინდული და უსასრულობაში ჩაკარგული პეიზაჟი… დღეს კი, ელიმ დიუნზე უდაბნოს თვალწარმტაცი ჰორიზონტის ჭვრეტით დავასრულებთ.

🏨ღამისთევა: Agama Lodge-ში.

💫დღე 7

კანიონების გავლით ნამიბ ნაუკლუფეტის ნაციონალურ პარკში მოვხვდებით. ველური ბუნება – ანტილოპები, ორიქსები, გნუები, მთის ზღარბები, ჟირაფები, და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფრინველები – სირაქლებემი ამ დღის საფარი ტურის ნაწილია. შემდეგ, სვაკოპმუნდისკენ განვაგრძობთ გზას. ეს არის ყველაზე ცნობილი გეოგრაფიული ხაზის მარშრუტი – თხის რქის გზა. გავივლით Welwitschia Drive-ის გასწვრივ, რომელსაც პეიზაჟით მთვარეს ადარებენ. იქაურობა სამშობლოა უძველესი და ყველაზე უცნაური გარეგნობის მცენარე Welwitschia-ს. მთელი დღე სხვა სამყაროში, სულ სხვა დედამიწაზე ვიმოგზაურებთ და მზის ჩასვლას Walvis Bay Lagoon-ას სანაპიროზე შევხვდებით. სანაპირო, სადაც ყველაზე მეტი ზღვის ლომი ეფიცხება მზეს და ადგილი, სადაც უდაბნო და ოკეანე ჰარმონიულად ხვდება ერთმანეთს. შებინდებისას ნამიბიის ყველაზე ხმაურიან და სათავგადასავლო ქალაქ სვაკოპმუნდში დავბინავდებით. მომდევნო ორ დღეს დასვენებასა და თავგადასავლების ჩვენეული ამბების შექმნას მოვანდომებთ.

🏨ღამისთევა – ატლანტის ოკეანე Swakopmund hotel

💫დღე 8

შვიდი დღის მანძილზე ნამიბიის უდაბნოს კვეთა, ტომები, საფარი გარეული ცხოველებით, განსხვავებული კულტურა და გარემო, ბუნებრივია, როგორც ემოციურ ისე ფიზიკურ დაღლას გამოიწვევს. ამ დღის მანძილზე მოგზაურებს ექნებათ საშუალება, პასიურად დაისვენონ ატლანტის ოკეანის ულამაზეს სანაპიროზე, ან აიღონ სხვადასხვა ტური სვაკომფუნდის და ველვის ყურის უკეთ დასათვალიერებლად. გაისეირნონ ნავით ოკეანეში, დაკავდნენ დაივინგით, ან სულაც, ნახონ გვერდზე მდებარე ცნობილი ჩონჩხის სანაპირო, საიდანაც გიგანტური ქვიშის დიუნები პირდაპირ ოკეანეში ეშვება.

🏨ღამისთევა – ატლანტის ოკეანე Swakopmund hotel

💫დღე 9

სვაკომპუნდიდან ჩრდილოეთით ნამიბიის სპეციალურ სათავგადასავლო ზონად წოდებული კეიპ კროსი მდებარეობს. ამ დღეს აფრიკული სპილოების საფარი ტურით ვიწყებთ. ვნახავთ პორტუგალიელი მეფის ვიზიტის პატივსაცემად, მისივე მეზღვაურის მიერ 1486 წელს აღმართულ ისტორიულ კონცხის ჯვარს. ატლანტის ოკეანის ზოლის გავლით ულამაზეს შპიცკოპეს მთამდე მივალთ, სადაც გიგანტური გრანიტის ლოდებისგან ბუნებრივი სათამაშო მოედანია გაკეთებული. შპიცკოპეს 700 მეტრზე აღმართული გრანიტის მწვერვალი ულამაზეს გამყოფ პეიზაჟს ქმნის უდაბნოსა და ოკეანეს შორის, რომელიც დღის სხვადასხვა შუქზე განსხვავებულ შეფერილობას იღებს, თითქოს სწორედ აქაა გამყოფი ზოლი ცასა და დედამიწას შორის. დღის მეორე ნაწილში ბუშმენების ტომთან ჩავალთ. სწორედ სან-ბუშმენების ხალხის კულტურის ნაწილია უძველესი სან როკის ხელოვნება.

🏨ღამეს კი უისის შუაგულში, სამთო დასახლების ძირში Uis Elephant Guesthouse-ში გავათენებთ.

💫დღე 10

ჰიმბას ტომს, აფრიკის კონტინენტის უძველეს ტომს, რომელიც მკაცრად იცავს წინაპართა ტრადიციებს, სხეული მუდმივად ოჩრეს სტილით მკვეთრი წითელი ფერით აქვთ შეღებილი. ეს ფერი ცხვრის კარაქის და მცენარეების მიქსის შედეგად მიიღება და ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ტომი მატრიარქატს მისდევს და ქალის ხაზით ვითარდება. რაც უფრო ძლიერია მათი ქალი სტატუსი, მით უფრო გრძელი თმის გრაგნილი აქვს გაკეთებული, რომელიც წითელი თიხით აქვთ თავზე დაფიქსირებული. მათთან კონტაქტი და კულტურის გაცნობა ნამიბიის მორიგი განსაკუთრებული გამოცდილებაა. დღის მეორე ნახევარში მოპანის ულამაზესი ტყეების გავლით ეტოშას ეროვნულ პარკთან დავბანაკდებით. მზის ჩასვლის ყურება შუაგულ უდაბნოში მდებარე  აუზიდან კიდევ ერთი საოცარი შეგრძნება იქნება ტურის მონაწილეთათვის.

🏨ღამისთევა : Etosha Village Camp-ში

💫დღე 11

ეტოშას ნაციონალური პარკი მსოფლიოში ცნობილია თავისი ბიომრავალფეროვნებით. განსხვავებული ბუნება და 340 სახეობაზე მეტი ფრინველი, მარილის და კრისტალივით სუფთა მტკნარი წყლის ტბები, სპილოები, ლომები, შავი მარტორქები, ლეოპარდები, ჟირაფები და სხვა მრავალი გარეული ცხოველი, რბოლა ველურ ბუნებაში გარეული ცხოველების კვალდაკვალ – ეს არის გამოცდილება, რომელიც მოგზაურს არასდროს არ დაავიწყდება.

🏨ღამისთევა : Taleni Etosha Village Camp-ში

💫დღე 12

ეტოშაში დილით  გაღვიძება სამოთხეს მოგაგონებთ. ველური ბუნების ხმები, საოცარი გარემო და ჩიტების ჭიკჭიკი. ეტოშას ეროვნული პარკი ერთ-ერთი ულამაზესია მთელს დედამიწაზე. დილით ისევ საფარი ტურს გავაგრძელებთ, დღის მეორე ნახევარში კი, ვინდჰუკისკენ, ნამიბიის დედაქალაქისკენ დავიძვრებით.

🏨ღამისთევა : Hilton garden inn Windhoek

💫დღე 13

ნამიბიის დედაქალაქს განსაკუთრებული მარგალიტი KATURURA TOWNSHIP აქვს. ეს არის ვინდჰუკის არაფორმალური დასახლება 350 000-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლეობით. დაბა, სადაც ყველაზე კარგად შეგიძლია ნამიბიის ინტერკულტურული ეთნოსის გაცნობა. ყველაზე გემრიელ ტრადიციულ კერძებს – კაპანას, ან ბილტონგს სწორედ კატურურაზე ამზადებენ. აქვეა პენდუკა, ადგილი, სადაც გაჭირვებული ოჯახის ქალები ტრადიციულ ხელსაქმეს ეუფლებიან. აქ შეძენილი სუვენირები გამორჩეულად ძვირფასია ყველა მოგზაურისთვის. საღამოს,  ფრენა საქართველოს მიმართულებით.

🇳🇦ნამიბია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სამოგზაურო ადგილი. ეს არის ბუნების, კულტურის, ისტორიისა და ინოვაციების ცოცხალი გობელენი. მჯერა, თითოეულ ამ ტურის მოგზაურს აუცილებლად მოუნდება ამ საოცარ ქვეყანაში დაბრუნება.

❣️ღირებულება ერთ ადამიანზე 16530 ლარი

ფასში შესულია :

✅ორმხრივი ავიაბილეთი;
✅ნამიბიის ვიზა;
✅სასტუმროებში და ლოჯებში განთავსება სრული ტურის მანძილზე;
✅4×4 ჯიპებით მომსახურება სრული ტურის მანძილზე;
✅ყველა ტრანსფერი ნამიბიის ტერიტორიაზე;
✅ყველა ექსკურსია და აქტივობები რაც მითითებულია ტურის აღწერაში;
✅საუზმე ტურის მანძილზე;
✅ყველა ეროვნული პარკის გადასახადი;
✅ტურისტის ყველა სახელმწიფო გადასახადი ნამიბიის ტერიტორიაზე;
✅ინგლისურენოვანი პროფესიონალი საფარის მძღოლები;
✅ლიცენზირებული ადგილობრივი გიდი;
✅ქართულენოვანი გამყოლი;
✅მინერალური წყალი დღიურად ტურის მანძილზე .

ფასში არ შედის:

❌ერთ კაციანი განთავსება სასტუმროს და ლოჯის ნომრებში ( დამატებითი ღირებულება 1400$)
❌ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები;
❌დრონის შეტანის ნებართვის გადასახადი;
❌თიფი მძღოლი და გიდებისთვის ( ერთი ადამიანისგან 160$ სრული ტურის მანძილზე)
❌მობილურის ინტერნეტ ბარათი ( მუშაობს აირალოც , ან შეგიძლიათ ადგილზე აეროპორტში შეიძინოთ ლოკალური სიმ ბარათი ,
2 კვირიანი ულიმიტო პაკეტის ღირებულება 65$)

❗️გთხოვთ გაითვალისწინოთ:

📌ვიზის დამზადებისთვის დაგვჭირდება თქვენი პასპორტის ფიზიკურად წაღება 5 სამუშაო დღის ხანგრძლივობით;
📌ტურის მანძილზე ერთი მოგზაურისთვის დაშვებული ბარგის წონა 20 კგ;
📌გთხოვთ, საფარის დღეებისთვის თან იქონიეთ თხელი გრძელ მკლავიანი და გრძელტოტიანი სამოსი, ფეხზე ჩაიცვით წყალგამძლე, მყარ ძირიანი სპორტული ფეხსაცმელი, არ დაგრჩეთ მზის სათვალე, მზისგან დამცავი ქუდი და მზისგან დამცავი საცხი.
📌მარშრუტი შეიძლება შეიცვალოს საგანგებო სიტუაციის, უამინდობის, პოლიტიკური ან სოციალური პრობლემების შემთხვევაში, თუმცა ტურის განრიგი შესრულდება სრულად.
📌აუცილებელია თან იქონიოთ მზისგან და მწერებისგან დამცავი საშუალებები. არ გჭირდებათ მალარიის საწინააღმდეგო აბები!
📌აუცილებელია ტურის დღეებში სრულად დაემორჩილოთ ადგილობრივ გამყოლს. მისი ნებართვის გარეშე ბაზის ან ტრანსპორტის დატოვება აკრძალულია.
📌რეკომენდებულია არ მიიღოთ ალკოჰოლი საფარი ტურის განმავლობაში.

❗️ტურზე ადგილის დადასტურება ხდება პირველადი 500$ შემოტანის შემდეგ, თქვენი მხრიდან ტურის გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება.

❗️ავიაბილეთის თანხა უნდა დაიფაროს სრულად ტურში მონაწილეობის დადასტურებიდან სამ კვირაში;

❗️დანარჩენი თანხის გადანაწილება შესაძლებელია თქვენზე მორგებული გრაფიკით, სრული თანხა უნდა იყოს დაფარული გამგზავრებამდე 1 თვით ადრე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ:

☎️(032) 2 300-700; (შიდა ნომერი 304);

📍ან გვესტუმრე ახალ მისამართზე:
თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17;
წარმატებულ დღეს და ბევრ მოგზაურობას გისურვებთ ✈️
ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია
1

ქვეყნის შესახებ

Sorry, the comment form is closed at this time.