სინგაპური და კუალა ლუმპურის ჯგუფური ტური
I დღე / 10 ივნისი – კუალა ლუმპური
ჩავდივართ მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურის აეროპორტში და გზად სასტუმროსკენ გვექნებაექსკურსია ქალაქ პუტრაჯაიაში – მალაიზიის ადმინისტრაციულ დედაქალაქში, რომელიც აერთიანებსთანამედროვე არქიტექტურასა და ტრადიციული ისლამის მოტივებს, ამავე ქალაქშია ეგრეთწოდებული მწვანე პარკები და ჰაიტექ ხიდები.
პუტრაჯაიაში მოვინახულებთ შემდეგ ღირსშესანიშნაობებს: მართლმსაჯულების სასახლეს (ისძალიან ჰგავს ტაჯ-მაჰალს); საოცრად ნათელ და მომნუსხველ პუტრას მეჩეთს (ხალხში ცნობილია„ვარდისფერი მეჩეთის“ სახელით); ფოლადის მეჩეთს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არმოეპოვება; ხიდებს, რომელთაგან თითოეული იმეორებს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ხიდებისელემენტებს; ასევე სხვა არქიტექტურულ ძეგლებსაც.
შემდეგომ გავაგრძელებთ გზას კუალა-ლუმპურისკენ და ვიწყებთ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიისინდუსტიული დედაქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობების გაცნობას / ექსკურსიას.
ჩვენი გიდი გაგვაცნობს “KLa”-ს დაარსების ისტორიას (კუალა-ლუმპურელები დედაქალაქს ამსახელით მოიხსენიებენ), ადგილობრივების წეს-ჩვეულებებს, მოგვცემს რჩევებს, თუ რომელრესტორანში სჯობს ნაციონალური სამზარეულოს დაგემოვნება.
მოვინახულებთ: მეფის სასახლეს, ჩინური ტაძარს, უნიკალური გუმბათის მქონე ეროვნულ მეჩეთს, დამოუკიდებლობის მოედანს, ბატიკის ფაბრიკას, გავჩერდებით პეტრონასის ტყუპი კოშკების ფონზესურათების გადასაღებად.
*გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ ქალაქში შესაძლო საცობის გამო, შესაძლებელია ქალაქპუტრაჯიას ტური განხორციელდეს მეორე დღეს ქალაქ მალაკის ტურთან კომბინაციაში.
ღამისთევა კუალა-ლუმპურის 4* სასტუმროში
II დღე / 11 ივნისი – კუალა ლუმპური – მალაკა
სასტუმროში საუზმის შემდეგ 09:00 საათზე გიდთან ერთად დავიწყებთ მალაკას – მალაიზიისპირველი დედაქალაქის და მისი ისტორიული ცენტრის ექსკურსიას, სადაც შემონახულიაპორტუგალიელების მემკვიდრეობა: ფორტი; წითელი აგურით მოპირკეთებული მოედანი, ჰოლანდიელების მიერ აგებული ეკლესია; დეკორატიული წისქვილები; სანაპირო ზოლი და ა.შ. გვექნება შესაძლებლობა დავათვალიეროთ ანტიკვარული მაღაზიები, გავისეირნოთ მდინარეზე(უმჯობესია დილით ან საღამოს, როცა ინთება ცეცხლი და ქალაქი რომანტიკულ ელფერს იძენს).
მალაკაში იმაზე მეტი მუზეუმია, ვიდრე ჯამურად მთელს მალაიზიაში: ეთნიკური, სამხედრო, ხელოვნების მუზეუმები და მრავალი სხვა. მათი უმრავლესობა მდებარეობს მოედანზე, აქედანგამომდინარე, გვეძლევა რამდენიმე მათგანის მონახულების შესაძლებობა.
გირჩევთ, მალაკაში ყოფნისას ყვავილებით, გირლიანდებით და სათამაშოებით მორთული რიქშათიგაისეირნოთ.
ტურის დამთავრების შემდეგ დაბრუნდებით სასტუმროში და გვექნება თავისუფალი დროის, ღამისთევა სასტუმროში.
კვება: საუზმე და სადილი
III დღე / 12 ივნისი კუალა ლუმპური – ბატუს მღვიმეები – ტამან ნეგარა
სასტუმროში საუზმის შემდეგ 09:00 საათზე გიდთან ერთად გავემგაზვრებით კუალა ტახანში (4 საათის სავალი გზა). გზად ვეწვევით ბატუს მღვიმეებში არსებულ ცნობილ ინდუისტურ სატაძროკომპლექსს. დაახლოებით 13:00-ზე ვიქნებით კუალა ტახანის ნავმისადგომის ადგილზე. ველურბუნებაში ყველა აუცილებელი ნებართვისა და ლიცენზიის მიღების შემდეგ ტრადიციული ხისგემებით გადავალთ მდინარის მეორე ნაპირზე მუტიარა ტამან ნეგარა რეზორტში, რომელიცგანლაგებულია უშუალოდ ბუნებრივი ნაკრძალის ტერიტორიაზე, დედამიწის უძველეს ტროპიკულწვიმის ტყეში, რომელიც 130 მილიონ წელზე მეტი ხნისაა!
განთავსება სასტუმროში და გემრიელი სადილი
სადილის შემდეგ ვესტუმრებით ტამან ნეგარას მკვიდრი მოსახლეობის – ბატეკის ტომს, სადაცგვეძლებვა შესაძლებლობა იმ დროში ჩავიძიროთ, როცა ბუნება და ადამიანი განუყოფელნი იყვნენ. ბატეკი – ესაა მომთაბარე ტომი, რომელიც დღესაც უპირატესად ნადირობითა და შემგროვებლობითირჩენს თავს.
19:00-ზე ვახშამი რესტორანში „სერი მუტიარა“
20:45-ზე გავისეირნებთ ღამის ჯუნგლებში, სადაც გვექნება შესაძლებლობა აღმოვაჩინოთ ღამითგაცოცხლებული ტროპუკული ტყის სამყარო, გავიგონებთ ველური ბუნების ხმებს, ღამის წყვდიადშიგავეცნობით ენდემურ მცენარეებს, აგრეთვე, ტამან ნეგარაში მობინადრე ველური ტროპიკულიცხოველების ნახვის შესაძლებლობაც გვექნება.
ტურის დამთავრების შემდეგ სასტუმროში დაბრუნება და ღამისთევა.
კვება: საუზმე, სადილი და ვახშამი
IV დღე / 13 ივნისი – ტამან ნეგარას ბუნებრივი ნაკრძალი
სასტმროში საუზმის შემდეგ 09:30-ზე გიდ-ნატურალისტთან ერთად გვექნება ექსკურსია ჯუნგლებშიტერესეკის ბორცვამდე, რომლის დროსაც ავალთ 334 მეტრიან გორაკზე, საიდანაც იშლებაპანორამული ხედი ტახანის მთაზე, კონტინენტური მალაიზიის უმაღლეს წერტილსა და ნაკრძალისბორცვების მფარავ საოცარ წვიმის ტყეებზე. შემდგომ ვიმგზავრებთ 530 მ სიგრძის მქონესაბაგიროთი, რომელიც მდებარეობს მიწიდან 40 მეტრის სიმაღლეზე.
ტურის დასრულების შემდეგ დავბრუნდებით სასტუმროში და გვექნება სადილი „სერი მუტიარას“ რესტორანში.
სადილის შემდეგ, 14:30-ზე ნავით შევცურავთ ბერკოხის ჩანჩქერის მიმართულებით. ულამაზესისანახაობაა, აქ ხეები ბალდახინებივითაა გადმოკიდებული, ასევე, შეგვეძლება ჩანჩქერისნელთბილი წყლით გაგრილება / ბანაობა.
მოგვიანებით ვეწვევით იკან კელახის თევზის ნაკრძალს თევზების დასაპურებლად. ხოლო 17:00-ზედავბრუნდებით სასტუმროში და 19:00-ზე გვექნება ვახშამი რესტორანში „სერი მუტიარა“.
კვება: საუზმე, სადილი და ვახშამი
ღამისთევა სასტუმროში.
V დღე / 14 ივნისი – ტამან ნეგარა – კამერუნის მთისწინეთი
სასტუმროში საუზმის შემდეგ დავტოვებთ ნომრებს და 09:00 საათზე ხის ნავებით გადავალთ კუალატახანში. ნავმისადგომთან დაგვხვდება ტრანსპორტი/გიდი და გავემგზავრებით „Cameron Highlands”-ში, სწორედ ეს გზა გადის თვალწარმტაც ჯუნგლებსა და მთებზე.
გზად დავათვალიერებთ ჩაის პლანტაციებს. ხელოვნურად შექმნილ ულამაზე მწვანე გორაკებს დაორანგასლის ტომის სადგომს. ამ ტომის წევრებს ტყეში აქვთ დადებული ბინა და ისინი დღემდეუარყოფენ ცივილიზაციის სიკეთეებს. გვექნება შესაძლებლობა დავაგემოვნოთ 1500 მ სიმაღლეზემოყვანილი მარწყვი.
13:00-ზე ვისადილებთ სასტუმრო „Lake House“-ში, რომელიც წარმოადგენს არქიტექტურის ძეგლს. ისააშენა სტენლი ჯეკ ფორსტერმა, ბრიტანეთის არმიის გადამდგარმა ოფიცერმა მალაიზიისკოლონიზაციის პერიოდში.
მოგვიანებით დავბინავდებით სასტუმროში და გვექნება თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.
კვება: საუზმე და სადილი
VI დღე / 15 ივნისი – კამერუნის მთისწინეთი – ბუკიტ მერა – პენანგი
სასტუმროში საუზმის შემდეგ დავტოვებთ ნომრებს და 08:00 დავიწყებთ ექსკურსიას, მოვინახულებთ მისტიკურ ხავსიან ტყეს, რომელიც მდებარეობს მაღლა მთაში და გახვეულიაღრუბლებში. იქ მუდმივი ტენიანობაა, ამიტომ ხეები ნელა იზრდება და საშუალო სიმაღლისაა. გადმოკიდებული ლიანები ფანტასტიკურ არსებებს მოგაგონებთ. ხავსიანი ტყე აბსოლუტურადარარეალისტურია, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კუთხეში უცნაური ცხოველები იმალებიან, შორიახლოს კი „ბაბა იაგა“ ცხოვრობს. შემდგომ გავემგზავრებით ბუკიტ მერაში, რომელიცმალაიზიის ნახევარკუნძულზე ორანგუტანგების ერთადერთი სარეაბილიტაციო ცენტრია. გზადაუცილებლად შევივლით ხილის ბაზრობაზე, რათა კიდევ ერთხელ დავტკბეთ ხილის სიუხვით დაშევიძინოთ რაც მოგვესურვება.
კატერით რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ მივალთ “Orang Utan”-ის კუნძულთან, სადაცორანგუტანგები ბუნებრივ პირობებში ცხოვრობენ. ეს უნიკალური ადგილი წარმოადგენს გაქრობისპირას მისული ძუძუმწოვრების ამ სახეობის როგორც თავშესაფარს, ისე მათი შესწავლისათვისგანკუთვნილ ცენტრსაც.
შემდეგ გვექნება სადილი ადგილობრივ რესტორანში, მოგვიანებით კი გავაგრძელებთ ჩვენსმოგზაურობას კუნძულ პენანგზე.
ჯორჯთაუნში არსებულ სასტუმროში განთავსება და დასვენება.
*გასათვალისწინებელია:
1 – რომ შესაძლო მეწყერებიდან გამომდინარე, ხავსიანი ტყის მონახულება შეიძლება ჩანაცვლდესტროპიკულ ჯუნგლებში გასეირნებით, რომელიც მიეძღვნება რაფლეზიის – მსოფლიოს უდიდესიყვავილის ძიებას.
2 – კუნძულზე ვიზიტი არაა გარანტირებული მერას ტბის წყლის დონის მერყეობის გამო.
კვება: საუზმე და სადილი
VII დღე / 16 ივნისი – პენანგი
სასტუმროში საუზმის შემდეგ 08:00-ზე დავიწყებთ ექსკურსიას ჯორჯთაუნის მიმართულებით, რომელიც არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარებული ქალაქის ისტორიული, არქიტექტურული და კულტურული ღირსშესანიშნაობების გაჯერებული ნაზავი.
ექსკურსიას დავიწყებთ სანაპიროს დათვალიერებით, საიდანაც იშლება თვალწარმტაცი ხედიმალაკის სრუტეზე. მოვინახულებთ მე-18 საუკუნით დათარიღებულ ქალაქის რატუშის შენობებს, წყალზე გაშენებულ ტრადიციული ხის სახლებისგან შემდგარ ჩინურ დასახლება კლან ჯეტის, სახელგანთქმული კლანური სახლი პინანგა ქხუ კონგსი და ზარბაზნების ქუჩას – მაფიისკლანთაშორისი ომების ადგილი კუნძულზე. ჩავუვლით ქალაქის სიმბოლოებად ქცეულ კედლისფრესკებს, აგრეთვე ვეწვევით პინანგას უძველეს სამლოცველო სახლს – კაპიტან კლინგის მეჩეთს, გავივლით პატარა ინდოეთის რაიონში და ვესტუმრებით მის ცენტრს, სრი მახამარიამანას ტაძარს.
შემდგომ გამოყოფილი გვექნება დრო სადილისათვის (დამატებითი ღირებულების გადახდისშემთხვევაში).
დღის ბოლოს ვეწვევით სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ბუდისტურ ტაძარს – კეკ-ლოკ-სის. რომელიც 1905 წელს გაიხსნა და მისი მშენებლობა მიმდინარეობდა 40 წლისგანმავლობაში, 1890-1930 წლებში. ნაგებობის არქიტექტურაში ერთმანეთს შეერწყა ჩინური, ტაილანდური, ბირმანული ელემენტები და ხუროთმოძღვრების ტექნიკები, თუმცა ტაძარიდიდწილად ითვლება ჩინურად. სალოცავს გამორჩეულობას სძენს რამა VI-ის შვიდდონიანი პაგოდა, რომლის შიგნითაც ბუდას 10 000 პაგოდა და მოწყალების ქალღმერთის 36-მეტრიანი ქანდაკებააგანთავსებული. უზარმაზარი ძალიან ლამაზი და საინტერესოა თავისი მრავალმხრივიარქიტექტურისა და სტილის შერევის გამო. სულ ზემოთ მდებარეობს მოწყალების ქალღმერთისქანდაკება (ასასვლელად შეიძლება ლიფტის გამოყენებაც კი დაგვჭირდე), საიდანაც იშლებაპანორამული ხედი ჯორჯთაუნსა და კუნძულზე.
ტაძრის მონახულების შემდეგ აეროპორტში ტრანსფერი და გამგზავრება სინგაპურში.
კვება: საუზმე
VIII დღე / 17 ივნისი – სინგაპური
სასტუმროში საუზმის შემდეგ ექსკურსიას დავიწყებთ ქალაქის ღირსშესანიშნაობებისმონახულებით: ვესტუმრებით ერთ-ერთ კოლორიტულ ჩინურ უბანს, ასევე ვნახავთ სიმდიდრისშადრევანს და ქალაქის ცნობილ სიმბოლოს – მერლაიონის მითიური ცხოველის ქანდაკებას. მერლაიონს ლომის თავი და თევზის ტანი აქვს, მისი პირიდან კი მძლავრი შადრევანი გამოდის. ქალაქის დასახელებაც – სინგა (“ლომი”) და პურა (“ქალაქი”) სანსკრიტიდან მოდის. ასევემოვინახულებთ უზენაესი სასამართლოს შენობას, პადანგას ველს, სასტუმრო ‘Raffles’.
ტურის დასასრულს ვესტუმრებით ორქიდეების ნაციონალურ პარკს სადაც 2000 მდე სახეობაორქიდეა ხარობს.
თავისუფალი დრო, ღამისთევა სინგაპურის 4* სასტუმროში
კვება: საუზმე
IX დღე / 18 ივნისი – სინგაპური
თავისფალი დღე ქალაქში სასეირნოდ ან საყიდლებზე სასიარულოდ
თავისუფალი დრო, ღამისთევა სინგაპურის 4* სასტუმროში
კვება: საუზმე – სინგაპური
X დღე / 19 ივნისი
თავისუფალი დრო, ნომრების დატოვება, ტრანსფერი სინგაპურის აეროპორტში და დაბრუნებათბილისში
კვება: საუზმე
სრული საგზურის ღირებულება: 8500 ლარი
ტურის ღირებულებაში შედის:
კუალა-ლუმპურის სასტუმრო 4*
https://www.booking.com/Share-OVgaSE
ტამან ნეგარა – 4*
https://www.mutiaratamannegara.com/
კამერუნი – 4*
https://strawberryparkresorts.com/
პენანგი – 4*
https://www.shangri-la.com/en/hotels/jen/penang/georgetown/
სინგაპური – 4*
https://www.hoteltraveltine.com/
– ავიაბლეთები კატარის ავიახაზებით
– ყველა ტური და ტრანსფერი
– ყველა შესასვლელი ბილეთი
– კვება პროგრამის მიხედვით
– ტრანსფერები შიდა რეისებზე ინგლისურენივან მძღოლთან ერთად
– ვიზა
– სამოგზაურო დაზღვევა
– კომპანიის გამყოლი-ორგანიზატორის მომსახურება
თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17
-
დანიშნულება
-
გამგზავრებათბილისი
-
ღირებულებაში შედის- ავიაბლეთები კატარის ავიახაზებით - ყველა ტური და ტრანსფერი - ყველა შესასვლელი ბილეთი - კვება პროგრამის მიხედვით - ტრანსფერები შიდა რეისებზე ინგლისურენივან მძღოლთან ერთად - ვიზა - სამოგზაურო დაზღვევა - კომპანიის გამყოლი-ორგანიზატორის მომსახურება
-
ღირებულებაში შედისსინგაპური და კუალა ლუმპურის ჯგუფური ტური