კუბა – ჯგუფური ტური
ტურის თარიღები: 19-31იანვარი 2025 წელი
დღე 1: ჰავანა
დილის რეისით კარიბის ზღვაში ჩაკარგულ კუბის დედაქალაქ ჰავანაში ჩავფრინდებით. სასტუმროში განთავსების და მცირედი დასვენების შემდეგ დავათვალიერებთ ცნობილ კუბის სახელოვნებო ფაბრიკას(Fabrica De Arte Cubano), სადაც ხელოვნების მოყვარულთათვის ნამდვილი განძი ინახება. აქაური არტიიმ მიმდინარეობას ეკუთვნის, რომელიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან, დანარჩენი სამყაროსგანმოწყვეტილი, სრულიად თვითმყოფადად განვითარდა. ფაბრიკა-მუზეუმში ადგილობრივი მუსიკოსებისუნიკალური ფირფიტების შეძენასაც შეძლებთ.
ნაშუადღევს ადგილობრივ საოჯახო კაფეში ვისადილებთ, ხოლო საღამოხანს ცნობილ ჯაზ-კლუბ Fox and the Raven-ს მივაკითხავთ. ქალისა და მამაკაცის მარადიული ცეკვა სწორედ ის ძალა და გარკვეულწილადმთავარი აზრია, რომელიც რუმბას უდევს საფუძვლად.
განთავსება: 5***** https://www.kempinski.com/en/gran-hotel-bristol
დღე 2: ჰავანის ტური
ვესტუმრებით პარტაგასის სიგარების ქარხანას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობააქვეყნის მასშტაბით. აქ შეძენილი სიგარები განსხვავებული და მართლა ძვირფასია. შემდეგ კი ვეწვევითცნობილ რომის მუზეუმს, თუ რომის შეძენას გადაწყვეტს, ამაზე უკეთეს არჩევანს სხვაგან ვერსადნახავთ.
საფეხმავლო ტურის დროს მოვინახულებთ: დორიული სვეტებით შემკულ პატარა ტაძარს – “El Templete” (1827 წ.), პლაზა დე არმასს და ქალაქის ყველა ცნობილ მოედანს, ცნობილ საკათედრო ტაძარს – Palacio Del Segundo Cabo, კუბელების ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლს, წმინდა ფრანცისკ ასიზელისბაზილიკას Basílica Menor of San Francisco de Asís) და რევოლუციის მოედანს.
შემდეგ კი ვინტაჟური მანქანებით გავივლით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულიკოლონის სასაფლაოს. ვნახავთ ლათინურ-ამერიკულ 500-ზე მეტ მავზოლეუმს, სამლოცველო და საოჯახოაკლდამებს, შემდეგ კი, ამერიკული ფერადი კაბრიოლეტებით პანორამულ ტურს მოვიწყობთ ქალაქისყველაზე მდიდრულ უბანში. ვედადოს გამზირზე შევათვალიერებთ ლამაზ სასახლესhttps://www.palacetedelvedado.com/galeria.html ), ჰავანას უნივერსიტეტს, კოპელას შენობას, რამპას დამეხუთე ავენიუს გავლით ყოფილი პრეზიდენტის – კასტროს სასახლემდე მივალთ. შემდეგ ქვემეხისსროლის ცერემონიას დავესწრებით მორო კაბანას ციხესიმაგრეში.
დაღლილები დღის ბოლოს ცნობილ კაბარე „ტროპიკანაში“ გავატარებთ. გარემო აქაც ჯადოსნურია. როგორც ამბობენ, ყოველი კუბელის „შემადგენლობაში“ 80% მუსიკა და ცეკვაა, დანარჩენი 20% – მოჰიტოდა რომი. სადღაც კუთხეში კოვბოის ფორმაში ჩაცმული ადგილობრივები მოჰიტოს შეექცევიან, მუსიკოსები ფართოფარფლებიან ქუდებში უკრავენ გიტარაზე, ცეკვავენ მგზნებარედ და თავგანწირვით, ესპანური საუბარი ფლირტივით ჩაგესმის ყურში… ღამის ცხოვრება კუბაზე – ეს არის კულტურაკულტურისთვის.
განთავსება: 5***** https://www.kempinski.com/en/gran-hotel-bristol
დღე 3: ჰავანა – TERRAZAS- VINALES
დილიდან კუბის დასავლეთით, ვინიალესის ხეობაში გავემგზავრებით. ზღაპრულ ბუნებაზე გამავალი გზაწარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მოგზაურზე. პატარა ქალაქ ჯაიმანიტაში დედამიწაზე ერთ-ერთიყველაზე უცნაური კუბელი მხატვრის ხოსე როდრიგეს ფუსტერის სახლს – “ფუსტერლანდიას” ვეწვევით, რომელსაც „კარიბის პიკასოსაც“ უწოდებენ. მის ნამუშევრებზე დიდი გავლენა იქონიეს ანტონიო გაუდიმდა კონსტანტინ ბრანკუშიმ. სტუდიაში ინახება გაუდის და ბრანკუშის უიშვიათესი მხატვრული დასკულპტურული ეგზემპლარები შენობის გარშემო კაშკაშა ფერის მოზაიკა და სკულპტურები სრულადკუბურ გარემოს და საოცარ ატმოსფეროს ქმნის.
ეკო-ტურიზმის დღეს არტემისას პროვინციაში მდებარე პატარა სოფელში Las Terrazas (ესპ. ტერასები) განვაგრძობთ. სიერა დელ როსარიოს ტყის ფლორა და ფაუნა საუკეთესოა მთელს კარიბის ზღვისკუნძულების ტერიტორიაზე. მისი ბიომრავალფეროვნება იუნესკოს მიერაა დაცული. ამ დღეს ვნახავთმთელ კუნძლზე უძველეს, ცნობილ ყავის პლანტაციას, რომლითაც კუბა მთელ მსოფლიოში იწონებსთავს. მისი გაშენება 1801 წელს დაიწყეს ჰაიტიდან ლტოლვილმა ფრანგებმა. ბუენავისტას ყავისმდელოებშია ჩაფლული ის ცნობილი ეკო-სასტუმროც, სადაც ფინჯან ყავაზე კასტრო სხვადასხვა ქვეყნისპრეზიდენტებთან ერთად პოზირებდა.
მოგზაურის მთავარი გამოწვევა ყველაფრის მიღმა იმ ადგილის აჩრდილებისა და დროის დინებისდანახვაა, რამაც აქაური მოსახლეობის იდენტობის ჩამოყალიბება განაპირობა. გავიცნობთადგილობრივებს, გვექნება ტური შიგნით სოფლებში, ზუსტად ისეთ ადამიანებთან, ვინც ტურისტულიფარდის მიღმა ნამდვილ კუბელებს წარმოადგენენ. თუ მძაფრი შეგრძნებები თქვენი ცხოვრებისსასიამოვნო ნაწილია, ეს სოფელი სწორედ საუკეთესოა გულისწადილის ასასრულებლად. აქ შეგვიძლია800 მეტრის სიმაღლის მთის წვერიდან ზიპლაინით ყავის პლანტაციებს გადაუფრინოთ, შემდეგ კი გზაუკვე კუბაზე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზი რეგიონის – ვინიალეს კარსტული გორაკების (Mogotes de Viñales) მხარეში განვაგრძოთ.
ამჯერად, თამბაქოს სამშობლოს ვეწვევით. მიწას, სადაც დედამიწაზე ყველაზე ხარისხიანი თამბაქოსფოთოლი იზრდება. პეიზაჟები იმდენად შთამბეჭდავია, რომ ადამიანს თავი ზღაპარში ეგონება. პლანტაციები ფერებად გადადის ერთმანეთში, ადგილ-ადგილ, ოკეანისგან დარჩენილი ჭაობისფერიმღვიმეები მზეზე ათასფრად ეცემა. მომდევნო ფერმაში კი ვნახავთ კუბური თამბაქოს ფოთლის შრობისდა საუკეთესო ჰავანური სიგარის წარმოების სრულ პროცესს.
დღის მიწურულს კი, ემოციებისგან გულს კარიბის ზღვაში ნავით ინდიელების გამოქვაბულის (La Cueva Del Indio) შესწავლით გავიგრილებთ.
განთავსება: 4**** Piscina vistas y WiFi gratis en Viñales
დღე 4: VINALES
კუბაზე ყოფნის მეოთხე დღეს ადგილობრივი ეკო-გიდები საფეხმავლო ბილიკებით კარიბის ზღვის აუზისყველაზე ლამაზ ბუნებაში წაგვიყვანენ. სადილად ფერმერებთან აგრო-ეკოლოგიურ სახლ Paraiso-შიგავჩერდებით, დავათვალიერებთ სოფელს და გვექნება მცირე მიმოხილვითი ექსკურსია ადგილობრივბიზნესსა და მიწის საკუთრების განვითარების ახლებურ სტრატეგიებზე. ეს არის სრულადგანსხვავებული კომუნისტური მიდგომა ამერიკული იდეოლოგიით, რომელიც კიდევ უფრო ღრმაწარმოდგენას შეგვიქმნის რეალურ ადგილობრივ ყოფაზე. უცხოელებისთვის კუბელებს ერთი საყვარელიაქტივობა აქვთ მოფიქრებული – Fortín Canopy Tour, სადაც უცხოელებს შეუძლიათ ადგილობრივებთანერთად სოფლის სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა.
გვიან საღამოს ვინიალეს ქალაქში დაბრუნებულები ადგილობრივ ბარში კუბური მუსიკის და ცეკვისმორიგ თავბრუდამხვევ მორევში ჩავიძირებით.
განთავსება: 4**** Piscina vistas y WiFi gratis en Viñales
დღე 5: VIÑALES–BAY OF PIGS– CIENFUEGOS
“ღორების ყურე” სიენფუეგოს პროვინციაში, კუბის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს. ეს არისულამაზესი Playa Girón-ის სანაპიროები კრისტალურად სუფთა წყლით და ქვიშიანი ნაპირით. ვისაცყვინთვა უყვარს, შეუძლია საკუთარი თვალით ნახოს ულამაზესი მარჯნის რიფების წყალქვეშა სამყარო, ან უბრალოდ, დაისვენოს და დატკბეს კუბური მუსიკით და ბუნებით.
Punta Perdiz და Playa Larga სანაპიროები თავს თუ ქათქათა ქვიშით გვაწონებენ, Cueva de los Pecesსანაპირო ბუნებრივ ნიჟარას წააგავს ფირუზისფერი წყლით და გარშემორტყმული ულამაზესი მწვანესაფარით. ნაპირი სავსეა სამეფო პალმებზე ჩამოკონწიალებული თუთიყუშებით. ეს ჯიში ზუსტადიმეორებს კუბური ეროვნული დროშის ფერებს – ფრინველებს ბუმბული ხასხასა ცისფერ, თეთრ დაწითელ ფრად აქვთ შეფერილი.
მომდევნო ვიზიტი ქალაქ სიენფუეგოსში გვექნება. ფრანგი დევნილების მიერ დაარსებული ქალაქიარქიტექტურულად სრულად განსხვავდება კუნძულის დანარჩენი ადგილებისგან. კოლონიური სტილი, გამოკვეთილი ევროპული შტრიხებით, იქაურობას ჰაეროვნებას მატებს და ქალაქი თითქოს პარიზსაცწააგავს. აქ გახსენდება ცნობილი კუბელი მომღერლის ბენი მორეს სიტყვები: Cienfuegos is the city I like best. ალბათ, ამაზე ზუსტად ვერაფერი გამოხატავს ამ ქალაქის არსს. სიენფუეგოსი კუნძულის ერთ-ერთიმსხვილი სავაჭრო პორტია შაქრით, ყავით და თამბაქოთი ვაჭრობისთვის.
ფინჯან კუბურ ყავაზე ცნობილ Palacio de Valle-ში გავემგზავრებით. ეს სასახლე ვენეციური და ბაროკოსსტილის ნაზავია და სიენფუეგოსის ყურესთან მდებარეობს.
განთავსება: 4**** Novela Cuba
დღე 6: CIENFUEGOS TRINIDAD
XVI საუკუნის დასაწყისში ესპანელების მიერ დაარსებული ქალაქი ტრინიდადი სამოთხეაფოტომოყვარულებისთვის. აქ ყველა კარის ზღურბლზე სახეზე ნაოჭებშეპარული კუბელი დინჯად ეწევასიგარას, ყველა კუთხეში ძველი „შევროლე“ დგას და ჰაერი გაჯერებულია კუბური მუსიკით. თითქოს, აქაურები მოცეკვავედ და მომღერლებად იბადებიან, არა რევოლუციური, არამედ ხალხური სიმღერების, სადაც სიყვარული და ადამიანის რთული ბედია ნახსენები.
ქვეყანაში გამეფებული სიდუხჭირის მიუხედავად, ამ ადამიანებს ნამდვილი და უბრალო რამ ანიჭებთსიხარულს: მუსიკა, ცეკვა, სიყვარული, მზე, ოკეანე. ტრინიდადის ქუჩებშიც ისე ვნებიანად ცეკვავენ, თითქოს მათ წინ მხოლოდ ის ერთი საყვარელი ადამიანი დგას და სხვა არავინ. ქალაქს გარს ერტყმისდა კიდევ უფრო ალამაზებს ანკორის ოქროსფერი ქვიშიანი სანაპირო. ტრინიდადი საფეხმავლოექსკურსიებისთვის იდეალურია. კოხტად მოკირწყლული ქუჩები კოლონიურ სტილში აგებულ ფერადსახლებამდე მიგიყვანს. თითქმის ყველა ქუჩის ბოლოს კოხტა ეკლესიაა აგებული. აქ ვერ დაიკარგები, რადგან ყველა გზა სანტა ანას მოედანზე ჩადის, სადაც სახელგანთქმულ ტრადიციულ სასმელსამზადებენ ცნობილ ბარში La Canchanchara. კუბის ყველაზე ძველ და ავთენტურ კოქტეილს ამავე ბარისსახელი Canchanchara/კანცანცარა ჰქვია. ეს არის შაქრის ლერწმისგან გამოხდილი შინნახადი არაყი, გაზავებული თაფლის და ლიმონის წვენით – უგემრიელესი მსუბუქი და გამაგრილებელი სასმელი ცხელისაღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად.
1988 წლიდან ტრინიდადი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.
განთავსება: 5***** Iberostar Grand Trinidad
დღე 7: ტრინიდადი
Topes de Collantes – ადგილი, რომელიც გაბრიელ გარსია მარკესის რომანიდან ამომხტარ პეიზაჟს ჰგავს: ღრუბლიანი, გამწვანებული და თვითმყოფადი. ტრინიდადიდან გვექნება ეკო-ტური ესკამბრის მთებში, ლაშქრობა სიერა დელ ესკამრეში – ფერადი ფრინველების და უზარმაზარი ფოთლოვანი ხეებისბუნებრივ ნაკრძალში. ეს ტერიტორიაც თავის უნიკალური ბუნებით 90-იანი წლების შემდეგ იუნესკოსძეგლთა დაცვის ქვეშაა.
განთავსება: 5***** Iberostar Grand Trinidad
დღე 8: ტრინიდადი – სანტა კლარა – ვარადერო
მსოფლიოს ყველაზე ლამაზ სანაპირო ქალაქამდე გზად Sugar Mills Valley-ში გავჩერდებით. Manaca Iznaga კუბური ლეგენდების და ისტორიების ადგილია. ამ რეგიონში წარმოებული ხელნაკეთი ნივთები დაშაქრის ლერწმისგან დამზადებული ძაფით ნაქსოვი ქსოვილები მთელ კუნძულზეა სახელგანთქმული.
ქვეყანა ძმები კასტროების და ჩე გევარას გარეშე – ყველაზე მწვავედ მათ გავლენას ამ რეგიონშიიგრძნობთ. ვეწვევით ჩეს მემორიალს მისივე სახელობის მოედანზე, სადაც დღემდე უამრავი სააგიტაციოპროკლამაცია გვხვდება ქუჩებში და კედლებზე. ქალაქის მთავარ მოედანთან ახლოს ვიდალას პარკია, დახუნძლული მუდამ გამოცოცხლებული ადგილობრივი კაფეებით. მუსიკა, კუბური ყავა და რომი – სხვა რაშეიძლება ისურვოს გზით დაღლილმა მოგზაურმა. ლანჩის შემდეგ, გზას ოცნების ქალაქ ვარადეროსკენგანვაგრძობთ.
განთავსება: 5***** Paradisus Varadero Resort & Spa
დღე 9-10: თავისუფალი დრო ქალაქ ვარადეროზე
ვეებერთელა მზე, ზურმუხტისფერი ზღვა და ლაჟვარდოვანი სანაპიროები. ვარადერო ნახევარკუნძულიაკარიბის ზღვის ყურეში, საკურორტო ზონა, რომელსაც სილამაზით ტოლს ვერ უდებს დედამიწის ვერცერთი სანაპირო. ფლორიდის სრუტესა და კარდენასის ყურეს შორის მდებარე ქალაქს სხვანაირად Playa Azul-ს უწოდებენ, რაც ესპანურად „ცისფერ პლაჟს“ ნიშნავს. ვარადერო მსოფლიოს საუკეთესოსანაპიროების ხუთეულშია შესული და უპირობო ლიდერია მათთვის, ვინც ეგზოტიკურ და ტროპიკულიგარემოს ეტრფის. იდეალური გარემოა დაივინგისთვის. კრისტალურად სუფთა წყალი და ავთენტურიბარები სამოთხეა მათთვის, ვისაც სამყაროსგან ცოტახნით მოწყვეტა და სრული დასვენება უნდა.
განთავსება: 5***** Paradisus Varadero Resort & Spa
დღე 11: დაბრუნება საქართველოში
კუბური დღეები დასასრულს მიუახლოვდა. უკვე კარიბის ზღვის მზემოკიდებული, დასვენებული დაემოციებით სავსე დავბრუნდებით ჰავანაში სამახსოვრო სუვენირების შესაძენად, შემდეგ კი გზასსაქართველოსკენ განვაგრძობთ
ღირებულება ერთ ადამიანზე 4700$
ფასში შესულია :
- განთავსება მაღალი დონის სასტუმროებში
- საერთაშორისო ავიაბილეთები;
- 1 ადამიანის განთავსება ორ ადგილიან ნომრებში;
- ტრანსფერები და სრული სატრანსპორტო მომსახურება საექსკურსიო საათებში
- ყველა საუზმე და კვების ნაწილი ტურში მითითებული დეტალური ინფორმაციის მიხედვით;
- აქტივობები, როგორც მითითებულია ტურში;
- კუბური შოუები;
- ეროვნულ პარკში შესვლის საფასური;
- ვიზა;
- სამოგზაურო დაზღვევა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
- მარშრუტი შეიძლება შეიცვალოს საგანგებო სიტუაციის, უამინდობის; პოლიტიკური ან სოციალური პრობლემების შემთხვევაში;
- ტურში ადგილის დადასტურება მოხდება თქვენი მხრიდან პირველადი 500$ გადახდის შემდგომ;
- საერთაშორისო ავიაბილეთი უნდა იყოს გამოსყიდული ტურში ადგილის დადასტურებიდან 20 სამუშაო დღეში (1650$) ;
- ტურის თანხა შეგიძლიათ გადაიხადოთ ყოველთვიურად შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით;
- ტურის თანხის სრული გადახდა უნდა დასრულდეს გამგზავრებამდე 30 სამუშაო დღით ადრე ;
- ტურში გადახდილი თანხა თქვენი მხრიდან პირობის დარღვევის შემთხვევაში არ ანაზღაურდება.
ტურის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: (032) 2 300-700;
ან გვესტუმრე ახალ მისამართზე: თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17