logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

პორტუგალია და მისი მარგალიტები:

პორტუგალია და მისი მარგალიტები:

5450₾ ერთ ადამიანზე

ნამდვილი პორტუგალიური მოგზაურობა შემდეგ ადგილებში:
ლისაბონი  / სინტრა / კაშკაი / კაბო და როკა / კაბო ესპიჩელი / არაბიდას მთები / სეტუბალი / ნაზარე / ობიდუში / ბატჰალა / ავეირო / კოშტა ნოვა / ბრაგა / გიმარაეში / ვილა ნოვა დე გაია / პორტო + UNESCO ძეგლთა დაცვის სიაში შეტანილი მრავალი ძეგლი

დღე I / 5 ოქტომბერი / შაბათი / ლისაბონი
05:25  თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამგზავრება, 15:20 (ადგილობრივი დროით) ლისაბონში ჩაფრენა.
დაგვხვდება ტრანსფერი და გავემგზავრებით სასტუმროში, მცირედი დასვენების შემდეგ თავისუფალი დრო ხოლო საღამოს – 20:00- 22:00-ზე ფადუს საღამო, ვახშმის თანხლებით / ტრადიციულ პორტუგალიურ ტავერნაში.

 ხანგრძლივი მგზავრობით დაღლილს, სასტუმროში დასვენებას თუ მაინც საღამოს ლისაბონში ხეტიალი გირჩევნია, უძველეს და ყველაზე კოლორიტულ უბანში, ალფამაში სტუმრობა საუკეთესო არჩევანია. ტრადიციული არქიტექტურით შექმნილ ვიწრო ქუჩებში, თითქმის ყოველ დღე, ფადუს საღამოები იმართება და ყოველ ნაბიჯზე ავთენტურობა შენარჩუნებული ტავერნებიდან მელანქოლიური ჰანგები იღვრება.

ვახშამი ფადუსთან ერთად, ან ფადუ ვახშამით პორტუგალიური ოდისეის შესანიშნავი დასაწყისია.

მენიუში აუცილებლად ტრადიციულ კერძებს შემოგთავაზებენ. შეგიძლია შეარჩიო bacalhau (მარილიანი ვირთევზა), caldo verde (მწვანე წვნიანი), ან cataplana (ზღვის პროდუქტების თუშფაფი) და თეთრი ღვინო, ან პორტვეინი მიაყოლო.

დღე I I / 6 ოქტომბერი / კვირა / ლისაბონი / საფეხმავლო ექსკურსია

  • ბელემის კოშკი – ტეჟუს მუდმივი მცველი
  • აღმოჩენების ძეგლი
  • ჟერონიმუშის მონასტერი
  • ნაციონალური ეტლების მუზეუმი
    თავისუფალი დრო ლანჩისთვის პაშტელერიაში (1 სთ.)
  • გრასას ტაძარი და ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო
  • ლისაბონის სეს კათედრალი
  • სანტა ჟუშტას ლიფტი
  • კარმუს მონასტერი
  • როსიოს მოედანი
  • რუა აუგუსტას ქუჩა
  • კომერსიოს მოედანი

ლისაბონის მაგია – ისტორია, არქიტექტურა და გემო
დღეს იგრძნობ ლისაბონის უნიკალურ ხიბლს, გაეცნობი მის მდიდარ ისტორიას და არქიტექტურულ შედევრებს. დინარე ტეჟუს სანაპიროზე, პორტუგალიის საზღვაო ძლიერების სიმბოლო ბელემის კოშკი მუდმივად ალყაშია, ამჯერად დამთვალიერებლების.

იქვე, ოკეანეს გაჰყურებს  არქიტექტორის და მხატვრის ჟოზე დე გუიმარაიშის მიერ  1960 წელსშექმნილი აღმოჩენების ძეგლი, რომელიც  პორტუგალიის აღმოჩენების ეპოქის მთავარიინიციატორის, პრინც ჰენრი მეზღვაურის (Henry the Navigator) გარდაცვალებიდან 500 წლისაღსანიშნავად აიგო და  მსოფლიოს აღმოჩენებში პორტუგალიელი მოგზაურების ღვაწლს მიეძღვნა.

პორტუგალიის დიდი ნაწილი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ნუსხაშია. მათ შორის, შუა საუკუნეების მანუელინური სტილის შედევრი, ჟერონიმუშის მონასტერი – რომელიც მეფე მანუელ I-ის ბრძანებით, ვასკო და გამას ინდოეთში წარმატებული მოგზაურობის აღსანიშნავად აშენდა.

წარმოუდგენელია, ლისაბონში ნაციონალური ეტლების მუზეუმი არ მოინახულო.  საუკუნეების განმავლობაში შექმნილი, სამეფო ოჯახის რელიქვიებიდან თითოეული ეტლი ხელოვნების ნიმუშია.

შეუძლებელია თავბრუ არ დაგეხვეს ბაირუ ალტუს უბანში, კარმუს მოედანზე, 1755 წლის დიდ მიწისძვრას ნაწილობრივ გადარჩენილი კარმუს მონასტრის (Convento do Carmo) მონახულებისას. 1389-1423 წლებში, გოთიკურ სტილში აშენებული, ლისაბონში ერთ-ერთი უდიდესი ეკლესია დღემდე ნანგრევების სახით შემორჩენილა, რაც მას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. აქვეა მუზეუმი, სადაც არქეოლოგიური მუზეუმის (Museu Arqueológico do Carmo) ნაწილი და სხვადასხვა არქეოლოგიური არტეფაქტებია გამოფენილი.

ქართველი მოგზაურებისთვის განსაკუთრებით ემოციურია გრასას უბანში მდებარე ტაძარში სტუმრობა, სადაც აზულეჟოებით შესრულებული გიგანტური პანო ირანში ქართველი დედოფლის, ქეთევან ბაგრატიონის ტრაგიკული აღსასრულის, მისი წამების შესახებ გვიამბობს.

ტაძრიდან რამდენიმე მეტრში „დე გრასას“ ტაძრის ქართველი „მცველი“ ჟორჟი დგას, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი, რომ არ გაიცნო.

ლისაბონში უამრავი ტაძარია, მაგრამ გვერდს ვერ აუვლი Sao Roque-ის ბაროკულ ტაძარს და რაღა თქმა უნდა, „სეს“ კათედრალს, ქალაქის უძველეს ტაძარს, მუზეუმით.

ქალაქის ზედა და ქვედა უბნების მიჯნაზე მდგომ სანტა ჟუშტას ლიფტსაც ვერ აცდებით. 1902 წელს შექმნილი ლიფტი ბელემის კოშკის მსგავსად მუდმივად ალყაშია. ეიფელის მოწაფის რაულ მესნიერ დუ პონსარის მიერ შექმნილი ნაგებობა დღემდე უდიდეს ინტერესს იწევევს. ლიფტი მხოლოდ 1907 წელს გადაიყვანეს ელექტრულ სისტემაზე, მანამდე, არც მეტი, არც ნაკლები ორთქლზე მუშაობდა.

ლისაბონში ხეტიალი წარმოუდგენელია ლისაბონის კომერსიოს და “პედრუ IV-ის” (როსიოს) მოედნების მონახულების გარეშე. რუა აუგუსტას ქუჩაზე სეირნობის დასრულებისას კი, ტრადიციულ რესტორნებში შეგიძლია ზღვის პროდუქტებით დამზადებული უგემრიელესი კერძებით შესანიშნავი ვახშამი მოიწყო.

დღე I I I  / 7 ოქტომბერი ორშაბათი 

  • სინტრა/ პენას ულამაზესი სასახლე – სამეფო საზაფხულო რეზიდენცია
  • კინტა დე რეგალეია – საიდუმლო ჭა და ულამაზესი ბაღები
  • კაბო და როკა – დასავლეთ ევროპის უკიდურესი წერტილი & შუქურა
  • კაშკაი – ელეგანტური საზღვაო ქალაქი

სინტრას ჯადოსნური სამყარო და ატლანტიკის ოკეანის სანაპირო
ოკეანის უსასრულო ჰორიზონტის სანახავად ზღაპრული სასახლეები და იდუმალი ბაღები უნდა გაიარო. ამ დღეს ყველაფერი ერთმანეთისგან განსხვავებულია.

სინტრა – მთლიანად UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის ადგილია.
წლის ყველა დროში წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას ახდენს პენას სასახლე, პორტუგალიელი მეფეების საზაფხულო რეზიდენცია, რომელიც  არქიტექტურულად XIX საუკუნის ევროპულ რომანტიზმს ასახავს. ტურისტებს არამხოლოდ სასახლის განუმეორებელი სახე, მისი გიგანტური ვერანდებიდან გადასახედებიც იზიდავთ. აქ ხელისგულზე ჩანს სინტრა.

კინტა და რეგალეირას, მილიონერი ანტონიო აუგუსტო კარვალო მონტეიროს მამულს იდუმალებით მოცულ სამოთხესაც უწოდებენ. კინტა პორტუგალიურად მამულია, რეგალეირა მონტეიროს მეტსახელი იყო. აქ ყველაფერი მისი უშუალო ჩარევის შედეგად შექმნილია.

მისტიკური “ინიციაციის ჭა”, სპირალური კიბე მიწისქვეშა გვირაბებისკენ, ულამაზესი ბაღები, ლეგენდები მონტეიროს და მასონების კავშირის შესახებ გიბიძგებს კიდევ არაერთხელ ეწვიო მამულს, რომელიც მასონური სიმბოლოებით მდიდარია და მსოფლიოში ერთ-ერთ, ყველაზე უცნაურ კაცს ეკუთნოდა.

კაბო და როკა – გინდა ნახო სად მთავრდება მიწა და იწყება წყალი,  სადაც ჰორიზონტი            უსასრულოა? კაბო და როკა ევროპის დასავლეთის უკიდურესი წერტილია, სადაც ევროპის კონტინენტი სრულდება და ატლანტის ოკეანე იწყება. კლდოვანი კონცხი ისტორიული შუქურით და შთამბეჭდავი პანორამული ხედებით დაუვიწყარ გრძნობებს მოგგვრის.

კაშკაიში – ელეგანტური საზღვაო კურორტი ოდესღაც მეთევზეების სოფელი იყო. ახლა აქ უმდიდრესი ხალხი ცხოვრობს, მათ შორის, კრიშტიანუ რონალდუს ვეებერთელა სასახლე აქვს და დილ-დილობით სანაპიროზე დარბის.

აქ შეგიძლია დაიღალო ულამაზეს ქუჩებში ხეტიალით, ოქროსფერ ქვიშაზე მზეს მიენდო, ტალღებს უსმინო ან ოკეანეზე საუკეთესო ხედების მქონე რესტორნებში  პორტუგალიური სამზარეულოს შედევრები დააგემოვნო.

დღე IV / ოქტომბერი  / სამშაბათი 

  • ნაციონალური აზულეჟუს მუზეუმი (ლისაბონში) – სავიზიტო ბარათი კერამიკულ ფილებში
  • 25 აპრილის ხიდი (ლისაბონსა და ალმადას შორის) – ტეჟუს ულამაზესი სამკაული
  • კაბო ესპიშელი – კონცხი თავისი ულამაზესი ხედებით და სანახაობებით
  • ქრისტეს ქანდაკება (გაჩერება / ფოტოსესია) (ალმადაში) – მეფე ქრისტე
  • არაბიდას მთები – ოკეანიდან ცამდე
  • სეტუბალი, ქალაქის ექსკურსია / ბაზრობა და საუკეთესო თევზისბაზარი&რესტორანი – მიწიური სამოთხის ვარიაციები
  • ჟოზე მარია დე ფონსეკას ორსაუკუნოვანი, უძველესი ღვინის მარანი, 100 წლოვანი ღვინოებით (აზეიტაოში, სეტუბალთან ახლოს) – ღვინით გამხელილი საიდუმლო
  • ვასკო და გამას ხიდი (17 კმ სიგრძის, ლისაბონსა და მონტიჟუს შორის) – ინჟინრული საოცრება

“ლისაბონიდან სეტუბალამდე: ხიდების, ხედების და ღვინის დღე”
მოგზაურობა პორტუგალიის კულტურის, ისტორიისა და ბუნების საუკეთესო ნიმუშების აღმოსაჩენად – დღე, რომელიც ემოციების ქარბორბალაში გაგხვევთ.

ნაციონალური აზულეჟუს მუზეუმი ლისაბონის აღმოსავლეთ ნაწილში, 1509 წელს დაარსებულ ყოფილ, მადრე დე დეუსის მონასტერში მდებარეობს და აზულეჟუს (მოჭიქული კერამიკული ფილები) უმდიდრეს კოლექციას, XV საუკუნიდან დღემდე შექმნილ ნიმუშებს მოიცავს. უზარმაზარი პანოს მეშვეობით, აქ შეძლებთ ნახოთ როგორი იყო “ლისაბონის პანორამა” – 1738 წელს, ვიდრე 17 წლის შემდეგ მიწისძვრა გაანადგურებდა.

კაბო ესპიშელი / Cabo Espichel სეტუბალიში, სესიმბრას მუნიციპალიტეტში მდებარე კონცხია, ცნობილი არამხოლოდ შთამბეჭდავი კლდოვანი სანაპიროთი და ატლანტის ოკეანის პანორამული ხედებით, არამედ 1790 წელს აშენებული შუქურათი, რომელიც დღესაც მოქმედებს. ულამაზესი კონცხი ასევე ცნობილია მეთხუთმეტე საუკუნის სანქტუარიუმით, რომელიც ეკლესიას, მომლოცველთა საცხოვრებლებს და აკვედუკს მოიცავს. კონცხის მახლობლად აღმოჩენილია დინოზავრების ნაკვალევი.

ზოგადად ტერიტორია კი მდიდარია ფლორითა და ფაუნით, მათ შორის იშვიათი ფრინველების იშვიათი სახეობებით.
სერფერების საყვარელი პლაჟების გარდა, კაბო ესპეშელი ცნობილია, როგორც ადგილი, საიდანაც მზის ჩასვლის არნახული პეიზაჟები იშლება დაპედრა და მუა, უზარმაზარი მონოლითი კლდე ოკეანეში მისტიკურ ეფექტს ქმნის და ეს ყველაფერი მცირე ჩამონათვალია იმ სანახაობათა შორის, რომელიც კონცხზე გელოდებათ.

 25 აპრილის ხიდს,  ერთდროულად საავტომობილო და სარკინიგზო ფუნქციაც აქვს. მას  მდინარე ტეჟუს ულამაზეს სამკაულს ეძახიან. ამბობენ, რომ  სან-ფრანცისკოს “ოქროს კარიბჭის” მსგავსია. ლისაბონური „გოლდენ გეითი“ პორტუგალიელმა დიქტატორმა სალაზარმა ააშენებინა. ამიტომაც მის სახელს ატარებდა  1974 წლის 25 აპრილის რევოლუციამდე. ხიდის სიგრძე თითქმის ორნახევარი კილომეტრია და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაკიდული ხიდია.

ჟოზე მარია დე ფონსეკას ღვინის მარანი პორტუგალიაში ღვინის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელის მუზეუმი და მარანია, რომელიც ორსაუკუნოვან ტრადიციას ფლობს. 100 წლოვანი დაძველების ღვინოები პორტუგალიური მეღვინეობის საიდუმლოს გაზიარებენ. თუ ღვინის მოყვარული ხარ, საუკეთესო გამოცდილება გელის, ამიტომ შეუძლებელია მას გვერდი ავუაროთ – სეტუბალის მუნიციპალიტეტში, აზეიტანში.

José Maria da Fonseca-მ, ცნობილმა პორტუგალიელმა მეღვინემ, 1834 წელს თავისი სახელობის ღვინის კომპანია
დაარსა, რომელიც დღესაც მოქმედებს და ერთ-ერთი უძველესი საოჯახო ღვინის ბიზნესია პორტუგალიაში. ფონსეკებთან სტუმრობის დროს, მუზეუმში, რომელიც ძველი, ღირსშესანიშნავი არქიტექტურული ქმნილებაა, შეგიძლიათ გაეცნოთ ოჯახის ისტორიასა და მარნებს, სადაც ინახება და ვარგდება ღვინო, ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებს. შეგიძლიათ დააგემოვნოთ კომპანიის მიერ წარმოებული სხვადასხვა ღვინო. აღსანიშნავია, რომ José Maria da Fonseca კომპანია არ შემოიფარგლება მხოლოდ ღვინოების წარმოებით. კომპანია აწარმოებს მრავალ სახეობის ღვინოს, მათ შორის წითელ, თეთრ და ვარდისფერ ღვინოებს. დესერტის ღვინოს, მუსკატელს, პორტვეინს, ბრენდის, სხვადასხვა სახის ლიქიორს და ა.შ.

ქრისტეს ქანდაკება ლისაბონში? არა, მეზობელ მუნიციპალიტეტში, ალმადაში, ტეჟუს სამხრეთ ნაპირზე მდებარეობს და “Cristo Rei” (ქრისტე მეფე) ეწოდება. მთლიანი სტრუქტურა 110 მეტრის სიმაღლისაა, ქრისტეს ფიგურა 28 მეტრია. შთაგონებულია რიო-დე-ჟანეიროს ცნობილი „ქრისტე მხსნელის“ ქანდაკებით. 1949 წლიდან ზუსტად ათ წელში აშენდა, მეორე მსოფლიო ომში პორტუგალიის ნეიტრალიტეტის მადლიერების ნიშნად. ქანდაკების ბაზამდე ლიფტით ასვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საიდანაც 25 აპრილის ხიდი და ულამაზესი პეიზაჟები მოსჩანს.

ლისაბონიდან 40 კილომეტრში. სეტუბალის სამხრეთით მდებარე, არაბიდას მწვანე მთები (Serra da Arrábida) ლურჯ ოკეანესთან კონტრასტით გნუსხავს. ის უნიკალური და შთამბეჭდავი, დაცული ბუნებრივი ზონაა (პარკი) პორტუგალიაში. სეტუბალის სამხრეთით ულამაზესი პლაჟებია, განსაკუთრებით პოპულარულია პორტინიო და გალაპინიო. რეგიონი ცნობილია ვენახებით და ღვინის წარმოებით, კონვენტო და არაბიდას,  XVI საუკუნის მონასტრის შთამბეჭდავი ხედებით და ფორტალეზა დე სანტა მარიას  XVI საუკუნის ციხე-სიმაგრით. მთებში გაფრენილი საავტომობილო გზებიდან ულამაზესი ხედები ოკეანესა და მიმდებარე ტერიტორიებზე იშლება.

სეტუბალი, ისტორიული საპორტო ქალაქი ცენტრალური ბაზრით, მერკადო დო ლივრამენტოთი (Mercado do Livramento), სადაც მთავარი სავაჭრო პროდუქტი თევზია,  ადგილობრივი ცხოვრების რიტმში გითრევს. ამიტომაც, ვიდრე ოკეანის საოცარ ხედებზე გაჭრილ, საუკეთესო რესტორნებში, ახლად დაჭერილ თევზს აგემოვნებ,  ეჭვიც არ გეპარება, რომ თვითონაც სეტუბალელი არ ხარ. მეტიც, აქაურებივით შეგიძლია ამტკიცო, რომ  მსოფლიოში თევზს არსად ისე არ ამზადებენ, როგორც ამ პაწია ქალაქში.

გრილზე შემწვარი სარდინები, ზღვის პროდუქტების კატაპლანა (cataplana), შემწვარი ხამანწკები,  სეტუბალის მუსკატელის ღვინო (Moscatel de Setúbal), ადგილობრივი ყველი “Azeitão”, პორტუგალიური არქიტექტურისთვის ტრადიციული ვიწრო ქუჩები, მოზაიკური ტროტუარები, აზულეჟოთი მორთული შენობები და ნავსადგურში ჩარიგებული ავთენტური სათევზაო ნავები ერთიანობაში ქმნიან განცდას, რომ სეტუბალი მიწიური სამოთხის ერთ-ერთი ნიმუშია.

დიდი მოგზაურის სახელობის ვასკო და გამას ხიდი, თანამედროვე საინჟინრო ხელოვნებისნიმუშია, რომელიც ლისაბონს სამხრეთით ალმადასთან აკავშირებს და ევროპაში ყველაზე გრძელიხიდია – 17 კილომეტრი.

ხიდის დიზაინი შთაგონებულია სან-ფრანცისკოს Golden Gate Bridge-ით, თუმცა  საკუთარიუნიკალური ელემენტები აქვს. ის არის უმნიშვნელოვანესი საგზაო არტერია, რომელსაც 120 წლიანისიცოცხლის ხანგრძლივობა, ექსპლოატაციის ვადა აქვს.

 დღე V / ოქტომბერი  / ოთხშაბათი

სასტუმროში საუზმის შემდეგ დავტოვებთ ნომრებს, მოვთავსდებით კომფორტულ მიკროავტობუსში და პორტოსკენ მიმავალ გზაზე მოვინახულებთ შემდეგ ულამაზს ადგილებს:

  • ობიდუში – ქალაქი მუსიკალურ „ზარდახშაში“
  • ნაზარე – სადაც გიგანტური ტალღები კლდეებს ეტოლებიან
  • ბატალიის მონასტერი – დაუსრულებელი და მაინც დიდებული
  • ავეირო – “პორტუგალიური ვენეცია”
  • კოშტა ნოვა– ულამაზესი, ფერად ზოლიანი სახლები და თეთრი ქვიშის მისტიკური სანაპირო
    გვიან საღამოს ჩავალთ პორტოში, დაბინავება და ღამისთევა პორტოს სასტუმროში

ზღაპრული ქალაქებიდან გიგანტურ ტალღებამდე

ამ ტურში ყოველი გაჩერება ახალი თავგადასავალია.
ობიდუში – ზღაპრული ციხე-ქალაქი, ციხესიმაგრის ფორმის ზარდახშაში ჩასმულ მუსიკალურ საკრავს გავს. ალაყაფიდან პირდაპირ შუასაუკუნეების ზღაპარში ხვდები. ნაირფერი ყვავილებით მორთული თეთრი სახლები და ადგილობრივი ლიქიორის, “ჟინჟას” სუნით გაჟღენთილი ვიწრო ქუჩები მარადიული ზეიმის განცდას გიქმნის და დროის შეგრძნებას კარგავ. უამრავ მაღაზიასა და ბუტიკში თანამედროვე, ცნობილ ბრენდებსაც ვერ ნახავთ. ყველაფერი უზომოდ ორიგინალური, მიმზიდველი, ძვირფასი და ადგილობრივია.

ნაზარე – ქალაქი თიხისფერი სახურავებითა და ვეებერთლა ოკეანით მხოლოდ ზამთრის სეზონზე ბობოქრობს. სხვა დროს, ცხოვრება მშვიდი და უზომოდ რომანტიკულია. პაწია ეკლესიაში გამუდმებით ჯვარს იწერს ვიღაც. ნოემბრიდან თებერვლის ბოლომდე ქალაქის უზარმაზარ კლდეს (Canhão do Nazaré) ოკეანე ეპაექრება. ასე იბადება მსოფლიოში ყველაზე დიდი ტალღები და ექსტრემალი სერფერების სამოთხის სეზონი იწყება. ამ დროს მთელი ქალაქი და ტურისტების ლაშქარი განუმეორებელ, ნამდვილ შოუს უყურებს, რომელსაც მხოლოდ ერთი რეჟისორი, ატლანტის ოკეანე ჰყავს და ერთადერთი სცენა, ნაზარეს სანაპირო აქვს.

ბატალიის მონასტერი  UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. გოთიკური არქიტექტურის შედევრი მდიდარი ისტორიითა და შთამბეჭდავი დეტალებით გნუსხავს. გაგიჭირდება დაჯერება, რომ ნატიფი ქვის ნახატებიანი “დაუსრულებელი ჩაპელა” მართლა დაუსრულებელია.

ავეირო – “პორტუგალიური ვენეცია” უნივერსტეტებისა და მარილის (მწარმოებელი) ქალაქი ერთიანად არხებით დასერილია. წყლებში ადგილობრივი, გონდოლების მსგავსი, ფერადი  მოლისიეროები დაცურავენ, საიდანაც ტურისტები არტ-ნუვოს სტილის არქიტექტურის ქალაქს ათვალიერებინებენ.

კოსტა ნოვა – ზოლიანი სახლების სამოთხე – ეს ის ადგილია, სადაც ატლანტის ოკეანის სანაპიროს ფერადი საგანძური თავის თავზე თვითონ ლაპარაკობს,  ერთის მხრივ, ფერად ზოლიანი სახლების  ორიგინალური და მხიარული ატმოსფეროთი და მეორეს მხრივ ჯადოსნური, თეთრი სილის ულამაზესი ქვიშიანი პლაჟებით, სადაც  ოკეანის ხედებით უნდა დატკბე. აქ მზის ჩასვლის დროს ყველაფერი მაგიურად ერთიანდება და ვერ გრძნობ სად იწყება ქვიშა, სად ტალღებია და სად გადის ცის ჰორიზონტი.

პორტოჩრდილოეთის დედაქალაქი
გვიან საღამოს ეწვევი ქალაქს, რომელიც ზოგისთვის მდინარე დუეროს სანაპიროდან ამოზრდილ, ფერადი ყვავილების თაიგულს გავს, ვისთვის უნიკალურ გალერეას, სადაც ყველა დამთვალიერებელმა თავისებურად უნდა გაასწოროს ფოკუსი. პორტვეინით, რიბეირას ისტორიული უბნით,  შთამბეჭდავი ხიდებით და უამრავი სანახაობით მდიდარი ქალაქი ღამის შუქზეც მოგნუსხავთ, თუმცა, არაფერი სჯობს მის ნახვას დღის ნებისმიერ დროს.

დღე VI / 10 ოქტომბერი  / პარასკევი 

  • ბრაგა – პორტუგალიის რომი
  • ბომ ჟეზუს დუ მონტე – კეთილი იესოს მთა
  • გიმარაეში – პორტუგალიის აკვანი
    ექსკურსიიდან დაბრუნებულებს, ტრანსპორტი დაგვტოვებს ვილა ნოვა დე გაიას ტერიტორიაზე და განვაგრძობთ შემდეგი ადგილების მონახულებას:
  • სერა დო პილარი – პორტო ხელისგულზე
  • ლუის ხიდი – ეიფელის მსგავსად
  • Jardim do Morro – ს მზის სათვალთვალო პარკი
  • Half Rabbit

პორტუგალიის ჩრდილოეთის გული მოგზაურობა დროში, სადაც ძველი და ახალი ჰარმონიულად თანაარსებობს.

ბრაგა – “პორტუგალიის რომი” ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქალაქია. ცნობილია ბაროკული ეკლესიებით, შუასაუკუნეების კათედრალით და  სტუდენტური ატმოსფეროთი. ისტორიულ ცენტრში ქალაქის უნიკალურ ენერგიას იგძნობ. აქ ძველი არქიტექტურა თანამედროვე ცხოვრების რიტმს ერწყმის.

ბრაგას მთავარი ღირსშესანიშნაობა ბომ ჟეზუს დუ მონტე – “კარგი იესოს მთა” შთამბეჭდავი რელიგიური ადგილია. მისი უზარმაზარი, ბაროკული კიბე 116 მეტრის სიმაღლეზე ადის. ყოველი მოსახვევი ახალ, მშვენიერ ხედს გთავაზობს. სჯობს ზემოდან, ნეოკლასიკური ეკლესიის დათვალიერებით დაიწყო, პანორამული ხედებით დატკბე, მშვენიერ ბაღებში ისეირნო და მხოლოდ ამის შემდეგ დაეშვა კიბეზე.

გიმარაეში – “პორტუგალიის აკვანი” პორტუგალიის პირველი დედაქალაქი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. დღესაც ამაყად დგას შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრე, სადაც პორტუგალიის პირველი მეფე, დონ აფონსუ ენრიკეში დაიბადა. კულტურული ძეგლი ჰარმონიულად თანაარსებობს  გვიანდელ არქიტექტურასთან.

იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი სერა დო პილარიმდინარე დუოროს მარცხენა ნაპირზე, ვილა ნოვა დე გაიაში მდებარეობს.   ავგუსტინელთა ორდენის მონასტერი ცნობილია მრგვალი ეკლესიით და თაღოვანი გუმბათით, რაც იშვიათია პორტუგალიის რელიგიურ არქიტექტურაში. სერა დო პილარი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა პორტუგალიის დამოუკიდებლობის ომების დროს მე-19 საუკუნეში, როდესაც ის სტრატეგიულ ციხესიმაგრედ აქციეს. სერა დო პილარი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი, საიდანაც იხსნება საოცარი ხედები პორტოს და მდინარე დუოროს ხეობაზე.

ლუის ხიდი (Ponte de Dom Luís I) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი ხიდია პორტოში, რომელიც ვილა ნოვა დე გაიასთან აკავშირებს. ხიდი ააშენა ეიფელის თანამშრომელმა ინჟინერმა თეოფილ სიერიგისმა და 1886 წლის 31 ოქტომბერს გაიხსნა. ხიდი ორსართულიანი რკინის კონსტრუქციაა. ზედა დონე გამოიყენება მეტროპოლიტენის მატარებლებისთვის და ფეხით მოსიარულეებისთვის, ხოლო ქვედა დონე განკუთვნილია ავტომობილებისთვის და ფეხით მოსიარულეებისთვის. ლუის ხიდი ასევე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და დღე-ღამის ნებიმისმიერ დროს ტურისტების უსაყვარლესი ადგილია.

Jardim do Morro – ს პარკი შესანიშნავია მდინარე დუოროს და პორტოს ულამაზესი ხედების სანახავად.  განსაკუთრებით შთამბეჭდავია აქაურობა მზის ჩასვლის დროს. პარკი საშუალებას იძლევა, შეისვენო, ძალები აღიდგინო და დაღმართს დაუყვე ვილა ნოვა დე გაიას სანაპიროსკენ.

ვილა ნოვა დე გაია (Vila Nova de Gaia) მდინარე დუოროს მარცხენა ნაპირზე, პორტოს მოპირდაპირედ მდებარე უძველესი ქალაქია, ცნობილი პორტვინის მარნებით (Sandeman, Graham’s, Taylor’s და სხვა.)

კაიეშ დე გაია გრძელი სანაპირო პარკით, სამხრეთ ნაწილში ლამაზი პლაჟებით, Praia da Madalena და Praia de Miramar, სუფთა ქვიშითა და საოცარი პეიზაჟებით. შესანიშნავ რესტორნებში, სადაც ტრადიციულ, გემრიელ კერძებს ამზადებენ, შეიძლება საღამოს ვახშმით დასრულება.

Half Rabbit ცნობილი ხელოვანის Bordalo II (Artur Bordalo) -ის მიერ ნარჩენებით და გადამუშავებული მასალებით შექმნილი უზარმაზარი სკულპტურაა, რომლითაც საზოგადოებაში გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეხმარება. სკულპტურა განთავსებულია ვილა ნოვა დე გაიაში, კონკრეტულად Rua Guilherme Gomes Fernandes-ზე. “Half Rabbit” კურდღლის ორ ნაწილს წარმოადგენს, ბუნებრივს და მექანიკური და ნარჩენებისგან შექმნილს, რაც სიმბოლურად მიანიშნებს ბუნებისადმი ადამიანის მომხმარებულრ დამოკიდებულებას.

დღე VII / 11 ოქტომბერი  / შაბათი / პორტო 

  • Café Majestic – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დეკორატიული ყავის სახლი
  • სულების სამლოცველო (Capela das Almas)
  • ილ დეფონსოს ეკლესია (Igreja de Santo Ildefonso)
  • მსოფლიოს ყველაზე ლამაზი – მაკდონალდს იმპერიალი (McDonald’s Imperial)
  • სან-ბენტუს რკინიგზის უძველესი და ულამაზესი სადგური (Estação de São Bento)
  • პრასა-და-ლიბერდადე / იგივე “თავისუფლების მოედანი” (Praça da Liberdade)
  • წიგნების მაღაზია – “Livraria Lello”
  • დუ კარმუს ეკლესია (Igreja do Carmo)
  • სეს და რიბეირას უბანი (Cais da Ribeira)
  • პორტოს საკათედრო ტაძარი (Sé do Porto)
  • სანტა კლარას ეკლესია (Igreja de Santa Clara)
  • რიბეირას მოედანი (Praça da Ribeira)
  • ბოლსას ნეოკლასიკური სასახლე (Palácio da Bolsa)
  • წმინდა ფრანსიშკუს ეკლესია (Igreja de São Francisco)
  • arolim de Felgueiras – შუქურა
  • მატოსინჰოსის სანაპირო

ეს ტური პორტოს საუკეთესო ღირსშესანიშნაობებს გაგაცნობთ:

Café Majestic არტ ნუვოს სტილის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დეკორატიული ყავის სახლი, სადაც შეგიძლია დღე ყავით და ტრადიციული პორტუგალიური პაშტელით დაიწყო.

სულების სამლოცველო (Capela das Almas) ტაძარი, რომელიც აზულეჟოს ფილებით ასახავს წმინდანების ისტორიებს.

ილ დეფონსოს ეკლესია (Igreja de Santo Ildefonso) ბაროკოს სტილში აგებული ეკლესია, რომელიც ასევე ცნობილია  ლურჯი და თეთრი აზულეჟოს ფილებით.

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი – მაკდონალდს იმპერიალი (McDonald’s Imperial) ძველი არქიტექტურის მქონე  შენობაშია განთავსებული და მნახველს განსაკუთრებული ინტერიერითა და ვიტრაჟებით აინტერესებს.

სან-ბენტუს რკინიგზის სადგური (Estação de São Bento) ულამაზესი სადგური, რომლის აზულეჟოებით შესრულებული საოცარი მხატვრობა შესაძლოა ტრანსპორტზე დაგვიანების მიზეზი გახდეს. მათ თვალიერებაში დრო შეუმჩნევლად გარბის.

პრასა-და-ლიბერდადე / იგივე “თავისუფლების მოედანი” (Praça da Liberdade) ულამაზესი სახელბით გარშემორტყმული, პორტოს მთავარი მოედანია.

ლივრარია ლელო – ჰარი პოტერის ბიბლიოთეკა მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი წიგნების მაღაზიაა, რომელსაც გოთიკური არქიტექტურა და მდიდრული ინტერიერი აქვს. ამბობენ, რომ ჯოან როულინგზს სწორედ აქ ეწვია ჰარი პოტერის შექმნის მუზა.

დუ კარმუს ეკლესია (Igreja do Carmo) ბაროკოს სტილში აგებული ეკლესია, რომელიც ცნობილია ოქროს ინტერიერით და აზულეჟოს ფილებით დაფარული ფასადით.

სეს და რიბეირას უბანი (Cais da Ribeira) ისტორიული და ფერადი უბანია, მდინარე დუოროს ნაპირას და ცნობილია რესტორნებითა და ბარებით.

პორტოს საკათედრო ტაძარი (Sé do Porto) რომანული სტილში აგებული ტაძარი, რომელსაც მთელი რვაასი წელი აშენებდნენ

სანტა კლარას ეკლესია ცნობილია თავისი მდიდრული და დეტალურად გაფორმებული ინტერიერით

ბოლსას ნეოკლასიკური სასახლე (Palácio da Bolsa) ცნობილი თავისი მდიდრული ინტერიერითა და ისტორიული მნიშვნელობით.

წმინდა ფრანსიშკუს ეკლესია (Igreja de São Francisco) ცნობილია გოთიკური არქიტექტურითა და ოქროს მოპირკეთებით

Farolim de Felgueiras შუქურა მდინარე დუოროს შესართავთან, საიდანაც ატლანტის ოკეანეზე შესანიშნავი ხედები იშლება.

დღე VIII / 12 ოქტომბერი  / კვირა /
სასტუმროში საუზმის შემდეგ, 12 საათამდე ვსარგებლობთ ნომრებით. ამიტომაც საუზმის შემდეგ, შეგვიძლია სტუმრობა დავასრულოთ და ჩანთები მისაღებში ჩავაბაროთ. თავისუფალი დროით ვისარგებლებთ 13:30 საათამდე, შემდგომ მოგვაკითხავს ტრანსფერი სასტუმროში და გავემგზავრებით აეროპორტში, საიდანაც გვექნება ფრენა ადგილობრივი დროით 16:50 საათზე. თბილისში ვიქნებით 13 ოქტომბერს ჩვენი დროით 05:45 საათზე.

ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე (ორ ადგილიან ნომერში განთავსების შემთხვევაში) – 5450 ლარი

ღირებულებაში შედის:

  • ავიაბილეთები თურქეთის ავიახაზებით და ჩასაბარებელი 20 კგ.იანი ბარგით
  • ფრენა: თბილისი – ლისაბონი და უკან პორტო თბილისი
  • 4* სასტუმრო ლისაბონში საუზმით
  • 4* სასტუმრო პორტოში საუზმით
  • ტრანსფერები აეროპორტიდან სასტუმროში და სასტუმროდან აეროპორტში
  • კომფორტული მიკროავტობუსის მომსახურება გასვლითი ექსკურსიების დროს და ქალაქებს შორის გადაადგილებისას
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • გამყოლის-გიდის მომსახურება
    შესასვლელი ბილეთები:
  • სინტრა – პენა-პალასში შესასვლელი ბილეთები
  • ქინტა დე რეგალეიაში შესასვლელი ბილეთები
  • 100 წლოვანი ღვინის დეგუსტაცია სეტუბალში
  • Cristo Rei” (ქრისტე მეფე) – ლიფტით ასასვლელი ბილეთები
  • ჟერონიმუშის მუზეუმის შესასვლელი ბილეთები
  • ეტლების მუზეუმში შესასვლელი ბილეთები
  • აზულეჟუს მუზეუმში შესასვლელი ბილეთები
  • კარმუს მონასტერში შესასვლელი ბილეთები
  • ლივრალია ლელოში შესასვლელი ბილეთები
  • ვიზიტი მარანში და ღვინის / პორტვეინის დეგუსტაცია
  • ვახშამი & ფადუს საღამო

ტური არის ჯგუფური და გარანტირებული (14 ადამიანზე გათვლილი), რიგით მესამე ჯგუფურ ტურს კი ორგანიზება-მეგზურობას გაუწევს ეკატერინე ლომიძე, ჟურნალისტი და მოგზაური, რომლის პორტუგალიური გამოცდილება, ცოდნა და მზრუნველობა უზრუნველყოფს უნიკალურ და დაუვიწყარ მოგზაურობას პორტუგალიაში.

დასაჯავშნად კი მხოლოდ 550 ლარია საჭირო, თანხის გადახდა შესაძლებელია 3 ნაწილად, მეტი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ტურის მენეჯერ ნათია იმესაშვილს:  ☎️(032) 2 300-700; 555 308811

ან გვესტუმრე მისამართზე: თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17
ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია
www.goodtravel.ge

5-12 ოქტომბერი
  • ღირებულებაში შედის
    ავიაბილეთი თბილისი-სტამბული-ლისაბონი; პორტო-სტამბული-თბილისი (ავიაკომპანია თურქიში, ხელბარგი + 20კგ.ბარგი).