აღმოაჩინე ეგვიპტური ცივილიზაცია
აღმოაჩინე ნამდვილი ეგვიპტე ჩვენთან ერთად
ტური მეტად საინტერესოა, რადგან მეგზურობას ისტორიკოს გიორგი კალანდია გაგვიწევს, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი ისტორიების მოყოლით დაუვიწყარს გახდის თქვენს მოგზაურობას
1 დღე – 1 ნოემბერი / კაირო
ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ჩავფრინდებით ადგილობრივი დროით 09:20სთ-ზე, აეროპორტში დაგვხვდება პარტნიორი კომპანიის წარმომადგენელი და გავემგზავრებით სასტუმროსკენ. ცოტაოდენი დასვენების შემდგომ, საღამოს 18:30-ზე გავისეირნებთ და ვივახშმებთ მდინარე ნილოსის კრუიზზე. მოგვიანებით დავბრუნდებით სასტუმროში.
ღამისთევა კაიროში.
კვება: გვიანი საუზმე და ვახშამი რესტორანში
2 დღე – 2 ნოემბერი / კაირო
სასტუმროში საუზმის შემდეგ, დილის 08:30-ზე გავემგზავრებით ექსკურსიაზე გიზას დიდებული პირამიდების მოსანახულებლად: – ხეოფსის, ხეფრენისა და მიკერინის პირამიდების მიმართულებით. ხეოფსის პირამიდა ყველაზე კოლოსალური აკლდამაა, რაც კი ოდესმე აუგიათ. შემდგომ მოვინახულებთ სფინქსს – მონუმენტურ სკულპტურას, რომელსაც იცავს მეფე ხეფრენის სახის მქონე ლეგენდარული ლომი. მოგვიანებით ვეწვევით პარფიუმისა და პაპირუსის ფაბრიკებს.
შემდგომ გავემგზავრებით პირამიდების რაიონში არსებულ რესტორანში, სადაც გვიმასპინძლებენ ეგვიპტური კერძებით (შვედური მაგიდა, სასმელი წყალი), (ნატურალური წვენები დამატებით საფასურის გადახდის შემთხვევაში).
სადილის შემდეგ ვესტუმრებით ეგვიპტის მუზეუმს, სადაც ფარაონთა ისტორიის ამსახველი 120 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული. მათ შემადგენლობაში შედის ფარაონ ტუტანხამონის კოლექციაც.
დავბრუნდებით სასტუმროში და ღამისთევა კაიროში
კვება: საუზმე და სადილი
3 დღე – 3 ნოემბერი / კაირო
სასტუმროში საუზმის შემდეგ, დილის 10:00 საათზე ადგილობრივი გიდი გაგვიძღვება ძველი კაიროსკენ, სადაც ძველი ქრისტიანული ტაძრებისა და კოპტიკის მუზეუმის ხილვის შესაძლებლობა გვექნება.
ვესტუმრებით ძველი ეგვიპტის გამორჩეულ და უძველეს ბაზრობას – ხას ელ ხალილს. მოგვიანებით დავბრუნდებით სასტუმროში და თავისუფალი დრო.
კვება: საუზმე
4 დღე – 4 ნოემბერი / ლუქსორი – ნილოსის კრუიზი
სასტუმროში საუზმის შემდეგ – 08:00 გავემგზავრებით ტრანსფერით აეროპორტში – ლუქსორში გადასაფრენად. ჩავალთ ლუქსორში და დავბინავდებით 5* ნილოსის საკრუიზო გემზე. სადილი და კრუიზის დაწყება ნილოსის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
ვნახავთ კარნაკის სატაძრო კომპლექსით (სიტყვა „კარნაკი“ არაბულიდან ითარგმნება, როგორც „გამაგრებული სოფელი“), რომელიც თარიღდება ძვ.წ. 2055 – ახ.წ. 100 წლებით. ის მიეძღვნა ღვთაებებს – ამუნს, მუტს და ხონსუს. კარნაკის სატაძრო კომპლექსი რელიგიური დანიშნულებით აგებულ სალოცავებს შორის ერთ-ერთი უდიდესია, ძველ ეგვიპტელებს შორის იგი „გამორჩეული ადგილის“ სახელით იყო ცნობილი.
გავემართებით ლუქსორის გასაოცარი ტაძრისკენ. ის აგებულია ნუბიიდან ჩამოტანილი ქვიშაქვის ბლოკებით, ნაგებობა გარემოცულია თიხაბეტონის კედლებით, რაც ამქვეყნიური სამყაროსა და ღმერთების წმინდა სამეფოს განცალკავების სიმბოლოა. ეს სალოცავი წარმოაჩენს ახალი სამეფოს პერიოდში ცნობილი სატაძრო არქიტექტურის მრავალ მახასიათებელს.
ვნახავთ რამზეს II-ის სამ დიდ ქანდაკების, რამზეს II-ის ეზოს და ამენჰოტეპ III-ის კოლონადას – 50 ფუტის სიმაღლის სვეტებით. შემდგომ კი დავბრუნდებით ნილოსის საკრუიზო გემზე სადილისთვის. თავისუფალი დრო, ვახშამი და ღამისთევა გემზე.
კვება: ლანჩ ბოქსი საუზმისთვის, სადილი და ვახშამი
5 დღე – 5 ნოემბერი / ნილოსის კრუიზი
07:30-ზე ვისაუზმებთ გემზე და 08:00 სთ-ზე გავემგზავრებით “მეფეთა ხეობის” მოსანახულებლად. ერთი შეხედვით, „ხალმწიფეების კარიბჭეთა ხეობა“ მხოლოდ მზის სხივებით გაჯერებული კლდოვანი გრუნტისგან შექმნილ ვრცელ ტერიტორიად შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა მთელი ამ მტვრით დაფარულია ეგვიპტის ისტორიაში 63 უმნიშვნელოვანესი ფარაონის სამარხებია. ამ ხეობაში ძვ.წ. 16-11 საუკუნეებში მარხავდნენ უზენაესი ხელისუფლების, მათი ოჯახის წევრებსა და ქონებას. 1979 წელს ეს ადგილი და მასთან ერთად თებანის ნეკროპოლისი და დედოფალ ხოტშეფსუტის ტაძარი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
შემდეგ მოვინახულებთ მემნონის კოლოსებს, რომლებმაც პოპულარობა მოიპოვეს თავიანთი დიდებულებისა და იმ იდუმალი ხმების წყალობით, რომელსაც გამოსცემს ჩრდილოეთის კოლოსი მზის ყოველი ამოსვლისას.
დავბრუნდებით გემზე, დავისვენებთ და ვისადილებთ. 13:30 მივადგებით ედფუს სანაპიროს და გვექნება თავისუფალი დრო. ღამისთევა გემზე.
კვება: საუზმე, სადილი და ვახშამი
6 დღე – 6 ნოემბერი / ნილოსის კრუიზი
07:30-ზე ვისაუზმებთ გემზე და შემდეგი დანიშნულების ადგილია ედფუს სალოცავი, რომელიც ყველაზე შთამბეჭდავია ნილოსის ტაძრებს შორის ლუქსორ-ასუანის ტერიტორიულ მონაკვეთზე. ქალაქი ედფუ მდებარეობს ასუანის ჩრდილოეთით 60 კმ-ის დაშორებით, ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, ზემო ეგვიპტეში. ის დააფუძნეს პტოლემეების მმართველობის ხანაში ძვ.წ. 237-57 წლების ინტერვალში. დაბრუნება გემზე და ღამისთევა გემზე.
ედფუს შემდეგ მოვინახულებთ კომ ომბოს ტაძარს, რომელიც აგებულია ძვ.წ. 180 წელს პტოლემეების დინასტიის მიერ რომაელთა შემოსევის დროს. ამ სალოცავის გამორჩეულობა და ღირსშესანიშნაობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მდებარეობს მდინარის ნაპირზე ედფუსა და ასუანს შორის. ღამისთევა გემზე.
კვება: საუზმე, სადილი და ვახშამი.
7 დღე – 7 ნოემბერი / ნილოსის კრუიზი
ჩავალთ ასუანში და საზუმის შემდგომ დავიწყებთ ექსურსიას – მაღალი კაშხლისა და ფილეს ტაძრის მოსანახულებლად. ფილეს ეკლესია მდინარე ნილოსის გვრიგვინის მარგალიტია, რომელიც აღმართულია აგილკლიის კუნძულზე, ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში. ეს ლეგენდარული ადგილი დაარსდა ძვ.წ. 690 წელს ისიდას – განკურნებისა და ჯადოსნობის ეგვიპტური ღვთაების საპატივცემულოდ.
დაბრუნება გემზე და თავისუფალი დრო.
კვება: საუზმე, სადილი და ვახშამი.
8 დღე – 8 ნოემბერი / ქაირო
ვისაც გვექნება სურვილი, დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში შეგვიძლია მოვინაულოთ აბუ სიმბელის, რამზეს II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ნეფერტარის ტყუპი ტაძრები. პირველის ფასადზე დომინირებს ფარაონის ოთხი 70 ფუტის სიმაღლის ქანდაკება. ალბათ კიდევ უფრო შთამბეჭდავია, რომ მთელი ეს ადგილი დაშალეს და გადაიტანეს, რათა გადაერჩინათ იგი ასვანის მაღალი კაშხლის აღმოჩენის შედეგად გამოწვეული წყალდიდობისგან.
(ტურის ღირებულება შეადგენს 110$. ტურის განხორციელების პერიოდია დილის 5 საათიდან დილის 11 საათამდე. ამ დღეს საუზმე იქნება ლანჩ ბოქსი. ეს დრო დაწესებულია ადგილობრივი მთავრობის მიერ).
ვისაც არ ექნება აბუ სიმბელის ნახვის სურვილი, დარჩება გემზე და ისაზუმებს ჩვეულ დროს. შემდეგ კი გემს დავტოვებთ და გავემგზავრებით ასუანის აეროპორტში კაიროში გადასაფრენად. კაიროში ჩასვლისთანავე დაგვხვდება ტრანსფერი და მიგვიყვანს სასტუმროში. დავბინავდებით, ცოტაოდენს დავისვენებთ და საღამოს წავალთ Pyramids Sound & Light შოუზე.
გვიან დავბრუნდებით კაიროს სასტუმროში, ღამისთევა
კვება: საუზმე
9 დღე / 9 ნოემბერი / კაირო
დილის 07:45-ზე ადგილობრივი გიდი გაგვიძღვება ქალაქ ალექსანდრიისკენ, სადაც დაათვალიერებთ კაიტ-ბეიას ციტადელს (შიგნიდან). ეს თვალწარმტაცი სიმაგრე მე-14 საუკუნეში ააგო სულთან კაიტბეიმ ოსმანთა იმპერიის თავდასხმებისგან ალექსანდრიის დასაცავად. მისი ძალისხმევა ამაო გამოდგა, რადგან დამპყრობლებმა 1512 წელს ეგვიპტე ხელში ჩაიგდეს, თუმცა მსოფლიოს 7 საოცრებათაგან ერთ-ერთის – ალექსანდრიის შუქურის ნანგრევებზე დაფუძნებული ციხე დარჩა სტრატეგიულად განლაგებული.
შემდგომ მოვინახულებთ კომ ელ შუქაფას ძველ კატაკომბებს, რომლებიც დღემდე კარგადაა შემონახული. ესაა მიწისქვეშა არქიტექტურული კომპლექსი, სადაც სამ იარუსადაა განლაგებული დიდგვაროვანთა სამარხები. სამწუხაროდ, ორი მათგანი დატბორილია ხმელთაშუა ზღვის წყლებით. 1900 წელს ისინი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, როცა ტვირთასხმული სახედარი მიწისქვეშ ჩავარდა. ვიდრე ადგილობრივები ვირის ამოყვანას ცდილობდნენ, მათ იპოვეს 30 მ-ზე მეტი სიგანის ჭა. კომ ელ შუქაფას კატაკომბები არის დერეფნებისგან შემდგარი რამდენიმე დონიანი ლაბირინთი.
მოგვიანებით მოვიანხულებთ პომპეუსის სვეტს, რომელიც განკერძოებით დგას ალექსანდრიის ცენტრში არსებულ კლდოვან ბორცვზე. მას არაფერი აქვს საერთო რომის კონსულსა და გენერალთან – გაიუს პომპეუსთან, რომელიც რომის სამოქალაქო ომში იულიუს კეისრის მეტოქე იყო. ძვ.წ. 48 წელს ის გამოიქცა ალექსანდრიაში, სადაც იქნა მოკლული ფარაონ პტოლემეუსის მიერ.
მოგვიანებით ვესტუმრებით ალექსანდრიის ბიბლიოთეკას, რომელიც ეგვიპტისა და მთელი მსოფლიოს გამოცანას წარმოადგენს. საღამოხანს კი დავბრუნდებით სასტუმროში, გვექნება თავისუფალი დრო დასვენებისთვის, გვიან, 22:00ზე სასტუმროს მოგვაკითხავს ტრანსფერი და გავემგზავრებით კაიროს აეროპორტში თბილისში დასაბრუნებლად.
კვება: საუზმე
მოგზაურობის პერიოდი 1 – 9 ნოემბერი, ტურის ღირებულება შეადგენს 6350 ლარს და შედის:
ავიაბილეთები:
თბილისი – სტამბული – კაირო – კაირო – სტამბული – თბილისი (ავია კომპანია თურქეთის ავიახაზები)
კაირო – ლუქსორი (ავია კომპანია ეარ კაირო)
ასუანი – კაირო (ავია კომპანია ეარ კაირო)
ბარგი: 8კგ. ხელბარგი და 20კგ. ჩასაბარებელი ბარგი
განთავსება 4 ღამე კაიროს 5* სასტუმროში Helnan Dreamland Hotel & Conference Center 5* https://shorturl.at/yqOqw
განთავსება 4 ღამე 5* საკრუიზო გემზე Tower Prestige Nile Cruise
ისტორიკოსი გიორგი კალანდიას მეგზურობა
გუდ თრეველის ორგანიზატორი / გამყოლის მომსახურება
შესაბამისი კვება (ტურში მითითებული განრიგით)
ტრანსპორტირება:
კონდიცირებული 2023-24 წლის ტრანსპორტით:
1) კაიროს აეროპორტიდან კაიროს სასტუმრომდე
2) კაიროს სასტუმროდან აეროპორტში – ლუქსორში გადასაფრენად
3) ლუქსორის აეროპორტიდან გემზე მისასვლელად
4) ასუანში გემიდან აეროპორტამდე – კაიროში დასაბრუნებლად
5) კაიროს აეროპორტიდან კაიროს სასტუმრომდე
6) კაიროს სასტუმროდან აეროპორტამდე (თბილისში გამოსაფრენად)
7) ავტობუსის მომსახურება ტურის / ექსკურსიების ფარგლებში
8) 5* საკრუიზო გემით გადაადგილება 4 ღამე / 5 დღის განმავლობაში
ექსკურსიები და მუზეუმში შესასვლელი ბილეთები:
კაირო ექსკურსიები: კრუიზი – პირამიდები – მუზეუმი – ძველი კაირო – ეკლესიები – სალადინის ციტადელი და მოჰამად ალის მეჩეთი – ხან ელ ხალილი – Pyramids Sound & Light show
ლუქსორის ექსკურსიები: კარნაკი და ლუქსორის ტაძარი – დედოფალ ჰატშეფსუტის მეფეთა ველი და მემნონის კოლოსები.
ასუანის ექსკურსიები: კომ ომბოს ტაძარი – ედფუს ტაძარი – მაღალი კაშხალი – ფილეს ტაძარი.
ალექსანდრიას ექსკურსიები: კაიტბაის ციტადელი – კომ ელ შოკაფა – კომ ილ შოკაფას კატაკომბები – პომპეუსის სვეტი – ალექსანდრიის ბიბლიოთეკა.
ტურის ღირებულებაში არ შედის:
აბუ სიმბელის ექსკურსია, რომლის ღირებულებაც შეადგენს 110$-ს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
კრუიზზე ყოფნის დროს 3-ჯერად კვებაში სასმელებიდან შედის მხოლოდ წყალი. გამაგრილებელი სასმელები, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელები ფასიანია.
დასაჯავშნად კი მხოლოდ 550 ლარია საჭირო, თანხის გადახდა შესაძლებელია 3 ნაწილად
ტურის დასაჯავშნად ან კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (032) 2 300-700; 555 308811 ნათია იმესაშვილი
გვესტუმრე ახალ მისამართზე: თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17
წარმატებულ დღეს და ბევრ მოგზაურობას გისურვებთ
ტურისტული კომპანია გუდ თრეველი – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია