
დასაქმება ბელგიაში!
ანაზღაურება თვეში 6000-8000 ლარამდე (მეორე ჯგუფის დაკომპლექტება მიმდინარეობს), დეტალები იხილეთ


სამუშაოს აღწერილობა: – მარწყვის კრეფა (კრეფის გარდა შეიძლება იყოს ფოთლების მოცლა, გასხვლა, ადგილის გაწმენდა;

სამუშაო პერიოდი და ხანგძლივობა: (3 თვე / მინიმუმ 90 დღე); შესაძლებელია ხელშეკრულების გაგრძელება დამსაქმებლის მხრიდან სურვილის შემთხვევაში;

ანაზღაურება: 1 საათი – 7.80 ევრო;

დღიური ანაზღაურება: საშუალოდ 62-78 ევრო;

საშუალო ანაზღაურება თვეში:
– მინიმუმ: 23 სამუშაო დღე x 62 ევროზე = 1430 ევროდან (8 საათიანი სამუშაო გრაფიკის და შაბათ/კვირა დღეების დასვენების შემთხვევაში);
– საშუალო: 23 სამუშაო დღე x 78 ევროზე = 1800 ევროდან (10 საათიანი სამუშაო გრაფიკის და შაბათ/კვირა დღეების დასვენების შემთხვევაში);
– მაქსიმუმ: 26 სამუშაო დღე x 78 ევროზე = 2000 ევროდან (10 საათიანი სამუშაო და კვირა დღეს დასვენების შემთხვევაში);
მოთხოვნა:
დამსაქმებელს ესაჭიროვება მდედრობითი სქესის თანამშრომლები (დარჩენილია 4 ადგილი);

უნდა შეეძლოს სწრაფი მუშაობა და უნდა იყოს ენერგიული;

სამუშაო საათები:
– 8 საათი (შესაძლებელია სურვილის შემთხვევაში, მაგალითისათვის: 10 საათიანი გრაფიკით მუშაობა დამატებითი ანაზღაურებით);

სამუშაო დღეები:
– კვირაში 5 დღე (თქვენი სურვილისდა მიხედვით, შესაძლებელია შაბათ ან კვირასაც მუშაობა);

შესვენება:
– 30 წუთი დღის განმავლობაში (წვიმის გამო, თავისთავად, უფრო მეტხანს გრძელდება შესვენება) ;
ხარჯები:
– განთავსება (სამუშაოდან 10-25 კილომეტრში), დღეში 12 ევრო / თვეში 360 ევრო;
– საკვები, საშუალოდ თვეში 250 ევრო;
უფასოა:

ტრანსფერი (აეროპორტიდან განთავსების ობიექტამდე);

ტრანსპორტირება, განთავსების ობიექტიდან სამუშაომდე და უკან;

დაზღვევა, დამსაქმებელი თვითოეულ დასაქმებულ პიროვნებაზე აკეთებს დაზღვევას, რომელიც მოქმედია მხოლოდ სამუშაო პროცესში და ყველა ხარჯს თავის თავზე იღებენ როგორც დაზღვევის საბუთის, ასევე რაიმე სახის საჭიროების შემთხვევაში;
შენიშვნა!

ანაზღაურება: – დასაქმებულს დაუმზადდება ბელგიური კარტა და თანხა თვის ბოლოს დაერიცხება;

თუ კარგი მუშა-ხელია 7.80-ი მინიმალურია და შეიძლება მეტი გადაუხადოს დამსაქმებელმა;

სამუშაო ხდება მდელოზე, გარეთ, ღია სივრცეში, მიწაზე (დასაქმებულს წელის და მუხლის პრობლემა სასურველია არ უნდა ჰქონდეს);

ოფიციალური საბუთისათვის რომ შეძლოთ დასაქმება და დამზადდეს მოწვევა, დამსაქმებელს უნდა პასპორტების ქსერო ასლი და პერიოდი 3-4 კვირა;

ბელგიაში სამუშაო არის ლიმბურგის მხარეს, ჩაფრენა ბრიუსელში; ან სხვა შალარვას აეროპორტში;

გასათვალისწინებელია: დასაქმებულს ჰქონდეს ისეთი ფეხსაცმელები, რომლებიც პრაქტიკული იქნება მიწაზე სამუშაოდ, ტანსაცმელი – პრაქტიკული, ასევე საწვიმარი, რადგან ხშირია წვიმები; ზურგჩანთა ან წელის ჩანთა – პრაქტკულია სამუშაო პროცესში;
დამატებითი ხარჯები:

სამოგზაურო დაზღვევა;

ავიაბილეთები;

PCR ტესტი.
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:
(032) 2 300-700;