logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

პერუ ამაზონით – ინკების კვალდაკვალ

პერუ ამაზონით – ინკების კვალდაკვალ

18000₾ ერთ ადამიანზე

პერუ ამაზონით – ინკების კვალდაკვალ

არ მეგულება დედამიწაზე მოგზაური, რომელსაც ერთხელ მაინც არ გაუვლია გულში ოცნებად პერუს მიწაზე ფეხის დადგმა. პერუ – ამოუხსნელი საიდუმლოებების, უძველესი ისტორიის, ტრადიციების და ენით აღუწერელი სილამაზის ქვეყანა.

ამ ტურში თავმოყრილია: ისტორია, ეთნოგრაფია, არქიტექტურის ძველი და ახალი შედევრები, ინკების ცივილიზაციის უძველესი ნაკვალევი, უნიკალური ფრენა ნასკას ხაზების თავზე, ოკეანეში გაჭრილი ბუნება და კრუიზი გალაპაგოსელ ზღვის ლომებთან, თავაწყვეტილი რბოლა უდაბნოს დიუნებზე, დეგუსტაციები და ვიზიტი მსოფლიოში ცნობილ მეღვინეებთან და პისკოს მწარმოებლებთან, საკულტო მატჩუ პიკჩუ, მარას მორეის უძველესი საბადოები, პისაკი ყველაზე დიდი სუვენირების ბაზრობები (პერუ ხომ შოპინგის სამოთხეა), ლაშქრობა ცისარტყელას ულამაზეს მთებზე, ვიზიტი ადგილობრივ ტომებთან და შამანებთან, უნიკალური ტრადიციული კერძების დეგუსტაცია. პერუში კოკას ფოთლების ბაზაზე დამზადებულ შოკოლადს დედამიწაზე არცერთი შოკოლადის გემო არ სჯობს. ტურის გვირგვინი და ეკომოგზაურის სამოთხე ამაზონის იდუმალი ტყეები, ტომები და გასაოცარი ფლორისა და ფაუნის შეცნობა იქნება.

ერთ ტურში შემოგატარებთ ოკეანიდან დაწყებულ და მშრალი უდანბოთი დამთავრებულ, თოვლიანი მთებიდან ანდების ვულკანებით და ამაზონის აყვავებული ტროპიკული ტყეებით მოცულ პერუს ყველაკუთხე-კუნჭულს. გვერწმუნეთ, ეს მოგზაურობა თქვენი ცხოვრების განსაკუთრებულ მოგონებად იქცევა.

დღე 1: ჩაფრენის დღე
ხანგრძლივი ფრენის შემდეგ ჩავალთ წყნარი ოკეანისპირა ქალაქ ლიმაში – ტრანსფერი სასტუმროში და დასვენება. ოცნებების ასრულება მომდევნო დღიდან იწყება.

დღე 2: ლიმა – ჩინჩა
პერუს ყველაზე კრიმინალური და ერთგვარად უცნაურად თანამედროვე ქალაქი ლიმა. აქ უბნები უსაფრთხოების მიხედვით არის დაყოფილი და გადასახადებსაც მოსახლეობა უსაფრთხოების დონის უზრუნველყოფის მიხედვით იხდის. იქ სადაც ყველა გადამხდელი პირნათელია, სახელმწიფო მოქალაქეებს სრული უსაფრთხოებით იცავს და შუაღამესაც თავისუფლად შეგიძლიათ ისეირნოთ, რასაც არ გირჩევთ გადახდაუუნარო უბნებზე. გარეუბნებში სეირნობა არავისთვის არის სახეირო. ქვეყნის შესწავლას სწორედ უსაფრთხო და ყველაზე ტურისტული უბნით – მირაფლორენსით ვიწყებთ. დავათვალიერებთ Love’s Park-ს და დავტკბებით წყნარი ოკეანის ულამაზესი ხედით. სეირნობით მივადგებით არქეოლოგიურ უბანს HuacaPucllana, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში აშენდა და დედაქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლად ითვლება.

შემდეგი გაჩერება ბარანკოს უბანია; ადგილი, სადაც ყველა ამერიკული ტომის ეთნოსს თავი ერთად აქვს მოყრილი. მოგვიანებით გავემგზავრებით ისტორიულ ცენტრში, სადაც მოვინახულებთ მის ერთ-ერთ ულამაზეს შენობას და სხვა ღირსშესანიშნაობებს, როგორიცაა: სან-მარტინის მოედანი, მთავარი მოედანი, მთავრობის სასახლე, არქიეპისკოპოსის სასახლე, ტაძარი, მერია და მატარებლის სადგური დესამპარადო. დასასრულს, ჩვენ შევალთ Saint Francis Convent-ის მუზეუმში, სადაც წარმოდგენილია ამერიკაში რელიგიური ხელოვნების უდიდესი კოლექცია და მისი მიწისქვეშა საძვალეები, იგივე კატაკომბები. აქ ჩვენ ნამდვილად ვიგრძნობთ ლიმას კოლონიურ წარსულს.

დღის მეორე ნახევარში პარაკასისკენ გავეშურებით. გზად მეღვინეებს და პისკოს მწარმოებლებს დავდებთ ვიზიტით პატივს. პერუს ღვინო ხომ მსოფლიოში სახელგანთქმული და ერთ-ერთი ლიდერია. პისკოს მეღვინეობა ითვლება მექად მსოფლიო სომელიეებში. დავაგემოვნებთ თანამედროვე და ტრადიციულ მარნებში დაყენებულ ღვინოებს, გავეცნობით და დავათვალიერებთ დაყენების უნიკალურ პროცესს. იქაური პისკო ისეთი გემრიელია, რომარც კი უნდა იფიქროთ მისი შეძენის გარეშე გზის გაგრძელება.

ალბათ გსმენიათ ელ კარმენის ოლქის შესახებ. ადგილი, სადაც მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეში შორეული ქვეყნებიდან, როგორიცაა: სენეგალი, გვინეა, კონგო და ანგოლა, გემით ჩამოყავდათ და მონებად ყიდდნენ იაფ მუშა ხელს. იმ დროს ბამბის და შაქრის პლანტაციების ბუმი იყო ჰაციენდა სან ხოსესა და სენტ რეჯისში. სწორედ აქ სამუშაოდ ჩამოდიოდა გაჭირვებული ქვეყნებიდან წყნარი ოკეანის გამოვლით ხალხი. დღეს უკვე ელ კარმენის რეგიონი სრულად მათი შთამომავლობისგანაა დასახლებული და განსაკუთრებულ, უცხო და გამორჩეულეთნო ჯგუფს ქმნის ქვეყანაში. აქ შეძენილი სუვენირი მთელს ლათინო და ცენტრალურ ამერიკაში გამოირჩევა ხელნაკეთი ნამუშევრის ოსტატობით.

დღე 3: Huacachina – Paracas
გინახავთ ოკეანეს როგორ ერწყმის წითელი უდაბნო? გინებივრიათ მათ ტალღებში? ალბათ წარმოუდგენელია შუაგულ პერუში ამ პეიზაჟის ხილვა და ეს აქ არის – ჰუაჩინის უდაბნოში. დიუნებში ჩაკარგული ინკების კოშკები მირაჟს გიქმნის და თითქოს ცნობიერებას გირევს. ამ დღეს განცდილი ზღვა ადრენალინი, თავაწყვეტილი რბოლა ჯიპებით, ლაჟვარდოვანი ქვიშის გორები და ინკების ნასახლარები არის ის გამოცდილება, რომელიც ცხოვრებაში, ალბათ, ერთხელ ხდება და არასდროს გავიწყდება. აქაური აისი – ფორთოხლისფერი მზის უდაბნოს ქვიშიდან ჰორიზონტზე ამოგორება არასდროს დაგავიწყდებათ.

ზღვის ლომებთან ახლოდან მოსიყვარულების დროც დადგა. ორსაათიანი ჩქაროსნული ნავით ბალესტას დაკანდელაბროს კუნძულებისკენ წავალთ. ტურს ვიწყებთ თანატოლიდან ჩაკოში, პარაკასში, შემდეგ მივალთ კანდელაბრამდე. ვნახავთ უდიდეს და დღემდე ბოლომდე ამოუხსნელ არქიტექტურულ შედევრს. მკვლევარების ჯგუფი დღემდე ფეხჩაუხრელად მუშაობს მისი აგების თეორიაზე. მოვისმენთ ყველა შესაძლო, თუმცა დაუმტკიცებელ ვერსიებს მისი აშენების შესახებ.

შემდეგ მივალთ კუნძულ ბალესტაზე, სადაც ვნახავთ მთელ კლდოვან შენობას და დიდი რაოდენობით ზღვის სახეობებს: სეალიონებს, პინგვინებს, ზღვის და ნაპირის ფრინველებს. სწორედ ამ კუნძულზე აქვთ ზღვის ლომებს მოწყობილი სამშობიარო. ეს არის ერთადერთი ნაპირი, სადაც წყნარი ოკეანის ბინადრები აჩენენ თავიანთ პირმშოებს. უდავოა რომ შთამბეჭდავი სანახაობა გველოდება. შებინდებამდე ტურს ეროვნულ ნაკრძალში ვაგრძელებთ. ამ მოგზაურობის დროს ჩვენ ვეწვევით ნაკრძალში არსებული ინტერპრეტაციის ცენტრს, რომელიც გთავაზობთ საინტერესო სურათებს პერუში არსებული სრულიად უნიკალური ფლორა-ფაუნის სახეობებით.

შემდეგ იახტით წავალთ ნახევარკუნძულ პარაკასისკენ. დავათვალიერებთ უდაბნოს ფერად სიწითლეს, ქარისგან გაქვავებულ ფხვიერ ყვითელ კლდეებს, შიგნით არსებულ ქვაბულებს. თვალს დავიტკბობთ ამერიკის კონტინენტზე ყველაზე უნიკალური პეიზაჟების მქონე სანაპიროებით: Yumake, Playa Roja და Lagunilla.

დღე 4: ნასკას ხაზები
ეს დღე ყველაზე განსაკუთრებულია მთელს ტურში. დილიდან ნასკას ხაზების სანახავად სპეციალური მცირე ზომის თვითმფრინავით გავფრინდებით. ჩვენს თვალწინ ხელისგულზე გადაგვეშლება დღემდე ამოუცნობი გეომეტრიული ფიგურები. პერუს სამხრეთით აღმოჩენილი უზარმაზარი გეოგლიფები მკვლევარებს დღემდე არაერთ თავსატეხს უჩენს. ვინ შექმნა? როგორ? რისთვის და როდის 400-მდე გამოსახულება გადაჭიმული 9 კილომეტრზე მეტ მანძილზე, პირდაპირი ხაზები, სამკუთხედები, სპირალები, ჩიტები, მაიმუნები, ობობები, ყვავილები ჯამში 300-ზე მეტი ფიგურა და 70 ნახატი. იმდენად აუხსნელია ფრენების არქონის სამყაროში ამ მასშტაბის ფიგურების დახატვა, რომ მკვლევარების ნაწილს დღემდე მიიჩნევს, რომ მის შექმნაში უცხოპლანეტელების ხელი ურევია, თუმცა მათ ასტრონომიულ მნიშვნელობაზე არავინ დაობს. უდავოა რომძ ველი ინკები მას მასშტაბური გამოთვლითი (ასტროლოგიური) სამუშაოებისთვის იყენებდნენ.

დღე 5: ლიმა კუსკო – ფრენა- Sacred Valley ტური (ოლანტაიტამბო ღამისთევა)
ამ დღეს ყველა „შოპაჰოლიკის“ ოცნებები ახდება. ლიმადან პირდაპირ ზღვის დონიდან 3800 მეტრზე მდებარე ზღაპრულ ქალაქ კუსკოში ჩავფრინდებით, საიდანაც პიზაკის მიმართულებით გავუყვებით ვიწრო სამანქანო გზას. წარმოიდგინეთ მთებში შეფენილი უფერადესი ქალაქი, სადაც ყველა რაღაცას ყიდის, ქუჩებში მუსიკა უკრავს და ჭრელ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ადგილობრივები საოცარ ნივთებს გთავაზობენ. წამში თანამედროვე პერუდან შუასაუკუნეების საოცარ სამყაროში გადაინაცვლებთ. Pisac-ისბაზარში შეძენილ სუვენირს დედამიწაზე სხვაგან ვერსად წააწყდებით. აქაურობა ავთენტურია, რადგან თავად ტომის წარმომადგენლები ყიდიან თავიანთ შექმნილ ნაწარმს.

ვაჭრობით გულს რომ ვიჯერებთ, არც ქვეყნის არქეოლოგიურ მხარეს დავწყვეტთ გულს. ვეწვევით მზის ტაძრის არქეოლოგიურ ნაწილს. შემდეგ გზას ურუბამბისკენ გავაგრძელებთ. აქაურობას მისი ცენტრალური მდებარეობის გამო ხშირად მოიხსენიებენ როგორც წმინდა ველის გულს. აქ მზადდება ერთი საოცარი კერძი, რომლის ქვეყნის სხვა მხარეში დამზადება ოფიციალურად კანონით იკრძალება. დღეს ოლლანტაიტამბოს წმინდა ხეობაში მოგზაურობით განვაგრძობთ. აქაური სოფლის სილამაზე სრულიად დაიპყრობს თქვენს გულს და გონებას. ადგილობრივი არქეოლოგიური ძეგლები გამორჩეულია ინკების მიერ დატოვებული ყველა სხვა სიმდიდრისგან. გამომყოლი ექსპერტისგან ვრცელ ისტორიას მოვისმენთ კომპლექსის უნიკალური არქიტექტურის და ისტორიული დანიშნულების შესახებ. მითოლოგია, არქიტექტურა, წარმოუდგენელი პეიზაჟები, ბუნება, ეთნო ჯგუფები და უნიკალური კულინარია, ამ დღეს ჩვენი საგზალი იქნება.

დღე 6: მარას-მორეის ტური, კულინარიული ტური, ანდების საგვარეულო ცერემონია
მარილის ტბების წარმოსახვა რაღაცნაირად ბოლივიასთან გაკავშირებს, თუმცა დედამიწაზე ყველაზე შთამბეჭდავი მარილის ტბის საბადოები ალბათ პერუს მარასის მიდამოებშია. Maras Salt Flats არსებობს პრეინკური პერიოდიდან და მემკვიდრეობის ხაზით გადადის თაობიდან თაობაზე. გეომეტრიული ფორმის ტერასებად დალაგებული ხელოვნური ტბები წყაროს წყლით მარაგდება. აორთქლების შემდეგ დარჩენილი მარილს ფერმერები ხელით ასუფთავებენ. ამ მხარეში წარმოებული პროდუქტი მთელს მსოფლიოში განთქმულია ხარისხით და სამკურნალო თვისებებით. პროცესის ყურება იმდენად შთამბეჭდავია, მჯერა, დიდხანს ისაუბრებთ შემდეგ ამაზე.

ცნობილია, რომ პერუში 800-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის კარტოფილი ხარობს. მისი ისტორია ჯერ კიდევ ინკების პერიოდიდან იღებს სათავეს. მორეის წრიული ფორმის ტერასები, მიწაში გათხრილი სხვადასხვა დონით თავის ტემპერატურული მიკრო კლიმატური ზონით ისაზღვრება. ინკები მას კულტურების ჯიშების გამოსაყვანად უხსოვარი დროიდან იყენებდნენ. ეს თანამედროვე სამყაროში ერთგვარი ლაბორატორიული სასწაულია, რომელიც კიდევ უფრო გვაფიქრებს, რომ ეს ცივილიზაცია ჩვენი დედამიწის შვილების შექმნილი არ იყო.

შამანიზმი – ძალიან საინტერესო მიმდინარეობა, რომლის ფესვებიც ამაზონიდან, პერუდან და ეკვადორის სამხრეთ ნაწილიდან მოდის. მისიტურში არქონა, ვფიქრობ, დანაშაულია. ანდების საგვარეულო ცერემონია და მისი ჩატარების საიდუმლოებები თაობიდან თაობებს გადაეცემა. ეს ცერემონია აკავშირებს შინაგან არსებას და გარე ცხოვრების არსს. სულიერი მეგზური ანუ შამანი გაცნობითი რიტუალებით, ლოცვებით და გალობით დაგვაკავშირებს სამყაროსთან ანუ პაჩამამასთან (დედამიწა). გვექნება ეთნო სოფლების და მათი ტრადიციული სამოსის დამზადების მასტერკლასი. გავსინჯავთ მათ ცნობილ ჩაის და დავაგემოვნებთ ტრადიციული სამზარეულოს კერძებს.

დღე 7: კუსკოს ექსკურსი
კუსკოს ქალაქი, რომელიც მღერის; ქალაქი, რომლის აურაც სრულად დაიპყრობს თქვენს გულებს; ქალაქი, რომლიდან წასვლაც არასდროს მოგინდებათ და ქალაქი, სადაც თქვენი გულის ნაწილი აუცილებლად დარჩება. ეს საოცარი სამყარო, რომელსაც კუსკო ქვია ზღვის დონიდან 3800 მეტრზე მდებარეობს და ალბათ, ყველაზე ლამაზი ადგილია მთელს ამერიკის კონტინენტზე.

ტურს საკათედრო ტაძრის დათვალიერებით ვიწყებთ, იქაურობა ოდესღაც ინკების სამეფო სასახლე იყო, შემდეგ ესპანელებმა იქაურობა მიწასთან გაასწორეს და ზედ საკათედრო ტაძარი ააგეს. ხელუხლებლად მხოლოდ სარდაფია დარჩენილი, სადაც ზუსტად იგრძნობა იმდროინდელი აურა. ტურს გავაგრძელებთ ქორიკანჩათი – ინკების თაყვანისცემის დაგამორჩეულად წმინდა ადგილით. ლეგენდის მიხედვით ამ ტაძრის ეზო ოდესღაც გადაუდნობი ოქროსგან დამზადებული ქანდაკებებით იყო სავსე. ქალაქის გარეუბანში Sacsayhuaman- ში მასიური ქვებისგან აგებული უზარმაზარი ციხეა. დღემდე ისტორიისთვის ამოუცნობია, რა ხელმა აზიდა ეს მასიური ლოდები ამ სიმაღლეზე.

ჩვენი შემდეგი გაჩერება Q’enqo-შია. აქ ხდებოდა ინკების მიერ გვამების სკარიფიკაცია და მუმიფიკაცია. შემდეგ ვეწვევით ტამბომაჩაის. ინკების იმაქვეყნის ძლიერების ანუ პოლიტიკური ელიტის სპაცენტრი. ეს არის არხების სერია, რომლებშიც მიედინება მდინარე ტიმპუკის წყალი. დავათვალიერებთ შოკოლადის ცნობილ მუზეუმს და გვექნება პერუს დელიკატესების კულინარიული ტური. კუსკო ის ქალაქია, სადაც რაც შეიძლება მეტი თავისუფალი დრო უნდა გამოუძერწო საკუთარ თავს. აქაური სან პედროს და კუსკენის ტრადიციული ეთნობაზრობები საუკეთესოა დედამიწაზე. ტაძრის გულში მდებარე რესტორანი კით ავისუფლად შეგვიძლია გურმანების სამოთხედ ვაღიაროთ.

დღე 8: მაჩუ-პიქჩუ – დაბრუნება კუსკოში
ალბათ, ყოველ მეორე მოგზაურს ოცნებად მაჩუ პიკჩუზე მოხვედრა აქვს. ეს დღე ამ ოცნების რეალობად ქცევის და გამომზეურების დროდ გამოგვიცხადებია! ქალაქ ოლლანტაიტამბოში შემხვედრ მოგზაურებს ერთნაირად ანთებული თვალებს და ნათელი გამომეტყველებას შეამჩნევთ. თითოეული მათაგანი ამ დღეს დიდებულ მაჩუ პიქჩუსთან ვიზიტს გეგმავს. ქალაქ აგუას კალიენტესამდე მატარებლის გზა ცაზე გადის. პანორამული ვაგონები გარემოს აღქმას კიდევ უფრო გიასმაგებს და მოლოდინს გიმძაფრებს.

გზა თითქოს იწელება. აგუას კალიენტესში ჩასვლის შემდეგ ავტობუსით ციტადელამდე ასვლა გიწევს და იქიდან გზას ფეხით აგრძელებ. არ არსებობს მოგზაური, რომელსაც ამ გზაზე პულსი გამძაფრებულად არ უძგერდეს. მთელი შენი ოცნებები თვალწინ იშლება და წამში ყველა იმ საოცნებო კადრს ხედავ, რომელიც ამა თუ იმ წყაროთი უამრავჯერ გაქვს დათვალიერებული. ოცნებები ნამდვილად ხდება და ამ ერთ ოცნებას, სახელად მაჩუ-პიქჩუს, თქვენ ამ დღეს პირადად შეხვდებით. ორსაათიანი საფეხმავლო ტურის შემდეგ დრო საუკეთესო ადგილობრივი კერძების დასაგემოვნებლად და ცოტაც ქალაქში სასეირნოდ უნდა გამოყოთ. მართლა ძნელად წარმოსადგენია ადამიანმა ამაზე ლამაზი ხედის ფონზე მიირთვას სადილი და შეექცეს ადგილობრივ პისკოს. გვიან საღამოს დავბრუნდებით ქალაქ კუსკოში.

დღე 9: ცისარტყელას მთაზე ლაშქრობა (rainbow mountain)
დილის 05:00 საათზე გავემგზავრებით კუსკოს სამხრეთი ველისკენ. ლაშქრობის საწყისი წერტილიდან მწვერვალზე მისასვლელად დაახლოებით ორი საათია საჭირო.

Apu Vinicunca, Rainbow Mountain Peru ზღვის დონიდან 5100 მეტრზე (16732 ფუტი) მდებარეობს. ეს ხედები, ფერები და წყობა უნიკალურია მთელს დედამიწაზე. გზაზე შეგვხვდება ადგილობრივი ლამების და ალპაკების ფერმერული მეურნეობები. გავეცნობით ანდების მკაცრი ცხოვრების წესს. სურვილისამებრ, შესაძლებელია ტურის ავტოტრანსპორტით, ცხენით ან ლაშქრობის სახით ფეხით ჩატარება. Apu Vinicunca Rainbow მთის ცენტრიდან სრული ხედით მოსჩანს აუზანგატეს მწვერვალი. ეს არის ანდების ყველაზე მაღალი და წმინდა ადგილი. ცისარტყელას მთების ტურის შემდეგ სადილზე წავალთ Ccolca-ში. იქიდან კიკუსკოში დაახლოებით საღამოს 6 საათზე დავბრუნდებით.

დღე 10: კუსკო-ფრენა პუერტომალდონადოში
დადგა დრო ეკომოგზაურმაც იგრძნოს თავი სამოთხეში. როგორად წარმოგიდგენიათ სამყაროს ყველაზე ლამაზი ნაწილი? საოცარი ბუნება, ფართეფოთლოვანი ხეები, ფერადი მოფრთხიალე ჩიტები, წყლის ხმა დაფრინველთა ჟღურტული. ცოტას ფოთლების შრიალი გაამძაფრებს ალბათ ემოციებს – სწორედ ასეთია ამაზონი. უახლოესი რამოდენიმე დღე მოგზაურობა თითქმის ხელთუქმნელ ბუნებაში გვექნება. პუერტომალდონადოში ჩასვლისას ბარგის ნაწილის ჩვენს ადგილობრივ მასპინძლებთან დატოვება მოგვიწევს. მხოლოდ რამოდენიმე დღის სამყოფი სამოსით და საჭირო ნივთებით აღჭურვილები ნავებით გავცურავთ ამაზონის ტყის სიღრმისკენ.

შთაბეჭდილებების შეგროვებას მდინარე Madre de Dios-ის გასწვრივ კანოეზე გასეირნებით ვიწყებთ. დავბინავდებით Hacienda Concepcion Lodge-ში (https://www.inkaterra.com/) ადგილი, რომლის სილამაზის სრულმა აღქმამ რეალობასა და წარმოსახვას შორის შეიძლება დაგკარგოთ.

დღის მეორე ნახევარში კონსეპსიონის ბილიკებით ამაზონის ტროპიკულ ტყეებშიგავისეირნებთ. არაფერია იმაზე მომნუსხველი, ვიდრე ბუნების ხმებისთვის ყურის მიგდება, რომელსაც თანდათანობით აღმოაჩენ სრულ სიჩუმეში. საღამოს ნავებით დავუყვებით თავდაღმა ამაზონის მდინარეს. ამჯერად წყლიდან ვეზიარებით ჯადოსნურ სამყაროს.

დღე 11-მოგზაურობა ამაზონში
მთელ დღეს ამაზონის ჯუნგლების გამოკვლევას შევალევთ. ტამბოპატას ეროვნული ნაკრძალის გავლით სარკისებურ სანდოვალის ტბამდე ჩავალთ. იქაურობას სახელი თავის ბიომრავალფეროვნებით აქვს განთქმული. წავები, წითური და ყვითელგულა უიშვიათესი მაიმუნები, გიგანტური კუები და კუპრივით შავი კაიმენები სწორედ მისი ნაპირის გარშემო ცხოვრობენ. პერუს ამაზონში ერთ გზას ანაკონდას გზას უწოდებენ (გზის ფორმის და არა იქ მცხოვრები ქვეწარმავლების გამო). სწორედ ამ გზით დღის ბოლომდე დედამიწაზე ყველაზე დიდი და ფერადი ჯიშის თუთიყურშების, ტუკანების და ყველაზე მომცრო ზომის მაიმუნების სანახავად წავალთ. „აგუაჯალეს“ ჭაობები – ასე ქვია ადგილს, სადაც ამფიბიებისკონცენტრირებული რაოდენობა ცხოვრობს.

საღამოს დასვენების შემდეგ ღამის ექსპედიციას დავიწყებთ. კვალიფიციური გამყოლების თანხლებით გავეცნობით ღამით აქტიურ ამაზონის ტყის ბინადრებს.

დღე 12 – ამაზონი
მზის ამოსვლის ყურება დედამიწის ყველა წერტილიდან ლამაზია, თუმცა განსაკუთრებით შთამბეჭდავია, როცა უყურებ ფართეფოთლიან ტყეს და კამკამა ლურჯს წყალს როგორ ეხება პირველად მზის სხივი, როგორ გადააქვს ფერები მზეს და როგორ ათასფერად გევლინება უცებ გარესამყარო. სწორედ ასეთი აისის სანახავად წავალთ ჩვენი მოგზაურობის მეთორმეტე დღეს. მზე რომ ამაზონის ტყის თავზე კარგადმ ოექცევა, ჩვენ უკვე სამკურნალო ბოტანიკურ ბაღში ვიქნებით. ადგილობრივი ტომის წარმომადგენლები მცირე ექსკურსიას ჩაგვიტარებენ სხვადასხვა მცენარის სამკურნალო თვისებების შესახებ. გვექნება ლანჩი ტომში და შემდეგ “კოჩას” წყალზე კონსერვაციის ტექნიკის გამოყენებით სათევზაოდ გადავინაცვლებთ.

გავისეირნებთ კანოებით ულამაზეს „Hacienda Conception“-ის ლაგუნაში. აქვეა ლეგენდარული ფიცკარალდის ორთქლის ნავის ნარჩენები. ახლა მის ჩონჩხში ჰოაცინებს და მხოლოდ ამაზონის ტყეში მცხოვრებ ნაცრისფერ ყელიან მომცრო ჩიტებს (Aramides cajanea) აქვთ ბინა დადებული. გვიან ღამე სპეციალური გალიის ‘Inland Collpa’-ს ტექნიკის მეშვეობით შევძლებთ გარეული ცხოველების ღამის რუტინაზე დაკვირვებას. ტომის ბელადი და მისი მეორე ნახევარი სპეციალურად ჩვენთვის მოამზადებენ საზეიმო პაჩი მამას ვახშამს, რომელშიც მხოლოდ ამაზონის ტყეში მოპოვებულ პროდუქტებს გამოიყენებენ.

დღე 13: გამგზავრება ამაზონიდან
ყველა ქვეყანას თავისი ხიბლი აქვს. ყველაზე მძაფრად განცდილი ემოცია გვახსენდება. მჯერა, ტურში გატარებული ეს დღეები თქვენი ცხოვრების ერთ- ერთ ყველაზე კაშკაშა მოგონებად დარჩება. ფრენა ამაზონიდან – ლიმას, ხოლო პერუს დედაქალაქიდან საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით.

მოგზაურობის პერიოდი 11 – 23 დეკემბერი  2024 წელი
ტურის ღირებულება 18000 ლარი, ერთ ადამიანზე, ორ ადგილიან ნომერში

ღირებულებაში შედის:
საერთაშორისო ავიაბილეთები;
ქვეყნის შიგნით სამი ფრენა;
ნასკას ხაზებზე ფრენის ბილეთი;
პერუს ვიზა;
სამოგზაურო დაზღვევა;
მაჩუ პიქჩუს პანორამული მატარებლის ორმხრივი ბილეთები;
1 ადამიანის განთავსება ორადგილიან ნომრებში
ტრანსფერები და სრული სატრანსპორტო მომსახურება საექსკურსიო საათებში
ყველა საუზმე და კვების ნაწილი ტურში მითითებული დეტალური ინფორმაციის მიხედვით
პრემიუმ კლასის სასტუმროები
ცისარტყელას მთების, მაჩუ პიქჩუს და ამაზონის ტყის ადგილობრივი სპეც გამყოლები;
ამაზონის ტურისთვის საჭირო სრული აღჭურვილობა;
აქტივობები, როგორც მითითებულია ტურში;
ყველა ექსკურსიის ბილეთი და სრული სახელმწიფო მოსაკრებლები;
ქართულენოვანი გამყოლი

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
* მარშრუტი შეიძლება შეიცვალოს საგანგებო სიტუაციის, უამინდობის; პოლიტიკური ან სოციალურიპრობლემების შემთხვევაში;
* ტურში ადგილის დადასტურება მოხდება თქვენი მხრიდან პირველადი 1000$ გადახდის შემდგომ;
* საერთაშორისო ავიაბილეთი უნდა იყოს გამოსყიდული ტურში ადგილის დადასტურებიდან 20 სამუშაოდღეში (1950$);
* ტურის თანხა შეგიძლიათ გადაიხადოთ ყოველთვიურად შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით;
* ტურის თანხის სრული გადახდა უნდა დასრულდეს 2023 წლის 20 ნოემბრამდე;
* ტურში გადახდილი თანხა თქვენი მხრიდან პირობის დარღვევის შემთხვევაში არ ანაზღაურდება;
* პერუს ვიზაზე დადებით პასუხს ვერ მიიღებს ნასამართლები პირი;
* კომპანიის მხრიდან მოთხოვნილი საბუთების დროულად არ წარდგენის შემთხვევაში მგზავრიავტომატურად მოიხსნება ტურიდან.

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – 
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:  ☎️(032) 2 300-700;

ან გვესტუმრე ახალ მისამართზე: 📌 თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17

ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია ☀️
  • ღირებულებაში შედის
    საერთაშორისო ავიაბილეთები; ქვეყნის შიგნით სამი ფრენა; ნასკას ხაზებზე ფრენის ბილეთი; პერუს ვიზა; სამოგზაურო დაზღვევა; მაჩუ პიქჩუს პანორამული მატარებლის ორმხრივი ბილეთები; 1 ადამიანის განთავსება ორადგილიან ნომრებში ტრანსფერები და სრული სატრანსპორტო მომსახურება საექსკურსიო საათებში ყველა საუზმე და კვების ნაწილი ტურში მითითებული დეტალური ინფორმაციის მიხედვით პრემიუმ კლასის სასტუმროები ცისარტყელას მთების, მაჩუ პიქჩუს და ამაზონის ტყის ადგილობრივი სპეც გამყოლები; ამაზონის ტურისთვის საჭირო სრული აღჭურვილობა; აქტივობები, როგორც მითითებულია ტურში; ყველა ექსკურსიის ბილეთი და სრული სახელმწიფო მოსაკრებლები; ქართულენოვანი გამყოლი
  • ღირებულებაში არ შედის
    ტურის ღირებულება არ მოიცავს: ერთ კაციან განთავსებას ნომერში (დამატებითი ღირებულება 1100$); კვებას, რომელიც არ არის მითითებული მარშრუტში; დამატებით სასმელებს, ალკოჰოლური სასმელებს; აქტივობებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ტურში; პირად ხარჯებს; ნებისმიერ სხვა რამეს, რაც არ არის მითითებული ტურში