ბრაზილიის ჯგუფური ტური
ბრაზილია
ბრაზილია – ღირსშესანიშნაობებით სავსე უდიდესი ქვეყანაა. ჩვენ კი თქვენთვის მოვამზადეთ სამი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი: რიო-დე-ჟანეირო ოქროს სანაპიროებითა და მდიდარი მთებით, იგუასუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩანჩქერებით და სალვადორი, ქვეყნის აფრობრაზილიური თემი და კოლონიალური ეპოქის მარგალიტი.
დღე 1. რიო–დე–ჟანეირო
ჩაფრენა რიო-დე-ჟანეიროში, უდაოდ მსოფლიოს ყველაზე სანახაობრივ მეგაპოლისში. ტყეებისა და კაშკაშა ატლანტიკის შორის მდებარე ქალაქი მისი გრძელი ოქროს სანაპიროებითა და მდიდარი კულტურული ცხოვრებით.
დღე 2. რიო–დე–ჟანეირო
ექსკურსია ქალაქში მთელი დღით, მათ შორის თვალწარმტაცი კორკოვადოს ბორცვის და შაქართავა მთის მონახულება, საიდანაც იშლება საოცარი ხედი ქალაქზე.
დღე 3. რიო–დე–ჟანეირო
თავისუფალი დღე. სურვილისამებრ პეტროპოლისის, იმპერატორ პედრო II -ს ყოფილი რეზიდენციის ან ოლიმპიური ბულვარის მონახულება, მათ შორის ხვალინდელი დღის მუზეუმისა და რიოს ხელოვნების მუზეუმის მონახულება ან ღამით სამბას შოუზე დასწრება.
დღე 4. რიო–დე–ჟანეირო – იგუასუ
ფრენა ფოს-დუ-იგუასუში. იგუასუს ჩანჩქერი შედგება 275 ცალკეული ჩანჩქერისაგან, რომლის შერწყმაც საოცარ სანახაობას ქმნის! ჩანჩქერის ბრაზილიური მხარის მონახულება კასკადების მთლიანი გამის ხედით.
დღე 5. იგუასუ
ნახევარდღიანი ექსკურსია იგუასუს ეროვნულ პარკში არგენტინის მხარეზე, მათ შორის ”ეშმაკის ყელზე“ ყველაზე გრძელი მდინარის ვარდნით. საოცარი ღირსშესანიშნაობის ჩამონათვალში ცისარტყელა, საოცარი მფრინავი თუთიყუშები და პეპლები შედიან, რომლებიც კიდევ უფრო ალამაზებენ ამ გასაოცარ ბუნებას.
დღე 6. იგუასუ – სალვადორი
ფრენა სალვადორში. ქალაქი სალვადორი, ბრაზილიის ბედნიერების დედაქალაქია, რომელიც ცნობილია მისი სამზარეულოთი, მუსიკითა და არქიტექტურით. აფრიკული გავლენა კი სალვადორს აფრობრაზილიური კულტურის ცენტრად ქმნის.
დღე 7. სალვადორი
მიმოხილვითი ექსკურსია სალვადორში, ბარას თანამედროვე გარეუბნის, ცნობილი შუქურას და ამ ქალაქის ისტორიული ნაწილის მონახულებით, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში იყო შეყვანილი 1985 წელს. სადილი ბაიას ადგილობრივ რესტორანში. სურვილისამებრ შესაძლებელია ლამაზი საცეკვაო და მუსიკალური შოუს დაჯავშნა, რომელიც წარმოადგენს ბაიას აფრო-ბრაზილიურ კულტურას, შერწყმულს ტრადიციულ სამზარეულოსთან.
დღე 8 . სალვადორი
ტურის დასასრული და სამშობლოში დაბრუნება.
-
გამგზავრების დროაირჩიე სასურველი პერიოდი
-
ღირებულებაში შედისყოლიფერი
-
ღირებულებაში არ შედისავიაბილეთები
ქვეყნის შესახებ