ერთ ამბად გაერთიანებული ჩინეთის ოთხი კულტურა: შანხაი, სუჭოუ, ჭანწიაწიე, ჰონ კოგნი, ლანტაუს კუნძული, მაკაო – ეს იმ ადგილების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ამ ტურის მანძილზე განახებთ.
2-14 მაისი 2025 წელი
დღე 1
ემოციურად ეს ტური ისეა დალაგებული, რომ თითოეულმა მონაწილემ სრულად შეიგრძნოს ჩინეთი მთელი თავის დიდებულებით. გაერთიანებული და 12 დღეზე გადანაწილებული ოთხი სრულიად განსხვავებული კულტურა – სრულყოფილება, რასაც ერთ ამბად გთავაზობთ.
დღე 2
შანხაის მიდამოებში სამი განსხვავებული კულტურით შევეცდებით განახოთ დიდებული მხარის ისტორია წარსულიდან დღემდე. სუჭოუს ქალაქი, „შანხაის ვენეციად“ წოდებული, განთქმულია თავის სილამაზით და სიმწვანით.
ცნობილმა მხატვარმა ჩენ იფეიმ 1984 წელს თავის ცნობილ ნამუშევარში Memory of Hometown ორი ხიდი დახატა, რომლის სილამაზემ უმალ მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება და შანხაისთან მდებარე პატარა ქალაქი Zhouzhuang (წყლის ქალაქი) მოგზაურების საყვარელ ადგილად აქცია. წყალზე მდებარე ქალაქის განსხვავებული და გამორჩეული არქიტექტურა, თაღოვანი ხიდები და ძველი მოჩუქურთმებული სახურავები არც იუნესკოს ყურადღების მიღმა დარჩენილა და 90-იანი წლების ბოლოს დაცული ძეგლის სტატუსიც მიანიჭეს იქაურობას.
შენის საცხოვრებელი სახლი (Shen’s residence), იგივე ჯინგიე ტანგი, მინგის დინასტიის პერიოდიდან ამშვენებს შანხაის ჯიანგსუს პროვინციის მხარეს. შენობა ასზე მეტი ოთახით და გადმოკიდებული ბაღებით იმ დროისთვის ცნობილი მაგნატის – შენ ვანსანის დაკვეთით აუგიათ 1742 წელს. მინგის დინასტიის ხანიდან ეს დღემდე ყველაზე კარგად შემონახული შენობაა.
დღე 3
ჩინეთში მოგზაურობის მეორე დღე ისტორიას და დიდებულ მინგის ხანას ეძღვნება. 1593 წელს აშენებული Lingering garden იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ისტორიული და კულტურული ძეგლია. ის ერთ-ერთია ჩინეთის ოთხი ცნობილი კლასიკური ბაღიდან და სილამაზით არის განთქმული წელიწადის ოთხივე დროს.
შანხაის სიახლოვეს მდებარე სუჭოუს (Suzhou) ქალაქის პან კარიბჭე (Pan Gate), იგივე ვუს სამეფოს დედაქალაქის კარიბჭე, 514 წლიდან ითვლება ჩინეთის ერთ-ერთ საოცრებად და მიწის და ცის ერთიანობის სიმბოლოდ. ამის შემდეგ „ვეფხვის მაღლობს“ ვეწვევით. ლეგენდის თანახმად, მეფე ვუ ჰელუ დაკრძალეს „ზღვიდან ამოსულ გორაკზე“, რომელზეც სამი დღის შემდეგ თეთრი ვეფხვი გამოჩნდა. იქვეა იუნიანის 1000-წლოვანი პაგოდა, რომელსაც „ჩინეთის დახრილ კოშკსაც“ უწოდებენ და სუჭოუს სიმბოლოდ ითვლება.
დღე 4
მოგზაურობა რომ აბედნიერებს, სხეულის ყველა წერტილით ყველაზე მძაფრად შანხაიში იგრძნობთ. სრულიად განსხვავებული აზია, არასტანდარტული, გათანამედროვებული და, ამასთანავე, ყველაზე ტრადიციული. ტუკ-ტუკები, როგორც დანარჩენ აზიაში, აქაც მრავლადაა. ბრჭყვიალა შენობებიც იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე სადმე შეგხვედრიათ და ხალხიც იმდენია, თითქოს მთელ დედამიწის მოსახლეობას აქ და ამ დროს გადაუწყვეტია სეირნობა. სხვა აზიური ქვეყნების მსგავსად, მოსახლეობა აქაც კეთილგანწყობილი და გულღიაა.
თანამედროვე ქალაქის მშვენება Oriental Pearl Tv Tower – მდინარე ჰუანგპუზე პანორამული ხედებით, გამჭვირვალე მინის ხიდით და ღრუბლებიდან დანახული ქალაქით.
მომდევნო ვიზიტი 1984 წელს დაარსებულ შანხაის განვითარების მუზეუმში გვექნება. რა არის აწმყო წარსულის გარეშე? საიდან მოვდივართ, როგორ ვვითარდებოდით და, საერთოდ, რის შედეგია ჩვენი დღევანდელი წარმატება? 1300-ზე მეტი კულტურული არტეფაქტი, შანხაის 6000-წლიანი ცივილიზაციის ისტორია, მათ შორის, Ma Jia Bing კულტურა, Songze კულტურა და Liangzhu კულტურა, „ოპიუმის ომი“ – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც ამ მუზეუმში გავეცნობით.
შანხაის ქალაქში აუცილებლად სანახავი ადგილებია: ნანჯინგის საფეხმავლო ქუჩა – შანხაის პირველი კომერციული და 10 ცნობილ ქუჩიდან ერთ-ერთი; ბუნდი – ცენტრალური შანხაის ძველი უბანი, რომელიც 1937 წლამდე აშენებული ულამაზესი შენობებითაა გარემოცული.
მდინარე ჰუანგპუზე კრუიზი საუკეთესო საშუალებაა ძველი და ახალი შანხაის დასათვალიერებლად. ქალაქის თანამედროვე ნაწილი შებინდებისას კიდევ უფრო საოცარი სანახავი ხდება და მისი ხედები დიდხანს არ დაგავიწყებთ თავს.
გვიან ღამით ფრენა ვულინგვანის მიმართულებით. მომდევნო დღიდან ავატარის სამშობლო და თავგადასავლები იწყება.
დღე 5
ყველას გვაქვს ერთი ან ორი „ბრჭყვიალა“ ოცნება – ისეთი, წლები რომ ვინახავთ, ვდებთ, აუსრულებელთა სიაში გადატანა გვენანება და ვერც მის ახდენას ვაბამთ თავს… რა შეგრძნებაა, გაიღვიძო „ავატარის“ სამშობლოში, თვალუწვდენელი კლდეებით გარშემორტყმულ გარემოში – ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, ეს უნდა შეიგრძნოთ და იხილოთ თავად! მოსახლეობა ამ ადგილას 100 000 წლის წინ, ჯერ კიდევ ქვის ხანაში დასახლებულა. რაც ყველაზე საოცარია, ბუნების ეს სასწაული ჩვენს დრომდე ხელუხლებლად შემონახულა. ჭანწიაწიეს ეროვნული პარკი 278 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ამ დღეს მთლიანად პარკის საოცრებების დათვალიერებაში, კლდეებს შორის გაჭიმულ საბაგიროდან ენით აღუწერელი სილამაზის პანორამების ხილვაში, ხიდებზე სეირნობაში გავატარებთ. ჩვენი სასტუმრო პარკის შესასვლელთან მდებარეობს. სულ რაღაც ორ ნაბიჯში თავს ჯეიმს კემერონის „ავატარის“ გმირად იგრძნობთ: აი, ამ მთაზე დახტოდა ულამაზესი გოგო ნეიტირი პლანეტა პანდორას აბორიგენი ტომიდან… უი, იქ იმ მწვანე ბოროტებს ჰქონდათ ცაში ომი… მუსიკაც კი ჩაგესმის და გინდა დაიჯერო, რომ შენც ამ ფილმის მონაწილე ხარ. როგორ მსუბუქად დაფრინავდნენ ფილმის გმირები კლდეებზე და ახლოდან რა საშიშად გრანდიოზული ჩანს ეს ყველაფერი… მინის ლიფტს ზუსტად ორ წუთში აჰყავხარ ზევით და შეგრძნება გაქვს, რომ უცებ ექცევი სამყაროს კენწეროში. ეს არის ადგილი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა ნახო ცხოვრებაში, სანამ
ცოცხალი ხარ.
დღე 6
გამთენიისას ჰუანლონგის (Huanglong) გამოქვაბულის და მღვიმის სანახავად წავალთ. აქაურობა ცოტათი წააგავს ჩვენს პრომეთეს მღვიმეს, მაგრამ მასშტაბებით100 ჯერ, არა, 1000-ჯერ უფრო დიდია. აუარება ნავები, ტურისტები, განათებები 2-3 საათში ისე მოგხიბლავთ, რეალობის აღქმას დაკარგავთ. გვერწმუნეთ, აქაური შთაბეჭდილებები ძალიან დიდხანს არ წაგეშლებათ მეხსიერებიდან. დღის მეორე ნახევარს თიანმენის (Tianmen) მთას დავუთმობთ – ადგილს, სადაც ცა და ხმელეთი ერთდება. მთის წვერთან შეკიდებული მინის ხიდების გავლას დიდი გული და გამბედაობა სჭირდება. 1982 წელს ერთმა ჩინელმა მწერალმა ჭანწიაწიეს მთების ხილვისთანავე მისწერა ცოლს: „ძვირფასო, ეს ისეთი ადგილია, სადაც ნამდვილმა ხელოვანმა უნდა იცხოვროს. ნება მომეცი, აქ დავრჩე, თავი მივუძღვნა მწერლობას და მშვიდობით“. ეს სიტყვები ამ ადგილის უნახავად რომ წაიკითხო, იფიქრებ, ეს ცუღლუტი ესა, ცოლი აღარ უნდა და თავს ხელოვნების სახელით იძვრენსო; მაგრამ აქაურობას რომ შეხედავ, მის გულწრფელობაში ეჭვი აღარ შეგეპარება მას ნამდვილად აქ დარჩენა და წერა უნდოდა. 2005 წელს ფრანგულმა კომპანიამ მთაზე მისასვლელად ააშენა 7.5 კმ სიგრძის (მსოფლიოში დღეისათვის ყველაზე გრძელი) სამგზავრო საბაგირო. სადღაც ნახევარ საათში ადიხარ 1.518 მეტრ სიმაღლეზე და ციდან დაჰყურებ სამყაროს. რეალობის აღქმა სადღაც ქრება და სრულ ეიფორიაში იძირები. მთები, ღრუბლები, ცა, ქვევით მიწა, ყველაფერი ერთმანეთში ირევა, ნისლში ეხვევა და საოცარ ლანდშაფტს ქმნის. ამ მთის წვერზე ყველაზე მადლიერი ხარ მშობლების, რომ გაგაჩინეს და ღმერთის – თვალები, ფეხები და უნარები რომ გიბოძა ეს ყველაფერი საკუთრივ აღიქვა. ამ მთაზეა ყველაზე მაღალზე მიმაგრებული მინის ხიდიც. ერთდროულად ორი ყველაზე დიდი ემოცია იბრძვის შენში: შიში და სიმამაცე – იცი, რომ უნდა განაგრძო გზა და შიშის მიუხედავად მაინც მიიწევ წინ. სიმბოლურია, რომ გზის დასასრულს ტანის დინასტიის პერიოდის ტაძარი გხვდება. მას გავივლით და დედამიწაზე ყველაზე ფართო და მაღალი გამოქვაბულის კარი შეგვხვდება, რომელსაც ხალხურად „სამოთხის კარს“ უწოდებენ (დაახლოებით 30 მეტრია სიმაღლე და სიგანეც ამდენივე).
ამ დღესაც საოცარი ემოციებით დახუნძლულები დავასრულებთ.
დღე 7
ყველას გვსმენია ჩინეთში, ვულინგვანის რეგიონში 2016 წელს გახსნილ უზარმაზარ მინის ხიდზე, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს. ჩვენი მოგზაურობის ეს დღე ამ ხიდზე გავლას და ფოტოების გადაღებას დაეთმობა. ამ მინის ხიდს ადგილობრივები „მამაცი კაცის ხიდად“ მოიხსენიებენ. ხიდი ერთდროულად 800 ადამიანს იტევს და დღეის მონაცემებით მსოფლიოში ყველაზე განიერ და გრძელ მინის კონსტრუქციად ითვლება. ხიდმა იმდენად დიდი ყურადღება მიიქცია, რომ გახსნიდან 2 კვირაში ჩინეთის მთავრობამ დიდი ტურისტული ნაკადის მოწყდომის გამო დამატებით უსაფრთხოების ნორმების გასატარებლად დახურა აქაურობა და არ გახსნა მანამ, სანამ სრულად არ დარწმუნდა, რომ ზედ დასკუპებულ ნახევარ დუნიასაც თავისუფლად გაუძლებდა ეს არქიტექტურული სასწაული.
ამის შემდეგ წავალთ თუჯიის ტომის (Tujia people) სანახავად. თუჯიას ხალხური წეს-ჩვეულებების ნაკრძალი არის ეთნიკური უმცირესობის მიმართ სახელმწიფო დამოკიდებულების ნათელი მაგალითი. თუჯიას ეთნიკური ჯგუფი, იგივე იუანშის ტომი, მინგსის დინასტიის პერიოდში ჩამოყალიბდა და დღემდე ახერხებს შეინარჩუნოს თავისი თვითმყოფად კულტურა მართლაც უზარმაზარ ქვეყანაში.
დღის ბოლოს „ სინათლის სიჩქარით“ მოძრავი მატარებლით ჰონ კონგში სულ რაღაც 4 საათში ჩავალთ.
დღე 8
მესამე განსხვავებული სამყარო და სულ სხვა ჩინეთი – ჰონ კონგი (Hong Kong) ბრიტანული და ჩინური კულტურის საუკეთესო ნაზავი, კოლონიზაციის შედევრი და თანამედროვე სამყაროს გულისგულია.
Golden Bauhinia ფუტურისტული შენობაა, რომელიც სიმბოლურად ჰონ კონგის ჩინეთში დაბრუნების ცერემონიის ადგილად პოზიციონირდა. მოედანზე იმართება დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონიები. ახლოს მდებარე საბაგიროთი ვიქტორიას პიკამდე ავალთ, საიდანაც ზუსტად 428-ე სართულზე 360 გრადუსიანი პანორამული ხედები იშლება ლანტაუს კუნძულზე. იქვეა მადამ ტუსოს ცვილის მუზეუმი, სადაც, უნიკალურ ექსპონატებს შორის, ენდი ლაუს ცვილის ფიგურა „გულისცემა“ და მირიამ იუნგის მოცინარი ფიგურაა წარმოდგენილი. ბევრს უყვარს დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან საკუთარი თავისთვის ღია ბარათების გაგზავნა და ამის საშუალება სწორედ აქ მოგეცემათ – მსოფლიოში ყველაზე ცნობილი Peak Post Office თავის ორიგინალური საფოსტო ბარათებით და დედამიწის თუნდაც ყველაზე მიუდგომელ წერტილში გაგზავნის შესაძლებლობით. ვიქტორიას ნავსადგურზე მსოფლიოში ყველაზე დიდი და ფერადი „ეშმაკის ბორბალია“ წყლის ზედაპირზე აღმართული; „ლონდონის თვალის“ მსგავსად, აქედანაც შეძლებთ ღრუბლებს ზემოდან მეწამულ-ლურჯი შუქებით მორთულ ცათამბჯენებს გადმოხედოთ.
ვიქტორიას ნავსადგურიდან გადის Star Ferry კრუიზი. ეს აქტივობა National Geographic Magazine-ის მიერ აღიარებულია 50-დან ერთ-ერთ ატრაქციონად, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო.
გვიან საღამოს, სასტუმროში დაბრუნებამდე ვეწვევით ცნობილ სარკინიგზო საათის კოშკს – ერთადერთ გადარჩენილს მას შემდეგ რაც კოულუნ-კანტონის რკინიგზის სადგური მოშალეს და სხვაგან გადაიტანეს. ძირძველი ჰონ კონგელებისთვის ეს საათი წარსულთან კავშირის და ნოსტალგიის სიმბოლოა და აუცილებელ სანახავ სიაში შედის ვიზიტორებისთვის.
დღე 9
ჩინეთი ცნობილია თავის ათასწლოვანი ისტორიით და უნიკალური მუზეუმებით. მათგან ერთ-ერთი საუკეთესო „ჰონ კონგის სასახლეა“. ეს არის თემატური მუზეუმი, რომელიც აჩვენებს ჩინეთის კულტურულ და მხატვრულ მემკვიდრეობას. მუზეუმში სრულყოფილად და ძირეულად არის წარმოდგენილი პეკინის სასახლის მუზეუმის საგანძური, შერჩეული ნამუშევრების მბრუნავი გამოფენები, მათ შორის ფერწერა, კალიგრაფია, ბრინჯაო, კერამიკა, ვერცხლის ნაწარმი, ტიხრული მინანქარი, ნეფრიტი, მინის ჭურჭელი, ბეჭდები, ტექსტილი, სამკაულები, ქანდაკებები და სხვადასხვა არქიტექტურული ნივთები.
მომდევნო აქტივობაა ექსპერიმენტული სივრცის ნახვა ციმ შა ცუის (Tsim Sha Tsui) საკულტო უბანში, ვიქტორია დოქსაიდის თანამედროვე ხელოვნების და კულტურის ცენტრში (Victoria Dockside).
K11 MUSEA (ასევე, „კულტურის სილიკონის ველად“ წოდებული) არის კრეატიულობის, კულტურისა და ინოვაციების ძალით გაცოცხლებული ადგილი უამრავი განსხვავებული და ახალი კონცეფციის მაღაზიებით, რომლებსაც მხოლოდ ჰონ კონგისთვის დამზადებული ლიმიტირებული კოლექციები აქვთ. ამ სივრცეში მდებარე რესტორნების კონცეფციაც კი სრულად განსხვავდება სხვა აქამდე ნანახი ადგილებისგან. გათანამედროვებული და დროს გასწრებული ხელოვნების, კულტურის და გართობის უამრავი ობიექტით იქაურობა სამოთხის სადარია შემოქმედი და შემეცნების მოყვარული ადამიანებისთვის.
ჰონ კონგს ყველაფერი თავისი აქვს, მათ შორის ჰოლივუდიც კი! გზას განვაგრძობთ ვარსკვლავების გამზირზე, ვიქტორიას ნავსადგურთან ზღვისპირა მხარეს სეირნობით. იქაურობა ჰოლივუდის დიდების ხეივნის ზუსტი ანალოგია – უკავშირდება ჰონ კონგური კინოინდუსტრიის განვითარების ისტორიას. სეირნობისას გზადაგზა, ქრონოლოგიური წყობით გვხვდება კინოს დარგის გამოჩენილი პროფესიონალების სახელები და ანაბეჭდები.
დღე 10
ჰონ კონგის უდიდესი კუნძული, საოცარი ლანტაუ, ყველაზე მაღალი მწვერვალებით და ხვეული სანაპიროებით, თავგზას აგირევთ თავის სილამაზით. ამ კუნძულზე ყველაფერი ერთად არის – ისტორიული ღირსშესანიშნაობები, ულამაზესი ბუნება, თვალწარმტაცი პეიზაჟები მჩქეფარე ნაკადულებით. სანაპიროდან Ngong Ping 360-გრადუსიანი სრულად განსხვავებული კონცეფციის საბაგირო გზით მთის მწვერვალზე მოვხვდებით, საიდანაც კუნძულს „კრისტალური სალონიდან“ გადმოხედავთ. მთის წვერის გამჭვირვალე „იატაკი“ გაძლევთ არარეალურ შეგრძნებას, თითქოს მთელი ლანტაუ თავის მთებით და ზღვით თქვენს ფეხქვეშაა მოქცეული!
კუნძულზე მდებარეობს პო ლინის მონასტერი – ძნელად მისადგომი, იდეალური ადგილი გააზრებული მედიტაციისთვის. ის ჩინეთის ოთხი ძირითადი ბუდისტური მონასტრიდან ერთ-ერთი და უმთავრესია. მონასტერი 1906 წელს დაარსდა. 1924 წლიდან დღემდე მონასტრის კომპლექსს უამრავი შენობა შეემატა. აქ არის მჯდომარე შაკიამუნი ბუდას ყველაზე დიდი ბრინჯაოს ქანდაკება („დიდი ბუდა“), რომელიც ჰონ კონგის სტაბილურობის, ჩინეთის კეთილდღეობის და დედამიწაზე მშვიდობის სიმბოლოა. მონასტრის ტერიტორიაზე მსოფლიოში ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ვეგეტარიანული რესტორანი მდებარეობს. ვიზიტორები ცალკე ამ რესტორნის კერძების გასასინჯადაც მოდიან.
მომდევნო ვიზიტით ვეწვევით ჰონ კონგის სიახლოვეს მეთევზეთა სოფელ Tai O-ს, რომელსაც ასევე „ჰონ კონგის ვენეციას“ უწოდებენ. წყალზე გაშენებულია გამორჩეული არქიტექტურის სახლები, ულამაზესი არხები და სოფელზე გაჭიმული უძველესი ხიდები შერწყმული წყლის ბაღებთან. ამბობენ, ტაი-ო იმდენად ავთენტური და სრულყოფილია, რომ ანალოგი არ აქვს დედამიწაზეო. ხშირად ზღვის ამ ნაწილს თეთრი დელფინები სტუმრობენ და ნავით მოგზაურობისას დიდია ალბათობა მათთან შეხვედრის.
დღე 11
მაკაო (Macao/Macau) კიდევ ერთი განსხვავებული კულტურა და „სახელმწიფოში სახელმწიფოა“ ჩინეთში.
ჰონ კონგიდან მაკაოში წყლის გვირაბის და ულტრათანამედროვე მატარებლის დახმარებით მოვხვდებით. ეს გვირაბის პროექტი სრულიად ახალი სიტყვაა საგზაო არქიტექტურაში, რომელიც აკავშირებს ჰონგ კონგს, ჟუჰაის და მაკაოს, ანუ მდინარე პერლის დელტას სამხრეთ მონაკვეთში.
მაკაოს დათვალიერებას იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლით – წმინდა პავლეს ტაძრის ნანგრევებით დავიწყებთ. ეს არის სsრულად განსხვავებული არქიტექტურით ნაგები ძეგლი მთელს კათოლიკურ ისტორიაში. შემდეგ ვნახავთ იქვე მდებარე Monte Fort-ს, რომელიც 1616 წელს აშენდა ჰოლანდიელებისა და მეკობრეებისგან თავდასაცავად. ძველი კარიბჭის კედლები, დღემდე ხელუხლებლად განთავსებული ქვემეხებით, მაკაოს ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლად ითვლება.
თანამედროვე სამყაროს ყველა სიტკბო შეგიძლია მაკაოში აღმოაჩინო „ბედნიერების ქუჩაზე“ (Rua da Felicidade). 50 მეტრამდე სიგრძის ქუჩა სავსეა ფერადი პორტუგალიური სტილის შენობებით, რომელიც ჰარმონიულ და ელეგანტურ ატმოსფეროს ქმნის. ალბათ, ქუჩის რომანტიკული სახელწოდების გამო ხშირად წააწყდებით ხელის თხოვნის თუ საქორწინო ცერემონიებს. აქ არის გადაღებული ფილმი „ელიზაბეტი“. რაც უფრო ღრმად დაუყვებით ბედნიერების ქუჩას, მით უფრო თვალში გეცემათ მშვიდი გარემო და უნიკალური დიზაინის ყვითელ და ვარდისფერ ტონალობებში შეღებილი შენობები მწვანე ხის დარაბებით. ყოველი სახლი ას წელზე მეტ ისტორიას იტევს. აქ არის Venetian Macao Resort Hotel. აქაურობა გაჯერებულია ვენეციური სტილის თაღოვანი ხიდებით, არხებითა და ქვის ხიდებით. აქვეა პარიზის ეიფელის კოშკის ნახევარი სიმაღლის მაკაოს კოშკი ზუსტი პარიზული ელემენტებით, ღამის ქალაქის ქაოსს კი ტბაში ჩაკარგული მოცეკვავე შადრევნები და მასზე არეკლილი ულამაზესი პეიზაჟები გაგიქარწყლებთ.
დღე 12
დღის მეორე ნახევარში ისევ წყლის მატარებლით ჰონ კონგში დავბრუნდებით, საიდანაც გვიან საღამოს საქართველოსკენ ავიღებთ გეზს.
ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 4900$
ფასში შედის:
ავიაბილეთები (თბილისი-შანხაი, ჰონგ კონგი – თბილისი);
ავიაბილეთები შანხაი -ჭანწიაწიე);
ჩქაროსნული ე.წ. სინათლის მატარებლით მგზავრობა ჭანწიაწიედან ჰონგ კონგის მიმართულებით ;
წყლის მატარებელი ჰონგ კონგი მაკაუ,
კრუიზები შანხაიში და ჰონგ კონგში
სასტუმრები;
საუზმე;
სატრანსფერო მომსახურება;
ტრანსპორტირება კომფორტული ავტობუსით;
👨 ინგლისურენოვანი გიდი;
ქართულენოვანი გამყოლი;
ნავის და საბაგიროს ბილეთები ;
ყველა მუზეუმის ბილეთი;
ვულინგვანის რაიონში ყველა ნაციონალურ პარკში შესასვლელი ბილეთები ტურში გათვალისწინებული პროგრამის მიხედვით ;
ვიზა მაკაუ ;
ვიზა ჰონგ კონგი ;
ღირებულებაში არ შედის:
« თიფი « გიდებისთვის 120$ ერთი ადამიანისგან სრული ტურის მანძილზე ;
სადილი, ვახშამი ;
პირადი ხარჯი;
ნომერში ერთ კაციანი განთავსება; დამატებითი ღირებულება 1100$
ნებისმიერი ხარჯი, რომელიც არ არის ჩამონათვალში;
ტურზე ადგილის დადასტურება ხდება პირველადი 500$ ჩარიცხვის შემდეგ, თქვენი მხრიდან ნებისმიერი მიზეზით პირობის დარღვევის შემთხვევაში ( ტურში ვერ წამოსვლის, თანხის დროულად ვერ დაფარვის) გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება.
ტურის თანხის გადახდა შესაძლებელია თქვენზე მორგებული გრაფიკით, სრული თანხა დაფარული უნდა იყოს ტურის დაწყებამდე 21 სამუშაო დღით ადრე.
დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
(032) 2 300-700; (შიდა ნომერი 202);
ან გვესტუმრე ახალ მისამართზე:
თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17;
წარმატებულ დღეს და ბევრ მოგზაურობას გისურვებთ
ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია